From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 24-25 მარტი მედია მონიტორინგი
Received On : 25.03.2020 09:26
Attachments :

მედია მონიტორინგი

24 მარტი

ტელევიზია

 

კორონავირუსი საქართველოში

24.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    24.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემოტანის გეოგრაფიული არეალი სულ უფრო იზრდება.

სადეზინფექციო სამუშაოები

24.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    24.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქში დღეს საღამოდან დაიწყება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

ინტერვიუ ეკატერინე ტიკარაძესთან

24.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - დღის ქრონიკა

Link:    24.03.2020 - იმედი - დღის ქრონიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი. ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ, 252 პირი.

კორონავირუსი

24.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

Link:    24.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 61-დან 66-მდ ეგაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3 320 ადამიანი იმყოფებამ, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237 პაციენტი რჩება.

9 გამოჯანმრთელებული და კორონავირუსის დადასტურებული 67 შემთხვევა **უახლოეს დღეებში ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს ***საქართველოში სპეცრეისით COVID -19-ის დამდგენი ტესტები ჩამოვა

24.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    24.03.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

9 გამოჯანმრთელებული და კორონავირუსის დადასტურებული 67 შემთხვევა. ძირითადად პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისში და რეგიონებში დეზინფექციის სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაატარებს

24.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    24.03.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

თბილისში და რეგიონებში დეზინფექციის სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაატარებს.

კომპანიამ "ტრიდე" ინფექციურ საავადმყოფოს 30 000 ლარი გადაურიცხა

24.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    24.03.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დეველოპერულმა კომპანიამ "ტრიდე", აიღო ვალდებულება და გუშინ 23 მარტს ინფექციურ საავადმყოფოს ანგარიშზე, ქველმოქმედების სახით 30 000 ლარი გადარიცხა.

კარანტინის მეორე დე ქვემო ქართლში

24.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    24.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

მეორე დღეა კარანტინშია მარნეულსა და ბოლნისის მოსახლეობა. მათ განსაკუთრებიტ მკაცრი შეზღუდვებთ უწევთ ცხოვრება.

კორონა ვირუსი

24.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    24.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

კარანტინში მოქცეული მარნეულის საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთებიანი პაციენტი გამოწერეს. კლინიკა მას შემდეგაა კარანტინში რაც გაირკვა რომ იქ მყოფ ერთ პაციენტს 60 წლის ქალს კორონა ვირუსი ჰქონდა. სამედიცინო დაწესებულების შენობას არ ტოვებს მედპერსონალი.

სადეზინფექციო სამუშაოები

24.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    24.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

დედაქალაქსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. სამშაოებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალიზებული ჯგუფები ერთვებიან. სამინისტროშ მობილიზებული 60 ერთეული ტექნიკა სოფლის მეურნეობის მინისტრმა თბილისის მერთან ერთად დღეს დაათვალიერა.

სწრაფი ტესტების გამოყენება საქართველოში

24.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    24.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

სწრაფი ტესტების გამოყენება საქართველოში ხვალიდან დაიწყება. აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი, 1 საათში გაირკვევა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისინი პირველ რიგში ტესტებს მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები მოსახლეობისთვის გამოიყენებენ. მომატებული გავრცელების შემთხვევაში, სამინისტრო მიზნობრივ ჯგუფეებთან იმუშავებს, რათა შიდა გავრცელება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

კორონავირუსი და საქართველო

24.03.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00

Link:    24.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00

ლარის მორიგი ანტირეკორდი. ხვალ ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 3 ლ და 44 თეთრი გახდება.

კორონავირუსი

24.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    24.03.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

ქვეყანაში შეზღუდვები მთავრობამ ეტაპობრივად შემოიღო, დაკეტილია სილამაზის სალონები, ფიტნეს დარბაზები, ყველა სავაჭრო ცენტრი სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა.

პაციენტთა მდგომარეობა

24.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    24.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

მძიმეა იმ ქალის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან 2 დღის წინ გადაიყვანეს. 62 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე რჩება. დღეს ინფექცია ქალის ოჯახის კიდევ ოთხ წევრს დაუდგინდა.

რა პირობებშია 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვები და სხვა გეგმები.

24.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

Link:    24.03.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებში,საჯარო დაწესებულებებში,თავდაცვის ძალებსა და პენიტენციალურ დაწესებულებებში. ასევე თავეშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო, ინფრასქტუქრული სამუშაოების შესრულებას.

