| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 25-26 თებერვალი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 26.02.2020 08:09 |
| Attachments : |
25 თებერვალი
ტელევიზია
25.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
Link: 25.02.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომელთა გამოც თბილისი-ბათუმის მატარებელი გაჩერდა, კორონავირუსი ნიშნები არ აღმოაჩნდათ. კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც ამ დროისთვის მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, ქუთაისის კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ის იტალიიდან დაბრუნდა. ქუთაისი-მილანის რეისიდან კიდევ ერთი მოქალაქე გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში მინიმალურია.
25.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 25.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევის მატების მიუხედავად, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნებს შორის რჩება.
25.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 25.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი პროფკავშირული გაერთიანების პრეზენტაცია გაიმართა. პროფესიული კავშირების წარმომადგენელთა თქმით, ახალი გაერთიანება აქტიურად იბრძოლებს სამუშაო პირობების გაუმჯობესების, სამუშაო ადგილზე უსაფრთოების ზომების დაცვისა და მშრომელთა უფლებებისთვის. ბექა ნაცვლიშვილი: "ეს გაერთიანება აერთიანებს სხვადასხვა დარგის პროფესიულ კავშირებს".
25.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 25.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
კლინიკიდან გაწერეს ცოლ-ქმარი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში სხვა მგზავრების მოთხოვნით გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.
25.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 25.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
გაუსაძლისი, მძიმე, რისკიანი სამუშაო პირობები და მონური შრომა - ამ მიზეზებს ასახელებენ გაფიცულები ტყიბულში, რის გამოც 200-ზე მეტმა მეშახტემ პროტესტის ნიშნად საქმიანობა შეწყვიტა. ისინი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
25.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 25.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობის და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო საკონსულტაციო საჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე თამბაქოს კონტროლის შესახებ ამოქმედებული კანონის აღსყლების საკითხები განიხილეს. საბჭოს წევრების შეფასებით თამბაქოს შესახებ კონტროლის დაწესებას ბიზნესსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია.
25.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 25.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
რეგლამენტის დარღვევის გამო შესაძლოა ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს. ამ ინიციატივისთ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მინისტრები, რომლებიც რეგლამენტს არღვევენ და საკანონმდელბლო ორგანოს მიმართ უპატივეცემულობას იჩენენ, ამ პოსტს არ უნდა იკავებდნენ. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.
25.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 25.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
ტყიბულში გაფიცვა გრძელდება. ძიძიგურის შახტში დასაქმებულები ეჭვობენ, რომ კომპანია საწარმოს დახურვას გეგმავს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ რამდენიმე დღეა ელმავალი დაზიანებულია და გამოსაცვლელია. შესაბამისად კომპანიისგან ითხოვენ გარანტიას, რომ ძიძიგურის შახტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. თავის მხრივ კომპანია ქოალ ოფ ჯორჯიაში პირობას დებენ, რომ არც შახტი დაიხურება და არც შტატები გაუქმდება.
25.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
Link: 25.02.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
საპენსიო სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის ვინაობა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განაცხადა.
25.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 25.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ტყიბულში გაფიცვა გრძელდება. ძიძიგურის შახტში დასაქმებულები ეჭვობენ, რომ კომპანია საწარმოს დახურვას გეგმავს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ რამდენიმე დღეა ელმავალი დაზიანებულია და გამოსაცვლელია. შესაბამისად კომპანიისგან ითხოვენ გარანტიას, რომ ძიძიგურის შახტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. თავის მხრივ კომპანია ქოალ ოფ ჯორჯიაში პირობას დებენ, რომ არც შახტი დაიხურება და არც შტატები გაუქმდება.
25.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 25.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
5 პაციენტი გადის მკურნალობას თბილისისა და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში. კორონავირუსის სიმპტომები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება, თუმცა ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან. კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და რეკომენდაციებზე ცოტა ხნის წინ განმარტება ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა. განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. "გაგრძელდება აქტიური თერმული სკრინინგი სასაზღვრო ზონებში, როგორც საჰაერო პუნქტებში, ასევე სახმელეთო სასაზღვრო ზონებში.
