From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 24 თებერვალი მედია მონიტორინგი
Received On : 24.02.2020 09:49
Attachments :

display: block; margin-bottom: 20px; height: 150px;

 

24 თებერვალი

ტელევიზია

კვირის ეკონომიკური მოვლენები

24.02.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    24.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

მთავარ თემებს შორის არის: 520-ე დადგენილება, ანაკლიის თემა, საბარათე ოპერაციების გაზრდილი მაჩვენებელიც, უმუშევრობა, რომელმაც რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. გასულ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო 520-ე დადგენილება, რამდენიმე სამედიცინო ასოციაციამ მისწერა მთავრობასა და პრემიერს წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეს დადგენილება გამოუყენებელ ზიანს აყენებს სამედიცინოს რამდენიმე წამყვან დარგს... სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს სახელმწიფომ ერთ ლარად ჯამში 85 მლნ ლარამდე ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შეიძინა... საინტერესოა, ანაკლიის თემაზე თემურ ქარჩავას ამბავიც. როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრს დაუსვეს კითხვა, თქვა, რომ 2014 წელს მან ინტერესთა გამოხატვაში მიიღო მონაწილეობა, უბრალოდ, ანაკლიის კონსორციუმი გახდა მაშინ გამარჯვებული...

520-ე დადგენილება

24.02.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    24.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

გასული კვირის ბოლო პრემიერის სახელზე კიდევ ერთი წერილი დაიწერა. მინისტრს ექიმები წუხილისა და არგუმენტების არ სჯერა და ახალ გამოწვევას უკვე ოფთალმოლოგებს უგზავნიან. თუმცა, როგორია ეს პოზიციები, რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი და რა პრეტენზიები აქვთ ექიმებს, რომლებიც ამ დრომდე ელოდებიან დაპირებულის შესრულებას თუ გამოხმაურებას სხვადასხვა საკითხზე. ანზორ მელია: "სამინისტრომ ეს მშვენივრად იცის, მოგვწერეთო რამდენი არისო ჰონორარიო და ჩვენ დავუწერეთ: 1000-4000 ლარი. ჯერჯერობით პასუხი არაა, მაგრამ როცა მოუნდებათ, ალბათ, დედას გვიტირებენ". ეკატერინე ტიკარაძე: "პაციენტი 4 ათას ლარსაც და 8 ათას ლარსაც ამატებდა ადრეც და ამატებს ახლაც. ეს არ მოგვწონდა არც ადრე, არ მოგვწონს არც ახლა. ჯერ პირველი ამოცანა არის დადგინდეს ხარისხთან შესაბამისი ფასი. ხარისხთან შესაბამისი ფასის დადგენის შემდეგ მივიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებებს და გატარდება გარკვეული ღონისძიებები".

კორონავირუსი

24.02.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    24.02.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

1. ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. კორონა ვირუსია, რადგან ჩინეთის შემდეგ ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანშია დაფიქსირებული. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება მხოლოდ ცარიელი თვითმფრინავებით შეეძლებათ, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ. ამ ეტაპზე თავისუფალია სახმელეთო მიმოსვლა, თუმცა იქაც შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ლევან მაწიაშვილის თქმით, საერთოდ შეწყდება თუ არა ფრენები ირანთან, ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს. კადრში ჩანს ტავ ჯორჯიას ლოგო. 2. თეირანიდან ორი დღის წინ ჩამოფრენილი ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. მათ კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ. ტურისტები საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ. თბილისის აეროპორტში, სავალდებული შემოწმების დროს, ირანის მოქალაქეებს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ და ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 3. ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები, დაკვირვების ქვეშ, საჩხერის ერთერთ სასტუმროში რჩებიან. 34 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. მაია ხელაძე: "ჩვენ დაავადებათა ცენტრის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ორკვირიანი იზოლაცია უნდა ჰქონდეთ ამ პაციენტებს". 4. კორონავირუსის გავრცელების დღიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი. რომლის მუშაობასაც კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტრო უწევს. 5. ხარაგაულში, სოფელ საქასრიაში, ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის სპეციალურად ჩინეთიდან ჩამოსული 7 მუშა სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ამის მიზეზი მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველების პროტესტი გახდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალების შემოყვანაზე დროებით უარს ამბობს

24.02.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    24.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავებას სთხოვს. "შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას - ნათქვამია განცხადებაში.

22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული 15 მუშა ლანჩხუთში ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება

24.02.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    24.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

საგზაო დეპარტამენტის მხრიდან შეზღუდვის დაწესების მიზეზად, 22 თებერვალს ჩინთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები სახელდება. 15 მუშა ამჟამად ლანჩხუთში, ავტობანის მშენებელი კომპანიის ოფისის ტერიტორიაზე ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ მდგომარეობას დისტანცირებულად ამოწმებს ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. დაავადების ნიშნები ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ აღენიშნება. ვლადიმერ ჩხაიძე: "უნდა გვცოდნოდა ჩამოსულების რაოდენობა. ასევე უნდა გვცოდნოდა, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები უხანი პროვინციაში. ისინი იმყოფებიან ცალკე კორპუსში და მათ სხვა დანარჩენ თანამშრომლებთან ურთიერთობა აქვთ ნაკლებად. ანუ ეს არის თვითიზოლაცია".

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს

24.02.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 10:00

Link:    24.02.2020 - I არხი - მოამბე 10:00

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებული ქართველების პროტესტის შემდეგ, კომპანიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ახლად ჩამოყვანილი ჩინელები ბორითში გადაიყვანა. კომპანიის კოორდინატორის გოჩა კოპაძის თქმით, ქართველებმა იცოდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეები ობიექტზე ერთი დღით იმყოფებოდნენ და სამედიცინო შემოწმებაც ჩატარებული ჰქონდათ, თუმცა მუშაობაზე უარი მაინც თქვეს. მისივე განმარტებით, ჩინეთის მოქალაქეები შემოწმებული არიან და კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ. კომპანიის წარმომადგენელის მტკიცებით, ისინი უსაფრთხოების მიზნით, იზოლირებული იქნებიან. "მე შევხვდი მათ, ჯანმრთელად არიან, არაფერი სჭირთ. იზოლირებული იყვნენ ჩინეთშიც და აქაც ორი კვირა იზოლირებული იქნებიან. გაიარეს შემოწმება აეროპორტში. ცუდად, რომ იყვნენ, როგორ ფიქრობთ, არ შემეშინდებოდა? უბრალოდ, მშვიდად, რომ იყვენენ ადგილობრივები, გავიყვანეთ ბორითში, რომელიც მოშორებულია დასახლებულ პუნქტს", - განაცხადა გოჩა კოპაძემ. გოჩა კოპაძე არ ადასტურებს მოქალაქეების გასაიდუმლოებული რეისით ჩამოყვანას და ამბობს, რომ შვიდმა ჩინელმა სამი ქვეყანა სხვა მოქალაქეებთან ერთად გაიარა და ჩვეულებრივი რეისით საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა.

შრომითი პირობები

24.02.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის დილა

Link:    24.02.2020 - იმედი - იმედის დილა

1. სამუაშაო გრაფიკი, ზეგანაკვეთური ანაზღაურება და ხელფასების მოწესრიგება. რას ითხოვენ დასაქმებულები დამსაქმებლებისგან და სახელმწიფოსგან. პროფკავშირების მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. მზადების პროცესშია კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე დამოუკიდებელმა პროფკავშირმა მოამზადა. მათ შორის არის სოლისდარობის ქსელი. დავით ომსარაშვილი: "დამსაქმებელი ვალდებული ხდება აღწეროს სამუშაო დრო და შესაბამისი დოკუმენტი, ამ სამუშაო დროის აღწერის, გადასცეს დასაქმებულს. ეს დასაქმებუსლ მისცემს საშუალებას, რომ მას ჰქონდეს მტკიცებულებები, თუნდაც სასამართლოში წასვლისას ან თუნდაც შრომის ინსპექციისთვის მიმართვისას, რომ მან იმუშავა ზეგანაკვეთურად და იმუშავა იმაზე მეტი, ვიდრე უნდა ემუშავა". 2. ორსული ქალები უნდა მუშაობდნენ თავისუფალ რეჟიმსა და პოზაში, რაც იძლევა სურვილისამებრ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას. დაუშვებელია მუდმივად მჯდომარე ან მდგომარე პოზაში მუშაობა, ან მუდმივად სიარული. ორსული ქალის სამუშაო ადგილას უნდა იყოს სპეციალური ბრუნავი სკამი, ბრუნავი სკამი, რომლის საზურგე, სახელური, საჯდომი და ა.შ რეგულირდება ინდივიდუალურად. ეს არის მცირე ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებიდან, რომელიც ორსული ქალებისა და მეძუძური დედების სამუშაო პირობებს არეგულირებს. როგორი უნდა იყოს სამუშაო გარემო, რა უფლებები აქვთ დასაქმებულებს და რა ვალდებულებები დამსაქმებლებს. თემაზე შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის ასოციაციის ექსპერტი შოთა ნიჟარაძე საუბრობს.

საქართველოში ჩინეთიდან დამატებით სამუშაო ძალებს აღარ ჩამოიყვანენ

24.02.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

Link:    24.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტში დასაქმებული ჩინური კომპანიები ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალებს აღარ ჩამოიყვანენ. შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, მათი შემოყვანა მას შემდეგ განახლდება, რაც შესაბამისი სამსახურები დარწმუნდებიან, რომ კომპანიები დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას იცავენ. შეზღუდვა სამინისტრომ ხარაგაულში არსებული პროტესტის შემდეგ დააწესა. სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები ობიექტზე ჩინეთის მოქალაქეების ყოფნას აპროტესტებდნენ. ჩინეთის შვიდივე მოქალაქეს ჩინეთში გავლილი ჰქონდა ორკვირიანი კარანტინი, თუმცა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ისინი ბორითში, კვლავ კარანტინში გადაიყვანეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს

24.02.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    24.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებული ქართველების პროტესტის შემდეგ, კომპანიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ახლად ჩამოყვანილი ჩინელები ბორითში გადაიყვანა. კომპანიის კოორდინატორის გოჩა კოპაძის თქმით, ქართველებმა იცოდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეები ობიექტზე ერთი დღით იმყოფებოდნენ და სამედიცინო შემოწმებაც ჩატარებული ჰქონდათ, თუმცა მუშაობაზე უარი მაინც თქვეს. მისივე განმარტებით, ჩინეთის მოქალაქეები შემოწმებული არიან და კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ. კომპანიის წარმომადგენელის მტკიცებით, ისინი უსაფრთხოების მიზნით, იზოლირებული იქნებიან. "მე შევხვდი მათ, ჯანმრთელად არიან, არაფერი სჭირთ. იზოლირებული იყვნენ ჩინეთშიც და აქაც ორი კვირა იზოლირებული იქნებიან. გაიარეს შემოწმება აეროპორტში. ცუდად, რომ იყვნენ, როგორ ფიქრობთ, არ შემეშინდებოდა? უბრალოდ, მშვიდად, რომ იყვენენ ადგილობრივები, გავიყვანეთ ბორითში, რომელიც მოშორებულია დასახლებულ პუნქტს", - განაცხადა გოჩა კოპაძემ. გოჩა კოპაძე არ ადასტურებს მოქალაქეების გასაიდუმლოებული რეისით ჩამოყვანას და ამბობს, რომ შვიდმა ჩინელმა სამი ქვეყანა სხვა მოქალაქეებთან ერთად გაიარა და ჩვეულებრივი რეისით საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა.

გაფიცვა ტყიბულში

24.02.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    24.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

გაფიცვა ტყიბულში - 200-მდე მეშახტემ სამუშაო შეწყვიტა და პროტესტს ქუჩაში აგრძელებს. ისინი ინვესტორს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, არაერთი თანხმობის მიუხედავად, ხელმძღვანელობამ სამუშაო პირობები არ გააუმჯობესა. დასაქმებულები ასევე აპროტესტებენ იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მეშახტეები ძიძიგურის ნაცვლად, საკუთრ საქმიანობას მინდელის სახელობის შახტში გააგრძელებენ. ეს კი წინაპირობა იქნება იმის, რომ ასობით ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩეს, რადგან მეშახტეები შიშობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი ინვესტორი ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს და ამ მიზეზით ობიექტის მუშაობას გააჩერებს. შეშახტე ირაკლი ჩიხრაძე: "მოვიდა ახალი ინვესტორი, როგორც წარგვიდგინა ქალბატონმა თურნავამ, პირობების გაუმჯობესების მიზნით. რაღაც მილიონებზე იყო საუბარი აქ და მილიონი კი არა, 6 ლარის რამეც არ არის ნაყიდი". ონისე საბანაძე: "შესაძლებელია, ჩვენ იქით გადასვლას მოჰყვეს თანამშრომელთა შემცირება. კომპანიიდან დიდი დაპირებაა, რომ არ შემცირდება არცერთი თანმაშრომელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება, რა დროსაც დაირღვა შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კომპანიაა, მაინც უიმედოდ არიან დასაქმებულები, რომ მოხდება შემცირება".

კორონავირუსი

24.02.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    24.02.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

1. მეორე დღეა ირანთან საქართველოს საჰაერო მიმოსვლა შეჩერებული აქვს. მიზეზი კორონა ვირუსია, რადგან ჩინეთის შემდეგ ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანშია დაფიქსირებული. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება მხოლოდ ცარიელი ბორტით შეეძლებათ, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ. ამ ეტაპზე თავისუფალია სახმელეთო მიმოსვლა, თუმცა იქაც შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ლევან მაწიაშვილის თქმით, საერთოდ შეწყდება თუ არა ფრენები ირანთან, ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს. კადრში ჩანს ტავ ჯორჯიას ლოგო. 2. თეირანიდან ორი დღის წინ ჩამოფრენილი ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. მათ კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ. ტურისტები საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ. თბილისის აეროპორტში, სავალდებული შემოწმების დროს, ირანის მოქალაქეებს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ და ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 3. ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები, დაკვირვების ქვეშ, საჩხერის ერთერთ სასტუმროში რჩებიან. 34 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. მაია ხელაძე: "ჩვენ დაავადებათა ცენტრის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ორკვირიანი იზოლაცია უნდა ჰქონდეთ ამ პაციენტებს". 4. კორონავირუსის გავრცელების დღიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი. რომლის მუშაობასაც კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტრო უწევს. 5. ხარაგაულში, სოფელ საქასრიაში, ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის სპეციალურად ჩინეთიდან ჩამოსული 7 მუშა სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ამის მიზეზი მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველების პროტესტი გახდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალების შემოყვანაზე დროებით უარს ამბობს

24.02.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    24.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. უწყება, საქართველოში მიმდინარე პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს სთხოვს დროებით თავი შეიკაონ ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე. განცხადებიდან ირკვევა, რომ შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.

ტყიბულში 200-ზე მეტი მეშახტე გაიფიცა

24.02.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    24.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

ტყიბულში 200-ზე მეტი მეშახტე გაიფიცა. დასაქმებულები დღეს სამსახურში მივიდნენ, თუმცა, პროტესტის ნიშნად არ მუშაობენ. მეშახტეები ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ აპროტესტებენ და სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს ამობენ. ძიძიგურის შახტში დასაქმებულები შიშობენ, რომ ობიექტზე ექვსი თვის წინ მისული უკრაინული კომპანია საბოლოოდ შახტის დახურვას და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს, მთავარ მიზეზად კი კომპანიის მიერ საინვესტიციო შეუსრულებლობას ასახელებენ. გაიოზ გიორგაძე: "კომპანია მოვიდა, ქალბატონი თურნავა იყო ჩამოსული და დაგვპირდა რამდენიმე მილიონის ჩადებას, მილიონი კი არა, 6 ლარის არ აქვთ არაფერი ნაყიდი".

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს

24.02.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    24.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებული ქართველების პროტესტის შემდეგ, კომპანიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ახლად ჩამოყვანილი ჩინელები ბორითში გადაიყვანა. კომპანიის კოორდინატორის გოჩა კოპაძის თქმით, ქართველებმა იცოდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეები ობიექტზე ერთი დღით იმყოფებოდნენ და სამედიცინო შემოწმებაც ჩატარებული ჰქონდათ, თუმცა მუშაობაზე უარი მაინც თქვეს. მისივე განმარტებით, ჩინეთის მოქალაქეები შემოწმებული არიან და კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ. კომპანიის წარმომადგენელის მტკიცებით, ისინი უსაფრთხოების მიზნით, იზოლირებული იქნებიან. "მე შევხვდი მათ, ჯანმრთელად არიან, არაფერი სჭირთ. იზოლირებული იყვნენ ჩინეთშიც და აქაც ორი კვირა იზოლირებული იქნებიან. გაიარეს შემოწმება აეროპორტში. ცუდად, რომ იყვნენ, როგორ ფიქრობთ, არ შემეშინდებოდა? უბრალოდ, მშვიდად, რომ იყვენენ ადგილობრივები, გავიყვანეთ ბორითში, რომელიც მოშორებულია დასახლებულ პუნქტს", - განაცხადა გოჩა კოპაძემ. გოჩა კოპაძე არ ადასტურებს მოქალაქეების გასაიდუმლოებული რეისით ჩამოყვანას და ამბობს, რომ შვიდმა ჩინელმა სამი ქვეყანა სხვა მოქალაქეებთან ერთად გაიარა და ჩვეულებრივი რეისით საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა.

24.02.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    24.02.2020 - I არხი - მოამბე 12:00

კორონავირუსი

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

24.02.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    24.02.2020 - I არხი - მოამბე 12:00

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან.

ინტერნეტ სააგენტო

 

 

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

24.02.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    24.02.2020 - მედიანიუს.ჯი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს.

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

24.02.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    24.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს, მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან. მეშახტეების თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

24.02.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    24.02.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან. მეშახტეების თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.

პრესა

 

 

საქართველო ირანთან ფრენების შეწყვეტაზე მსჯელობს

24.02.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    24.02.2020 - კვირის პალიტრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო ირანთან ფრენების დროებით შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს. „ირანში, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მასთან ინტესნიური ტურისტული თუ ბიზნეს ურთიერთობა გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება. ამიტომ შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით არის შექმნილი, შესაბამის ღონისძიებებზე მსჯელობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, საქართველოშიც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მითები წნევის შესახებ

24.02.2020

მედია საშუალებები:    ასავალ-დასავალი

Link:    24.02.2020 - ასავალ-დასავალი

ჰიოერტენა ანუ მაღალი არტერიული წნევა საშინელი და ვერაგი დაავადებაა, რომლის ასაკი როგორც საქართელოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში ძალიან გაახალგაზრდავებულია. კახა საბახტარაშვილი: - ჰიპერტონიული წნვით ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება, ასაკის მატებასთან ერთად წნევაც მატულობს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიოლოგიურ პროცესებთან. ნორმალურ მდგომარეობაში წნევა მატულობს, სტრესისა და ფიზიკური დატვირთვის დროს. როცა დავმშვიდდებით, წნევაც დაუბრუნდება ნიშნულს.

სიგარეტი, პურ-ფუნთუშეული... კიდევ რომელი პროდუქტები გაძვირდება კორონავირუსის გამო შეზღუდული მიმოსვლით?

24.02.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    24.02.2020 - ალია

როგორც იქნა, ფინანსთა მინისტრმაც ამოთქვა ის, რასაც ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს ვწერდით. მაშინ ზუსტი ციფრი დავასახელეთ და ვთქვით, რომ სიგარეტზე აქციზის ფასი აიწევდა და დაახლოებით 6-8 ლარი გახდებოდა, რაც მომხმარებელმა არ დაიჯერა და სამთავრობო უწყებებმა ჯვარზე გაგვაკრეს, პანიკას რატომ თესავთო. არადა, ინფორმაცია სწორედ ფინანსთა სამინისტროდან გვქონდა და სწორედ ფინანსთა მინისტრის ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ასეთი მითითება იყო.