ვითარება მარნეულსა და ბოლნისში

24.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    24.03.2020 - I არხი - მოამბე 18:00

მარნეულში სურსათის და პირველადი მედიკამენტების დარიგება დაიწყო. საჭირო პროდუქტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ოჯახს გადაეცემა. საველე ჰოსპიტალი კი უკვე მზად არის, საჭიროების შემთხვევაში პაციენტები მიიღოს. მედიკოსები „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ოჯახებს კარდაკარ ამოწმებენ.

სანდრა რულოვსი ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი რესურსებით დახმარებას სთავაზობს

24.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    24.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

სანდრა რულოვსი ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი რესურსებით დახმარებას სთავაზობს. მესამე პრეზიდენტის მეუღლე მზად არის მისი ორგანიზაციის კუთვნილი 10 ჰოლანდიური სამედიცინო საწოლი საჭიროების მიხედვით ზუგდიდის რომელიმე საავადმყოფოს დაუთმოს.

კორონავირუსი - დარჩი სახლში!

24.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    24.03.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

196 სახელმწიფო, ადმინისტრაციული ერთეული და ტერიტორია დაინფიცირებულია. პლანეტაზე ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, 400 090 ადამიანია აღრიცხული, 17 556 გარდაცვლილი და 3 750 გამოჯანმრთელებული.

კორონავირუსი

24.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    24.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

1. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. მხოლოდ 1 დღის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოთხი პაციენტი მარნეულის მკვიდრი ქალის ოჯახის წევრია.

კორონავირუსით დაინფიცირებული 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან

24.03.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    24.03.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

კორონავირუსით დაინფიცირებული 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები ახალი კლასტერი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პაატა იმნაძის განცხადებით, გაზრდილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემოსვლა ხდება

24.03.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    24.03.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, გაზრდილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემოსვლა ხდება. მისივე თქმით, ამ ქვეყნებს შორის არის თურქეთი და ამერიკა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაობისთვის 20 ტრაქტორი და 40 ერთეული პიკაპი იქნება გამოყენებული

24.03.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    24.03.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაობისთვის 20 ტრაქტორი და 40 ერთეული პიკაპი იქნება გამოყენებული.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

24.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    24.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს. „მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, კლინიკებში დაინფიცირებული ექიმები არ არიან

24.03.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    24.03.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულია.

სწრაფი ტესტების გამოყენება საქართველოში უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი

24.03.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    24.03.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

სწრაფი ტესტების გამოყენება საქართველოში უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისინი პირველ რიგში ტესტებს მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები მოსახლეობისთვის გამოიყენებენ.

კორონავირუსი

24.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    24.03.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

საქართველოში დღეს დღის ბოლომდე სწრაფი ტესტების პირველი პარტია ცამოვა. უახლოეს 2 დღეში ამ ტესტების გამოყენება პირველად მარნეულსა და ბოლნისში იგეგმება.

კორონავირუსი

24.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    24.03.2020 - I არხი - მოამბე 21:00

1. უპრეცედენტო პროექტი, რომელიც კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში საქართველოს პირველმა არხმა და განათლების სამინისტრომ ერთობლივად მოამზადეს. 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი სახელწოდებას იცვლის და საგანმანათლებლო პლატფორმად ყალიბდება.

პირბადეების წარმოება

24.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - ბიზნესპარტნიორი

Link:    24.03.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი

დღის ბოლომდე საკარანტინე ზონებში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 50 ათასამდე პირბადე გაიგზავნება.

კორონა ვირუსი

24.03.2020

მედია საშუალებები:    კავკასია - ბარიერი

Link:    24.03.2020 - კავკასია - ბარიერი

გადაცემის სტუმარი - თამარ გაბუნია, გიორგი ფოფხაძე, მაია ბუწაშვილი, ბიძნა კულუმბეგოვი,

კორონა ვირუსი

24.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - არენა

Link:    24.03.2020 - იმედი - არენა

გადაცემის სტუმარი - სოზარ სუბარი, ამირან გამყრელიძე, ირაკლი წულაძე;

კორონავირუსი

24.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    24.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

საგანგებო მდგომარეობა-აიკრძალა ქორწილები და ქელეხები, მთავარი მოთხოვნა სოციალური დისტანციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებაა.