25.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 25.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები კი ზაზაშვილის ქუჩის 27 ნომერში დილიდან მუშაობენ, სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა. 18 წლის ახალგაზრდამ მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა. ამოღებულია მკვლელობის იარაღი. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1
Link: 25.02.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1
გუშინ, მგზავრების პანიკის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელი 1 საათით შეყოვნდა. სოციალურ ქსელში ამ ამბავს, არაერთი გამოხმაურე მოჰყვა. მათ შორის იყო პაატა იმნაძე, დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, რომელმაც თქვა, რომ რაც უკარაინაში რუსულმა აგენტებმა ჩაიდინეს იმას აკეთებენ ჩვენთან, რაც მატარებლში მოხდა ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, სამარცხვინო და პროპაგანდისტულმა მედიამ, ბულინგის მსხვერპლი აქცია. მგზავრებმა მატარებელში საპატრულო პოლიცია და 112 გამოიძახეს, იმიტომ რომ ჩინეთის მოქალაქეებს სურდო ჰქონდათ.
25.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 25.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
პარალემნტისთვის გამოცხადბეული ბოიკოტი, შესაძლოა მინისტრებს დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდეთ-არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატიის ინდექსი ფიქრობს, რომ ვანო მაჭავარიანმა და ეკატერინე ტიკარაძემ კანონი დაარღვიეს რაც მატი იმპიჩმენტისს საფუძველი შეილება გახდეს.
25.02.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 25.02.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
თბილისის საკრებულოს ბრალდებული წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კითხავენ. ექიმის განმარტებით, შეტყობინება 112-შიც გაუპატიურების მცდელობაზე შევიდა.
25.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15
Link: 25.02.2020 - მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15
დასაქმებულთა ნაწილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს, კანონი კომპანიების მიერ დაქირავებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს ავალდებულებს სამუშაო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაიცვან და დარღვევების შემთხვევაში სახელმწიფოს აცნობონ. თუმცა როგორც ირკვევა სპეციალისტების ნაწილი ამ მოვალეობას არ ასრულებს.
25.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 25.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ვალერი ფოცხვერიას ინფორმაციით, სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 5 ადამიანი ქუთაისიდან და ჩოხატაურიდან იყვნენ. მერის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ტრაილერის მძღოლი გადაურჩა. "ხუთი ადამიანია დაღუპული, მინივენის მძღოლი და მისი მგზავრები. ის დაეჯახა ტრაილერს.
25.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 25.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია და ამიტომ, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯერ კიდევ 1 თვის წინ თამამად შეიძლებოდა თქმა, რომ საქართველო მწვანე ზონაში იყო, რადგან ვირუსი არცერთ ახლომდებარე ქვეყანაში არ იყო დაფიქსირებული.
25.02.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 25.02.2020 - I არხი - მოამბე 18:00
არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე, რა რეკომენდაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და როდის შემცირდება ინფექციის გავრცელების მასშტაბები.
25.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 25.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესზე დღეს სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც დაზარალებულმა თამთა თოდაძემ შემთხვევის შემდეგ გამოიძახა. მამუკა ფეიქრიშვილმა დეტალურად გაიხსენა დაზარალებულის მდგომარეობა და ისაუბრა იმ დაზიანებებზე, რომლებიც თამთა თოდაძეს აღენიშნებოდა.
25.02.2020
მედია საშუალებები: კავკასია - ბარიერი
Link: 25.02.2020 - კავკასია - ბარიერი
გადაცემის სტუმრები არიან ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე და ლადო სურგულაძე. ამ ბლოკის მტავარი თემაა კორონავირუსი და მისი საფრთხეები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ვირუსი გავრცელდეს.
25.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 25.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
პარალემნტისთვის გამოცხადბეული ბოიკოტი, შესაძლოა მინისტრებს დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდეთ-არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატიის ინდექსი ფიქრობს, რომ ვანო მაჭავარიანმა და ეკატერინე ტიკარაძემ კანონი დაარღვიეს რაც მატი იმპიჩმენტისს საფუძველი შეილება გახდეს. არც ჯანდაცვის და არც ფინანსთა მინისტრები, დეპუტატების თხოვნის მიუხედავად, პარლამნეტში არ მივიდნენ.
25.02.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
Link: 25.02.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
თბილისის საკრებულოს ბრალდებული წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კითხავენ. ექიმის განმარტებით, შეტყობინება 112-შიც გაუპატიურების მცდელობაზე შევიდა. მისივე განცხადებით, გამოძახებაზე მისულებს თამთა თოდაძე ძლიერ აღელვებული დახვდათ, ტიროდა და პერიოდულად ერთი და იმავეს ჰყვებოდა.
25.02.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
Link: 25.02.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებას ჯერ არ განიხილავს, ამასთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს რომ სასაზღვრო პუნქტებში მონიტორინგის ღონისძიების გამკაცრებას.
25.02.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
Link: 25.02.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა, მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა.
25.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 25.02.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
საქართველო საერთაშორისო საზოაგდოებას იმ პროგრესს უზიარებს, რომელსაც ქვეყანამ ბავშვთა პრევენცისი ქორწინების მიმართულებით მიაღწია. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭსოს 43-ე სესიაზე მოხსენებით საგარეო საქმეთა მინისტრი წარსდგა. დავით ზალკალიანმა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 25.02.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
კორონავირუსის გამო იტალიათან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოგზაურობის შეზღუდვის წინადადება ჯერ არ განიხილება, ამის შესახებ ცოტახნის წინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 25.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
როგორც ჩანს ხელისუფლება კიდევ ერთ დაპირებას არ ასრულებს, დღეს ის სამოქმედო გეგმა უნდა გამოქვეყნებულიყო, რომელიც მთავრობის სტრატეგიას განსაზღვრავს კორონა ვირუსის გავრხცელების საფრთხეების ასარიდებლად.
25.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 25.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
ოპოზიცია მინისტრების გადადგომას მოითხოვს - "ქართული ოცნების" ოპონენტები პარლამენტში იმპიჩმენტს ამზადებენ, რომელიც ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრებს შეეხება. მიზეზი ეკატერინე ტიკარაძის და ივანე მაჭავარიანის დემარშია.
25.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 25.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
5 ადამიანი დაიღუპა დღეს სამტრედიის შესასვლელთან ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მინივენი შეეჯახა. მინივენში მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.
25.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 25.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
საქართველოში პანდემიური მზადყოფნის რეჟიმია. მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ეჭვის გამო, აზერბაიჯანში კარანტინშია მოთავსებული 23 ადამიანი.
25.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 25.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ორი წევრის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება. ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის ინიცირებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.
25.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 25.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
და სულ ცოტა ხნის წინ კიდევ 2 პაციენტი მოათავსეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აზერბაიჯანის 2 მოქალაქე წითელი ხიდიდან თბილისში გადმოიყვანა. მათ ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ, ანალიზების პასუხი სავარაუდოდ ხვალ იქნება ცნობილი.
25.02.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 25.02.2020 - I არხი - მოამბე 21:00
შშმ პირებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად კლინიკებს შესაძლოა გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოუხდეთ. სტომატოლოგიური კლინიკების, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დიდი ნაწილი მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს.
26 თებერვალი
ტელევიზია
26.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 26.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
შემდეგ თემას პარლამენტი არ სჭირდება, თუმცა, ინფორმაცია სწორედ საპარლამენტო კომიტეტიდან გახდა ცნობილი. საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის ვინაობა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გვეცოდინება. ეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თქვა გუშინ საკანონმდებლო ორგანოში დარგობრივი ეკონომიკური და ეკონომიკურო პოლიტიკის კომიტეტში სტუმრობისას. საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე 120 განაცხადი იყო შესული. კანდიდადტთა დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის, რომელშიც ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე შედიან.
26.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - იმედის დილა
Link: 26.02.2020 - იმედი - იმედის დილა
მარფანის სინდრომი
26.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
Link: 26.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან. ოპოიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეგლამენტის დამრღვევი და საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი მინისტრები თანამდებობებს არ უნდა იკავებდნენ.
26.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 26.02.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
კორონავირუსი
26.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 08:00
Link: 26.02.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00
1. ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინს საჩხერეში სასტუმროს ტიპის კომპლექსში გადის. ამ დროისთვფის არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება, თუმცა პაციენტები ყოველდღიურად მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მაია ხელაძის თქმით, ისინი ელოდებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მითითებებს. ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიეტზე შეყვანილი ჩინეთის 7 მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
25 თებერვალი
ინტერნეტ სააგენტო
25.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 25.02.2020 - ბიემ.ჯი
საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის ვინაობა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კატერინე მიქაბაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განაცხადა. როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე სულ 120 განცხადება შევიდა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 25.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც მგზავრების პროტესტის გამო თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩამოსვეს და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.
25.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 25.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს და საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიუთითებს გამოძიების არაეფექტიანობის, ასევე, გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობლისა და პოლიტიზების პრობლემაზე.
25.02.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 25.02.2020 - პია.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. წოწკლაურმა და სიმონიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 25.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
თბილისის საკრებულოს ბრალდებული წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კითხავენ. ექიმის განმარტებით, შეტყობინება 112-შიც გაუპატიურების მცდელობაზე შევიდა. მისივე განცხადებით, გამოძახებაზე მისულებს თამთა თოდაძე ძლიერ აღელვებული დახვდათ, ტიროდა და პერიოდულად ერთი და იმავეს ჰყვებოდა. "თქვა გაუპატიურების მცდელობა ჰქონდა ჩემს უფროსო.