" როგორ შეიძლება ამის არ დანახვა, რომ უკან კი არა, წინ მივდივართ"

24.02.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    24.02.2020 - ალია

რამდენიმე დღის წინ, საპატიმრო დატოვა ვანო მერბიშვილმა. იმავე დღეს, იმ რესტორნათან, სადაც მერაბიშვილი მეგობრებს ხვდებოდა, მივიდნენ ია მეტრეველი, ლია კრიალაშვილი და სხვები აპროტესტებდნენ ვანო მერაბიშვილის ფრაზას - მთავრობის დმხობასთან დაკავშირებით. " ალია" ესაუბრება ია მეტრეველს: - ვნახეთ, როგორ აპროტესტებთ მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას და გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს. -მისი გამოსვლა და ის რაც მან ციხიდან გამოსვლისას თქვა, აღმაშფოთებელი იყო.

საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებული ჩინეთის 7 მოქალაქე ბორითის ობიექტზე გადაიყვანეს

24.02.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    24.02.2020 - ახალი თაობა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის 7 მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებული ქართველების პროტესტის შემდეგ კომპანიამ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ახლად ჩამოყვანილი ჩინელები ბორითში გადაიყვანა.

“ჩემი 89 წლის ბებოსთვის, 112-ის ექიმებს პასუხს ვაგებინებ, ჩემი ბებო სამყაროს მირჩევნია”

24.02.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    24.02.2020 - ალია

ომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ მის 89 წლის ბებოს ასაკის გამო უყურადღებოდ მოექცნენ. “სიბნელე აღარ ქვია ამას 112 – ის ექიმებს სათითაოდ დავაწყობ და პასუხს ვაგებინებ ჯერ უცოდინრობისთვის და მერე სასტიკი გულგრილობისთბის! რადგან 89 წლისაა ჩემი ბებო რომელიც სამყროს მირჩევნია ასაკის გამო აღარც თვლიან საჭიროდ თუნდაც ის გამაგებინონ რომ კარდიოგრამა ინფარქტს აჩვენებს! ეხლა ვიგებ კარდიოექსპეესისგან როცა მანამდე სამჯერ მყავდა 112 ს ბრიგადა გამოძახებული! სახეზე ზეპირად მახსოვხართ და ხელოვნურ ინფარქტს მე დაგიყენებთ სათითაოდ ექვსივეს!”

ევროპის უმსხვილესი ეიჩარ კომპანია საქართველოში ქვეყნის მასშტაბით კვალიფიციურ კადრებს ეძებს

24.02.2020

მედია საშუალებები:    კავკასიან ბიზნეს ვიქი

Link:    24.02.2020 - კავკასიან ბიზნეს ვიქი

ევროპის უმსხვილესი ეიჩარ კომპანია საქართველოში ქვეყნის მასშტაბით კვალიფიციურ კადრებს ეძებს. რა სფეროს სპეციალისტებს აქვთ ევროპის ქვეყნებში გადამზადების შესაძლებლობა და რა პოტენციალს ხედავს ჯგუფი საქართველოში. კითხვებს ბატონი ოქტაი ერჩიაზი უპასუხებს. ოქტაი ერჩიაზი "დღეს შევხვდით ორი უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ხვალაც შევხვდებით ორი უნივერსიტეტის წარმომადგენელს და ძალიან კარგი წახალისება წამოვიდა ამ შეხვედრებიდან. თავდაპირველად ორიენტირება გაკეთდება აიტი ტექნოლოგიებზე და ჯანდაცვის სამინისტრმოს წარმომადგენლებზე.

რადიო

 

 

საგარეო უწყება - თუ საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც

24.02.2020

მედია საშუალებები:    პირველი რადიო - პირველი რადიო–მთავარი 11:00

Link:    24.02.2020 - პირველი რადიო - პირველი რადიო–მთავარი 11:00

მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

24.02.2020

მედია საშუალებები:    რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00

Link:    24.02.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან. მეშახტეების თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.

კორონავირუსი

24.02.2020

მედია საშუალებები:    რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00

Link:    24.02.2020 - რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00

1. მეორე დღეა ირანთან საქართველოს საჰაერო მიმოსვლა შეჩერებული აქვს. მიზეზი კორონა ვირუსია, რადგან ჩინეთის შემდეგ ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანშია დაფიქსირებული. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება მხოლოდ ცარიელი ბორტით შეეძლებათ, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ.

 ​