25 მარტი

ტელევიზია

 

მარნეულში საწარმოების მუშაობა განახლდა

25.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    25.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

მარნეულში ერთდღიანი გამოდგა მხოლოდ პაუზა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან შესაბამისი ნებართვაც მიიღეს და თანამშრომლების სამედიცინო შემოწმების, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად ეკიპირებისა და ქარხნის ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის შემდეგ მარნეულის ქარხანა სრულად ამოქოქილია.

კორონავირუსის გავლენა

25.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    25.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ინფექციის გავრცელების ფონზე აუცილებელი იარაღი სადეზინფექციო საშუალებების წარმოება უკვე დაიწყეს რუისპირის ბიოდინამიკურ მეურნეობაში, სადაც გიორგი ალადაშვილის ინფორმაციით პირბადეებსაც კერავენ.

კორონავირუსი

25.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    25.03.2020 - I არხი - მოამბე 09:00

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ექვსი პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსის 70 დადასტურებული შემთხვევა; კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში

25.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    25.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

საქართველოში კორონავირუსის 70 შემთხვევა არის დადსტურებული, მათგან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 255 მოქალაქე. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია და მათ განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ.

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დაამტკიცა

25.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    25.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დაამტკიცა. პროტოკოლში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა კლინიკური გამოვლინებები, დიაგნოსტიკა, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე დაავადების თავიდან აცილების პრევენციული ღონისძიებები არის განხილული.

დეზინფექციის სამუშაოები გრძელდება

25.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    25.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, თბილისის ქუჩების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება დაიწყო.

საქართველოს დღეს სწრაფი ტესტები ექნება

25.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    25.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

სწრაფი ტესტების ნაწილი დღეს საქართველოში იქნება. თავდაპირველად მას ბოლნისსა და მარნეულში გამოიყენებენ - ძირითადად მედპერსონალსა და რისკჯგუფში შემავალ ადამიანებზე.

"დარჩი სახლში".

25.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    25.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ეპიდაფეთქებას საქართველოში აპრილში ელოდებიან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. ეკატერინე გიკარაძის თქმით, ეპიდემიის შესაჩერებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკის მინისტრმა.

„ეურაქტივი“ - საქართველო აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის

25.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    25.03.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოს გააფთრებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ეურაქტივი“. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ 20 მარტს, საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველომ სავალდებულო საკარანტინო ზონები დააწესა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან და ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში მოათავსა.

კორონავირუსი

25.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    25.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუშინ სპეციალური რეისით ჩინეთიდან უნდა წამოსულყო სწრაფი ტესტები, რომლითაც მარაგების შევსება მოხდება საქართველოში.

გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა

25.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    25.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გეგმიური ოპერაციების გაკეთება 4 თვით გადაიდო. როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, გადაუდებელი ოპერაციები ჩატარდება და ეს რეჟიმი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება

25.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    25.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა გუშინ და ბიემ.

კორონავირუსი

25.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    25.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ხუთი პაციენტი იმყოფება, თუმცა ყველა შემთხვევაში ანალიზმა უარყოფითი შედეგი აჩვენა და კორონავირუსი არ დადასტურდა. იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში ეროვნებით აზერბაიჯანელი მოქალაქეების იზოლაცია მოხდა, რომლებიც მარნეულის მცხოვრებლები არიან.

ძირითადი სამართლებრივი საკითხები COVID-19-ის დროს

25.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    25.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

არის თუ არა კორონავირუსის გამო გამოწვეული პანდემია ფორსმაჟორი და შესაძლოა თუ არა, რომ ამის გამო სამსახურიდან გაგიშვან? – ამ საკითხზე საზოგადოებაში შეთანხმება ემოციური ფაქტორებიდან გამომდინარე ჭირს, თუმცა საქმიან ურთიერთობაში გადამწყვეტი ყოველთვის კანონია და ის სამართლებრივი რეგულირება რაც საკითხთან დაკავშირებით მოქმედებს.

კომპანია "მოვი" პირბადეებს ამზადებს

25.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    25.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია "მოვის" სამკერვალო საწარმო დაათვალიერა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციითა და მთავობის დაკვეთით პირბადეებს ამზადებს.