25.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 25.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 25.02.2020 - ბიემ.ჯი
ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომელთა გამოც, თბილისი-ბათუმის მატარებელი გააჩერეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტებს არ აღმოაჩნდათ არანაირი სიმპტომი, რაც დაავადებას დაადასტურებდა, თუმცა მათ კვლევები მაინც ჩაუტარდათ.
25.02.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 25.02.2020 - ბიეფემ.ჯი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამუშაო დრო შეამცირა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის, პარასკევს სამუშაო პერიოდი მხოლოდ 4 საათით განისაზღვრება. „საია პარასკევობით 4-საათიან გრაფიკზე გადადის! ასევე, შუადღის შესვენებას 8-საათიან სამუშაო დღეში თვლის. საია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე და მიიჩნევს, რომ ეს გუნდის პროდუქტიულობასა და მოტივაციას გაზრდის, რათა კიდევ უფრო უკეთ შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 4-დღიან სამუშაო კვირაზე სამი კომპანია გადავიდა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 25.02.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 25.02.2020 - ბიპიენ.ჯი
სამუშაო დრო საქართველოში კიდევ ერთმა კომპანიამ შეამცირა. საუბარია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე, სადაც აცხადებენ, რომ თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის, პარასკევს სამუშაო პერიოდი მხოლოდ 4 საათით განისაზღვრება. „საია პარასკევობით 4-საათიან გრაფიკზე გადადის! ასევე, შუადღის შესვენებას 8-საათიან სამუშაო დღეში თვლის.
25.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 25.02.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მთავარი მიზანი შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორ პირობებში ჩართვაა. კონკრეტულად რა ცვლილებებს, რეგულაციებს და სიახლეებს მოიცავს კანონპროექტი, ამის შესახებ „კვირას“ იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინე წაქაძე ესაუბრა.
25.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 25.02.2020 - კვირა.ჯი
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა ის გზას კვეთდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლოატაცის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
25.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 25.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. წოწკლაურმა და სიმონიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
25.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 25.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
თბილისის საკრებულოს ბრალდებული წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კითხავენ. ექიმის განმარტებით, შეტყობინება 112-შიც გაუპატიურების მცდელობაზე შევიდა. მისივე განცხადებით, გამოძახებაზე მისულებს თამთა თოდაძე ძლიერ აღელვებული დახვდათ, ტიროდა და პერიოდულად ერთი და იმავეს ჰყვებოდა. "თქვა გაუპატიურების მცდელობა ჰქონდა ჩემს უფროსო.
25.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 25.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის კარანტინში რჩება საქართველოს 34 მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან დაბრუნდნენ.
25.02.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 25.02.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ. მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
25.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 25.02.2020 - ინფო9
ვრცელდება სამტრედიის შესასვლელთან მომხდარი უმძიმესი ავარიის კადრები. როგორც ცნობილია ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის შესასვლეთან ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ. მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი, 5 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
25.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 25.02.2020 - კვირა.ჯი
ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის ძირითადი პროფილაქტიკური ღონიძიებების შესახებ, “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” ინფორმაციას აქვეყნებს. “ხშირად დაიბანეთ ხელები ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.
25.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 25.02.2020 - კვირა.ჯი
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 25.02.2020 - ტაბულა.ჯი
კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და რეკომენდაციებზე კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს.
25.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 25.02.2020 - კვირა.ჯი
თელავში, ყარალაშვილის ქუჩაზე სამსართულიან სახლში სავარაუდოდ, საკვამურიდან ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
25.02.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 25.02.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ვრცელდება სამტრედიის შესასვლელთან მომხდარი უმძიმესი ავარიის კადრები. როგორც ცნობილია ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის შესასვლეთან ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ. მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი, 5 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.
25.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 25.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა, მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
25.02.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 25.02.2020 - აიპრეს.ჯი
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
25.02.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 25.02.2020 - აიპრეს.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. წოწკლაურმა და სიმონიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
25.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 25.02.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კორონავირუსის გამო იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება. მისივე თქმით, მოსალოდნელია სასაზღვრო პუნქტებში, როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები უფრო გამკაცრდეს.
25.02.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 25.02.2020 - ბიეფემ.ჯი
2020 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბრენდული იაპონური მაღაზიათა ქსელი „მინისოს“ საქართველოს წარმომადგენლობის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო სარჩელი, რომლითაც შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვანი საქმე განიხილება.
25.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 25.02.2020 - კომერსანტ.ჯი
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა.
