| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 24-25 თებერვალი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 25.02.2020 10:02 |
| Attachments : |
24 თებერვალი
ტელევიზია
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 24.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოში მომუშავე ჩინური კომპანიები დამატებით მუშა ხელს ვეღარ ჩამოიყანენ. ამასთან, გაუქმებულია ფრენები ირანიდან. საქართველოში კი რჩებიან ირანის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 24.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
ტყიბულში ორასზე მეტი მეშახტეა გაფიცული. ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლები მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ, ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს ამბობენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 24.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
როგორ სრულდება ანტიდისკრიმინაციული კანონი და რა მდგომარეობაა თანასწორობის კუთხით ქვეყანაში? სახალხო დამცველმა სპეციალურ ანგარიშში 2019 წელს არსებულ სტატისტიკაზე ისაუბრა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 13:00 ტვ 1
Link: 24.02.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 13:00 ტვ 1
ფინანსთა მინისტრი, რომელმაც მწვავე შეკითხვებს თავი აარიდა და მედიას და დეპუტატებს დაემალა.
24.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 24.02.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, დღეიდან ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც იგივე ღონისძიებები გავრცელდება, რაც ჩინეთში მოგზაურობის მქონე პირების მიმართ ტარდება.
24.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 24.02.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ტყიბულში 200 მდე მეშახტე გაიფიცა. დასაქმებულების ინფორმაციით, ახალი კომპანია ორი შახტიდან ერთ-ერთის, ძიძიგურის სახელობის შახტის გაუქმებას აპირებს. მეშახტეები ამბობენ, რომ მესამე დღეა საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვთ, რადგან ადგილზე სამუშაო პირობები გაუარესებულია.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
Link: 24.02.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა დროებით აუკრძალა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
Link: 24.02.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც bm.ge-ის მეშახტემ და პროფკავშირების წევრმა გიგა ისაკაძემ განუცხადა, მეშახტეებს ეჭვი აქვთ, რომ მათ სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ. მისივე ინფორმაციით, მეშახტეებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან და მიიღეს დაპირება, რომ ძიძიგურის სახელობის შახტში ჩასვლის ნებას მისცემენ, თუმცა ამას დრო დასჭირდება.
24.02.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
Link: 24.02.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე მედიას ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სიტუაციის კონტროლისთვის საქართველოს შეწყვეტილი აქვს პირდაპირი ფრენები როგორც ჩინეთისა და ირანის მიმართულებით.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 13:00 ტვ 1
Link: 24.02.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 13:00 ტვ 1
1. კორონავირუსის გავრცელების საფრთხე და დროებით გაუქმებული ავიარეისები. საქართველომ ირანთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიებს მხოლოდ იმის შესაძლებლობა ექნებათ, რომ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეები ქვეყნიდან გაიყვანონ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1
Link: 24.02.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს აქვს რამდენიმე გეგმა, თუ როგორი სიტუაცია შეიქმნება ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების კუთხით. დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ პანიკა საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია უსაფრთხოების დაცვა.
24.02.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
Link: 24.02.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან. მეშახტეების თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.
24.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 24.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, დღეიდან ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც იგივე ღონისძიებები გავრცელდება, რაც ჩინეთში მოგზაურობის მქონე პირების მიმართ ტარდება, - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
Link: 24.02.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს, ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 24.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ტყიბულში 200 მდე მეშახტე გაიფიცა. დასაქმებულების ინფორმაციით, ახალი კომპანია ორი შახტიდან ერთ-ერთის, ძიძიგურის სახელობის შახტის გაუქმებას აპირებს. მეშახტეები ამბობენ, რომ მესამე დღეა საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვთ, რადგან ადგილზე სამუშაო პირობები გაუარესებულია. მათი განმარტებით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და ამ ხნის განმავლობაში გაფიცულებთან კონტაქტზეც არავინ გასულა.
24.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 24.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
ჩინეთისა და ირანის შემდეგ, შესაძლოა, იტალიასთანაც შეზღუდვები დაწესდეს. გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება მიიღებს.
24.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 24.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
მეშახტეების პროტესტი ტყიბულში გრძელდება. ცოტა ხნის წინ, მოთხოვნებს ინვესტორმა უპასუხა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა კომპანიაში დასაქმებულების რაოდენობა შემცირდეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 24.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარის წითელი ხიდის მონაკვეთზე, საიდანაც შესაძოა აზერბაიჯანის გავლით ირანის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 24.02.2020 - I არხი - მოამბე 15:00
საქართველო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დრომდე რჩება ე. წ. მწვანე ზონაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია, სპეცილაური საკოორდინაციო კომისია დამატებით პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობს. ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, საქართველომ უკვე შეაჩერა ქვეყანასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა და ირანში მოგზაურობის ისტორიის მქონე მგზავრებს ახალ კორონავირუსზე სისტემატურად ამოწმებს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
Link: 24.02.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
ეპიდსიტუაციის საკმაოდ მომატებული რისკის გამო, საქართველო არა მარტო ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებზე, არამედ ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. ამირან გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე, განმარტა, რომ ღონისძიებები სავარაუდოდ, ასევე გატარდება სხვა რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ პირებზეც.
24.02.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 24.02.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით მთავრობა ინტესიურად მუშაობს, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს. როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველოს მისია ჟენევის ჯანდაცვის ოფისთან აქტიურად მუშაობს, რათა ვირუსის შემდგომ პრევენციასთან დაკავშირებით, საქართველოც იყოს პროცესში ჩართული.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 24.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ირანიდან ჩამოსულ სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა.
24.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 24.02.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, დღეიდან ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც იგივე ღონისძიებები გავრცელდება, რაც ჩინეთში მოგზაურობის მქონე პირების მიმართ ტარდება, - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის რისკი საკმაოდ გაზრდილია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში.
24.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 24.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
ტყიბულში 200-ზე მეტი მეშახტე გაფიცულია. დასაქმებულები ახალი ინვესოტის გადაწყვეტილებას, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანას აპროტესტბენ და სამუშაო ადგილის შეცვლზე უარს ამბობენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1
Link: 24.02.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1
ჩინეთიდან ჩამოსული მუშები ლანჩხუთში, რომლებმაც იზოლირებული გარემო თავად მოაწყვეს. კომპანია სინოჰიდროში, რომელიც ლანჩხუთში მდებარეობს, ჩინეთის 16 მოქალაქე სამი დღის წინ ჩამოვიდა. როგორც გვითხრეს ისინი ჩინეთიდან დუბაის გავლით არიან შემოსული და აერიოპორტში მათ შემოწმებაც არ გაუვლიათ. როგორც ადგილოობრივები აცხადებენ, ასევე დასაქმებუელბი, კომპანიის ტერიტორიაზე იზოლირებული გარემო თავად მოაწყვეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 24.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ირანელი მოქალაქეების დასაბრუნებლად ორი თვითმფრინავი ჩამოფრინდება. კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოში მომუშავე ჩინური კომპანიები დამატებით მუშახელს ვერ ჩამოიყვანენ, ამასთან გაუქმებულია ფრენები ირანიდან. საქართველოში კი რჩებიან ირანის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და მათ წასაყვანად ჩამოფრინდებიან დღეს ცარიელი თვითმფრინავები. 2. საქართველოში კორონავირუსი არ ფიქსირდება,- დაავადებათა ეროვნულ ცენტრში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
24.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 24.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
უბედური შემთხვევა ბორჯომში. სასტუმრო ბორჯომი პალასში, მესამე სართულზე მდებარე ნომრიდან, 3 წლის ბავშვი გადავარდა. გოგონა მრავლობითი მოტეხილობებით ბორჯომის საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა ცოტახანში კაატასტროფის ბრუგადა მას თბილისში გადაიყვას.მომხდარზე პასუხისმგებობას სასტუმროს ადმინისტრაცია იხსნის.
24.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 24.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი იტალიაში და პირველი პირდაპირი რეისი საქართველოში - თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მგზავრებს ადგილზე მედიკოსთა ჯგუფი დახვდა, რომელმაც ჩამოსული ადამიანები შეამოწმა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 24.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ფინანსთა მინისტრს პარლამენტში ელოდებოდნენ, მაგრამ არ მივიდა. ივანე მაჭავარიანი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარეს, მაგრამ ის არ გამოცხადდა. დეპუტატები ივანე მაჭავარიანს საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვს. " ვანო მაჭავარიანთან და ეკატერინე ტიკარაძესთან, უნდა გადადგნენ თანამდებობებიდან.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 24.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ტყიბულში ორასზე მეტი მეშახტეა გაფიცული. ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლები მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ, ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს ამბობენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15
Link: 24.02.2020 - მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15
ახალი კორონა ვირუსის გამო საერთაშორისო სატვირთო ავიაგადაზიდვებში შექმნილი შეფერხება პრობლემური აღმოჩნდა საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
Link: 24.02.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
კორონავირუსის გამო, ჩინეთთან შედარებით მეტ საფრთხეს შესაძლოა, ირანი წარმოადგენდეს, რის გამოც საქართველო არა მარტო ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებზე, არამედ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანიდან დაბრუნებულ პირებზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს.
24.02.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 24.02.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან. მეშახტეების თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან გადაადგილება სავენტილაციო გვირაბით, მიწის ქვეშ მოუწევთ.
24.02.2020
მედია საშუალებები: I არხი - ბიზნესპარტნიორი
Link: 24.02.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი
მომეტებული საფრთხე რამდენიმე ქვეყანაში და შეზღუდული ავიარეისები. კორონა ვირუსი ჩინეთის გარდა 30-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ჯერჯერობით შეუძლებელია რიცხვობრივად და თანხობრივად იმის დათვლა თუ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა ეკონომიკაზე.
24.02.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 24.02.2020 - I არხი - მოამბე 18:00
საქართველო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დრომდე რჩება ე. წ. მწვანე ზონაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია, სპეციალური საკოორდინაციო კომისია დამატებით პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობს.
24.02.2020
მედია საშუალებები: I არხი - ბიზნესპარტნიორი
Link: 24.02.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა სამედიცინო ტურიზმიდან გასილ წელს 4.5 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო. როგორც სამედიცინო ჯგუფი თავის წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, ხუთივე სამიზნე ქვეყნის ბაზარზე აქტიურმა მარკეტინგულმა კამპანიებმა და სხვა ინიციატივებმა საერთაშორისო პაციენტების რაოდენობა 37%-მდე გაზარდა. რამაც თავის მხრივ სამედიცინო ტურიზმიდან შემოსავალლების 33%-იანი ზრდა განაპირობა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
Link: 24.02.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
პროტესტის გამოსაახაატად რამდენიმე თვის შემეგ, მეშახტეები შახტიდანისევ ამოვიდნენ. ანწილმა ღამე შახტებში გაათენა, სხვებმა კი საპროტესტო აქცია გამართეს. ასობით დასაქმებული, ისევ საფრთხის შემცველ გარემოს აპროტესტებს. ეკონომიკის მინისტრის დაპირების შემდეგ დსაქმებულები მათი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაზე საუბრობენ. მთავრობის გარდა, პრეტენზიები მიმართულია უკრაინელი ინვსტორის მიმართ.