დედაქალაქის ქუჩების მორეცხვა გრძელდება სადენზინფექციო საშუალებებით

25.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    25.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

დედაქალაქის ქუჩების მორეცხვა გრძელდება სადენზინფექციო საშუალებებით. გვიან ღამით დეზინფექცია ჩაუტარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებს, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურუს ამოსასვლელებია.

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დაამტკიცა

25.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    25.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დაამტკიცა.

კორონავირუსი

25.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    25.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

მკაცრი საკარანტინო ზონის მესამე დღე მარნეულში. რეგიონი ისევ ჩაკეტილ წითელ ზონად რჩება. ადგილობრივი მოსახლეობა დაწესებული შეზღუდვებით ცხოვრებას სწავლობს.

ამირან გამყრელიძის განცხადება.

25.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    25.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ამირან გამყრელიძე ახლო მომავალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობს.

საგანგებო ვითარების მიუხედავად, ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა მუშაობას განაგრძობს

25.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 08:00

Link:    25.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

საგანგებო ვითარების მიუხედავად, რატომ მუშაობს ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა, სადაც 200-მდე თანამშრომელს ადმინისტრაცია შვებულებაში გასვლაზე უარს ეუბნება? განმარტებას ქარხნის ხელმძღვანელი აკეთებს.

მკაცრი კონტროლი მარნეულსა და ბოლნისის შესასვლელებში - ადგილზე მავთულხლართები მიიტანეს

25.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 10:00

Link:    25.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 10:00

მშვიდად, დადგენილი წესების სრული დაცვით მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმები სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე.

კორონავირუსის 73 შემთხვევა

25.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 11:00

Link:    25.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 11:00

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 5-ე დღეა. 25 მარტის კოვიდ 19-ის სტატისტიკა ასეთია, 73 ინფიცირებული და 10 გამოჯანმრთელებული. კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა დღეს გამოვლინდა.

კორონავირუსი

25.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    25.03.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

1. დილის 11 საათის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულად ამ დრომდე ისევ მხოლოდ 9 პაციენტი მიიჩნევა, სტაციონარშია 252 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში კი 4055.

საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა იწყება

25.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    25.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა იწყება. კანცელარიოასთან მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა მივიდა.

ვითარება კარანტინის ზონაში

25.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    25.03.2020 - I არხი - მოამბე 12:00

თავდაცვის ძალები საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს.

უცხოეთსი ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები.

25.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    25.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

ესპანეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ, რადგან მთავრობის მიერ დაანონსებულ სპეც რეისების ჩამონათვალში ესპანეთი ვერ მოხვდა.

ვითარება მარნეულსა და ბოლნისში

25.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    25.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

მარნეულსა და ბოლნისში, სადაც კარანტინი მოქმედებს, მშვიდი ვითარებაა. პაციენტების მისაღებად უკვე მზადაა და შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი საველე ჰოსპიტალი. აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე საინფორმაციო კამპანია.

კორონავირუსი

25.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    25.03.2020 - I არხი - მოამბე 12:00

კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული. ინფექციური საავადმყოფო პაციენტმა უკვე დატოვა. შესაბამისად ქვეყენაში კორონავირუსისგან განკურნებულია 10 ადამიანი. ინფიცირებულების რაოდენობას კი 3 დადასტურებული შემთხვევა დაემატა.

სადეზნფექციო სამუშაოები დედაქალაქში

25.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    25.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექცო საშუალებებით მოირეცხა. დეზინფექცია საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ჩატარდა, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურების ამოსასვლელებია.

საპატრიარქოს განცხადება

25.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    25.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აკეთებს. ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება.

ქვეყანაში კოვიდ 19-ით 73 ადამიანია ინფიცირებული; კარანტინი ბოლნისსა და მარნეულში

25.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    25.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

მარნეულიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს დილით 9 დღის ბავშვი შეიყვანეს. მის გენეტიკურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან და ტესტირებას კორონავირუსზე ჩაუტარებენ.

კორონავირუსი

25.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    25.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ხუთი პაციენტი იმყოფება, თუმცა ყველა შემთხვევაში ანალიზმა უარყოფითი შედეგი აჩვენა და კორონავირუსი არ დადასტურდა. იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში ეროვნებით აზერბაიჯანელი მოქალაქეების იზოლაცია მოხდა, რომლებიც მარნეულის მცხოვრებლები არიან.

„ეურაქტივი“ - საქართველო აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის

25.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    25.03.2020 - I არხი - მოამბე 12:00

საქართველოს გააფთრებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ეურაქტივი“.

"მაგთიკომა" StopCov.ge ფონდში 3 მლნ ლარი გადარიცხა

25.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველამდე

Link:    25.03.2020 - ტვ პირველი - პირველამდე

სატელეკომუნიკაციო კომპანია "მაგთიკომმა" კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს სამთავრობო ფონდში StopCov.ge 3 მლნ ლარი გადარიცხა. "მაგთიკომის" გუნდი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა კომუნიკაციაზე გაზრდილ მოთხოვნას, შექმნილ მდგომარეობაში ხარისხით უპასუხოს.

დედაქალაქის ქუჩების მორეცხვა გრძელდება სადენზინფექციო საშუალებებით

25.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    25.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

დედაქალაქის ქუჩების მორეცხვა გრძელდება სადენზინფექციო საშუალებებით. გვიან ღამით დეზინფექცია ჩაუტარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებს, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურუს ამოსასვლელებია.

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დაამტკიცა

25.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    25.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი დაამტკიცა. პროტოკოლში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა კლინიკური გამოვლინებები, დიაგნოსტიკა, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე დაავადების თავიდან აცილების პრევენციული ღონისძიებები არის განხილული.

ამირან გამყრელიძის განცხადება.

25.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    25.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ამირან გამყრელიძე ახლო მომავალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობს.

ინტერნეტ სააგენტო

 

კვალზე ვართ გასულები, რა იყო 62 წლის ქალბატონის ინფიცირების წყარო - პაატა იმნაძე

25.03.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    25.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მარნეულიდან თბილისში გადაყვანილ, ინფიცირებულ პაციენტზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ COVID 19-ით დაავადებული პაციენტის, 62 წლის ქალბატონის ინფიცირების წყაროს ჯერ ვერ მიაგნეს, თუმცა გარკვეულ კვალზე გავიდნენ.

პაატა იმნაძე გირჩევთ რომელი წამალი უნდა დალიოთ სიცხის დროს

25.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    25.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

პაატა იმნაძის ინფორმაციით, COVID 19-ის გავრცელების პირობებში, სიცხის დამწევ საშუალებად უმჯობესია პარაცეტამოლის ჯგუფის წამლების გამოყენება, – იმნაძემ ამის შესახებ „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის თქმით მომავალი 3-4 კვირა უფრო რთული იქნება, ვიდრე გასული 3 კვირა იყო

25.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    25.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი რამდენიმე კვირა უფრო რთული იქნება ვიდრე გასული კვირები. „საგანგებო მდგომარეობა ყველამ უნდა დაიცვას. იგივე იმ ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში.

„კვალზე ვართ გასულები“ – პაატა იმნაძე მარნეულში ინფიცერებულ ქალზე დეტალებს ჰყვება

25.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    25.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი, COVID 19-ით დაავადებული პაციენტის, 62 წლის ქალბატონის ინფიცირების წყაროს ჯერ ვერ მიაგნეს, თუმცა გარკვეულ კვალზე გავიდნენ.

ტიკარაძე: Covid 19-ის გავრცელების პიკი შეიძლება იყოს 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში

25.03.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    25.03.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ახალი კორონავირუსის გავრცელების რამდენიმე სცენარს განიხილავს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკი 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდეა მოსალოდნელი.

Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა“

25.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    25.03.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით სასურველია ხალხმრავლობისგან თავის არიდება და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენა.

Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა"

25.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    25.03.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით სასურველია ხალხმრავლობისგან თავის არიდება და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენა.

პრესა

 

მედიით გამოცხადდება რომელ ლაბორატორიას უნდა მიაკითხოთ - თამაზ ცერცვაძე სწრაფ ტესტირებაზე

25.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    25.03.2020 - რეზონანსი

„ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რომელი იქნება პრიორიტეტული ჯგუფი, ვისაც პირველ რიგში ჩაუტარდება კვლევა ამ ტესტებით. ამაზე მიდის მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროში", - ასე ეხმაურება ინფექციური სავადმყოფოს დირექტორი თამაზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ჩინეთიდან საქართველოში, კვირის ბოლომდე სწრაფი ტესტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ეპიდემიები, რომლებიც საქართველომ კორონავირუსამდე გადაიტანა როგორ ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები "შავ ჭირს", ქოლერასა და "ისპანკას"

25.03.2020

მედია საშუალებები:    ვერსია

Link:    25.03.2020 - ვერსია

არცთუ შორეულ წარსულში, როცა „ისპანკასა“ თუ ე.წ. შავ ჭირზე ამბებს ვისმენდით, ვკითხულობდით თუ ფილმებში ვუყურებდით, ყველაფერი ეს ცალკეული ადამიანის გადამეტებული ფანტაზია, ან ისტორიის დრამატიზება გვეგონა და ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ კოშმარის თვითმხილველნი გავხდებოდით, მაგრამ ხომ იცით, არასოდეს არ უნდა ვთქვათ „არასოდეს“.

რა უჯდება სახელმწიფოს ერთი მოქალაქის 14-დღიან კარანტინში შენახვა

25.03.2020

მედია საშუალებები:    ვერსია

Link:    25.03.2020 - ვერსია

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

"კრიზისული სიტუაცია კატასტროფა არაა,რადგან კრიზისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის!"

25.03.2020

მედია საშუალებები:    ვერსია

Link:    25.03.2020 - ვერსია

აშშ-ს მთავრობამ კორონავირუსის საფრთხის გამო მიყენებული ზიანის შესამცირებლად, კონგრესს დასამტკიცებლად ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარუდგინა.

პაატა იმნაძე: 4 ახალი ინფიცირებული მარნეულელი ქალის ოჯახის წევრია"

25.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    25.03.2020 - ახალი თაობა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით,კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები ახალი კლასტერი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულში საკარანტინო ზონაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

25.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    25.03.2020 - რეზონანსი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მარნეულში, საკარანტინო ზონაში ჩავიდა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პაატა იმნაძე - ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ჩემთვის სულერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში, თუ ოჯახში, ყველას ვსწავლობთ.

25.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    25.03.2020 - რეზონანსი

ყველამ თავის საქმეს მიხედოს რა. ჩემთვის სულერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში, თუ ოჯახში, ყველას ვსწავლობთ, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იზრდება ე.წ. რომანოვების კლასტერით ინფიცირებულთა რიცხვი.

მარნეულსა და ბოლნისში 20000 ადამიანი შეამოწმეს

25.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    25.03.2020 - ახალი თაობა

გუშინ, 24 მარტს, მარნეულსა და ბოლნისში მოხალისეთა ჯგუფებმა 20.000 ადამიანი შეამოწმეს მათგან ტემპერატურა 25 ადამიანს აღენიშნება.

ეკატერინე ტიკარაძე: `ინფიცრების პიკი 4 აპრილიდანაა მოსალოდნელი~

25.03.2020

მედია საშუალებები:    ვერსია

Link:    25.03.2020 - ვერსია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკი 4 აპრილიდანაა მოსალოდნელი.

საგანგებო მდგომარეობის დეკრეტი

25.03.2020

მედია საშუალებები:    ვერსია

Link:    25.03.2020 - ვერსია

მიმდინარე წლის 21 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტმა, კორონავირუსის საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოაცხადა.

15-22 აპრილი - საქართველოში კორონავირუსის პიკი შესაძლოა აღდგომას დაემთხვეს

25.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    25.03.2020 - რეზონანსი

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საქართველოში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პიკს არ ელოდება. როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე პროცესის კონტროლი გაგრძელდება და ხელისუფლება წესებს კიდევ უფრო გაამკაცრებს, მსგავს ნიშნულზე საუბარი არ იქნება.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი სახელმწიფოებს სჭირთ და არა ადამიანებს“

25.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველო და მსოფლიო

Link:    25.03.2020 - საქართველო და მსოფლიო

რა არის კორონავირუსი, საიდან მოდის და რა მიზნით — ინფორმაციული საფრთხობელა თუ საშიში დაავადება; ხომ არ ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება პანდემიამდე დაწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან სხვა რამეზე გადაიტანონ — ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.

„მედიის მიერ მხოლოდ სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული"

25.03.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    25.03.2020 - მესინჯერი

საზოგადოებისთვის გააზრებული და სწორად ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაში, მედიის როლი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია, ვინაიდან მხოლოდ სწორად ინფორმირებულ მოქალაქეს შეუძლია მართებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება.

 ​