From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 23-24 აპრილი მედია მონიტორინგი
Received On : 24.04.2020 10:09
Attachments :

 

მედია მონიტორინგი

23 აპრილი

ტელევიზია

 

დღის ამბები-COVID-19

23.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1

Link:    23.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1

"დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რიცხი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე დაინფიცირებულების, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკი არის გადავლილი."-ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი გვაფრთხილებს, რომ უსაფრთოხების ნორმები მომდევნო 1 წლის განმავლობაშიც უნდა დავიცვათ.

COVID-19

23.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    23.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

გაიზრდება თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმ ექიმების რაოდნობა, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდებათ. დღის ბოლომდე 7 ექიმის ანალიზების პასუხს ელოდებიან. რგოორც ადმინისტრაცია განმარტავს, სწრაფი ტესტების მეშვეობით, რამდენიმე ასეული ექიმის შემოქმება მოხდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქრონიკის მთავარ გამოშვებაში ცხელი ხაზის, 144-ის მუშაობის შეფერხებაზე ისაუბრა

23.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის დილა

Link:    23.04.2020 - იმედი - იმედის დილა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქრონიკის მთავარ გამოშვებაში ცხელი ხაზის, 144-ის მუშაობის შეფერხებაზე ისაუბრა. თამარ გაბუნია განცხადებით, 144-სისტემა ემსახურება მოსახლეობისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რაც კონკრეტულად საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებს უკავშირდება. მინისტრის მოადგილის თქმით, შეფერხება მოსახლეობის არასაკმარისად ინფორმირებამ განაპირობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ გადაადგილება აუცილებლობის შემთხვევაში.

კორონავირუსი

23.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

Link:    23.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

1. 40000 პი-სი-არ ტესტი შემოვა ქვეყანაში ორშაბათს. ამ ეტაპზე სახელმწიფოს 100 000-ზე მეტი ტესტის მარაგი აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ქვეყანაში შესაძლოა დადგეს ის პერიოდი, როცა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას გადააჭარბებს. განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ვითარება ბოლნისში

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 15:00

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. კოვიდ 19 დღეს კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა. ორივე ბოლნისის ცხელების ცენტრში იმყოფება. ერთი სასწრაფო დახმარების კლასტერია, მეორის კლვლევას კი ეპიდემიოლოგები აგრძელებენ. ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 900-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. მათგან გამოკვეთილია მხოლოდ შვიდი საეჭვო შემთხვევა, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ბრიფინგი მთვრობის კანცელარიაში

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე პირდაპირი

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე პირდაპირი

ბრიფინგი მთვრობის კანცელარიაში. განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი აკეთებს. "პირველ რიგში, სტატისტიკით დავიწყებ. დღეისათვის ჩვენ 420 დაფიქსირებული შემთხვევა გვაქვს და აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, გვყავს მხოლოდ 5 გარდაცვლილი. დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როცა გამოჯანმთელებულების რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვიდრე დაინფიცირებულების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია.

კოვიდ 19

23.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 15:00

Link:    23.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

უკვე 9 საათია, იმერეთის სოფელი ღვანკითი ჩაკეტილია. 705 ოჯახი, დაახლოებით 2 400 ადამიანი, იზოლაციაში მას შემდეგ მოექცა, რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ამ ზონაში კოვიდინფექცია კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა. ახლა, საერთო ჯამში სოფელში 10 ინფიცირებულია. სპეციალისტები ახალი შემთხვევების კონტაქტებს სწავლობენ. ამ დროისთვის სოფელში არცერთი მაღაზია და აფთიაქი მუშაობს.

ბრიფინგი მთვრობის კანცელარიაში

23.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა პირდაპირი

Link:    23.04.2020 - იმედი - ქრონიკა პირდაპირი

ბრიფინგი მთვრობის კანცელარიაში. განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი აკეთებს. "პირველ რიგში, სტატისტიკით დავიწყებ. დღეისათვის ჩვენ 420 დაფიქსირებული შემთხვევა გვაქვს და აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, გვყავს მხოლოდ 5 გარდაცვლილი.

განცხადება, რომ ჩვენი მედიკოსები "პლაქვენილს" იყენებენ მსუბუქ შემთხვევებზეც, სიმართლეს არ შეესაბამება - ჯანდაცვის მინისტრი

23.04.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    23.04.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის და ინფორმაცია თითქოს ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც იყენებენ სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ დაწესებულებებში მედიკამენტების გაძვირებაზე და 1 ლარიან პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 3 აპრილიდან ამოქმედებულია 1 ლარიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა და ყველა იმ პაციენტს, რომელსაც ქრონიკული დაავადებები გააჩნია შეუძლია დაუყონებლივ ისარგებლოს ამ ახალი პროგრამით.

შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს და 20-მდე ექიმს კოვიდინფექცია დაუფიქსირდა - ეკატერინე ტიკარაძე

23.04.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    23.04.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე რიკარაძის განცხადებით, ექიმების, სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების აგრესიული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსითაა დაინფიცირეული, კოვიდინფექციის არსებობა დაუდასტურდა 20-მდე ექიმსაც.

ჯანდაცვის მინისტრმა მედიას ექიმებისა და პოლიციელების აგრესიული ტესტირების შედეგები გააცნო.

23.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    23.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

ჯანდაცვის მინისტრმა მედიას ექიმებისა და პოლიციელების აგრესიული ტესტირების შედეგები გააცნო. ეკატერინე ტიკარაძის თქმით , შინაგან საქმეთა სამინსიტროს რამდენიმე თანამშრომელია, რომელთა შემთხვევებიც ვირუსით დაფიქსირდა. ასევე კოვიდ 19 დაუდასტურდა 20-მდე ექიმს. ამასთან ტიკარაძე ამბობს, რომ დაავადება მათ უსიმპტომოდ გადაიტანეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით დაგეგმილია აფთიქებისა და მაღაზიების თანამშრომლები სავალდებულო ტესტირების ჯგუფში შვიდნენ, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრიმა განმარტა ალგორითმის განმარტებით ჯგუფზე მუშაობა მიმდინარეობს და ზუსტი თარიღი უცნობია. "ჯარში არ დაფიქსირებულა. არის რამდენიმე შინაგან საქმეთა სამინსტროს თანამშრომელი, თუმცა საგანგაშო არაფერია. არიან ექიმებიც ვისაც დაუფიქსირდა. მათი რიცხვი არის 20 მდე. დღეს-დღეობით გვაქვს 10,000-ზე მეტი პისიარ ტესტის სრული კომპლექტაცია. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40,000 ტესტს და მაისის დასაწყისსში, პისიარ ტესტების შივსება 10,000 მდე. "-ეკატერინე ტიკარაძე

თენგიზ ცერცვაძის ბრიფინგი

23.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

Link:    23.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩავიდა. „პლაქვენილის გამოყენებისას პროტოკოლი ჯერჯერობით არ შეიცვლება, დარჩება ისე, როგორც წერია პროტოკოლში, რომ პლაქვენილი ენიშნება საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე ავადმყოფებს.

კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებული ისტორია

23.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    23.04.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

1. წერილში, რომელიც ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარემ და ბრისტოლსა და სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულმა, დერეკ პიკაპმა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩს, სოფიო ქაცარავას გაუგზავნა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოზე, როგორც კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითზე, რომელმაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დროულად დაკეტა ქვეყნის საზღვრები და დააწესა შეზღუდვები.

კოვიდ 19-ით ინფიცირებულების პლაქველინით მკურნალობის პროტოკოლში ქართულ მხარეს ცვლილებები არ შეუტანია

23.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

Link:    23.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

კოვიდ 19-ით ინფიცირებულების პლაქველინით მკურნალობის პროტოკოლში ქართულ მხარეს ცვლილებები არ შეუტანია. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ტვ პირველის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძს თქმით პრეპარატს ექიმები მსუბუქი ფორმის დროს არ იყენებენ. მისივე თქმით ისინი მკურნალობისას საერთაშორისო პრაქტიკას იყენებენ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ დროისათვის შეიარაღებულ ძალებში კოვიდ-19-ის შემთხვევები არ დაფიქსირებულა

23.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    23.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ დროისათვის შეიარაღებულ ძალებში კოვიდ-19-ის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მისივე განმარტებით, ამ ეპატზე 20 ექიმი არის დაინფიცირებული კოვიდ -19-ით და არის შემთხვევები ინფიცირებისა, ასევე შსს-ს სტრუქტურაში. ეკატერინე ტიკარაძის ქთქმით, სახელმწიფო აგრძელებს ტესტების მომარაგებას და ეტაპობრივად უკვე იწყებს ეკონომიკური რეგულაციების შემსუბუქებაზეც, ეოლიდემიის გადავლასთან ერთად. თუმცა, ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული გეგმა. ეკატერინე ტიკარაძე:"ჯარში არ დაფიქსირებულა, არის რამდნეიმე შსს-ს თანამშრომელი, სადაც დაფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო აარფერია და ასევე, არიან ექიმები რომლებსაც დაუფიქსირდათ კორონავირუსი."

სასწრაფო დამხმარების ექიმების დაინფიცირების საკითხი

23.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    23.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

ორთაჭალაში მდებარე სასწრაფო დახმარების ფილიალის ორ ექიმისა და სამ მძღოლის ანალიზებზე, რომლებსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდათ პისიარ ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს. ფილიალში კარანტინი დასრულდა და მუშობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

სრული იზოლაცია

23.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    23.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი, დილიდან სრულ იზოლაციაში მოექცა. დასახლებულ პუნქტში შესვლის, ან იქიდან გამოსვლის უფლება არავის აქვს. შეზღუდვებმა კი მოსახლეობას სასურსათო პრობლემები შეუქმნა. სოფელში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 10 შემთხვევაა ამ დრომდე დადასტურებული. ღვანკითთან 5 საკონტროლო გამშვები პუნქტია მოწყობილი.

ტიკარაძის განცხადება

23.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    23.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპისთვის 10 000-ზე მეტი PCR ტესტი არსებობს. მინისტრის განმარტებით, მაისის დასაწყისისთვის აღნიშნული ტესტების რაოდენობა 100 ათასამდე გაიზრდება. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ბოლო მონაცემებით სწრაფი ტესტი 5 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა და მათი მარაგიც ჯერ არსებობს.

პაციენტების მდგომარეობა

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 18:00

დღეს კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს გამოუვილდნდა. სულ ქვეყანაში 420 დადასტურებული შემთხვევაა.5 მათგანი გარდაიცვალა, 111 გამოჯანმრთელებულია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშ მკურნალობას აგრძელებს 90, რეანიმაციაში 9 პაციენტია, აქედან 7 მართვით სუნთქვაზეა. 8 გამოჯანმრთელებული დატოვებს საუნივერსიტეტო კლინიკას, 17 ინფიციფრებულს კი დამატებით გამოკვლევებს ჩაუტარებენ, მათი პირველადი ტესტები უარყოფითია.

ახალი კორონავირუსის ტესტები საქართველოში

23.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    23.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

შესაძლოა დადგეს ის პერიოდი , როცა კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბებს - ამას ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს. საქართველოში ორშაბათს 40 000 ტესტი შემოვა , ამ ეტაპზე კი სახელმწიყოს 100 000-ზე მეტი ტესტის მარაგი აქვს. კორონავირუით შნაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი და 20-მდე ექიმი ებრძივს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით სტატისტიკა აგრესიული ტესტირების შემდეგ გამოიკვეთა. ეკატერინე ტიკარაძე : " ჯარში არ დაფიქსირებულა კორონავირუსი. არის შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თამაშრომელი , რომელსაც დაუფიქსირდა ვირუსი თუმცა აქ საგანგაშო არაფერი არ არის."

ტიკარაძის განცხადება

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 18:00

მაისისბოლოს საქართველოს PCR სტანდარტზე დაფუძნებული ე.წ. ოქროს 100 ათასამდე ტესტი ექნება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებსი შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, უკვე გამოყენებულია 5 ათასზე მეტი ტესტი, 9000-მდე კი კოვიდ 19-ის მიმღებ დაწესებულებებშია გადანაწილებული. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მაღაზიაბს და აფთიაქებში ხალხის ნაკადი მოიმარტებს,ამიტომ უწყება ამ დაწესებულების თანამშორმლების სავალდებულო ტესტირებასაც გეგმავს.

კორონავირუსი და პლაქველინი

23.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    23.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

კორონავირუსის მკურნალობის ქართული პროტოკოლი და სეკითხვები "პლაქველინის" ეფექტიანობაზე ისევ აქტუალურია. დღეს ჯნდაცვის მინისტრამ და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა შეკიტხვებს უპასუხეს. გავიგეთ, რომ კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი არ შეცვლილა, "პლაქველინი" ისევ მსუბუქი და მძიმე ფორმით მიმდინარე კორონავირუსის დროს. ეკატერინე ტიკარაძე: "ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ პრეპარატს მსუბუქ შემთხვევებზეც - ეს ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს". ასე უარჰყობს ეკატერინე ტიკარაძე მედიკამენტით მკურნალობის ფაქტს მსუბუქ შემთხვევებსი, თუმცა ამას არ ადასტურებენ პაციენტები. ეკატერინეს თქმით, პრეპარატი მხოლოდ მძიმე შემთხვევებში გამოიყენება.

კორონავირუსი - 420 დადასტურებული შემთხვევა

23.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    23.04.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ფაქტი დაფიქსირდა, ჯამში კი ინფიცირებულთა - 420 შემთხვევაა, ასევე გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი - 111 ადამიანია გამოჯანმრთებული, სამწუხაროდ გარდაცვლილია - 5, კარანტინის რეჟიმშია - 5223 დამიანი, სტაციონარში - 584, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი - 3. 2. საქართველოს რუკაზე კიდევ ერთი რაიონი გაწითლდა - ღვანკითიც ჩაიკეტა.

გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 18:00

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმაა მცხეთის სამედიცინო ცენტრში ტრენინგი ჩაატარეს, მათ მედპერსონალს ინფექციის კონტროლი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მეთოდები გააცნეს. უწყების წარმომადგენლებმა კლინიკის თანამშრომლების კითხვებს უპასუხეს.

თენგიზ ცერცვაძე მოამბის კითხვებს პასუხობს.

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00

თენგიზ ცერცვაძე მოამბის კითხვებს პასუხობს. თენგიზ ცერცვაძე: "გარანტირებულად ვერ ვიტყვით, თუმცა იმედს გვისახავს ბოლო 5 დღის დინამიკა ეპიდემიის სცენარის განვითარების. ეს ის არის, რასაც ჩვენ, გარკვეულწილად, ვიმედოვნებდით, რომ თუ მოსახლეობა მეტნაკლებად მაინც შეასრულებდა იმ რეკომენდაციებს და მოთხოვნებს, რასაც იძლეოდა ქვეყნის მთავრობა და ჯანდაცვის სტრუქტურები, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მაშინ სწორედ ჩვენ შევძლებდით გათამაშებულიყო ის სცენარი, რაც დღეს თამაშდება."

ერთი კოვზი და კორონავირუსი

23.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    23.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს ტვ პირველის კითხვას უპასუხა და ამით ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას გაემიჯნა. ეკატერინე ტიკარაძე რამდენიმე დღის წინ თემაზე იწვევს თუ არა ერთი კოვზით ზიარება კორონავირუსის გავრცელებას, ამბობდა, რომ ამ თემას სამეცნიერო კვლევის გარეშე ვერ უპასუხებდა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მცხეთის კლინიკაში ტრენინგი ჩაატარეს.

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მცხეთის კლინიკაში ტრენინგი ჩაატარეს. მათ კლინიკის მედ-პერსონალს ინფექციის კონტროლის საკითხები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გმოყენების მეთოდი გააცნეს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლება კლინიკის პერსონალის კითხვებსაც უპასუხეს. გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის თქმით, აქცია კორონა ვირუსთან ინფიცირებული ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენის მიზანს ემსახურება.

24 აპრილი

ტელევიზია

 

სასწრაფო დახმარების 7 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

24.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

Link:    24.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

სასწრაფო დახმარების 7 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. შესაბამისი კვლევის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან გუშინ გვიან ღამით მიიღეს. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმ დაწესებულებაში მუშაობდნენ, სადაც ერთ ექიმს კორონავირუსი გამოუვლინდა.

მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს დღეს წარადგენს

24.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    24.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს დღეს წარადგენს. დღესვე გაცხადდება, თუ რა სახის სოციალურ პაკეტს შესთავაზებენ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა, ან მომავალშ პანდემიის გამო სამუშაო ადგილებს დაკარგავენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტტეის თავმჯდომარის განმარტებით, ეს არის დივერსიფიცირებული პაკეტი, რომელიც ამ ადამიანებისთვის გარკვეული რისკის დაზღვევას ითვალისწინებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტი ორეტაპიანი იქნება.

საგანგებო მდგომარეობა

24.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    24.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

144 და ცხელი ხაზი, რომელიც რამდენიმე ათეული ათასეული ზარით ხან კიტრზე, ზეთის იმპორტზე, ღვინის ექსპორტზე შეკითხვებით არის დახუნძლული, ეტყობა ისე გადახურდა, რომ ვერ მივიდა მარტივ გადაწყვეტილებამდე სხვა ე.წ. ქოლცენტრების თანამშრომლები, რომლებიც უქმად არიან დარჩენილები, დასაქმებულიყვნენ და არ შექმნილიყო ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემა. პრობლემა იყო მარნეულშიც, სადაც არის კონკრეტული პრობლემები პროდუქციის გასაღებაზე.

კორონავირუსის გავლენა

24.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    24.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს. მთავრობისთვის პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია-ამბობს ლევან დავითაშვილი. გუშინ მან ვრცლად ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამ თემებზე და განაცხადა, რომ ხელისუფლება მუდმივ კომუნიკაციაშია მრეწველთა კავშირთან და მათ ფასის შესანარჩუნებლად ქმედითი პროგრამა აქვთ შეთავაზებული.

როგორ გადანაწილდება კრიზისული ბიუჯეტის თანხა - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დღეს გახდება ცნობილი

24.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    24.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

სანამ ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ პანდემიის პირობებში 300 მლნ. ლარი ჯანდაცვის სექტორისთვის, ნახევარი მილიარდი ბიზნესისთვის, 1 მილიარდი კი ფიზიკური პირები დახმარებისთვის დაიხარჯება. გეგმაში გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური ნაბიჯები. ასევე დოკუმენტში გაიწერება შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქებაც. ოპოზიცია მოსალოდნელ ცვლილებებს აკრიტიკებს და მათ განხილვას საკანონმდებლო ორგანოში ითხოვს.

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს დღეს წარადგენს

24.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    24.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს დღეს წარადგენს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას, ასევე ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 7 თანამშრომელს COVID-19 არ დაუდასტურდა

24.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    24.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 7 თანამშრომელზე ჩატარებულმა სწრაფმა ტესტმა თავდაპირველად დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმებისას მათ COVID ინფექცია არ დაუდგინდათ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

24.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    24.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

დღეს არსებული მდგომარეობა არის რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა. „კონკრეტული შემაკავებელი ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანაში ტარდება, რა თქმა უნდა, აისახება შემდგომში და შვიდიდან თოთხმეტ დღემდე ინტერვალში, შემაკავებელი ღონისძიებების ეფექტი დადებითად აისახება ვირუსის გავრცელების რიცხოვნობაზე. დღეს არსებული მდგომარეობა არის რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსი

24.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    24.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი ხუთით გაიზარდა. ამ დროისთვის კორონავირუსის 425 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმის, ხატია ხატიაშვილის ინფორმაციით, მათ კლინიკაში დღეს კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს. „ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში სულ მოთავსებულია 42 პაციენტი, მათგან 22-თან გახლავთ დადასტურებული კოვიდინფექცია. 22 პაციენტიდან 18 წლამდე არის ექვსი პაციენტი.

საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური-ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს დღეს წარადგენს

24.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    24.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური-ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს დღეს წარადგენს. დოკუმენტი მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას, ასევე ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასაც. ამასთა, დღეს წარდგენილი იქნება შეზღუდვების თანმიმდევრულ ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაც.

შრომის პირობები

24.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    24.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მომართეს საქმიანობის ოლნაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მოხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით.

დონაციის აქცია

24.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    24.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

"გაიღე სისხლის, გადაარჩინე სიცოცხლე" - სამცხე-ჯავახეთში დონაციის აქცია ასპინძითა დასრულდა. ქართული ოცნების ადგილობრვი ორგანიზაციის მხარდაჭერით, აქციის ფარგლებში ასპინძის მერიის შენობაში მერიის თანამშრომლებმა პარტიის თანაშრომლებთან ერთად, სისხლი გაიღეს. დონაციაში 50-ზე მეტი ადამიანი ჩაერტო. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდება.

EMC აჭარის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდეს

24.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    24.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების წამყვანის ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ფაქტს კრიტიკული ჟურნალისტების დევნის მორიგ მაგალითად მიიჩნევს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობა ბოროტად იყენებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებას. EMC აჭარის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს დაინტერესდეს მიმდინარე პროცესებით და აქტიური კონტროლი განახორციელოს. თამთა მიქელაძე: "

ქვეყანა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მოლოდინში

24.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    24.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

დღეს გახდება ცნობილი, როგორ დაეხმარება მთავრობა კოვიდ 19-ით დაზარალებულ მოქალაქეებს და ბიზნესს. ქვეყანა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მოლოდინშია. აქცენტი 3 მიმართულებაზე გაკეთდება- სოციალური დახმარებები, ბიზნესკომპანიების ხელშეწყობა და ე.წ. ეკონომიკის გახსნის საკითხი. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმას გიორგი გახარია წარადგენს. რომან გოცირიძე:"მთავრობა დღეს ანტიკრიზისული პროგრამის წარმოდგენას აპირებს, მაგრამ საფუძველშივე არამყარ ნიადაგზეა აშენებული". ანა ნაცვლიშვილი:"ადამიანები, მცირე და საშუალო ბიზნესები რისკის წინაშე დგანან, რომ საერთოდ ჩამოინგრენ. სატყუარა ინიციატივები ამ ხალხს ძალიან კარგად ესმის". ანტიკრიზისული გეგმის განხილვა საპარლამენტო ორგანოშ არ მოხდება.

კოვიდ 19-ის 431 დადასტურებული შემთხვევა; ჩაკეტილი სოფელი ღვანკითი

24.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    24.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

სასწრაფოდახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. დილიდან კვლავ გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი და საერთო რაოდენობა 431-ია, 114 კი გამოჯანმრთელდა. ერთ-ერთი ინფიცირებული ინფექცციურ საავადმყოფოში მკურნალობს, ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყეს

24.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    24.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მომართეს საქმიანობის ოლნაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მოხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიით და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინ ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები.

სახურავის გარეშე დარჩენილი კორპუსი სართიჭალაში

24.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    24.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

მეოთხე დღეა სართიჭალაში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებნი ფაქტობრივად სახურავის გარეშე დარჩენილ შენობაში არიან. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას ჯერჯერობით არ აპირებენ. სართიჭალაში წვიმს და მუშები სამუშაოების გაგრძელებას ვერ ახერხებენ. ადამიანების ბედი ამინდზე არის დამოკიდებული.

დღეს ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს

24.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    24.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

დღეს ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს, სწორედ ამ გეგმით გახდება ცნობილი, რა ბედი ელის გაჩერებულ ბიზნესს და უშემოსავლოდ დარჩენილ მოსახლეობას. ოპოზიცია ამბობს, რომ მთავრობამ დააგვიანა, რაც შეეხება გეგმის შინაარსს, ამბობს, რომ არსებული გამოწვევების ადეკვატური ვერ იქნება. "მთავრობა უფრთხილდება იმ კორუფციულ და უსარგებლო ბიუჯეტს, რომელიც გახდა ჩინოვნიკებთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების საარსებო წყარო,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

სოციალური დახმარებები შერჩევითი პრინციპით

24.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    24.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

სოციალური დახმარებები შერჩევითი პრინციპით. როგორ განისაზღვრება ოზურგეთში გაჭირვებულის სტატუსი და რაში ადანაშაულებენ ადგილობრივები მუნიციპალიტეტს? ადგილობრივები ამბობენ, რომ ოზურგეთის მერიაში დახმარება შერჩევითობის პრინციპით გაიცემა და ადამიანები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ ულუკმაპუროდ არიან დარჩენილები. ირკვევა, რომ ოზურგეთის მერია საკუთარ თანამშრომლებს, მათ შორის აიპების თანამშრომლებს ხელფასიდან 10%-ის მიტანას სთხოვს იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველებისთვის თანხა შეაგროვონ.

კრიმინალური გარჩევა სამეგრელოში

24.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    24.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

კრიმინალური გარჩევა სამეგრელოში. ზუგდიდში, კაცმა თანასოფლელი დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთდაპირისპირება უძღვოდა, თუმცა რა გახდა დანაშაულის მოტივი მათთვის უნცობია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყეს

24.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    24.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მომართეს საქმიანობის ოლნაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მოხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით.

უკვე მეორე დღეა კარანტინში მყოფი ძმები პროტესტის ნიშნად შიმშილობენ

24.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    24.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

უკვე მეორე დღეა კარანტინში მყოფი ძმები პროტესტის ნიშნად შიმშილობენ. ჰოლანდიიდან ჩამოსული შოთა და ირაკლი გურეშიძეები სავალდებულო კარანტინის გავლას საკუთარ სახლში ითხოვეს. მათ ხელი არ მოაწერეს "ჰოლიდეი ინ-ში" დარჩენის თანხმობის დოკუმენტს. ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალა და მათ 3 000-ლარიანი ჯარიმა მიიღეს, პლუს დამატებით 1000-ლარიანი სანქცია მმართველი პარტიის გინებისთვისთვის დააკისრეს.

როგორი იქნება ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა

24.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    24.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00

როგორია ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა – რას შესთავაზებს ბიზნესსა და სამსახურების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. საკოორდინაციო საბჭოს ჩართულობით შემუშავდა სტრატეგია, რომლიც პანდემიის ფონზე შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განმუხტავს. პროექტს 14:00 საათზე წარადგენს გიორგი გახარია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები მიზნობრივ, სოციალურ და ასევე ბიზნესის დახმარების მიმართულებებს მოიცავს. დღესვე წარდგენილი იქნება შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმაც.

24.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    24.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს. 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის კრიტიკული მედიცინის ცენტრში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ზაალ სიგუას 10-მდე ჭრილობა გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. დაჭრის მოტივად ნასვამი მამაკაცების სიტყვიერი დაპირისპირება სახელდება. შემთზხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დამნასავე მიიმალა, თუმცა მისი ვინაობა უკვე დადგენილია.

საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური-ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს დღეს წარადგენს

24.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    24.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური-ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს დღეს წარადგენს. დოკუმენტი მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას, ასევე ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასაც. ამასთა, დღეს წარდგენილი იქნება შეზღუდვების თანმიმდევრულ ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაც.

შრომის პირობები

24.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    24.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე.

ზუგდიდში მომხდარი ორმაგი დანაშაული - მამაკაცს ჭრილობები კეფის, გულ-მკერდის და მუცლის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული

24.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    24.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

ორმაგი დანაშაული ზუგდიდში, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრით დასრულდა - კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კონფლიქტი გამწვავდა და 25 წლის მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენეს. მდგომარეობა მძიმეა. დაწყებულია გამოძიება.

ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის ფუნდამენტური საკითხები, რომელიც მათ მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმებშია

24.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    24.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

როგორ დაეხმარება მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად, ბიზნესს? ეკონომიკურმა გუნდმა უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის პრეზენტაციაც დღეს იგეგმება. "კურიერის" ინფორმაციით, ბიზნესის, ჯანდაცვის სექტორისა და მოქალაქეებისთვის მთავრობა 2 მილიარდ ლარამდე თანხას გამოყოფს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

24.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    24.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00

დღეს არსებული მდგომარეობა არის რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა. „კონკრეტული შემაკავებელი ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანაში ტარდება, რა თქმა უნდა, აისახება შემდგომში და შვიდიდან თოთხმეტ დღემდე ინტერვალში, შემაკავებელი ღონისძიებების ეფექტი დადებითად აისახება ვირუსის გავრცელების რიცხოვნობაზე.

ახალი სავარაუდო კლასტერი თბილისში

24.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    24.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

ახალი სავარაუდო კლასტერი თბილისში. კორონავირუსი ზაზიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულია 78 წლის ქალი, მისი ოჯახის 7 წევრი კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ ამ ქალბატონისგან სამეზობლოში კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა.

მაია ცქიტიშვილი „ბიბისის“ რადიოინტერვიუში - ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა ვაქცინის შექმნამდე, უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა

24.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    24.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00

საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლასთან ერთად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „ბიბისის“ რადიოს გადაცემა „NEWSDAY”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის გეგმა დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას გულისხმობს.

ანონსი

24.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    24.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ქვეყანა მუდმივად ვერ იქნება და ვინაიდან ნაკლებია მოლოდინი,რომ ინფექცია სრულიად გაქრება მალე, უნდა გვქონდეს ინფიცირებულთა რაც შეიძლება მცირე რაოდენობა, რათა გადადების სიხშირე დიდი არ იყოს-ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 2. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აგრესიული ტესტირების შედეგად კორონავირუსი 20-მდე ექიმს დაუდასტურდა. 3. პანდემიის გამო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები საარჩევნო ყრილობების ჩატარების შესახებ მსჯელობენ.

ღვანკითში 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

24.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    24.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

თერკოლის მუნიციპალიტეტსი სოფელ ღვანკითში კორონავირუსის 10 სავარაუდო შემთხვევას 2 სავარაუდო დადებითი დაემატა. ანალიზების შედეგები გვიან ღამით გახდა ცნობილი. ადგილზე თერმოსქრინინგი რამდენიმე საათში განახლდება და სოფელში ყველა მცხოვრები უნდა შემოწმდეს.

23 აპრილი

საინფორმაციო სააგენტო

 

ტიკარაძე : ამოქმედებულია ერთლარიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა

23.04.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    23.04.2020 - აიპრეს.ჯი

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წამლების ფასისა და ერთლარიანი მედიკამენტების პროგრამის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა. „წინა წელს ვისაუბრეთ ამ პროგრამის პრობლემატიკაზე და მოსახლეობას არაერთხელ განვუმარტეთ, რომ ვმუშაობდით ახალ პროგრამაზე.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, სისხლის დონაციის აქციაში მიიღო მონაწილეობა

23.04.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    23.04.2020 - აიპრეს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „გაიღე სისხლი- გადაარჩინე სიცოცხლე“ დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციაც შეუერთდა. „სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში, სადაც მე და ჩვენი გუნდის წევრებმა სისხლი გავიღეთ. ახლა, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, უმნიშვნელოვანესია, რომ სისხლის ბანკში სისხლზე დეფიციტი არ გვქონდეს. თითოეული ჩვენგანის მიერ გაღებული სისხლი ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. “- აცხადებს დავით ერემეიშვილი. სისხლის უანგარო დონაციაში ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას აქამდეც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა.

ეკატერინე ტიკარაძე: მედიკოსები “პლაქველინს” იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში

23.04.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    23.04.2020 - აიპრეს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის. „პროტოკოლში ცვლილებები შესული არ არის, თუმცა მინდა განვმარტო, რომ ის გამოხმაურება, რომელიც მედიასაშუალებებში არაერთხელ იყო, რომ ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც, ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ამ მედიკამენტს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სრულიად ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებასაც და კარგად ვიცნობთ გვერდით მოვლენებს, რაც ამ მედიკამენტს აქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ პიკის დროს 5000-10000 პაციენტი არ იქნება და ჩვენი ჯანდაცვა ამ პროცესს გაუძლებს

23.04.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    23.04.2020 - აიპრეს.ჯი

გვაქვს მოლოდინი, რომ პიკის დროს 5000-10000 პაციენტი არ იქნება და ჩვენი ჯანდაცვა ამ პროცესს გაუძლებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “მოამბესთან” ინტერვიუში განაცხადა. “თავდაპირველად როდესაც მოხდა რისკის გამოთვლა ველოდით, რომ დაახლოებით 5000-დან 10 000-მდე იქნებოდა ინფიცირებულთა რიცხვი, რაც იყო საკმაოდ მაღალი და ვმსჯელობდით იმაზე, გაუძლებდა თუ არა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა.

ექიმები პლაქვენილს უკიდურეს შემთხვევებში, საჭიროებისამებრ იყენებენ — ეკატერინე ტიკარაძე

23.04.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    23.04.2020 - ონ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს პრეპარატ პლაქვენილით მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მკურნალობენ. მანვე თქვა, რომ ამ მხრივ მკურნალობის ქართულ პროტოკოლში ცვლილება არ შესულა: "ის გამოხმაურება, რომელიც არაერთხელ იყო მედიასაშუალებებში, რომ ექიმები ამ წამალს მსუბუქ შემთხვევებზეც იყენებენ, ეს არაა სიმართლე. ისინი იყენებენ მას უკიდურეს შემთხვევებში, საჭიროებისამებრ.

"განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო იქ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა"

23.04.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    23.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი

"განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო იქ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. "ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ კონკრეტული მოვლენიდან გამომდინარე ვგეგმავთ, რა ღონისძიებების ჩატარება შეიძლება მარნეულში.

ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყეს

23.04.2020

მედია საშუალებები:    ფრანთნიუს.ჯი

Link:    23.04.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მომართეს საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით.

"განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო იქ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა"

23.04.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    23.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი

"განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო იქ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. "ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ კონკრეტული მოვლენიდან გამომდინარე ვგეგმავთ, რა ღონისძიებების ჩატარება შეიძლება მარნეულში.

გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” – ქუთაისში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

23.04.2020

მედია საშუალებები:    ფრანთნიუს.ჯი

Link:    23.04.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივიას ქუთაისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და სისხლის უანგარო გაცემის აქცია გაიმართა. აქციაში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად ჩაერთვნენ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის განმარტებით, აღნიშნული აქცია მნიშვნელოვანია, რათა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სისხლის ბანკს პრობლემები არ შეექმნას.

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – ქუთაისში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

23.04.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    23.04.2020 - რეპორტიორი.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას ქუთაისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და სისხლის უანგარო გაცემის აქცია გაიმართა. აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, მოქალაქეებთან ერთად, ჩაერთვნენ. „რაც ეს კრიზისი დაიწყო, საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველგან დავდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს აქცია. მოგეხსენებათ, რომ სისხლი და მისი კომპონენტები შეუცვლელია ადამიანის სიცოცხლისათვის“, – ამბობს „რეგიონულ კვირასთან“ ექიმი ანჯელიკა უგრეხელიძე.

„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნების“ დუშეთის და ბორჯომის ორგანიზაციები შეუერთდნენ

23.04.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    23.04.2020 - რეპორტიორი.ჯი

გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის და ბორჯომის ორგანიზაციები შეუერთდნენ.

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას შეუერთდა

23.04.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    23.04.2020 - რეპორტიორი.ჯი

გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქცია ნინოწმინდის მერიის შენობაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სრულ მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

23.04.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    23.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სრულ მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, პერიოდულად შესაბამის შემოწმებას გაივლიან.

განცხადება, რომ ჩვენი მედიკოსები „პლაქვენილს“ იყენებენ მსუბუქ შემთხვევებზეც, სიმართლეს არ შეესაბამება

23.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუს.ჯი

Link:    23.04.2020 - ნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის და ინფორმაცია თითქოს ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც იყენებენ სიმართლეს არ შეესაბამება. „ის გამოხმაურება, რომ ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც, არ შეესაბამება სიმართლეს.

ონლაინ ვაჭრობაზე გადაწყობილი კომპანიების შემოწმება დაიწყო

23.04.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    23.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი

ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა იმ კომპანიების შემოწმება დაიწყო, რომლებიც ონლაინ ვაჭრობაზე გადაეწყვნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მომართეს საქმიანობის ოლნაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მოხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით.

„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ახალქალაქში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

23.04.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    23.04.2020 - რეპორტიორი.ჯი

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“, – ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქცია პარტია „ქართული ოცნების“ შტაბის შენობაში გაიმართა. სისხლის ასაღებად მივიდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი. ადგილობრივი თვითმმართველობის თქმით, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენის მიზანს ემსახურება.

20-მდე ექიმი და შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსითაა ინფიცირებული

23.04.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    23.04.2020 - რეპორტიორი.ჯი

„შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ასევე დაინფიცირებულია 20-მდე ექიმი. „არიან ექიმები ვისაც დაუფიქსირდათ. მათი რიცხი დღეის მონაცემებით არის 20-მდე.

ამოქმედებულია ერთლარიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა და ქრონიკული დაავადების მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, ისარგებლოს - ეკატერინე ტიკარაძე

23.04.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    23.04.2020 - პრესა.ჯი

3 აპრილიდან ამოქმედებულია ერთლარიანი მედიკამენტების მეორე, ალტერნატიული პროგრამა და ყველა იმ პაციენტს, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ამ პროგრამით სარგებლობდა, შეუძლია, დაუყოვნებლივ ისარგებლოს ახალი პროგრამით, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წამლების ფასისა და ერთლარიანი მედიკამენტების პროგრამის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს და 20-მდე ექიმს კოვიდინფექცია დაუფიქსირდა

23.04.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    23.04.2020 - პრესა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე რიკარაძის განცხადებით, ექიმების, სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების აგრესიული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსითაა დაინფიცირეული, კოვიდინფექციის არსებობა დაუდასტურდა 20-მდე ექიმსაც. „დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ეს გახლავთ ჯარი.

„ვაშინგტონ თაიმსი“: საქართველოს სიფრთხილემ და წარმატებულმა მიდგომამ COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავების მხრივ, შესაძლოა, ქვეყანა უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს

23.04.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    23.04.2020 - რეპორტიორი.ჯი

ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით „კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატების ისტორია: საქართველო“, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, თუ რატომ მიაღწია საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ორ ექიმსა და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

23.04.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    23.04.2020 - პრესა.ჯი

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ორ ექიმსა და სამ მძღოლს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. დაინფიცირებული ექიმები ორთაჭალაში მდებარე სასწრაფო დახმარების ფილიალში მუშაობდნენ.

"ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდება, ამას უნდა შევეჩვიოთ"

23.04.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    23.04.2020 - პრესა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს დაგვჭირდეს. მისი თქმით, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, არამედ სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

განიხილებოდა მარნეულის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო კვლავ საჭიროებს მონიტორინგს - მინისტრი

23.04.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    23.04.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში გუშინ გამართულმა აქციამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რისკის ქვეშ დააყენა. მისივე თქმით, მთავრობა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივად გახსნას გეგმავდა, თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამო სიტუაცია მონიტორინგს კვლავ საჭიროებს. „ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ მოვლენიდან გამომდინარე, ჩვენ დღესდღეობით ვგეგმავთ, რა ღონისძიების ჩატარება შეიძლება მარნეულში.

აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება - ტიკარაძე

23.04.2020

მედია საშუალებები:    გურიანიუს.ქომ

Link:    23.04.2020 - გურიანიუს.ქომ

აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება, _ ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, პროცესის დაწყების ვადა ჯერ განსაზღვრული არ არის. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა.

"შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს და 20-მდე ექიმს კოვიდინფექცია დაუფიქსირდა" _ ტიკარაძე

23.04.2020

მედია საშუალებები:    გურიანიუს.ქომ

Link:    23.04.2020 - გურიანიუს.ქომ

შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტიკარაძისვე თქმით, ჯარში ვირუსი არ დაფიქსირებულა. „დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ეს გახლავთ ჯარი.

ჯანდაცვის მინისტრი „პლაქვენილის“ გამოყენების შესახებ

23.04.2020

მედია საშუალებები:    გურიანიუს.ქომ

Link:    23.04.2020 - გურიანიუს.ქომ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის და ინფორმაცია თითქოს ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც იყენებენ სიმართლეს არ შეესაბამება. „ის გამოხმაურება, რომ ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც, არ შეესაბამება სიმართლეს.

"განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო იქ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა"

23.04.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    23.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი

"განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ აქციის გამო იქ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა. "ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ კონკრეტული მოვლენიდან გამომდინარე ვგეგმავთ, რა ღონისძიებების ჩატარება შეიძლება მარნეულში.

 

24 აპრილი

ინტერნეტ სააგენტო

სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

24.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    24.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, 7 საეჭვო შემთხვევიდან ახალი კორონავირუსი არცერთ პირს არ დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ ორი დღეა, დაიწყო სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება, ვინაიდან, ისინი მაღალ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ეს სისტემური გადამოწმებაა.

საქართველოს მთავრობა დღეს ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს

24.04.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    24.04.2020 - პია.ჯი

მთავრობა დღეს ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. "ანტიკრიზისული გეგმა ეფუძნება 3 პრინციპს: მაქსიმალურად შევუმციროთ მოქალაქეებს პანდემიის გავრცელებით გამოწვეული პრობლემები, მივეხმაროთ ბიზნესს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და შევიმუშავოთ ინსტრუმენები, რომ სწრაფად დავეწიოთ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლითაც ეს წელი დავიწყეთ",- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმა ორ ნაწილად იყოფა. ეს არის ღონისძიებები, რომლებიც უკვე ეგანხორციელდა და იმ ნაწილად, რომელიც სამომავლოდ მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარება გულისხმობს.

დღეს გამოკვლეულ 169 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

24.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    24.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ დღის განმავლობაში იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან 169 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

სასწრაფო დახმარების 7 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

24.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    24.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა. 7 თანამშრომელზე ჩატარებულმა სწრაფმა ტესტმა თავდაპირველად დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმებისას მათ ინფექცია არ დაუდგინდათ.

როგორ გაართვეს თავი ონლაინსწავლებას ქართულმა უნივერსიტეტებმა

24.04.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    24.04.2020 - ბიპიენ.ჯი

COVID19-ის გავრცელების გამო მსოფლიოს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მოუწია. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (The Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 98 ქვეყანაა განხილული, თუ როგორ მოახერხეს ონლაინ სწავლებაზე გადასვლა და განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. აღნიშნულ კვლევაში საქართველოში გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად არის შეფასებული.

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

24.04.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    24.04.2020 - კვირა.ჯი

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა და ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა ნაცნობმა მამაკაცმა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

24.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    24.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უმძიმესი, მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117 მუხლის პირევლი ნაწილით დაიწყო.

სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

24.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    24.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 7 საეჭვო შემთხვევიდან ახალი კორონავირუსი არცერთ პირს არ დაუდასტურდა. სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტესტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 600-ზე მეტ თანამშრომელს აუღეს.

ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

24.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    24.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე, მომხდარ დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. აღნიშნულ ფაქტში მონაწილე პირი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„როდესაც ასეთ აკრძალვას აწესებ ან სპეციალურად აკეთებ, ან არ იცი რას კრძალავ და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს“ – ICR ონლაინ-შოპინგზე

24.04.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    24.04.2020 - ბიპიენ.ჯი

„აი სი არ ჯგუფმა“, რომელიც ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს, 2020 წლის პირველი კვარტალი 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზარალით დაასრულა. 19 მარტს სავაჭრო ცენტრებში განთავსებული მაღაზიების დახურვის შემდეგ, 1-ლი აპრილიდან ონლაინ გაყიდვებიც შეჩერდა. „ბიზნესპრესნიუსს“ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ხაზარაძე ესაუბრა. „პირველ კვარტალში მილიონ ლარზე მეტი გვაქვს ზარალი.

საქართელოში უმუშევრობის მასშტაბური ზრდაა მოსალოდნელი - მუშახელის თითქმის 30% სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშეა”

24.04.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    24.04.2020 - ბიპიენ.ჯი

“დაქირავებული მუშახელის თითქმის 30 პროცენტი სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას” – ამის შესახებ, „აისეტის“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც COVID-19-ის სექტორებსა და შრომის ბაზარზე გავლენებს ეხება. „აისეტის“ პროგნოზით, მოკლევადიან პერიოდში, საქართელოში, უმუშევრობის მასშტაბური ზრდა არის მოსალოდნელი, რასაც მასიური სოციალური პრობლემები მოჰყვება.

 

 

პრესა

 

COVID-19-ის შესახებ მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ორენოვან საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს

24.04.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    24.04.2020 - მესინჯერი

ახალქალაქის არაქართულენოვანი მოსახლეობის COVID-19-ის პანდემიაზე ინფორმირება და საგანგებო მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დაცვის ზომების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საინფორმაციო კამპანიის მთავარ მიზანს. კამპანიის ფარგლებში, LAG-ის Facebook გვერდით COVID-19-ის პრევენციის შესახებ LAG-წევრების 10-ზე მეტი ორენოვანი ვიდეო მიმართვა გავრცელდა. ​