24.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 24.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
გაჩერებულია თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი. პანიკა ბორტზე ჩინეთის ინფიცირებული მოქალაქეების გამოჩენამ გამოიწვია. ათამდე მგზავრს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა , რის შემდეგაც სხვა მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო ბრიგადები გამოიძახეს გამოიაძახეს. მთავარის ჟურნალისტებს მატარებელში შესვლის უფლებას საქართველოს რკინიგზის პრეს-სამსახური არ აძლევს , სადაც იმყოფებიან ჩინეთის მოქალაქეები.
24.02.2020
მედია საშუალებები: კავკასია - დღეს 19:00
Link: 24.02.2020 - კავკასია - დღეს 19:00
ეკატერინე ტიკარაძის მსგავსად პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე დღესაც ივანე მაჭავარიანი არ გამოცხადდა. მინისტრი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარეს, თუმცა სხოდმაზევე შეიტყვეს, რომ ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში მისვლა გადაიფიქრა.
24.02.2020
მედია საშუალებები: კავკასია - დღეს 19:00
Link: 24.02.2020 - კავკასია - დღეს 19:00
კორონავირუსის პრევენვიის ფარგლებში საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. დაავადებათა კონტროლსი ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს საზღვრებზე ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა, ახლა უკვე ირანიდან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩამოსულ პრიებზეც ვრცელდება. ამირან გამყრელიძის შეფასებით კორონავირუსის გამო ჩინეთთან შედარებით მეტ საფრთხეს შესაძლოა ირანი წარმოადგენდეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: კავკასია - დღეს 19:00
Link: 24.02.2020 - კავკასია - დღეს 19:00
კოირონავირუსის გავრცელების საფრთხესთგან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პროექტზე დასაქმბული ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 24.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
უბედური შემთხვევა ბორჯომში. სასტუმრო ბორჯომი პალასში, მესამე სართულზე მდებარე ნომრიდან, 3 წლის ბავშვი გადავარდა. გოგონა მრავლობითი მოტეხილობებით ბორჯომის საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა ცოტახანში კაატასტროფის ბრუგადა მას თბილისში გადაიყვას.მომხდარზე პასუხისმგებობას სასტუმროს ადმინისტრაცია იხსნის.
24.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 24.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
ტყიბულში 200-ზე მეტი მეშახტე გაფიცულია. დასაქმებულები ახალი ინვესოტის გადაწყვეტილებას, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანას აპროტესტბენ და სამუშაო ადგილის შეცვლზე უარს ამბობენ. ძიძიგურის შახტაში დასაქმებულები ფიქრობენ, რომ ობიექტზე 1 თვის წინ მისული უკრაინული კომოანია საბოლოოდ შახტის დახურვას და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს, მთავარ მიზეზად კი, კომპანის მირ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობაას ასახელებენ. გაიოზ გიორგაძე:"ქალბატონი თურნავა იყო აქ ჩამოსული და დაგვპირდა რამდნეიმე მილიონის ჩადებას.მილიონზე კიარა 6 ლარის არ აქვთ რამე ნაყიდი."
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 24.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
იქნება თუ არა ირანის შემდეგ იტალია და სამხრეთ კორეა - ქვეყნების სია, რომელსაც საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვას დაუწესებს საქართველოს მთავრობა, ხვალ გაირკვევა. სახელმწიფო სტრუქტურებში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა ზომა ტარდება. ირკვევა, რომ კარანტინი არ გაუვლიათ ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც ხარაგაულში და ლანჩხუთში იმყოფებიან. თბილისის აეროპორტში არ შემოწმებულან ტურისტები ფილიპინებიდან, სადაც ჩინეთის გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 24.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული კრიტიკულად მზარდია. სამი ძარცვა ორ კვირაში - თემქის ერთ-ერთ დიდ მარკეტში მოზარდებმა ფული და პროდუქტები მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუსტ სტატისტიკას არ ასაჯაროებს, თუმცა ბოლო დღეებში ჩადენილი ინციდენტები ადასტურებს, რომ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულმა იმატა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 24.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვენ, ეკატერინე ტიკარაძე იმ ურჩ მინისტრთა სიაშია, რომელიც პარლამენტში არ ცხადდება. ტიკარაძისგან განსხვავებით, გადადგომის გარდა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და დაკავებას მოითხოვენ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ფინანსთა მინისტრის შემთხვევაში.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 24.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
გაუსაძლისი, მძიმე, რისკიანი სამუშაო პირობები და მონური შრომა - ამ მიზეზებს ასახელებენ გაფიცულები ტყიბულში, რის გამოც 200-ზე მეტმა მეშახტემ პროტესტის ნიშნად საქმიანობა შეწყვიტა. ისინი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები იმ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ძიძიგურის შახტაში დასაქმებულები მინდელის სახელობის შახტში გადაჰყავთ. მეშახტეები ვარაუდობენ, რომ ამ ფორმით ადმინისტრაცია მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. კატეგორიულ უარს გაფიცულები მინდელის შახტში გადასვლაზე იმის გამო აცხადებენ, რომ მათი თქმით, ადგილი არ არის საიმედო. მინდელის შახტა 2018 წელს მას შემდეგ დაიხურა, რაც აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 24.02.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. გუშინ საქართველომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.
24.02.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 24.02.2020 - I არხი - მოამბე 21:00
კორონავირუსისგან დასაცავად საქართველოში პრევენციული ზომები მკაცრდება. ირანის შემდეგ ფრენები შესაძლოა იტალიის მიმართულებითაც შეიზღუდოს. საზღვარზე სპეციალურ შემოწმებას გაივლის ყველა ის მგზავრი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში ან იტალიაში იმყოფებოდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 24.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მწვანე ზონაშია, დაზღვეული მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ არის, ამიტომ მთავრობა ზომების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ამის ერთ-ერთი მაგალითია თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი, რომელიც დაახლოებით 1 საათის განმავლობაში სადგურზე იყო გაჩერებული. მატარებლის გაჩერების მიზეზი გახდა ზარი, რომელიც განახორციელეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან სხვა მგზავრებმა, რომლებმაც მოითხოვეს ჩინეთის 2 მოქალაქის შემოწმება კორონავირუსზე.
24.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 24.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
განგაში და ევაკუაცია რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე-თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრებმა გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჯგუფურად დატოვეს ჯერ ერთი ვაგონი და შემდეგ მთელი შემადგენლობა. მიზეზი ორი ჩინელი მგზავრი იყო, რომლებსაც გროპის ვირუსის ნიშნები ქონდათ. პანიკის შეკავება სადგგურში საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო ბრიგადების გამოჩენის შემდეგ მოხერხდა. დავით ზალკალიანი:" მყისიერი ზომები იქნა მიღებული ჩინეთთან მიმართებაში, ასევე ცნობილია, რომ ირანთან მიმართებაშიც არის ზომები მიღებული". მგზავრების კონტროლი მიმდინარეობს ქუთაისის აეროპორტშიც, სადაც იტალიიდან ჩამოსულ მგზავრებს აკვირდებიან.
24.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 24.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. ისინი დღეს შახტში სამუშაოდ არ ჩავიდნენ. მეშახტეების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს, მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან.
24.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 24.02.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ რჩება. ვირუსის ეპიცენტრი კვლავ ჩინეთია, თუმცა არანაკლები საშიშროებაა სამხრეთ კორეასა და ირანში. დღეს პირველი შემთხვევები გამოვლინდა ქუვეითსა, ბაჰრეინსა და ავღანეთშიც. ჯამში ვირუსი 30 სახელმწიფოშია გავრცელებული. მსხვერპლია ჩინეთის გარდა, კორეაში, იტალიაში, საფრანგეთში, ჰონკონგში, იაპონიაში, ფილიპინებსა და ტაივანში.
24.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 24.02.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ტყიბულში 200 მდე მეშახტე გაიფიცა. დასაქმებულების ინფორმაციით, ახალი კომპანია ორი შახტიდან ერთ-ერთის, ძიძიგურის სახელობის შახტის გაუქმებას აპირებს. მეშახტეები ამბობენ, რომ მესამე დღეა საწარმოო პროცცესი შეჩერებული აქვთ, რადგან ადგილზე სამუშაო პირობები გაუარესებულია. მათი განმარტებით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და ამ ხნის განმავლობაში გაფიცულებთან კონტაქტზეც არავინ გასულა.
24.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 24.02.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
ახლა კი საქართველოს შესახებ, სადაც იტალიასთან და ირანთან ავიამიმოსვლა შეაძლოა შეიზღუდოს. მიზეზი ამ ორ სახელწიფოში კორონოვირუსით დაავადებულთა რაოდენობაა. საქართევლოს ხელიოსუფლება ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების პარლაელურად ამ ორი სახელწიფოს ვიზიტორებსა და საკთარ მოქალაქეებსაც განსაკუთრებულ მონიტორინგს გაუწევს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა
Link: 24.02.2020 - ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა
პოლიტიკა სპორტში, რა ხდება ქართულ რაგბში? ბრალდებები და დაპირისპირება. დღეს სხდომა, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი უნდა აერჩია ჩაიშალა. ჩაშლილმა სხდომამ კიდევ უფრო გამოააშკარავა დაპირისპირება ორ მოწინააღმდეგეს შორის. ერთადერთი მოწინააღმდეგეები გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე იყვნენ. აბუსერიძემ დღეს უარყო, რომ დელეგატები, რომლებმაც სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს მასთან შეთანხმებულად მოქმდებდნენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
Link: 24.02.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანლის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო მიმდინარეობს მსჯელობა, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი.
25 თებერვალი
ტელევიზია
25.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 25.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
კორონავირუსი იტალიაში ძალიან გამძაფრდა. მილანში კორონავირუსის გამო ჯორჯო არმანის დეფილე დახურულ კარს მიღმა, მაყურებლების გარეშე ჩაივლის. მისი ცქერა მხოლოდ ონლაინრეჟიმში იქნება შესაძლებელი. დახურულია ლა სკალას თეატრიც.
25.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 25.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
საქმიანი დილის ეთერების საშუალებით ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სტუდენტების დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გიყვებით და გაცნობთ საერთაშორისო მაგალითებს, რადგან სტუდენტები საქართველოსგან განსხვავებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მუშაობას ახერხებენ.
25.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 25.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
უბედური შემთხვევა
25.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 25.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
ტყიბული
25.02.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 25.02.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ინფექციურ საავადმყოფოში რჩება ჩინეთის ორი მოქალაქე.
25.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 25.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
შრომის უფლებების უფრო მეტად დასაცავად, ახალი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანება დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ყველა პირის შრომითი უფლებების დაცვა. ორგანიზაცია სამი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის "სოლიდარობის ქსელის", "ერთობა 2013"-ისა და სოციალურ მუშაკთა გაერთიანების შერწყმით დაფუძნდა. ზაზა ბარბაქაძე: "ჩვენი ორგანიზაცია კანონშემოქმედებითი იქნება, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და პარლამენტშიც გვაქვს პარლამენტში წარდგენილი ბექა ნაცვლიშვილთან ერთად რამდენიმე კანონპროექტი შრომის კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
25.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 25.02.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
კორონავირუსი
25.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 25.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით“ გუშინ მრგვალი მაგიდა „პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოში“ შედგა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებიც საქართველოში არასასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის ზოგად მდგომარეობას და გამოწვევებს და ქვეყანაში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის სტრატეგიისა და ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი სამოქმედო გეგმას გაეცნენ.
25.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 25.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ჯერ იყო 520-ე დადგენილება და კარდიოლოგია შემდეგი ოფთალმოლოგია იქნება, თუმცა არც ეს არის ბოლო გაჩერება და ამაში ახალი არაფერია, ის რომ ცვლილებები ჯანდაცვის ყველა მიმართულებას შეეხებოდა ეს მინისტრმა რამდენიმე თვის წინ დაანონსა.
25.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 08:00
Link: 25.02.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი პროფკავშირული გაერთიანების პრეზენტაცია გაიმართა. პროფესიული კავშირების წარმომადგენელთა თქმით, ახალი გაერთიანება აქტიურად იბრძოლებს სამუშაო პირობების გაუმჯობესების, სამუშაო ადგილზე უსაფრთოების ზომების დაცვისა და მშრომელთა უფლებებისთვის. ბექა ნაცვლიშვილი: "ეს გაერთიანება აერთიანებს სხვადასხვა დარგის პროფესიულ კავშირებს".
25.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 08:00
Link: 25.02.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00
ტყიბულში გაფიცვა გრძელდება. ძიძიგურის შახტში დასაქმებულები ეჭვობენ, რომ კომპანია საწარმოს დახურვას გეგმავს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ რამდენიმე დღეა ელმავალი დაზიანებულია და გამოსაცვლელია. შესაბამისად კომპანიისგან ითხოვენ გარანტიას, რომ ძიძიგურის შახტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. თავის მხრივ კომპანია ქოალ ოფ ჯორჯიაში პირობას დებენ, რომ არც შახტი დაიხურება და არც შტატები გაუქმდება.
25.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 08:00
Link: 25.02.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00
21 თებერვალს ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებული 34 მოქალაქე, ორკვირიან კარანტინს, საჩხერის სასტუმრო კომპლექსში გადის. ექიმების ინფორმაციით, კარანტინის მეორე დღეს პრევენციის მიზნით, სასტუმროს ნომრებში განთავსებული მოქალაქეები თავს ჯანმრთელად გრძნობენ. 14 დღიანი დაკვირვების შემდეგ კი, ისინი სასტუმროს დატოვებენ.
25.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 25.02.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
კორონა ვირუსი
25.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
Link: 25.02.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომელთა გამოც თბილისი-ბათუმის მატარებელი გაჩერდა, კორონავირუსი ნიშნები არ აღმოაჩნდათ. კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც ამ დროისთვის მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, ქუთაისის კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ის იტალიიდან დაბრუნდა. ქუთაისი-მილანის რეისიდან კიდევ ერთი მოქალაქე გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში მინიმალურია.
25.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 25.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
კორონა ვირუსი
25.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 25.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი პროფკავშირული გაერთიანების პრეზენტაცია გაიმართა. პროფესიული კავშირების წარმომადგენელთა თქმით, ახალი გაერთიანება აქტიურად იბრძოლებს სამუშაო პირობების გაუმჯობესების, სამუშაო ადგილზე უსაფრთოების ზომების დაცვისა და მშრომელთა უფლებებისთვის. ბექა ნაცვლიშვილი: "ეს გაერთიანება აერთიანებს სხვადასხვა დარგის პროფესიულ კავშირებს".
24 თებერვალი
ინტერნეტ სააგენტო
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. ისინი დღეს შახტში სამუშაოდ არ ჩავიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. როგორც მეშახტეები ამბობენ, მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, შახტში ერთი კვირაა გაფუჭებულია ელმავალი და ამის გამო ისინი ფეხით გადაადგილდებიან 6 კილომეტრის მანძილზე.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ფინანსთა მინისტრის არმოსვლა ჩვენი უპატივცემულობაა. ჩემს უპატივცემულობაზე რა პასუხსაც მიიღებთ, ამას დაელოდეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადებას. გოგიჩაიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრების ასეთ ქმედებებს ხელს აფარებს.
24.02.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
ობიექტები: 113 სასწრაფო დახმარება (ნეიტრალური), 112 (ნეიტრალური), ირაკლი დიასამიძე (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე), ბორჯომი (შეფასების გარეშე)
Link: 24.02.2020 - პია.ჯი
ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მენეჯერის თქმით, გარეგნული დაზიანებები და მოტეხილობები არ აღენიშნება. „კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა თავისა და მუცლის ღრუს არეში. წუთი-წუთზე ველოდებით პასუხებს. სასწრაფომ რომ შემოიყვანა, გონზე იყო“,-განაცხადა ირაკლი დიასამიძემ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 24.02.2020 - ინფო9
ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. ისინი დღეს შახტში სამუშაოდ არ ჩავიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. როგორც მეშახტეები ამბობენ, მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, შახტში ერთი კვირაა გაფუჭებულია ელმავალი და ამის გამო ისინი ფეხით გადაადგილდებიან 6 კილომეტრის მანძილზე.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ თუ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარჩებიან თანამდებობაზე ეს პარლამენტისთვის პირდაპირი შეურაცხყოფა იქნება. ამის შესახებ ფოფხაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ტიკარაძემ ერთ კითხვასაც ვერ გასცა პასუხი. მოხსენებას კითხულობდა, რა პასუხი უნდა გაეცა? ვინმეს ის ტექსტი არასწორად, რომ აეკრიფა და სხვა რამე ჩაეწერა შეიძლება ის წაეკითხა,- ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
ბორჯომში მცირეწლოვანი ბავშვი სავარაუდოდ, ერთ-ერთი სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებული 3 წლის ბავშვი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკაში უთხრეს, მას ამ დროისთვის, გამოკვლევები უტარდება. “კომპიუტერული ტომოგრაფიაზეა შეყვანილი და ველოდებით დასკვნას. თავის არეზე გადავუღეთ და მუცლიზ ღრუზე.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამმა მგზავრმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში იყვნენ გადაყვანილები. როგორ “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმის გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე2 ნაწილით დაიწყო.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიემ.ჯი
ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც bm.ge-ის მეშახტემ და პროფკავშირების წევრმა გიგა ისაკაძემ განუცხადა, მეშახტეებს ეჭვი აქვთ, რომ მათ სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ. „მეშახტეები აპროტესტებენ იმას, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ძიძიგურის მეშახტეებმა უნდა იარონ მინდელის სახელობის შახტის გვირაბიდან.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრებმა განაცხადეს. „არავინ არ აპირებდა აქ ვინმეს შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მოვედით კითხვების დასასმელად, სასაუბროდ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დეპუტატმა გააკრიტიკა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომელიც კომიტეტზე არ მივიდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიემ.ჯი
ანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თანამდებობებზე დარჩენა პარლამენტის შეურაცხყოფაა" - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მადლობით მინდოდა გამოსვლის დაწყება, რომ ეკატერინე ტიკარაძეს არ დაემსგავსა ფინანსთა მინისტრი და იგივე დამოკიდებულება არ აქვს პარლამენტისადმი.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები დილიდან შახტთან მოვიდნენ, თუმცა მუშაობას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. აქციის მონაწილეების თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ეს შახტი დაიხუროს და სამსახურის გარეშე დარჩნენ. “6თვის წინ დაგვპირდენენ რომ გაუმჯობესდებოდა პირობები, ჩაიდებოდა რამდენიმე მილიონი ლარი, მაგრამ ამ დროის მანძილზე ალბათ 6 ლარიც არ აქვთ დახარჯული.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიემ.ჯი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება კორონავირუსთან დაკავშირებით თერმოსკანერების შეძენას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ გადაცემა „საქმიან დილის“ თანაწამყვანთან გიორგი მოლოდინაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიემ.ჯი
ჰოსპიტალიზაციის 24 შემთხვევა გვქონდა, თუმცა საქართველოში კორონავირუსი არ დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ზოგადად მსოფლიოში რისკი მომატებულია კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა საქართველო კვლავ დაბალი რისკის მქონე ქვეყანად რჩება. „საქართველოში ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს და საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში აძლიერებს მუშაობას.
24.02.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 24.02.2020 - რეპორტიორი.ჯი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ეპიდსიტუაციის საკმაოდ მომატებული რისკის გამო, საქართველო არა მარტო ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებზე, არამედ ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ღონისძიებები სავარაუდოდ, ასევე გატარდება სხვა რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ პირებზეც.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა, მეტ საფრთხეს თეირანი წარმოადგენდეს. როგორც გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ვირუსთან საბრძოლველად მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი. „მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ირანთან დაკავშირებით იცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიეფემ.ჯი
საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილება ექნება, საპენსიო აქტივების ინვესტირება განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის, მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში, ან ქონებაში საერთო წესების საფუძველზე. შესაბამისი ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიეფემ.ჯი
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან. მეშახტეების თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა სიკვდილიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში იყო. გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს, დაახლოებით, 14% მწვავე შემთხვევებია, ხოლო 5% - კრიტიკული.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსთან მიმართებაში საქართველოში სიტუაცია მშვიდდება.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან მიმართებაში.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და მათ შორის იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 24.02.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ტყიბულის მაღაროს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს, მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან. აღნიშნულ ფაქტზე მეშახტეები აცხადებენ, რომ ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.
24.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 24.02.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 24.02.2020 - ინფო9
ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მენეჯერის თქმით, გარეგნული დაზიანებები და მოტეხილობები არ აღენიშნება. „კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა თავისა და მუცლის ღრუს არეში. წუთი-წუთზე ველოდებით პასუხებს. სასწრაფომ რომ შემოიყვანა, გონზე იყო“,-განაცხადა ირაკლი დიასამიძემ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
რეგლამენტის ბუკვალური დაცვით, ახირებები, რომ მინისტრი ყოველ მეორე დღეს აქ იყოს, არ უნდა შევასრულოთ, რადგან ასე უპასუხისმგებლოდ უდგებიან ცალკეული დეპუტატები საქმეს, შეიძლება რეგლამენტიც დავხვეწოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე არ მისვლას. მდინარაძის თქმით, ადგილი აქვს რეგლამენტის დარღვევას, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც დეპუტატები მინისტრს პარლამენტში დაიბარებენ, ის უნდა მივიდეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 24.02.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს საზღვრებზე ირანში ნამყოფ მგზავრებსაც შეამოწმებენ. "ჩინეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე მგზავრებს უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, ეპიდემოლოგიის კონსულტაცია, რჩევა-დარიგებები ადგილზე. ეს ყველაფერი გავრცელდება ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანში ნამყოფ ადამიანებზეც. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, იგივე ღონისძიების დაწყებაზე, სხვა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან ჩამოდულ მგზავრებზეც. შესაბამის გადაწყვეტილებას ამაზეც მივიღებთ". საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან ფრენები შეზღუდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 24.02.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი. „მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ირანთან დაკავშირებით იცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე (იტალიასთან მიმართებით) მიმდინარეობს მსჯელობა, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.
24.02.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
„ის ღონისძიებები, რაც ტარდებოდა ჩინეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის, იმ ადამიანებზეც განხორციელდება, რომლებიც ირანში იმყოფებოდნენ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გაყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სულ გვქონდა 24 შესაძლო შემთხვევა, რომელთა ჰოქპიტალიზაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, მათ ჩაუტარდათ კვლევები და არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა კორონავირუსი „ის ღონისძიებები, რაც ხორციელდებოდა მოგეხსენებათ საქართველოს საზღვრებზე ჩინეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზე, რომლებსაც უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, ჰქონდათ ეპიდემიულოგებთან კონსულტაციის საშუალება და ეძლეოდათ მათი რეკომენდაციები. ეს უკვე ვრცელდება ირანში უკანასკნელი ორი კვირის მოგზაუროის ისტორიის მქონე ადამიანებზეც. ჩვენ გვქონდა 24 სესაძლო შემთხვევა, რომელთა ჰოქპიტალიზაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა მათ ჩაუტარდათ კვლევები და არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა კორონავირუსი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
ბორჯომში, ერთ-ერთი სასტუმროს აივნიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა. შემთხვევა დღეს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მცირეწლოვანი მესამე სართულის აივნიდან ჩამოვარდა. დაშავებული მცირეწლოვანი სასწარფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა და მას გამოკვლევები უტარდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გაანაწილა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
„მაჭავარიანს და ტიკარაძეს არ აქვთ არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება და მორალური უფლება, მინისტრის თანამდებობა ეკავოთ“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი გედევან ფოფხაძე, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის არ მისვლის საკითხს. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის საქციელი პარლამენტის შეურაცხყოფაა და მას ეს არ უნდა შერჩეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 24.02.2020 - ტაბულა.ჯი
ტყიბულში 200-ზე მეტი მეშახტე კვლავ გაიფიცა. ისინი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მეშახტეების თქმით, ახალმა ინვესტორმა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა, დაპირებები არ შეასრულა. ასევე აქციის მონაწილეები იმ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ძიძიგურის შახტში დასაქმებულები მინდელის სახელობის შახტში გადაჰყავთ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიემ.ჯი
ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის სამინისტროებს საკარანტინო პირობების დაცვის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
„მე ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრის პარლამენტში არ მოსვლა არის ჩვენი უპატივცემულობა და ჩემს უპატივცემულობაზე რა პასუხსაც მიიღებთ, ამას დაელოდეთ“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის არ მისვლის საკითხს. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, მაჭავარიანის საკომიტეტოს მოსმენაზე არ მისვლა პარლამენტის შეურაცხყოფაა და საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრების ასეთ ქმედებებში თავად მონაწილეობს. „სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ივანიშვილს ამოუტრიალეთ საარჩევნო სისტემა, ქვეყანა გაწირეთ რევოლუციისთვის და ტიკარაძე და ვანო მაჭავარიანი ვერ მოგყავთ პარლამენტში?! რა ფასი აქვს თქვენს დეპუტატობას, ამიხსენით.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 24.02.2020 - ინფო9
"საქართველოში კიდევ მეტად ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება მუშაობას აძლიერებს ", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 24.02.2020 - ინფო9
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი. „მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ირანთან დაკავშირებით იცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე (იტალიასთან მიმართებით) მიმდინარეობს მსჯელობა, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 24.02.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეშ რჩება.
24.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 24.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მენეჯერის თქმით, გარეგნული დაზიანებები და მოტეხილობები არ აღენიშნება. „კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა თავისა და მუცლის ღრუს არეში. წუთი-წუთზე ველოდებით პასუხებს. სასწრაფომ რომ შემოიყვანა, გონზე იყო“, - გვითხრა ირაკლი დიასამიძემ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
ეპიდსიტუაციის საკმაოდ მომატებული რისკის გამო, საქართველო არა მარტო ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებზე, არამედ ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
24.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 24.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, მაღალი დასენიანების ქვეყნებს შორის იტალიაც შევიდა. „მოვუწოდებ მოსახლეობას - თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი ავარიდოთ ჩინეთში მოგზაურობას. ასევე თავი ავარიდოთ მოგზაურობას ირანში, სამხრეთ კორეაში და ძალიან დასენიანებულ ქვეყნებში. სამწუხაროდ, ამ ქვეყნების რიცხვში შევიდა იტალიაც“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
24.02.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 24.02.2020 - პია.ჯი
"საქართველოში კიდევ მეტად ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება მუშაობას აძლიერებს ", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ღონისძიებები, რომელიც აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანების მიმართ ხორციელდებოდა, დღეიდან უკვე ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებზეც განხორციელდება.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მენეჯერის თქმით, გარეგნული დაზიანებები და მოტეხილობები არ აღენიშნება. „კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა თავისა და მუცლის ღრუს არეში. წუთი-წუთზე ველოდებით პასუხებს. სასწრაფომ რომ შემოიყვანა, გონზე იყო“,-განაცხადა ირაკლი დიასამიძემ.
24.02.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 24.02.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეშ რჩება. თუმცა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ზოგადად ვირუსთან დაკავშირებული რისკი მსოფლიოში მომატებულია.
24.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 24.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შესაბამისად აღჭურვილი ეპიდემიოლოგები ირანიდან შემოსულ მოქალაქეებს ამოწმებენ და მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას აგროვებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ირანელი მოქალაქეების შემოსვლის გამო, გამოძახება გუშინაც დაფიქსირდა. „გუშინაც იყო საზღვართან ირანის ორი მოქალაქე, ღამით გამოიძახეს ეპიდემიოლოგი, ჩვენც ყოველდღიურად ვაკონტროლებთ სიტუაციას, ვატარებთ თერმოსკრინინგს, ვინიშნავთ, რა კონტაქტები აქვს, სად მიდის და ასე შემდეგ“, - განაცხადა ხიზანიშვილმა. კონტროლი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ლაგოდეხის საბაჟო- გამშვებ პუნქტზე, დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, როცა ჩინეთში კორონავირუსი გავრცელდა. დღეს კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსათვის ჩინეთზე მეტი საფრთხის შემცველი, შესაძლოა თეირანი იყოს.
24.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 24.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ჩინეთის მოქალაქეების მსგავსად, ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებიც შემოწმდებიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიებები სავარაუდოდ, სხვა რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ პირებზეც გატარდება. „ეპიდსიტუაციის რისკი საკმაოდ მომატებული და გაზრდილია ირანში. როგორც მოგეხსენებათ, ფრენები, რომელიც საკმაოდ ინტენსიური იყო, შევწყვიტეთ. ასევე გადადგმული იქნება სხვა შემზღუდველი ნაბიჯები.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
ეპიდსიტუაციის საკმაოდ მომატებული რისკის გამო, საქართველო არა მარტო ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებზე, არამედ ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ღონისძიებები სავარაუდოდ, ასევე გატარდება სხვა რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ პირებზეც. „ეპიდსიტუაციის რისკი საკმაოდ მომატებული და გაზრდილია ირანში.
24.02.2020
მედია საშუალებები: ჯიბისი.ჯი
Link: 24.02.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) - საქართველოში მოქმედმა ჩინურმა კომპანიებმა კორონავირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვის ინფორმაცია წარადგინეს. „დღეს მივიღეთ დეტალური ინფორმაცია კომპანიების მხრიდან თუ როგორ ასრულებენ ყველა აუცილებელ რეკომენდაციას დაავადების პრევენციისათვის, ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს არსებული მონიტორინგის კიდევ უფრო გაძლიერება, რის საფუძველზეც მომზადდება დასკვნა. მანამდე მოვთხოვეთ ჩინელ კონტრაქტორებს, რომ შეაჩერონ ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე,“ - განაცხადა კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ჯიბისი.ჯი
Link: 24.02.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) - კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველო-იტალიას შორის ავიამიმოსვლა შეიზღუდება თუ არა, ამაზე მთავრობა გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთვის ჩინეთზე უფრო მეტი საფრთხეს კორონავირუსთან დაკავშირებით, საფრთხეს თეირანი წარმოადგენდეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 24.02.2020 - პია.ჯი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ. კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან მიმართებაში. „დღეს მივიღეთ დეტალური ინფორმაცია კომპანიების მხრიდან თუ როგორ ასრულებენ ყველა აუცილებელ რეკომენდაციას დაავადების პრევენციისათვის, ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს არსებული მონიტორინგის კიდევ უფრო გაძლიერება, რის საფუძველზეც მომზადდება დასკვნა.
24.02.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 24.02.2020 - პია.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების კუთხით საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეშ რჩება. თუმცა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ზოგადად ვირუსთან დაკავშირებული რისკი მსოფლიოში მომატებულია. "კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით აუცილებელია ყველა ქვეყანაში შესაბამისი გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმების განხორციელება.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიპიენ.ჯი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნული პოსტი 2019 წლის ივნისში დატოვა. რამდენიმე დღეში კი, საქმიანობა მთავრობის ადმინისტრაციაში განაგრძო, სადაც სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თანამდებობა დაიკავა. „ბიზნესპრესიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.
24.02.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - მედიანიუს.ჯი
კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთთან შედარებით, შესაძლოა, მეტ საფრთხეს თეირანი წარმოადგენდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვირუსთან საბრძოლველად მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. „საქართველოში გვქონდა 24 შესაძლო შემთხვევა, მათი ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ახალი კორონავირუსი არ დადასტურდა, მაგრამ ჩვენთან მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
როცა ერთ დღეს მინისტრი პარლამენტშია, მეორე და მესამე დღეს ისევ იბარებ, ერთ თვიან შუალედსა და ინტერვალსაც კი არ აძლევ იმისათვის, რომ მან დამატებით საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გასცეს, ეს ახირებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. „რეგლამენტის დარღვევას აქვს ადგილი, რადგან რეგლამენტის მოთხოვნაა, რომ როცა დეპუტატები მინისტრს დაიბარებენ, ის საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოვიდეს. თუმცა, მეორე საკითხია, ფორმალური მოცემულობა უნდა შევუთავსოთ თუ არა ახირებებს. კერძოდ, როცა ერთ დღეს მინისტრი პარლამენტშია, მეორე და მესამე დღეს ისევ იბარებ, ერთ თვიანი შუალედსა და ინტერვალსაც კი არ აძლევ იმისათვის, რომ მან დამატებით საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გასცეს, ეს ახირებაა. მაგალითად, ეს პრაქტიკა ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით დაიხვეწა. ჯანდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში იყო მოსული, ყველა კითხვას პასუხი გასცა, რაც დეპუტატებს აინტერესებდათ და ამის შემდეგ იყო ახირება, რომ რეგლამენტის ამ ფორმალური მოთხოვნების დაცვით რამდენიმე დღეში ისევ გამოცხადებულიყო.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიეფემ.ჯი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა. შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას. ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა.
24.02.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - მედიანიუს.ჯი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან მიმართებაში.
24.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 24.02.2020 - კომერსანტ.ჯი
ტყიბულის შახტების მფლობელი კომპანიის, Coal of Georgia-ს დირექტორი, მიხეილ სოცკი აცხადებს, რომ დღეს მეშახტეების მოთხოვნებთან დაკავშირებით პროფკავშირს შეხვდა და ყველა საკითხი პუნქტობრივად განიხილა, რის შემდეგაც დამატებითი შეკითხვები აღარ ყოფილა. „ჩვენ დღეს დილით ჩემს კაბინეტში შევხვდით და დაახლოებით ერთი საათის მანძილზე დეტალურად განვიხილეთ ყველა პუნქტი, რომელიც უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გამოხატეს თავისი პოზიცია.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ამ ეტაპზე, შიდა ქართლის რეგიონში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაასრულა. გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართი 34 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ერთ-ერთი ოჯახი , რომელსაც 2020 წლის თებერვლის განსახილველ კომისიის სხდომაზე ბინა გადაეცა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები, 1993 წელს ცხინვალიდან დევნილი ელბაქიძეების ოჯახია.26 წლის განმავლობაში ელბაქიძეების ოჯახს ბინის მიღების მოთხოვნით შესაბამისი უწყებისთვის არაერთხელ მიუმართავს , თუმცა უშედეგოდ. დევნილ ოჯახს ახლად აშენებულ კორპუსში ბინის გადაცემის შესახებ ინფორმაცია, თავად დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა მიაწოდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 24.02.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს სთხოვს, ნუ უწოდებენ კორონავირუსს სასიკვდილო და მკვლელ ვირუსს. მან მედიას მოუწოდა, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. NCDC-ის დირექტორმა საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსული ინფექციის დროს სიკვდილიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე "მერსის", "სარსის" და "ებოლას" ვირუსების დროს იყო.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 24.02.2020 - ტაბულა.ჯი
საქართველოს საზღვრებზე ჩინეთის გარდა, ირანში ნამყოფ მგზავრებსაც შეამოწმებენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "საქართველოს საზღვრებზე ჩინეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე მგზავრებს უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, ეპიდემოლოგიის კონსულტაცია, ეძლეოდათ შესაბამისი რჩევა-დარიგებები თვითიზოლაციასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
ცაგერის მუნიციპალიტეტში ერთი წელია მეან-გინეკოლოგად საჩხერელი ირაკლი ტყემალაძე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ექიმს ოჯახისგან შორს ყოფნა უჭირს, მაინც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიდევ დიდხანს დარჩეს ცაგერში და ადგილობრივ მოსახლოებას მოემსახუროს . ირაკლიმ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2010 წელს დაამთავრა, შემდეგ უკრაინაში , სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლინიკური ორდინატურა გაიარა.
24.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 24.02.2020 - კომერსანტ.ჯი
520-ე დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვე გავიდა. იღებს თუ არა ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ მინისტრი პასუხისმგებლობას მინიმუმ იმ 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეზე, ვინც ელოდება და 520-ე დადგენილების გამო ვერ იღებს მათი სიცოცხლისათვის გადაუდებლად საჭირო სამედიცინო სერვისებს კლინიკაში (დეფიბრილატორის, პეისმეიკერის ჩაყენებას ) და რომელთა სიცოცხლე შეიძლება ლეტალურად დასრულდეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 24.02.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებით ამბობს, რომ დაავადება არ არის ისეთი საპანიკო, როგორი დამაშინებელი ინფორმაციაც ისმის. მისი თქმით, ვირუსი სასიკვდილო არ არის, თუმცა გავრცელების ტემპების გამო, "დიდი სიფრთხილეა საჭირო".
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
კორონავისურის ეჭვის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. მიზეზი ჩინეთის ორი მოქალაქეა, რომელიც მატარებელში იმყოფება. მგზავრების ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ სურდო და ამის შესახებ გამცილებელს შეატყობინეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მგზავრებს შესაბამის შემოწმებას უტარებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით.
24.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.02.2020 - კვირა.ჯი
უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა, – ასე გამოეხმაურა “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში, კორონავირუსის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელთან დაკავშირებულ შეფერხებას. “უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 24.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე რეგლამენტის დარღვევის გამო ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. კობერიძე, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებდა ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, ამბობს, რომ რეგლამენტის ფარგლებში ვადაც კი გადაწიეს, რათა თარიღი ვანო მაჭავარიანითვის მისაღები ყოფილიყო, თუმცა მინისტრი დღეს პარლამენტში მაინც არ მივიდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციურ ცენტრში მგზავრი გადაიყვანეს. 20 წლის გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "ელ ჯი და კომპანიაში" დღის მეორე ნახევარში შეიყვანა. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, კლინიკაში გადაყვანილი 20 წლის გოგო, იტალიიდან ჩამოფრინდა და ტემპერატურა 37. 8 გრადუსი დაუფიქსირდა. "შემოყვანილია პაციენტი 20 წლის, იტალიიდან ჩამოვიდა სიცხე დაუფიქსირდა 37,8, მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. უტარდება მკურნალობა, ემსახურება სპეციალურად აღჭურვილი მედპერსონალი. კორონავირუსზე ანალიზი ჯერ არ ჩატარებია. ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. მდგომარეობა სტაბილურია, ტემპერატურამ დაიკლო, რჩება კლინიკაში",- განაცხადა თემურ ნადირაძემ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ბათუმი-თბილისის მატარებლის სამ მგზავრს, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, ახალი კორონავირუსის არც ერთი სიმპტომი არ დაუდგინდათ და მათი გადაყვანა არ იგეგმება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების შემოწმების საფუძველი მგზავრების მოთხოვნა გახდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები ჰქონდათ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომები მოქალაქეებს არ აღმოაჩნდათ, ისინი არ არიან რისკჯგუფში და შესაბამისად, მათი გადაყვანა არ იგეგმება.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 24.02.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, მისივე განმარტებით, ვირუსი სასიკვდილო არ არის, თუმცა გავრცელების ტემპების გამო, "დიდი სიფრთხილეა საჭირო". მისი თქმით, ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებში გავრცელების შემთხვევები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ეს ქვეყნები და რამდენად შეძლებენ ვირუსის შეკავებას.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 24.02.2020 - ინფო9
ბათუმი-თბილისის მატარებლის სამ მგზავრს, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, ახალი კორონავირუსის არც ერთი სიმპტომი არ დაუდგინდათ და მათი გადაყვანა არ იგეგმება - ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განცხადეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების შემოწმების საფუძველი მგზავრების მოთხოვნა გახდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები ჰქონდათ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომები მოქალაქეებს არ აღმოაჩნდათ, ისინი არ არიან რისკჯგუფში და შესაბამისად, მათი გადაყვანა არ იგეგმება.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 24.02.2020 - ინფო9
აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციურ ცენტრში მგზავრი გადაიყვანეს. 20 წლის გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "ელ ჯი და კომპანიაში" დღის მეორე ნახევარში შეიყვანა. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, კლინიკაში გადაყვანილი 20 წლის გოგო, იტალიიდან ჩამოფრინდა და ტემპერატურა 37. 8 გრადუსი დაუფიქსირდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 24.02.2020 - ნიუპოსტს.ჯი
კომპანია "ქოალ ოფ ჯორჯიას" წარმომადგენელი მიხეილ სოცკი ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს. მისივე განცხადებით, კომპანია არცერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს და შახტის ადმინისტრაციის დახურვა არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 24.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავონ ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობისაგან. მანამდე მსგავსი ტიპის მოწოდებით NCDC გამოვიდა ჩინეთში მოგზაურობაზე. გამყრელიძის თქმით, ასეთივე ტიპის რეკომენდაციებს გამოსცემს ამერიკისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები. ჩინეთზე გაფრთხილების მე-3 და ყველაზე მაღალი დონეა გამოცემული, ხოლო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში – მე-2. მისივე თქმით, გაფრთხილება განსაკუთრებით ეხებათ ხანში შესულ და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 24.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს აქვს რამდენიმე გეგმა იმის მიხედვით, თუ როგორი მდგომარეობა შეიქმნება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 24.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე კორონავისუთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საკორდინაციო საბჭომ მთავრობისადმი ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 24.02.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ჩინეთიდან ჩამოსულმა 16-მა მოქალაქემ, საკუთარი თავის იზოლირება, ლანჩხუთში თავად მოაწყვეს. ისინი კომპანია ''სინოჰიდრო’’-ს მუშები არიან, რომელიც ლანჩუხუთში მდებარეობს. ჩინეთის 16 მოქალაქე სამი დღის წინ ჩამოვიდა და საზღვარზე შემოწმება არ გაუვლიათ. ადგილობრივი მოქალაქეების განცხდებით, ისინი დუბაის გავლით ჩამოვიდნენ და აეროპორტში არავის შეუმოწმებიათ. 16 ჩინელ მოაქალაქეს კონტაქტი არ აქვს გარე პირებთან. იზოლირებულ ოთახში საკვები ჩინელ თანამშრომელს შეაქვს, ხოლო თეთრეული და საკვები ნარჩენები გამოაქვთ და წვავენ. უცნობია ასევე ის ფაქტი, თუ ვის დაკვირევბის ქვეშ არიან. ჯანდაცვის სამინისტროდან გაკეთდა მხოლოდ კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მოაქალაქეები იმყოფებიან სამშენებლო სამსახურთან დაკავშირებით და მათ შექმნილი აქვთ სამსახურეობრივი იზოლოაცია
24.02.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 24.02.2020 - ნიუპოსტს.ჯი
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ჩინეთის ორი მოქალაქის გამოჩენას პანიკა მოყვა. მათ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ქონდათ, რის გამოც მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს. მატარებელი ამ დროისთვის გაჩერებულია, მგზავრებმა არ იციან თუ როდის მოხდება მათი გამგზავრება. ადგილზე "მთავარი არხის" ჟურნალისტი მივიდა, რომელიც მგზავრებს გაესაუბრა, მათი თქმით ისინი დაუცველები არიან, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს , მაგრამ ჯერ არავინ მოსულა. "უნდა გვემგზავრა ამ მატარებლით, ორი ჩინელი ზის, ახველებენ, სიცეს გავუზომავთო, ეგ არაფერს არ ნიშნავს, ნახევარი საათია ველოდებით, ჩვენი უფლებები ილახება" - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიემ.ჯი
მგზავრების მიერ კორონავირუსზე ეჭვის გამო, მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ვერ გადის. აღნიშნული bm.ge-ის საქართველოს რკინიგზაშიც დაუდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებმა მიიჩნიეს, რომ 2 მგზავრს, რომელიც სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქეა, აღენიშნებოდა გრიპის ვირუსი, რის გამოც მგზავრებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თვად კი, მატარებელი დატოვეს. როგორც პრეს-სამსახურში განაცხადეს, „საქართველოს რკინიგზამ“ გამოიძახა ახალი მატარებელი, რომლითაც თბილისი-ბათუმის რეისი შესრულდება. რაც შეეხება, სავარაუდოდ, ჩინეთის 2 მოქალაქეს, მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიემ.ჯი
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40-წუთიანი შეფერხების შემდეგ დაიძრა. აღნიშნულის შესახებ bm.ge-ის საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი კორონავირუსზე მგზავრების ეჭვი გახდა. კერძოდ, მატარებლის მგზავრებმა მიიჩნიეს, რომ 2 მგზავრს, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან, აღენიშნებოდათ ვირუსის სიმპტომები, რის გამოც მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თავად კი, მატარებელი დატოვეს. რაც შეეხება, ჩინეთის 2 მოქალაქეს, ისინი სტაციონარში გადაიყვანეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ბათუმი-თბილისის მატარებელმა რეისი ჩინეთის მოქალაქეების გარეშე შეასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, რეისი სხვა მატარებლით 40 წუთის დაგვიანებით შესრულდა. მათივე ცნობით, ჩინეთის მოქალაქეების შემოწმება ადგილზევე მოხდა. შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის მატარებლის მგზავრებს, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, ახალი კორონავირუსის არც ერთი სიმპტომი არ დაუდგინდათ. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების შემოწმების საფუძველი მგზავრების მოთხოვნა გახდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები ჰქონდათ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს მთავრობის წევრების ივანე მაჭავარიანისა და ეკატერინე ტიკარაძის გადაყენების მიზნით. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეექვსე პუნქტის მიხედვით, მთავრობის წევრი, მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაზიანება მიიღო მერიის თანამშრომელმა ზურა ბურჯანაძემ. მერიის საბინაო სამსახურის უფროსი და დაზარალებული თანამშრომელი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 24.02.2020 - კომერსანტ.ჯი
2020 წელს, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მაღალი გამავლობის 15 რეანიმობილს და საშუალო გამავლობის 4 რეანიმობილს შეიძენს. ასევე იგეგმება 45 მაღალი გამავლობის მინივენის ტიპის ავტომობილის შესყიდვა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მოემსახურება. აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონ 800 ათასი ლარია განსაზღვრული. მთავრობის შესაბამისი დადგენილება „მაცნეზე“ დღეს გამოქვეყნდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანას კატასტროფის ბრიგადებისთვის განკუთვნილი 60-მდე რეანიმობილი ჰყავს, რომელთაგან სახელმწიფოს საკუთრებაში მხოლოდ 14-ია. როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შესყიდვას ახორციელებს შესყიდვების სააგენტო, რეანიმობილების გადანაწილება და ჩანაცვლება ლოკაციებზე კი მათი საჭიროების მიხედვით მოხდება. მთავრობის დადგენილების თანახმად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის წელს 11 მილიონ 850 ათასი ლარია განკუთვნილი, ხოლო პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვაზე – მილიონი ლარი.
24.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 24.02.2020 - ბიემ.ჯი
მინისტრების კომიტეტის სხდომაზე გამოუცხადებლობა მათ მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველია, - ამის შესახებ განცხადებას „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ ავრცელებს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჩინელი ცოლ-ქმარი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კვლევები უტარდებათ. როგორც ჟურნალისტებს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, მათ არც ტემპერატურა, არც ხველა, არც სუნთქვის გაძნელება არ უფიქსირდებათ. „ჩინელი ცოლ-ქმარი საქართველოში დუბაიდან ჩამოვიდნენ. შაინხაი მათ დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვეს, დუბაიშიც იმყოფებოდნენ ერთი თვის განმავლობაში. რამდენიმე დღეა საქართველოში ჩამოვიდნენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 24.02.2020 - ინფო9
უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა, – ასე გამოეხმაურა “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში, კორონავირუსის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელთან დაკავშირებულ შეფერხებას. “უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა. ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანდისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია”,- წერს იმნაძე. ცნობისთვის, კორონავისურის ეჭვის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. მიზეზი ჩინეთის ორი მოქალაქეა, რომელიც მატარებელში იმყოფება. მგზავრების ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ სურდო. სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება უტარდებათ.
24.02.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 24.02.2020 - პია.ჯი
თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა. PIA.GE-ს საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, რომ აზიური წარმოშობის ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ გრიპის სიმპტომები აღენიშებოდათ სასწარაფო სამედიციონო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო მატარებელი დასავლეთ საქართველოს მიმართულებით 40 წუთის დაგვიანებით გაემართა. "მგზავრებმა შენიშნეს, რომ 2 მოქალაქეს გრიპის ვირუსი აღენიშნებოდათ. ინფორმაციის შეტყობისთანავე, გამოვიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე კლინიკაში გადავიყვანეთ სხვა მგზავრები კი დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გაემგზავრნენ ბათუმის მიმართულებით", - განუცახდეს PIA.Ge-ს საქართველოს რკინიგზაში.
24.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 24.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში კორონავირუსის შესაძლო არსებობის შესახებ. როგორც ცენტრის პრესსამსახურში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ინფორმაცია სავარაუდო რისკების შესახებ არის სრულიად გამჭირვალე და საჯარო. ჩვენს ინტერესებში არანაირად არ შედის რაიმე ინფორმაციის დამალვა. ყველა წვრილმანი დეტალი მიეწოდება საზოგადოებას“, - განგვიცხადეს დაავადებათა კოტროლის ცენტრში. ცნობისთვის: სოციალურ ქსელში, რამდენიმე მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოში მყოფ ირანის რამდენიმე მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მედპერსონალს ფაქტის გახმაურება აუკრძალეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 24.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოს მასშტაბით მედიისა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. როგორია ახალი კორონავირუსით დაავადების, სიკვდილიანობისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა? დეტალური სტატისტიკა 2020 წლის 24 თებერვლის მონაცემებით კორონავირუსით: მსოფლიოს მასშტაბით დაავადებულია 79 000-ზე მეტი (77 150 – ჩინეთში); გარდაცვლილია 2620 ადამიანი (27 – ჩინეთის გარეთ); გამოჯანმრთელდა 25 000-ზე მეტი (195 – დაავადდა ხელმეორედ); ამგვარად, ჩინეთში ამ დროისთვის სიკვდილიანობა შეადგენს 3,3%-ს. გამოჯანმრთელების პროცენტი შეადგენს 31,6%-ს, დანარჩენი პაციენტები მკურნლობას აგრძელებენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 24.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტაზე მომუშავე მეშახტეებმა მესამე დღეა მუშაობა შეწყვიტეს. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, მათი პროტესტი უკრაინულ-ქართული ბიზნეს-ჯგუფის, Steel International Trade Company-ის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ძიძიგურის შახტზე შეჩერდა ელმავალის მუშაობა, რომელიც მეშახტეებისთვის სამუშაო ადგილამდე მისვლის საშუალებაა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 24.02.2020 - ინფო9
2020 წელს, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მაღალი გამავლობის 15 რეანიმობილს და საშუალო გამავლობის ოთხი რეანიმობილს შეიძენს. ასევე იგეგმება 45 მაღალი გამავლობის „მინივენის“ ტიპის ავტომობილის შესყიდვა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მოემსახურება. აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონ 800 ათასი ლარია განსაზღვრული. მთავრობის შესაბამისი დადგენილება „მაცნეზე“ დღეს გამოქვეყნდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანას კატასტროფის ბრიგადებისთვის განკუთვნილი 60-მდე რეანიმობილი ჰყავს, რომელთაგან სახელმწიფოს საკუთრებაში მხოლოდ 14-ია. როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შესყიდვას ახორციელებს შესყიდვების სააგენტო, რეანიმობილების გადანაწილება და ჩანაცვლება ლოკაციებზე კი მათი საჭიროების მიხედვით მოხდება. მთავრობის დადგენილების თანახმად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის წელს 11 მილიონ 850 ათასი ლარია განკუთვნილი, ხოლო პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვაზე – მილიონი ლარი.
24.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 24.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
თბილისი-ბათუმის მიმართულებით დაგეგმილი მატარებლის რეისი ვერ ხორციელდება. მიზეზი მატარებელში ჩინელების ყოფნაა. ორ მგზავრს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, რის გამოც დანარჩენებმა მატარებელი დატოვეს. ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფოს ბრიგადები გამოიძახეს. თბილისის რკინიგზის სადგურში მგზავრები ბაქანზე დგანან და აცხადებენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ.მგზავრები არ გამორიცხავენ, რომ ბორტზე მყოფი ორი უცხოეთის მოქალაქეს კორონავირუსითაა დაავადებული. „პრაიმტაიმი“ სულ ცოტახანში, ადგილიდან ფეისბუქ ლაივს შემოგთავაზებთ.
24.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 24.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
საქართველოს რკინიგზაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, უნდა მოწმდებოდნენ თუ არა მგზავრები მატარებლებში.
24.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 24.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
კორონავირუსით გარდაცვალების 6 შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ეპიცენტრია. საქართველოს მთავრობას იტალიასთან ფრენის შეზღუდვები ჯერჯერობით არ დაუწესებია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას იტალიაში მოგზაურობის თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მიდის თუ არა იტალიიდან შემოსული მგზავრების კონტროლი საქართველოს აეროპორტებში?! - „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომელიც პარასკევს მილანიდან ქუთაისში ჩაფრინდა. როგორც მგზავრი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მათ შემოწმება მხოლოდ იტალიის აეროპორტში გაიარეს, ქუთაისში საზღვარი კი შემოწმების გარეშე გადმოკვეთეს: „პარასკევს ჩამოვფრინდი მილანიდან და საერთოდ არავის შევუმოწმებივართ.. ერთ კაცს აღენიშნებოდა ტემპერატურა 37.7 გრადუსი, რომელმაც ჩვენთან ერთად იმგზავრა. ეგეც თვითონ მივიდა და რაღაც ჰკითხეს, ტემპერატურა გაუზომეს და გაუშვეს..
24.02.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 24.02.2020 - ტაბულა.ჯი
უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან" - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მგზავრების პანიკის გამო, თბილისი-ბათუმის მატარებლის გაჩერებას. რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა. მათი მტკიცებით, ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. "ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენოფობიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია" - წერს იმნაძე Facebook-ზე.
24.02.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 24.02.2020 - ტაბულა.ჯი
თბილისი-ბათუმის მატარებელი, რომელიც 18:00 საათზე უნდა გასულიყო, ამ დრომდე სადგურშია. მიზეზი მგზავრების პანიკა გახდა, რადგან ვაგონში, მათი თქმით, ჩინეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. საქართველოს რკინიგზაში ტაბულას უთხრეს, რომ მგზავრებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რადგან "ჩინელებს ჰქონდათ სურდო".
24.02.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 24.02.2020 - ტაბულა.ჯი
საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის ფილიალის დირექტორის, დაჩი ცაგურიას თქმით, თბილისი-ბათუმის მატარებელი გაჩერდა, რადგან "მგზავრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ორ მგზავრს რაღაც ვირუსული სიმპტომები აღენიშნებოდა".
24.02.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 24.02.2020 - ტაბულა.ჯი
ჩინეთის 2 მოქალაქეს, რომელთა გამოც, თბილისი-ბათუმის მატარებელი გაჩერდა, პირველადი შემოწმებით კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ და ისინი რისკჯგუფში არ არიან. ამის შესახებ ტაბულას სასწრაფო დახმარების ცენტრში უთხრეს. მათივე თქმით, ორივე მგზავრის მდგომარეობა სტაბილურია.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გაანაწილა.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის ეჭვით საჩხერის სასტუმროში კარანტინში იმყოფებიან, თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა მაია ხელაიამ განაცხადა. „ჩვენთან მოთავსებული 34 ადამიანი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. უკვე მესამე დღეა, აქ არიან და მათ არანაირი საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნებათ“, – განაცხადა ხელაიამ.
24.02.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 24.02.2020 - აიპრეს.ჯი
ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ლევან გოგიჩაიშვილი რომან კაკულიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი მისვლას არ აპირებს. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრების ასეთ ქმედებებს ხელს აფარებს. 63 Shares 63 მისივე შეფასებით, მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენაზე არმისვლა პარლამენტის შეურაცხყოფაა და ხელისუფლება უნდა დაელოდოს, რას მიიღებს დეპუტატების შეურაცხყოფისთვის. „სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 24.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ბაკურიანში ახალგაზრდა, სავარაუდოდ, სრიალისას დაიღუპა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპოპობას გულისხმობს. როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას პირი უკვე გარდაცვლილი დახვდა. უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
კორონავირუსის (COVID-19) გამო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს 4 ქვეყანაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 24.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილესა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორ მაია მერკვილაძეს აღნიშნულ პოზიციაზე რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი ნინო ხაჟომია ჩააანცვლებს. მაია მერკვილაძე თავის ფესიბუქგვერდზე წერს: „მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად“.
24.02.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 24.02.2020 - აიპრეს.ჯი
“თუ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარჩებიან თანამდებობაზე ეს პარლამენტისთვის პირდაპირი შეურაცხყოფა იქნება”.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდა. ქვეყანაში ვირუსს უკვე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 150–ზე მეტი მოქალაქე. კორონავირუსის საფრთხის გამო ვენეციის კარნავალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გააუქმეს. ამასთან, მილანში არმანის ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საქართველო იტალიასთან ავია–მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. "იტალიასთან ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "რიგი ღონისძიებები, მათ შორის თერმოსკრინინგი, რომელიც საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე ხორციელდებოდა, ახლა უკვე ირანიდან (უკანასკნელი ორი კვირის მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებს) ჩამოსულებსაც შეეხებათ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 24.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ, გრიპის ნიშნები ჰქონდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 24.02.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
მგზავრები, რომელთა გამოც თბილისი-ბათუმის მატარებელი შეყოვნდა, კორონავირუსის რისკჯგუფში არ აღმოჩნდნენ. თბილისი-ბათუმის მატარებლის ახალი შემადგენლობა ბათუმში მათ გარეშე წავიდა. საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ ყვლა დანარჩენმა მგზავრმა თბილისის ცენტრალური სადგური ახალი შემადგენლობით დატოვა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 24.02.2020 - ამბები.ჯი
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ინფექციურ ცენტრში მგზავრი გადაიყვანეს. 20 წლის გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "ელ ჯი და კომპანიაში" დღის მეორე ნახევარში შეიყვანა. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, კლინიკაში გადაყვანილი 20 წლის ახალგაზრდა, იტალიიდან ჩამოფრინდა და ტემპერატურა 37.8 გრადუსი დაუფიქსირდა. "შემოყვანილია პაციენტი 20 წლის, იტალიიდან ჩამოვიდა სიცხე დაუფიქსირდა 37,8. მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. უტარდება მკურნალობა, ემსახურება სპეციალურად აღჭურვილი მედპერსონალი. კორონავირუსზე ანალიზი ჯერ არ ჩატარებია. ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. მდგომარეობა სტაბილურია, ტემპერატურამ დაიკლო, რჩება კლინიკაში",- განაცხადა თემურ ნადირაძემ.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ჩინეთში 195 პაციენტს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტებს სახლში კარანტინში 14 დღე უნდა გაეტარებინათ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მათი ხელახალი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფეროზუდინ ფეროზმა განაცხდა. „გუშინ ირანის ქალაქ ყომიდან ავღანეთში სამი მოქალაქე დაბრუნდა. შემოწმების შედეგად ერთ–ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჰერათის პროვინციაში კარანტინია გამოცხადებული“, – განაცხადა ფეროზუდინ ფეროზმა. შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელები საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ირანში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 12–მდე გაიზარდა. უკანასკნელი მონაცემებით, ინფიცირებულია 47 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის პრეს–სპიკერმა ასადოლაჰ აბასმა განაცხადა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფრანთნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ფრანთნიუს.ჯი
თბილისი: ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. მეშახტეები მინდელის სახელობის შახტში გადაყვანას აპროტესტებენ. გარდა ამისა, გაფიცულების თქმით, ახალმა ინვესტორმა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა, დაპირებები არ შეასრულა და სამუშაო პირობები არ გააუმჯობესა. ძიძიგურის შახტში დასაქმებულები შიშობენ, რომ ობიექტზე ექვსი თვის წინ მისული უკრაინული კომპანია საბოლოოდ შახტის დახურვას და მათ სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს. მთავარ მიზეზად კი, კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებენ.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს. "ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში ადგილსამყოფელ ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ. პროტესტის მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, ძიძიგურის სახელობის მაღაროს ადმინისტრაცია გაუქმდეს და ნახშირის მოპოვებითი სამუშაოებისთვის მეშახტეები ამ მაღაროს მინდელის სახელობის მაღაროდან დაუკავშირდნენ. გაფიცულთა განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას წარმოადგენს, რადგან გადაადგილება მიწის ქვემოთ მდებარე სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
კორონავირუსის გამო საქართველოში მომუშავე ჩინურ კომპანიებს შეზღუდვები დაუწესეს.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
იტალიაში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 3–მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 150–ზე მეტი ადამიანი. კორონავირუსის საფრთხის გამო ვენეციის კარნავალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გააუქმეს. ამასთან, მილანში არმანის ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 27–ია.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
მსოფლიოში კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 79 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 592-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. "COVID-19" მსოფლიოს 27–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ოლივიე ვერანის განცხადებით, საფრანგეთის ტერიტორიაზე ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ არის ინფიცირებული და ვირუსი ქვეყანაში აღარ ვრცელდება.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
კორონავირუსის გამო მსოფლიო უნდა მოემზადოს შესაძლო პანდემიისთვის, - ამის შესახებ, BBC-ს ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს. როგორც WHO-ში განმარტავენ, ჯერ ადრეა, ეპიდემიას პანდემია ეწოდოს, თუმცა ქვეყნები უნდა იყვნენ მზადების ფაზაში. პანდემია იმ შემთხვევაში ცხადდება, თუ ინფექციური დაავადება სწრაფად და მარტივად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე მსოფლიოს ბევრ ნაწილში.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 24.02.2020 - ფორ.ჯი
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან. მეშახტეების თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 24.02.2020 - ფორ.ჯი
მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
24.02.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ. კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან მიმართებაში.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფრანთნიუს.ჯი
Link: 24.02.2020 - ფრანთნიუს.ჯი
თბილისი: თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელში ჩინეთის ორ მოქალაქეს ექიმები სინჯავენ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მას შემდეგ გამოიძახეს, რაც აღნიშნული მატარებლის მგზავრები ბათუმში გამგზავრებაზე უარს აცხადებდნენ. მათი თქმით, ორ ჩინელს სურდოს ნიშნები აღენიშნებოდა. თბილისის ცენტრალურ სადგურში თბილისი-ბათუმის მატარებელი დაგეგმილ დროს ვერ გავიდა და სადგურშია გაჩერებული.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 24.02.2020 - ფორ.ჯი
ეპიდსიტუაციის საკმაოდ მომატებული რისკის გამო, საქართველო არა მარტო ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებზე, არამედ ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
24.02.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 24.02.2020 - ფორ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი. „მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ირანთან დაკავშირებით იცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.
25 თებერვალი
ინტერნეტ სააგენტო
25.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 25.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
პედიატრიული ქირურგიის ცენტრ „კიდკო“-ს გეგმურმა ამბულატორიულმა და სტაციონარულმა განყოფილებამ მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო. როგორც ცენტრის დირექტორი ირაკლი გამყრელიძე აცხადებს, უკვე აპრილიდან კლინიკაში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პაციენტთა მიღებაც დაიწყება. კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის გეგმურ კომპონენტშიც ჩართულია. „კიდკო“-ში აცხადებენ, რომ პაციენტების ინდივიდუალური განთავსება სასტუმროს ტიპის პალატებში უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების წარმართვას მინიმალურად სტრესულ, მშვიდ და კომფორტულ გარემოში. კლინიკაში პაციენტები მიიღებენ გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას პედიატრიაში ზოგად და აბდომინურ ქირურგიაში, ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში, უროლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში, ბავშვთა ნევროლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, კარდიოლოგიაში და ა.შ. ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევების სრული სპექტრი და ინსტრუმენტული გამოკვლევები - რენტგენოგრაფია, ულტრასონოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, ნეიროსონოსკოპია. ამასთან, ცენტრში კეთდება გენეტიკური პათოლოგიის კვლევა და კონსულტირება. კლინიკაში ტარდება გეგმიური ოპერაციები ბავშვთა ზოგად და აბდომინურ ქირურგიაში, ბავშვთა უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიაში. „კიდკოს“ სამედიცინო გუნდი აერთიანებს საუკეთესო პრაქტიკის მქონე გამოცდილ და შერჩეულ პროფესიონალებს, როგორც საექიმო, ისე საექთნო მიმართულებით. კლინიკის დირექტორის ირაკლი გამყრელიძის განცხადებით, 2020 წლის მარტიდან ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს “ნეონატალური კლინიკა - ენენსი“ , რომელიც განახორციელებს ნებისმიერი სირთულის, მათ შორის დღენაკლის და მცირე მასის, ახალშობილთა გადაუდებელ მიღებას და მართვას. აპრილიდან კი „კიდკო“ მიიღებს გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პაციენტებს. „კიდკოს“ მნიშვნელოვანი უპირატესობაა პირადი მენეჯერის მომსახურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირადი მენეჯერი ზოგავს დროს, გეგმავს საჭირო კვლევასა და ვიზიტებს პაციენტისთვის მოსახერხებელი გრაფიკით, ეხმარება და ზრუნავს მკურნალობისათვის დაფინანსების მოპოვებასა და სხვა ბიუროკრატიულ საკითხებზე. წინასწარ განსაზღვრავს პაციენტის საჭიროებებს და სამედიცინო გუნდთან შეთანხმებით ამზადებს გეგმიურ ჰოსპიტალიზაციას. „კიდკო“ ლუბლიანას ქუჩის 36 ნომერში მდებარეობს. მიმდინარეობს პაციენტების წინასწარი ჩაწერა კონსულტაციებზე, ტელ., 2 25 17 12 ცნობისათვის, „კიდკო“ „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა.
25.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 25.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
რუსთავში 80 წლის კაცმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორუსთავი“ ავრცელებს. კაცი „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მედიკოსების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
25.02.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 25.02.2020 - ბიემ.ჯი
"24 თებერვალს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო", - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია მზად არის, თითოეულ მოსახლესთან ინდივიდუალურად იმუშაოს და მათ პირობები გააცნოს: „კომპანიამ შუქრუთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარების სქემა ჯერ კიდევ გუშინ გააცნო. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ იგივე პირობებს ჭიათურის რეგიონის სხვა სოფლების მოსახლეობასაც სთავაზობს. კერძოდ, კომპანიისგან შეთავაზებულია შემდეგი პირობები: 1. მხარეები აღიარებენ ჩამოქცევის ზონების, როგორც მოცემულობის არსებობას; 2. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ ქონებისადმი მიყენებული ზიანი, რომელიც არსებულ ჩამოქცევის ზონებში ექცევა, სადაც კომპანია მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ან სამომავლოდ განახორციელებს; 3. კომპანია განსაზღვრავს მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიასა და გეგმა-გრაფიკს. 4. ქონება შეფასდება მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით; 5. მოსახლეობასთან ზიანის ანაზღაურების საკითხზე გაფორმდება ინდივიდუალური შეთანხმებები. „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა დიალოგია და მზად არის, სოფელ შუქრუთის მოსახლეობას ხელშეკრულებების პირობები ინდივიდუალურად გააცნოს და ის უმოკლეს ვადებში გააფორმოს. იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციები, ასევე საწარმოო პროცესის შეფერხება გაგრძელდება და „ჯორჯიან მანგანეზის“ ოპერირება შეწყდება, ეს უდიდესი დარტყმა იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე რეგიონისთვის და კომპანიაში დასაქმებულთათვის”, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთში ადგილობრივებმა 18 თებერვალს სოფლის მიმდებარედ მაღაროებამდე მისასვლელი გზები გადაკეტეს.
25.02.2020
მედია საშუალებები: ჯიბისი.ჯი
Link: 25.02.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) - 24 თებერვალს „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. კომპანიამ შუქრუთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარების სქემა ჯერ კიდევ გუშინ გააცნო. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ იგივე პირობებს ჭიათურის რეგიონის სხვა სოფლების მოსახლეობასაც სთავაზობს.
25.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 25.02.2020 - კომერსანტ.ჯი
24 თებერვალს „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
25.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 25.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, კომპანიამ შუქრუთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარების სქემა ჯერ კიდევ გუშინ გააცნო.
25.02.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 25.02.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით სამედიცინო რეაბილიტაციის ხუთწლიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებას იწყებს. WHO-ის მოწვევით საქართველოს ექსპერტი, რეაბილიტოლოგი - სუზან ეითელი სტუმრობს. სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების ფარგლებში სხვადსხვა უწყებების გამოცდილების გაზიარების მიზნით ექსპერტმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან და მინისტრის მოადგილეებთან. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშთა რეაბილიტაციის ხუთ სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. სამინისტრომ 2018 წლიდან დაიწყო მოზრდილი მოასხლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის დაფინასება.
25.02.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 25.02.2020 - ბიპიენ.ჯი
„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
25.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 25.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ ვირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს. „კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველდღიურად იმატებს. მეზობელ ქვეყანაში პრაქტიკულად ვიცით, რომ ვირუსი გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს და ის მატულობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
25.02.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 25.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
24 თებერვალს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. კომპანიამ შუქრუთში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარების სქემა ჯერ კიდევ გუშინ გააცნო. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ იგივე პირობებს ჭიათურის რეგიონის სხვა სოფლების მოსახლეობასაც სთავაზობს.
25.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 25.02.2020 - კომერსანტ.ჯი
2019 წლის დეკემბერში ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ მეღვინეთუხუცესი ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა შეცვალა. ინვესტორთა საბჭო - კერძო სექტორსა და საქართველოს მთავრობას შორის დიალოგის წარმართვის, ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შეიქმნა.
25.02.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 25.02.2020 - კვირა.ჯი
24 თებერვალს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
პრესა
25.02.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 25.02.2020 - ახალი თაობა
გუშინ, 24 თებერვალს, თბილისიბათუმის სამგზავრო მატარებელი, რომელიც დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში სადგურზე იყო გაჩერებული, სადგურიდან ცარიელი გავიდა. მგზავრები, რომლებიც თბილისიდან ბათუმში მიემგზავრებოდნენ, დანიშნულების ადგილამდე სხვა მატარებლით გაამგზავრეს. მატარებლის გაჩერების მიზეზი მატარებელში მჯდარი 2 აზიური წარმოშობის მგზავრი გახდა, რომლებსაც გაციების ნიშნები აღენიშნებოდათ. აღნიშნულის გამო, მგზავრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმება მოითხოვეს. მედიკოსებმა ისინი მატარებელშივე შეამოწმეს, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ მათ ვირუსის ნიშნები არ აღენიშნებოდათ. მიუხედავად ამისა, შემდგომი სამედიცინო შემოწმების მიზნით, ორივე მათგანი ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს.
25.02.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 25.02.2020 - ახალი თაობა
`ახალი თაობის~ კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. _ ბატონო რომან, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელოდნენ, თუმცა ვანო მაჭავარიანმა ამ ყველაფერს საცირკო სანახაობა უწოდა და პარლამენტში არ მოვიდა. _ როდესაც ქვეყანა კონსტიტუციით გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკაში, მინისტრები უნდა იყვნენ პარლამენტში ლამის ყოველდღე. ასეა ყველა ქვეყანაში, სადაც არის საპარლამენტო რესპუბლიკა და ამიტომ ეს ყველაფერი არის საპარლამენტო რეგლამენტში გაწერილი. რეგლამენტი არის საქართველოს კანონი. რეგლამენტი ხომ იგივე კანონია?! მინისტრმა კი დაარღვია კანონი! ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს დიდი გული და ივანიშვილის ზურგი, ფიქრობს, რომ მას არ დასჯიან ამის გამო და მეორე მხრივ, არაფრად აგდებს პარლამენტს და პარლამენტის რეპუტაციას ფეხქვეშ თელავს.
25.02.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 25.02.2020 - რეზონანსი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა. შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას. ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა.
25.02.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 25.02.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
ფინანსთა მინისტრი დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. კომიტეტის თავმჯდომარეს გადაწყვეტილება გუშინ დილით აცნობა. მთავარ მიზეზად მაჭავარიანმა დაასახელა ის, რომ დეპუტატების კითხვებს გასულ კვირას მინისტრის საათის ფარგლებში უპასუხა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკუტი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას სახელზე 14 თებერვალს გაგზავნილ წერილში მაჭავარიანმა განაცხადა, თუ "მინისტრის საათის" ფარგლებში დაგეგმილი გამოსვლის შემდეგ კიდევ დარჩებოდა ღია საკითხები ან პასუხგაუცემელი კითხვები, ის მზად იყო, მონაწილეობა მიეღო საკომიტეტო ფორმატშიც. რომან კაკულიას განცხადებით, მას მინისტრთან კომუნიკაცია რამდენჯერმე ჰქონდა და შეეცადა, რეგლამენტის სასარგებლოდ კომიტეტის სხდომაზე მისვლის აუცილებლობაში დაერწმუნებინა. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გააპროტესტეს, ლევან გოგიჩაიშვილმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატები ივანე მაჭავარიანისა და ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ.
25.02.2020
მედია საშუალებები: ჯორჯია თუდეი
Link: 25.02.2020 - ჯორჯია თუდეი
საქსტატის 2020 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 174.4 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 348.9 ლარია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა 2018 წელს - 208.7 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის - სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, განათლება, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ჯორჯია თუდეი
Link: 25.02.2020 - ჯორჯია თუდეი
ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები დილიდან შახტთან მოვიდნენ, თუმცა მუშაობას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. აქციის მონაწილეების თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ეს შახტი დაიხუროს და სამსახურის გარეშე დარჩნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. აქციის მონაწილეებს პროფკავშირი უჭერს მხარს. 2019 წლის სექტემბერშიც იყო გაფიცვა. მაშინ საქნახშირის განცხადებით, კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თანამშრომლებმა იცოდნენ ამის შესახებ. ეკონომიკის მინისტრი შეხვდა გაფიცულებს და დაპირდა, რომ ხელფასებს რამდენიმე დღეში მიიღებდნენ. პირობა შესრულდა და აქციაც დასრულდა.
25.02.2020
მედია საშუალებები: ჯორჯია თუდეი
Link: 25.02.2020 - ჯორჯია თუდეი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკვირდება ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და ახდენს დაგეგმარებას, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსის შემოღწევის თავიდან აცილებისა და მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ ოპერატიულად გადადგა ნაბიჯები და ვირუსის აფეთქების საწყის ეტაპზევე შეაჩერა ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. საქართველოს მთავრობამ სათანადო ზომები მიიღო ასევე ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა მუდმივ კავშირზეა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით.
25.02.2020
მედია საშუალებები: ქრონიკა+
Link: 25.02.2020 - ქრონიკა+
"ქართული ოცნების" რიგებიდან წამოსული გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ოპოზიციურ ერთობას შეუერთდნენ. საქმეს ის პირი უჩანს, რომ აქედანაც გაფრინდებიან. ფოფხაძის განმარტებით, ის ვერ დადგება იმ ხალხის გვერდით, ვინც ვანო მერაბიშვილთან ითანამშრომლებს. როგორც გიორგი გიუაშვილი ამბობს, ყველამ იცის, რომ გედი ფოფხაძე მერაბიშვილთან ძალიან კარგად თანამშრომლობდა და თანაც მაშინ, როცა ვანო ქვეყნის ხერხემალი იყო.
25.02.2020
მედია საშუალებები: ქრონიკა+
Link: 25.02.2020 - ქრონიკა+
29 წლის ნატო ფილიას საქმეს დღეს პროკურატურა სწავლობს. "ქრონიკა+" წინა ნომერში წერდა, თუ რატომ უჩივის ახალგაზრდა ქალი ექიმებს. მას რამდენიმე წელი უტარდებოდა მკურნალობა დაორსულების მიზნით და ხელოვნური განაყოფიერებაც გაუკეთდა. უშედეგო მცდელობის შემდეგ მას ერთ-ერთმა გინეკოლოგმა უთხრა, რომ აქვს სპეციფიკური ფორმის საშვილოსნოს ღრუ, რომლის პირობებშიც ფეხმძიმობა ვერ დადგება. შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატარებოდა არც ინსელმინაცია და არც ხელოვნური განაყოფიერება.