25.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 25.02.2020 - კომერსანტ.ჯი
2020 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბრენდული იაპონური მაღაზიათა ქსელი „მინისოს“ საქართველოს წარმომადგენლობის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო სარჩელი, რომლითაც შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვანი საქმე განიხილება.
25.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 25.02.2020 - კომერსანტ.ჯი
ახალი კორონავირუსი (COVID-19) მსოფლიოს ყოველდღიურად მეტ საფრთხეს უქმნის, დაღუპულთა რიცხვმა უკვე 2 698-ს მიაღწია.საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია
25.02.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 25.02.2020 - ბიპიენ.ჯი
ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
25.02.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 25.02.2020 - აიპრეს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:ხშირად დაიბანეთ ხელები ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.
25.02.2020
მედია საშუალებები: ჯიბისი.ჯი
Link: 25.02.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის პროფილაქტიკური ღონისძიებებზე ინფორმაციას ავრცელებს. ხშირად დაიბანეთ ხელები ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით. რატომ? ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.
25.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 25.02.2020 - ინფო9
არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებას ჯერ არ განვიხილავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, იგეგმება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა.
25.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 25.02.2020 - კომერსანტ.ჯი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში და ევროპის რეგიონში არსებულ ვითარებას.
25.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 25.02.2020 - კომერსანტ.ჯი
არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებას ჯერ არ განვიხილავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, იგეგმება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა. ვაქცინის გამოყვანას და შემდეგ მის გარკვეულად გამოცდას“, – განაცხადა გაბუნიამ.
26 თებერვალი
ინტერნეტ სააგენტო
26.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 26.02.2020 - ბიემ.ჯი
საია პარასკევობით 4-საათიან გრაფიკზე გადადის! ასევე, შუადღის შესვენებას 8-საათიან სამუშაო დღეში თვლის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
26.02.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 26.02.2020 - ნიუპოსტს.ჯი
მსოფლიოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხი სულ უფრო იზრდება, დიდია განკურნებულთა რაოდენობა, მაგრამ ასევე დიდია გარდაცვლილთა რაოდენობაც, მოქალაქეები შეშინებულები არიან.
პრესა
26.02.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 26.02.2020 - რეზონანსი
(რეზონანსი) ავარია მოხდა ასპინძის სოფელ ტოლოშთან. მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი - 29 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი დაშავებული ასპინძის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
26.02.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 26.02.2020 - რეზონანსი
საზარელი მკვლელობა თბილისში - 19 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, ბებია და დედა მძინარეები ნაჯახით საწოლში დახოცა. პოლიციამ ეს სასტიკი მკვლელობა ცხელ კვალზევე გახსნა და ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა სახლთანვე დააკავა. ეს საზარელი ფაქტი კი ზაზაშვილის ქუჩაძე, ნაძალდევის რაიონში ღამის 3 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ქუჩა ღამით თავად ახალგაზრდა ბიჭის ყვირილმა გააღვიძა იგი გვიან ღამით სახლიდან გამოვარდა და ყვიროდა, რომ მან დედა და ბებია დახოცა.
26.02.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 26.02.2020 - რეზონანსი
კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ვეღარ ხერხდება და როგორც ჩანს, მსოფლიო თანდათან უახლოვდება გლობალური პანიკის ზღვარს.
26.02.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 26.02.2020 - ახალი თაობა
გუშინ, 25 თებერვალს, სუიციდის მცდელობა იყო რუსთავში. მე-7 მიკრორაინში 80 წლის კაცმა თვითმკვლელობა ცადა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მამაკაცი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
26.02.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 26.02.2020 - მესინჯერი
საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.
26.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 26.02.2020 - ბიემ.ჯი
საია პარასკევობით 4-საათიან გრაფიკზე გადადის! ასევე, შუადღის შესვენებას 8-საათიან სამუშაო დღეში თვლის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. "საია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე და მიიჩნევს, რომ ეს გუნდის პროდუქტიულობასა და მოტივაციას გაზრდის, რათა კიდევ უფრო უკეთ შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვა", - წერია საია-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოში რამდენიმე კომპანიამ სამუშაო საათების და დღეების რაოდენობა შეამცირა. ერთ-ერთი პირველი კომპანია Insource-ი იყო, რომელიც 4-დღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.
26.02.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 26.02.2020 - ნიუპოსტს.ჯი
მსოფლიოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხი სულ უფრო იზრდება, დიდია განკურნებულთა რაოდენობა, მაგრამ ასევე დიდია გარდაცვლილთა რაოდენობაც, მოქალაქეები შეშინებულები არიან. საქართველოში მართალია კორონა ვირუსის ჯერ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ამის მიუხედავად ხალხში ნამდვილად არის პანიკის ნიშნები.