| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | gsakhokia@gov.ge; liluashvilibeqa@gmail.com; sgagua@gov.ge |
| Subject : | 27 მაისის ბიულეტინი |
| Cc : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Maya Tskitishvili <m.tskitishvili@mrdi.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge> |
| Received On : | 27.05.2020 04:55 |
| Attachments : |
გიგზავნით დღევანდელი დილით ეპიდსიტუაციის მიმოხილვას.
ახალი შემთხვევა დადასტურებულია 3 (სულ 735) და ყველა საკარანტინო ზონებიდან, სამივე საქართველოს მოქალაქე შემოსულიa
რუსეთიდან.
ასევე გიგზავნით ქვემო ქართლის ეპიდსიტუაციის მიმოხილვას და პირველი სეროპრევალენტობის კვლევის შედეგებს რომელიც ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
შერჩეულ მოზრდილ მოსახლეობაზე ბოლნისის (ყველაზე დაზიანებულ) და თელავის (მწვანე ზონა, შესადარებლად) მუნიციპალიტეტებში. 150-150 ადამიანს ჩაუტარდათ სწრაფი ტესტებით (ანტისხეულები და ანტიგენი) გამოკვლევები. საეჭვო შემთხვევები სწრაფი ტესტებით, ან რომელიმეზე დადებითი
გადამოწმდა პჯრ ტექნოლოგიით.
მხოლოდ ბოლნისის ერთ მოსახლეს (სოფელ ქვემო ბოლნისიდან) დაუდასტურდა კოვიდი. მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების მხრდაჭერა კვლევების განხორციელებაში.
რეკომენდირებულია ამ ტიპის კვლევების პერიოდული ჩატარება სხვადასხვა დიდ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, ივნისიდან დაწყებული, განსაკუთრებით ტურისტულ
ზონებში, რათა ვაწარმოოთ ინფექციის გავრცელების მონიტორინგი. ამ კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაზე უკვე ვმუშაობთ.
ასევე ხუთშაბათიდან ყველაზე ცხელ წერტილში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დაიწყება მთელი მოსახლეობის გამოკვლევა პჯრ ტექნოლოგიით (ვინც
არ არის გამოკვლეული და ასევე ზოგიერთების განმეორებით, რათა სრულად გამოვავლინოთ ამ სოფელში ყველა ინფიცირებული და შესაბამისად ვუმკურნალოთ. მუშევანში იმუშავებს ერთდროულად 5-7 ეპიდემიოლოგიური ბრიგადა. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული მოსამზადებელ სამუშაოებში.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
მ. ასათიანის 9, თბილისი 0186
ტელ/ფაქსი: +995 32 2311755
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge