From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 26-27 მაისი მედია მონიტორინგი
Received On : 27.05.2020 09:35
Attachments :

მედია მონიტორინგი

26 მაისი

ტელევიზია

პირბადების ახალი საწარმო

26.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    26.05.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

თიბისის მხარდაჭერით პირბადების მწარმოებელი კომპანია ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი ფუნქციონირებას იწყებს და ამ პროექტის შემთხევაში ჯამურად 1.8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. საწარმოში, რომელიც დედაქალაქში მდებარეობს ასევე, 20 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ როგორც ამბობენ, უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდებაო. საწარმოს წარმადობა თვეში 10 მლნ პირბადე უნდა იყოს. პროდუქცია ამჟამად მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვრცელდება, მაგრამ სამომავლოდ ცხადია, გეგმაში არის ექსპორტზე გასვლაც. ვახტანგ ბუცხრიკიძე: "მარტო სამედიცინო მიმართულებით არაერთი საწარმო გავხსენით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად გამოწვევისა, კიდევ ბევრ ახალ საინტერესო პროექტს დავაფინასებთ".

კლინიკები პრემიერს მიმართავენ - რას ითხოვს სექტორი

26.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    26.05.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ჯანდაცვის სექტორის მხრიდან ფინანსურ კრიზისზე საუბარი საფუძელს მოკლებულია-ეს გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა გასულ კვირას 9 კლინიკის ერთობლივ მიმართვაზე საპასუხოდ, რომელიც მოთხოვნებს შეეხებოდა, რომლის ადრესატებს შორის ჯანდაცვის მინისტრიც გახლდათ. კლინიკები, რომლებმაც მიმართვა გაავრცელეს, ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წელს დაგეგმილ ჩარევაზე ტარიფის ცვლილებას და 520-ე დადგენილების თარიღის გადახედვას და 2021 წლიდან ასამოქმედებელი პირობების გადავადებას ერთი წლით სთხოვენ.

ბინები დევნილებისთვის

26.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    26.05.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის 140-მდე ბინას კონკურსის წესით ქუთაისსა და გორში შეისყიდის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინდა. საკონკურსო პირობების თანახმად კი სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროების გათვალისწინებით საცხოვრებელ ფართებს სწორედ ამ ორ ქალაქში იყიდის. სააგენტო ბინებს მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსში შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.

გაიდლაინები შიდა ტურიზმისთვის

26.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    26.05.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმითვე, შიდა ტურიზმის გასახსნელად, ასევე, უცხო ტურისტების მისაღებად სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მეზვრიშვილი ამბობს, რომ პროცესში გათვალისწინებულია კერძო სექტორის ინტერესებიც, მისივე განცხადებით, ეს ინფორმაცია იცვლება იმ სახელმწიფოებთანაც, საიდანაც ტურისტები უნდა შემოვიდნენ.

მედპერსონალის ანაზღაურება

26.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    26.05.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ჯანდაცვის სამინისტროში საკარანტინე სივრცეში მყოფი მედიკოსების ანაზღაურებასთან დაკავშირებით გააკეთა დამატებითი განმარტება. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ყველა მედიკოსის ანაზღაურების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. გოგიტიძის თქმით, საუბარია იმ სამედიცინო პირებზე, რომლებსაც ეპიდემიოლოგების დამატებით საკარანტინო პერიოდი განესაზღვრათ. შესაბამისად, დამატებითი პერიოდის გამო მათი თანხების ანაზღაურება მიმდინარეობს ეტაპობრივად განსაზღვრული ვადის ფარგლებში.

ონკოლოგიური საავადმყოფოს რეაბილიტაცია

26.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    26.05.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება. ამის დასტურად ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება ორი თვის განმავლობაში ანაზღაურდება. მინისტრის თქმითვე, საწყის ეტაპზე უნივერსალური სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაცია-აღჭურვაა გეგმაში. მოხდება ცენტრის სრული აღდგენა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება.

ექიმების ასოციაციის თავმჯდომარე საკარანტინო სივრცეში მყოფი ექიმებისთვის სახელფასო დავალიანების ჩარიცხვას ითხოვს

26.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    26.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

ექიმების ასოციაციის თავმჯდომარე, ავლაბარში სამკვირიანი საკარანტინო სივრცეში მყოფი ექიმებისთვის სახელფასო დავალიანების ჩარიცხვას ითხოვს. უფლებადამცველის თქმით, საუბარია იმ 25 ექიმზე, რომელიც ცხელ წერტილებში - ბოლნისსა და მარნეულში მუშაობდნენ. სალომე ლოლუა ექიმებისთვის ხელფასების დაუყოვნებლივ ანაზღაურებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს.

კორონავირუსი

26.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    26.05.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

1. ენგურის ხიდი გაიხსნა. დეფაქტო რეჟიმმა შეზღუდვა 14 მარტს დააწესა. თითქმის სამთვიანი აკრძალვის შემდეგ გადაადგილება ცალმხრივად მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოთხოვნილი საბუთების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. თამარ გაბუნია:" რუხის კლინიკაც არის იმისთვის, რომ გვქონდეს მაქსიმალური მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების დასახმარებლად". 2. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი განიკურნა.

 

27-მაისი

ტელევიზია

 

საქართველოში ლუგარის ცენტრზე რუსეთის საგარეო უწყება მორიგ განცხადებას ავრცელებს

27.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    27.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსეთი ქართული მხარისგან პასუხს ელოდება ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების ვიზიტის შესახებ მიმართვაზე“. ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებილ განცხადებაზე. მისი თქმით, პირადად არა ერთი რუსი მაღალჩინოსანი მოუწვევია საქართველოში, მათ შორის, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებიდან. „რუსები ბევრჯერ არიან მოწვეულნი, ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრჯერ. პირადად მისაუბრია მათ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან, ქალბატონთან, მის მოადგილესთან, ყოფილ მთავარ სანიტარულ ექიმთან, ონიშენკოსთან, რომელიც ბრალს გვდებს ხოლმე და რომელსაც კარგად ვიცნობ. მომიწვევია ისინი პირადად და მითქვამს, ჩამობრძანდით და ნახეთ. “ – განაცხადა გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

27.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    27.05.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განცხადებას აკეთებს. გიორგი გახარია:"მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, შემდგომი შემსუბუქების დაწესების თაობაზე: 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით, ეს გახლავთ აუცილებელი პირბადის ტარება.

პრემიერის განცხადება

27.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    27.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა ამ გახსნის ნაბიჯების შემდგომ, შევინარჩუნოთ ეპიდემიის გარცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე პირბადეების ტარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ კონკრეტულ ნორმებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოლებსა და რესტორნებში, მათი ამოქმედების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

27.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    27.05.2020 - I არხი - მოამბე 12:00

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვების დაგეგმილ ვადაზე ადრე შემსუბუქება გრძელდება. შეზღუდვების ნაწილი 29 მაისიდან, ნაწილი კი პირველი ივნისიდან მოიხსნება. საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მგზავრობისას დაწესებული იქნება გარკვეული შეზღუდვები. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. „აუცილებელია პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის გამოსვლა პარლამენტში

27.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    27.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

პრემიერი პარლამენტშია. გიორგი გახარია კანონმდებლებს კოვიდ ანგარიშს წარუდგენს და კრიზისის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს განუმარტავს. საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდნენ მინისტრები და ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძეც. 8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიხსნება ასევე სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

27.05.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    27.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

პარლამენტში მისვლამდე მთავრობის მეთაურმა მთელი რიგი შეზღუდვების მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა. 29 მაისიდან ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნება მეტროს ჩათვლით. სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელიც აუცილებელ პირობად რჩება. პრემიერის განცხადებით, 1 ივნისიდან გაიხსნება ღია მოლები, ბაზრობები და ღია კაფეები. 8 ივნისიდან კი გაიხსნება რესტორნები. პრემიერის განცხადებით, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

26 მაისი

ინტერნეტ სააგენტო

 

დღეს ქობულეთის კლინიკაში უახლესი სტანდარტების ინფექციური განყოფილება გაიხსნა (ვიდეო)

26.05.2020

მედია საშუალებები:    აიბიზნეს.ჯი

Link:    26.05.2020 - აიბიზნეს.ჯი

დღეს, ქობულეთში, “ქობულეთის, ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდის” ინფექციური განყოფილება გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ტექნიკით. კლუნიკის გახსნას დაესწრო აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის ეკონომიკის მინისტრი, ქობულეთის მაჟორიტარი, ქობულეთის მერი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კლინიკაში მოეწყო 10 ბოქსირებული განყოფილება, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მზად იქნება ისეთ ვირუსულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო. ამ მხრივ, მოგეხსენებათ, განსაკუთრებული სირთულე შეიქმნა ქობულეთში, “ქობულეთის კლასტერის” სახით.

თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება

26.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    26.05.2020 - კომერსანტ.ჯი

დაველოდოთ შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა, თუ ამ პერიოდში შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება - განუცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერ მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. „ჯერჯერობით, მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო 18 მაისს, ჯერ ერთი კვირაა მხოლოდ გასული. დაველოდოთ, ვიდრე შეზღუდვების მოხსნიდან და მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან გავა 2-3 კვირა.

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

26.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    26.05.2020 - კომერსანტ.ჯი

როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, ამოქმედების ნებართვას დაუყოვნებლივ გავცემთ, ოღონდ იმ დათქმით, რომ ყველა მოქალაქე დაიცავს წესს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის შემუშავდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მეორე ტალღის რისკი საკმაოდ რეალურია

26.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    26.05.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მეორე ტალღის რისკი არის რეალური და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მიგვითითებს. „ეს არ არის დამაიმედებელი ინფორმაცია, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ, ჩვენ რისკებს ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლით ვაფასებთ. ყველა ღონისძიების შემდეგ, რაც ქვეყანამ განახორციელა, მაჩვენებელი 0.54%-ს შეადგენს, თუმცა გლობალური რისკები ამით არ სრულდება.

ამირან გამყრელიძე - სანამ სერიოზული მტკიცებულებები არ დაგროვდება, იქამდე არ მგონია, „პლაქვენილის“ გამოყენებასთან ან არ გამოყენებასთან დაკავშირებით მკაცრი გადაწყვეტილებები მივიღოთ

26.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    26.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

Covid-19-ის მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექციაზე „პლაქვენილით“ მკურნალობენ, არავითარი გართულება არ ჰქონიათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტ „ჰიდროქსიქლოროქინის“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

„საქართველოში ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა დავიწყოთ“

26.05.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    26.05.2020 - ბიეფემ.ჯი

საქართველოში ეპიდსიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ ეკონომიკური აქტივობები და უფრო მასშტაბური გავხადოთ ის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „დღევანდელი ეპიდსიტუაცია საქართველოში არის დამაკმაყოფილებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 0,59%. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ ეკონომიკური აქტივობები და უფრო მასშტაბური გავხადოთ ის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საყოველთაო ჯანდაცვას 2019 წელს ბიუჯეტი არ ეყო - თანხა 30 სხვა პროგრამიდან დაამატეს

26.05.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    26.05.2020 - ბიემ.ჯი

2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებმა რეკორდულ 824.9 მილიონ ლარს მიაღწია. ეს ამავე წლის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ თავდაპირველ გეგმასთან შედარებით მთელი 74.7 მილიონი ლარით მეტი იყო. პროგრამისთვის ფინანსების დამატება 2019 წლის დეკემბერში მოხდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ამ პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა 30 სხვა პროგრამას მოაკლო და საყოველთაო ჯანდაცვას დაამატა.

27 მაისი

საინფორმაციო სააგენტო

ამირან გამყრელიძე – რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში

27.05.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    27.05.2020 - ბიეფემ.ჯი

რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე.

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება

27.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    27.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ. “ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ამიტომ დღის წესრიგში დგას შემდგომი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება.

თიბისის“ მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ გაიხსნა

27.05.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    27.05.2020 - ბიემ.ჯი

ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან.

მეორე ტალღის მოახლოებამდე კორონავირუსზე PCR ტესტებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი ჩაატარებს"

27.05.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    27.05.2020 - ბიემ.ჯი

მეორე ტალღის მოახლოებამდე კორონავირუსზე PCR-ტესტებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი ჩაატარებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამასთან, გახარიას თქმით, ყველა მოქალაქემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადე ყველგან უნდა ატარონ. „ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირებების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით ოქროს სტანდარტით, PCR ტესტებზეა საუბარი.

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

27.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    27.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, მისი თქმით, 8 ივნისიდან აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.

გიორგი გახარია - ვირუსთან ბრძოლა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ

27.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    27.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა ამ გახსნის ნაბიჯების შემდგომ, შევინარჩუნოთ ეპიდემიის გარცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე პირბადეების ტარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ კონკრეტულ ნორმებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოლებსა და რესტორნებში, მათი ამოქმედების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

 

 

 

 

 

26 მაისი

პრესა

შვეიცარიის და ავსტრიის დახმარებით გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოს 23 000 დამცავი ფარი გადასცა

26.05.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    26.05.2020 - მესინჯერი

შვეიცარიის და ავსტრიის დახმარებით გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოს 23 000 დამცავი ფარი გადასცა 23 მუნიციპალიტეტს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით აფხაზეთშიც გაიგზავნა დამცავი ფარები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა. გაეროს განვითარების პროგრამა შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობებთან ერთად აქტიურად თანაშრომლობს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა სხვადასხვა ტიპის დახმარება გაუწიოს საქართველოს რეგიონების მოსახლეობას. პროგრამების ფარგლებში ეხმარებიან უნარშეზღუდულ ადამიანებს, ეთნიკურ უმცირესობებს, ა.შ.

პირველი შედეგი: 100 000 უმუშევრად დარჩენილი ადამიანი და დაკარგული 200 მილიონი!

26.05.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    26.05.2020 - რეზონანსი

ყოველთვიურად მოსახლეობის შემოსავლები 150-200 მილიონ ლარამდე მცირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი სამსახურის გარეშე დარჩენილთა რაოდენობა 100 ათას ადამიანს შეადგენს. შემოსავლების სამსახურში დამსაქმებლების მხრიდან სიების წარდგენა ამ ეტაპზეც გრძელდება. შესაბამისად, მუდმივად მატულობს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო ადგილები დაკარგეს. ჯერჯერობით დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, მაგრამ უმუშევართა არმია, რომ ექვსნიშნა რიცხვით იქნება გამოხატული, ეს უდავოა.

ამ ეტაპზე ინფექციის ზრდას არ ველით - ჯანდაცვის მინისტრი

26.05.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    26.05.2020 - რეზონანსი

„დღევანდელი მდგომარეობით კოვიდინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის 0,59 რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ საქართველოს მასშტაბით ინფექციის ზრდას არ ველით", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, იმ რეგიონებში სადაც ჯერ კიდევ არის კოვიდინფიცირების გადაცემის შემთხვევები, ეპიდემიოლოგები მუმდივ რეჟიმში მუშაობენ.

27 მაისი

პრესა

გაგრძელდება თუ არა კორონავირუსის ინფექციაზე „პლაქვენილით“ მკურნალობა - გამყრელიძის განმარტება

27.05.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    27.05.2020 - რეზონანსი

Covid-19-ის მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექციაზე „პლაქვენილით" მკურნალობენ, არავითარი გართულება არ ჰქონიათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „სოლიდარობის კვლევიდან" მედიკამენტ „ჰიდროქსიქლოროქინის" („პლაქვენილი") დროებით ამოიღებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მიმართვა პრემიერ გახარიას ვითარება მომწიფდა, იმოქმედეთ დამოუკიდებლად!

27.05.2020

მედია საშუალებები:    საქართველო და მსოფლიო

Link:    27.05.2020 - საქართველო და მსოფლიო

ვიცი, თქვენამდე მოვა ეს ღია წერილი _ მის შინაარსს გაგაცნობენ. უწინარესად, მოგმართავთ იმიტომ, რომ თქვენ ძირითადი განათლებით ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ბრძანდებით, მაშასადამე, პოლიტიკოსზე, მის მოწოდებასა და ქარიზმულობაზე სერიოზული წარმოდგენა გაქვთ, ფლობთ და აანალიზებთ ისტორიას, რაც აუცილებელი წინაპირობაა სტრატეგიული აზროვნებისთვის და, ამასთანავე, არა მხოლოდ საქართველოში წარმოადგენს უდიდეს დეფიციტს.

26 მაისი

რადიო

დევნილთა სააგენტო 140-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

26.05.2020

მედია საშუალებები:    რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 13:00

Link:    26.05.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 13:00

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 140-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ამის შესახებ ოუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან განაცხადეს.

ჯანმო-მ „პლაქვენილი“ „სოლიდარობის კვლევიდან“ დროებით ამოიღო

26.05.2020

მედია საშუალებები:    რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 15:00

Link:    26.05.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 15:00

Covid-19-ის მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექციაზე „პლაქვენილით“ მკურნალობენ, არავითარი გართულება არ ჰქონიათ. რაც შეეხება იმას, რა მედიკამენტებზე ჩატარდება საქართველოში „სოლიდარობის კვლევა“, რომლისთვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოც შეარჩია, გამყრელიძის თქმით, კვლევის დიზაინზე, მის პროტოკოლზე, ავადმყოფთა ჩართვისა და არ ჩართვის კრიტერიუმებზე ჯერ კიდევ მიდის საუბარი. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, მსოფლიოში, სხვადასხვა უნივერსიტეტში ბევრი კვლევა ტარდება, სადაც „პლაქვენილი“ განიხილება როგორც სამკურნალო საშუალება.

Covid-19-ის მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექციაზე "პლაქვენილით" მკურნალობენ, არავითარი გართულება არ ჰქონიათ - ამირან გამყრელიძე

26.05.2020

მედია საშუალებები:    რადიო საქართველოს ხმა - რადიო საქართველოს ხმა 15:00

Link:    26.05.2020 - რადიო საქართველოს ხმა - რადიო საქართველოს ხმა 15:00

Covid-19-ის მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექციაზე "პლაქვენილით" მკურნალობენ, არავითარი გართულება არ ჰქონიათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "სოლიდარობის კვლევიდან" მედიკამენტ "ჰიდროქსიქლოროქინის" ("პლაქვენილი") დროებით ამოიღებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

27 მაისი

რადიო

საქართველოში ლუგარის ცენტრზე რუსეთის საგარეო უწყება მორიგ განცხადებას ავრცელებს

27.05.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    27.05.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

საქართველოში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსეთი ქართული მხარისგან პასუხს ელოდება ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების ვიზიტის შესახებ მიმართვაზე“. ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებილ განცხადებაზე. მისი თქმით, პირადად არა ერთი რუსი მაღალჩინოსანი მოუწვევია საქართველოში, მათ შორის, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებიდან. მისი შეფასებით, ლუგარის ლაბორატორიის თემა რუსეთს პოლიტიკურ კონტექსტში გადააქვს.

კორონავირუსი

27.05.2020

მედია საშუალებები:    რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

Link:    27.05.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 735 გახდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 74% გამოჯანმრთელდა. ბოქსირებულ სექტორში არის 39 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 32. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალი პაციენტი არ გვყავს, ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მედიკამენტი "პლაქვენილი" „კოვიდ 19“-ის მქონე პაციენტების მკურნალობის პროტოკოლიდან ამოღებულია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკამენტს კლინიკაში მყოფ პაციენტებში არანაირი გართულება არ ჰქონია.

შეზღუდვები იხსნება

27.05.2020

მედია საშუალებები:    რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა–ბიზნესნიუსი 11:30

Link:    27.05.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა–ბიზნესნიუსი 11:30

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. 1-ელი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. 8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის ბრიფინგი

27.05.2020

მედია საშუალებები:    რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00

Link:    27.05.2020 - რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00

გიორგი გახარია: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს, ამის დასტურად შეგვიძლია, გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი. ინფიცირებულების ახალი შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ადასტურებს, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება, ინფიცრებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ცნობილი კლასტერებიდან. რისკის შემცველი ჯგუფი ასევე გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და კონტროლი არის გამკაცრებული.

შეზღუდვები იხსნება

27.05.2020

მედია საშუალებები:    რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 13:00

Link:    27.05.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 13:00

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. 1-ელი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. 8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მუნიციპალუტ ტრანსპორტში, რომელიც მუშაობას 29 მაისიდან გაანახლებს ვითარებას მერიის სამსახურები გააკონტროლებენ. დეტალებზე დღეს კახი კალაძემ ისაუბრა.

​