| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | 24042020 |
| Cc : | Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Ana Kasradze Gmail <anakasradze@gmail.com>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge> |
| Received On : | 25.04.2020 09:23 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
ქალბატონო თამარ,
გიგზავნით 24 აპრილს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების ნაერთ ჯამს.
როგორც ნახავთ თანდათან გაფართოვდა ტესტირების არეალი. დაემატა კიდევ 5 ლაბორატორია, ანუ ამჟამად ტესტირებას აწარმოებს 10 ლაბორატორია. მათი სიმძლავრეები ამ ეტაპზე შიძლება განისაზღვროს 1000 -დან 1500-მდე
ანალიზით დღეში, და მაქსიმალურ დატვირთვაზე
შესაძლებელია 2000-იც. ვფიქრობთ ეს ხუთი ლაბორატორია, ნეოლაბი და ცენტრალური ინფექციური გაზრდიან კვლევის მოცულობებს, ისევე როგორც ახლადდამატებულები, რადგან დღესაც კვლევების 90%-მდე მოდის დაავადებათა
კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე (ლუგარი, ქუთაისი, ბათუმი). მაისში კიდევ იგეგმება დაახლოებით 5-6 ლაბორატორიის დამატება.
ამიტომ ვფიქრობთ დასაჩქარებელია:
1.
ტარიფის განსაზღვრა და ანაზღაურების მექანიზმის განსაზღვრა, რადგან უმეტესობა უკვე კერძო ლაბორატორიებია.
2.
პჯდ ტესტების საკმარისი (დაახლოებით 100-150 000-იანი) მარაგის შექმნა ყველა თავისი კომპონენტებით (ასაღები მასალა-ჩხირები და საექსტრაქციო რეაგენტები), ცხელებისა და კოვიდის კლინიკების გარდა,
სხვა კლინიკებში ნიმუშების ამღებების გადამზადების ორგანიზება.
3.
მიზანშეწონილია, რომ სამინისტროდან ან საყოველთაოდან გაძლიერდეს კონტროლი ქსელზე, რომ ყველა პნევმონიან და ცხელებიან ავადმყოფებს სამედიცინო დაწესებულებებში აუღონ ნიმუში და გააგზავნონ ახლომდებარე
ლაბორატორიაში. ჩვენი წინასწარი შეფასებით ნაკლები შემოდის ამ ტიპის (პნევმონიის) ნიმუშები.
4.
მიზანშეწონილია კიდევ ერთხელ მიეთითოს ქსელს, რომ შეასრულონ ბრძანება და აუცილებლად შიყვანონ ელექტრონულ სისტემაში ლაბორატორიული კვლევის შედეგები (პჯდ და სწრაფი ტესტები), რათა თანდათან უფრო
მოწესრიგდრს აღრიცხვიანობა.
5.
სასურველია მომავალ კვირაში მოეწყოს ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრა მათი წარმომადგენლების მოწვევით. რადგან რიცხვი ადამიანების ცოტა ბევრი
იქნება და ისინი სამინისტროში ჭადრაკულად - დაშორებით ვერ დასხდებიან, გთავაზობთ ჩვენი ცენტრის დიდ საკონფერენციო დარბაზს.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge