From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 22-23 აპრილი მედია მონიტორინგი
Received On : 23.04.2020 10:08
Attachments :

მედია მონიტორი

22 აპრილი

ტელევიზია

საგანგებო მდგომარეობა 1 თვის განმავლობაში

22.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    22.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

როგორც უკვე იცით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, 27 აპრილამდე ყველა არსებული შეზღუდვაა, მათ შორის საავტომობილო გადაადგილება. დღეის მდგომარეობით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. 24 აპრილამდეა ჩაკეტილი 4 დიდი ქალაქი - რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი. მკაცრი საკარანტინო ზონაა ბოლნისსა და მარნეულში.

კოვიდ-19

22.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00

Link:    22.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00

კიდევ ერთი გარდაცვლილი კორონავირუსის შედეგად. ის ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება. 68 წლის კაცს ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. საქართველოში კოვიდ 19-ით უკვე 5 ადამიანი გარდაიცვალა, რაც შეეხებათ გამოჯანმრთელებილებს, ჯამში 98 პაციენტი განიკურნა. . აჭარაში, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ბათუმის კლინიკა მედალფაში დღეს 6 პაციენტს კორონავირუსზე ხელახლა გამოიკვვლევენ და თუ მათ კოვიდ-19 აღარ დაუფიქსირდებათ, სავადმყოფოდან გაწერენ. ანალიზის პასუხები სავარუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. . ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსსი მართვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა, თითოეული დეპარტამენტისა და სიპის ხელმძღვანელისგან ინფორმაცია მოისმინა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე.

გადაცემის სტმარია თამარ გაბუნია

22.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    22.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

144-სისტემა ემსახურება მოსახლეობისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რაც კონკრეტულად საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებს უკავშირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინტენსიურად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი და კითხვები ძირითადად გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა. „უკანასკნელი დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ინფორმაცია გავრცელებული იყო სხვადასხვა წყაროებით, უწყებების მიერ.

კორონავირუსი საქართველოში - ბოლო მონაცემები

22.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    22.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

416 დაინფიცირებული და უკვე 107 გამოჯანმრთელებული - ესკორონავირუსის ამდროინდელი სტატისტიკაა საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე მარნეულისა და ქობულეთის დიდ ჯგუფებზე ისაუბრა. ხვალიდან მოსახლეობის კორონავირუსზე ტესტირება დამატებით 5 ლაბორატოროაში იქნება შესაძლებელი. აქედან 3 თბილისში იქნება ხოლო 2 - ქუთაისსა და ბათუმში. დღეს დღის განმავლობში 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ყველა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

22.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    22.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

97 ხმით 10-ის წინააღმდეგ, ქართულმა ოცნებამდ და დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას კი წინ უძღვოდა ხანგრძლივი დებტები, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საპასუხო სიტყვით დასრულდა. პრეზიდენტი შეურაცხყოფილია დეპუტატების შეკითხვებით იმის შესახებ არის თუ არა ინფორმირებული ქვეყნის პირველი პირი საგანგებო სიტუაციის ყველა შეზღუდვის დეტალზე და რისთვის სჭირდება ქვეყანას სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ "კარანტინა". ოპოზიციის შეკითხვებმა სხდმათა დარბაზში მყოფი პრემიერის წარმომადგენელიც გააღიზიანა.

კორონავირუსი-ვითარება მარნეულში

22.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    22.04.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

1. საგანგებო მდგომარეობისა და მკაცრი კარანტინის პირობებში მანრეულში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა კიტრის მოსავლის გასაღების ბაზრის ჩაკეტვითაა აღშფოთებული. ამბობენ, რომ ამ ფორმით აქციის გამართვასთან დაკავშირებით ადგილობრივები ოპოზიციამ წააქეზა. ადგილზე ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. 2. ზაურ დარგალი:"

კორონავირუსი

22.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    22.04.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

1. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდე იმოქმედებს. 97 მომხრე და 10 წინააღმდეგი-პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე კი იყო კამათი და ხმაურიანი გამოსვლები. განხილვა თითქმის 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. არჩილ თალაკვაძე:" 97 მომხრე, 10 წინააღმდეგი, დადგენილება მიღებულია, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ".

ერაყიდან სამშობლოში საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა

22.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    22.04.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

ერაყიდან სამშობლოში საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა. ერაყის ქურთისტანის რეგიონიდან სქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად ჩარტერული რეისი დაინიშნა. თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაეშვა. ამავე რეისით საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქეც ჩამოასვენეს. "ერაყიდან იქნა გადმოყვანილი 70 საქართველოს მოქალაქე, და მათ შორის გარდაცვლილი პირი, აჭარის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იორდანიაში, საქართველოს საქელჩოს შეთანხმებით იქნა ეს რესი შესრულებული"-ზაალ მიქელაძე.

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა

22.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    22.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00

პარლამენტმა, 22 მაისის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზში მწვავე პოლიტიკური განცხადებები ისმოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ განხილვის ფორმატი გააკრიტიკეს და დაინტერესდნენ, რატომ არ მივიდა საკანონმდებლო ორგანოში პრემიერი და რატომ არ მიეცათ დეპუტატებს სხდომაზე კითხვების დასმის საშუალება. იმ არგუმენტით, რომ მთავრობას მომდევნო ერთი თვის ანტიკრიზისული გეგმა ჯერ არ წარუდგენია, საპარლამენტო ოპოზიციამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა.

5 გარდაცვლილი და 416 დაინფიცირებული - როგორ ებრძვის საქართველო კორონავირუსს და რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სისტემას

22.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    22.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

საქართველოში კოვიდ-19-ით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. 68 წლის კაცი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა . გართულებული სიმპტომების გარდა, რომელიც, ძირითად, ქრონიკული დაავადების მქონე პირებში ვლინდება, კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია სიცხე, მშრალი ხველა და დაღლილობა.

კორონავირუსი

22.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    22.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

1. პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა, თუმცა დღეს მარნეულში საკარანტინე ზომები მნიშვნელოვნად დაირღვა. მოქალაქეებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებას პროდუქციის რეალიზაციაში დახმარება სთხოვეს. უმრავლესობამ აქციის ორგანიზება ოპოზიციას დააბრალა. არჩილ თალაკვაძე:" 97 მომხრე, 10 წინააღმდეგი, დადგენილება მიღებულია". სალომე ზურაბიშვილი:" მცდელობა, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, თითქოს იჩაგრებიან ამ მდგომარეობით, მემგონი არასწორია".

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

22.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    22.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მინისტრმა დეპარტამენტებისა და სსპ-ს ხელმძღვანელებისგან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მოისმინა ინფორმაცია. როგორც შეხვედრაზე ითვქა, უწყებას ამ ეტაპზე სამედიცინო დაცვის საშუალებების სამი თვის მარაგი აქვს, რომელიც შესაბამისად გადანაწილდება.

ჯანდაცვის სამინისტროშ კორონა ვირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

22.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    22.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ჯანდაცვის სამინისტროშ კორონა ვირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძემ დეპარტამენტების და სიპების ხელმძღვანელებისგან ვირუსთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია მომისმინა. შეხვედრაზე განიხილეს ასევე კლინიკების მობილიზების საკითხები, ლოჯისტიკის და მარაგთან დაკავშირებული თემები.

ამირან გამყრელიძის განცხადება

22.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    22.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

კორონავირუსის ტესტირების პროცესში ხვალიდან 5 ახალი ლაბორატორია ერთვება. ბოლო 24 საათში ოქროს ტესტად წოდებული კვლევა 635 პირს ჩაუტარდა. ტესტირება სავალდებულო ხდება პნევმონიის დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისთვის. უახლოეს მომავალში ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება ფარმაცევტებისთვისაც.

ამირან გამყრელიძე - მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს, ვაფასებ მათ განათლებას, მაგრამ კიდევ არის წლები, რომელიც ექიმობას მოაქვს - საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს, თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს

22.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    22.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

ექიმების დაპირისპირება კორონავირუსის მკურნალობის გამო სულ უფრო აქტუალური ხდება,ქართველი მედიკოესების მსგავსად უცხოეული ექიმებიც ერთმანეთს პლაქველინის გამო უპირისპირდებიან. პრეპრატი, რომელსაც ხშირად კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ გვერდითი მოვლენებით ხასიათდება, ეს არის მიზეზი, რომელის გამოც ეპიდემიოლოგების ნაწილი უარს ამბობს მის გამოყენებაზე.

COVID 19-ის მე-5 მსხვერპლი ვირუსს ორი კვირა ებრძოდა

22.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    22.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

კორონავირუსისის ფართომასშტაბიანი გავრცელების ფაზაში საქართველოს უკვე მეხუთე მსხვერპლი ჰყავს. გარდაცვლილია 68 წლის კაცი, რომელიც ე.წ-ი ბოლნისის კლასტერიდანაა. კოვიდ 19-ის მე-5 მსხვერპლი ვირუსს ორი კვირა ებრძოდა. 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ვირუსის გარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულის დაავადებებმა გაამწვავა.

 

23 აპრილი

ტელევიზია

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა

23.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

Link:    23.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მიზეზი - სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა. მოწყობილია 5 ბლოკ-პოსტი, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმოსკრინგი დაიწყება.

კორონავირუსი

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

კიდევ ერთი საკარანტინო ზონა საქართველოში – მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელში ხუთი საკონტროლო პუნქტი განთავსდება და დღესვე დაიწყება ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

#დარჩისახლში

23.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

Link:    23.04.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

ფაქტია, რომ სამთავრობო ცხელ ხაზზე 144-ზე დარეკვა პრობლემებთან არის დაკავშირებული, თითქმის ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა. თუმცა, არის კითხვები, რომელზეც ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის გარეშეც შეგვიძლია. თუ გსურთ პოლიციასთან დაკავშირება ან გჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ 112. თუ ვერ უკავშირდებით 144, შეგიძლიათ დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 1505.

კორონავირუსის გავრცელების გამო ჩაკეტილი სოფელი ღვანკითი - ადგილზე ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა

23.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    23.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

კიდევ ერთი საკარანტინო ზონა და ახალი ბლოკ-პოსტები ამჯერად თერჯოლის მუნიციპალიტეტში - კორონავირუსის გავრცელების გამო სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. დილის 06:00 საათიდან მოეწყო საგუშაგოები, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება აღარ ეძლევა. ზვიად შალამბერიძე: "გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ სოფელ ღვანკითის ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, გადავწყვიტეთ ღვანკითი მთლიანად დაიხუროს გარკვეული პერიოდით.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 4 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

23.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    23.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 4 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. მათგან ერთი საჩხერის, ერთიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. კლინიკაში შესვლისას ოთხივე მათგანს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

"შიდა გადაცემის დაწყებიდან მე-6-8 კვირა ხდება ხოლმე კრიტიკული და ჩვენ მეხუთე კვირაში შევედით ახლა" - ამირან გამყრელიძე

23.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    23.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

დღეიდან საქართველოში 5 ლაბორატორია იმუშავებს, რომელიც PCR ტესტირებას ჩაატარებს. სამი თბილისში, დანარჩენი ორი კი ქუთაისსა და ბათუმში. ორ კვირიანი შუალედებით, PCR ტესტირება პირველ რიგში ჩაუტატრდება ე.წ. ცხელების ცენტრებსა და კოვიდ კლინიკების პერსონალს, ასევე სასწრაფო დახმარების სრულ შემადგენლობას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამირან გამყრელიძე - ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღეს „ფეისბუქლაივის“ დროს ისაუბრა. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, არამედ სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. „ნიღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ.

საქველმოქმედო აქცია ქუთაისში

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ქუთაისში მცხოვრებ 30 ბოშათა ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. ქუთაისი მერმა მოადგილესთან ერთად მოსახლეობას ის რეკომენდაციები გააცნო რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი ავრცელებს. აღნიშნული აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და იუნისეფის ფინანსური მახარდაჭერით განხორციელდა.

კორონავირუსი

23.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    23.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

კიდევ ეთი საკარანტინო ზონა - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკიტი ჩაიკეტა. რამდენიმე საათში სოფელში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება. ადგილზე კი მოწყობილია ხუთი ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობის ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. ადგილზე მიემართებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს შორის კორონავირუსის ახალი შემთხვევები ამ ეტაპზე არ გამოვლენილა

23.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    23.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ „ქრონიკას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განუცხადა. მისი თქმით, მეორე დღე დაიწყო მთლიანად სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. გოგიტიძე აღნიშნავს, რომ ეს არის სისტემური გადამოწმება და ამ დრომდე ტესტირება სამსახურის 600-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. პასუხების ნაწილი დღეს გახდება ცნობილი.

უბედური შემთხვევა თბილისში - მამაკაცი სავარაუდოდ CO-თი მოწამვლით გარდაიცვალა

23.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 08:00

Link:    23.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

უბედური შემთხვევა თბილისში - სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა გარდაცვლილის შვილიც. ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რის გამოც აბონენტი რამდენიმე თვის წინ გააფრთხილეს, თუმცა მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს გამათბობელი, რაც სავარაუდოდ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ზაზა ლურსმანაშვილი: "შემოყვანეს 27 წლის მამაკაცი ინტოქსიკაციის ნიშნებით, ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა CO-ს მაღალი კონცენტრაცია. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, ასევე მკურნალობა. პაციენტმა კლინიკაში დაყოვნებაზე უარი განაცხადა".

კორონავირუსი

23.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    23.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

1. დღეს გახდება ცნობილი, დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის 2 ექიმსა და 3 მძღოლს, რომლებიც ორთაჭალის ფილიალში მუშაობენ. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი ტესტის პასუხები დადებითი იქნება, ის ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდება. ხუთივე პირი სწორედ იმ ფილიალში მუშაობს, სადაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ აღმოაჩნდა ექიმს, რომელიც მეუღლისაგან დაინფიცირდა, ის კი თავის მხრივ ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნება.

ამირან გამყრელიძის ბრიფინგი

23.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    23.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

"წინა კვირებში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან მძაფრი ტონით ჟღერდებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, დამერწმუნეთ შედეგი მოგვცა", - ამის შესახებ ფეისბუქ-ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო 2-3 კვირა პიკური იქნება, თუმცა რეკომენდაციების გათავლისწინების შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერით შეზღუდვების გამკაცრება საჭირო არ გახდება.

კორონავირუსი

23.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    23.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ ჰყავთ და მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 8 შემთხვევის წყარო ცნობილია, ერთის კვლევა კი ახლა მიმდინარეობს.

"შიდა გადაცემის დაწყებიდან მე-6-8 კვირა ხდება ხოლმე კრიტიკული და ჩვენ მეხუთე კვირაში შევედით ახლა" - ამირან გამყრელიძე

23.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 08:00

Link:    23.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

დღეიდან საქართველოში 5 ლაბორატორია იმუშავებს, რომელიც PCR ტესტირებას ჩაატარებს. სამი თბილისში, დანარჩენი ორი კი ქუთაისსა და ბათუმში. ორ კვირიანი შუალედებით, PCR ტესტირება პირველ რიგში ჩაუტატრდება ე.წ. ცხელების ცენტრებსა და კოვიდ კლინიკების პერსონალს, ასევე სასწრაფო დახმარების სრულ შემადგენლობას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

კორონავირუსი და საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

23.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    23.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

5. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 107 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სფასებით მომდევნო 2-3 კვირა იქნება რთული დაპიკური, თუმცა დაწესებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად არ გაიზრდება.

9 ახალი შემთხვევიდან რვის ინფიცირების წყარო ცნობილია, ერთი პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს - მარინა ეზუგბაია

23.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

Link:    23.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

მარინა ეზუგბაია: "გუშინ დილის მონაცემებით გვყავდა 411 დადასტურებული პაციენტი. დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ 9 შემთხვევიდან 8-თან მიმართებაში წყარო ცნობილია. მხოლოდ ერთი პაციენტის წყაროს დადგენა ხდება ახლა. ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი. ამ ეტაპზე 313 პაციენტი მკურნალობს კოვიდის კლინიკებში. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე 46 პაციენტი წევს, აქედან 44 არის დადასტურებული. ახალი შემთხვევა ჩვენთან გუშინ არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსი, ჩაკეტილი ღვანკითი

23.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    23.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში განცხადება კეთდება. კლინიკაში ამ დროისთვის 46 პაციენტი რჩება, 53 უარყოფითი პასუხი მიღებულია. დაწყებულია ახალი პაციენტების კვლევა. 2. ჩაკეტილი სოფელი ღვანიკითი თერჯოლაშია. მკაცრი კარანტინი 06:00 საათიდან გამოცხადდა და საგუშაგოებიც მოეწყო. მიზეზი ღვანკითში კოვიდინფიცირებულების ზრდაა. ღვანკითში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან და თერმოსკრინინგი ყველა მაცხოვრებელს ჩაუტარდება. შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფლის ყველა შესასვლელთან ე.წ. გამშვები პუნქტები მოაწყვეს. 2 კვირის განმავლობაში სოფელში შესვლა, ასევე სოფლიდან გამოსვლა ყველას ეკრძალება.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო 2-3 კვირა პიკური იქნება

23.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    23.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო 2-3 კვირა პიკური იქნება. "წინა კვირებში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან მძაფრი ტონით ჟღერდებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, დამერწმუნეთ შედეგი მოგვცა", - ამის შესახებ ფეისბუქ-ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო 2-3 კვირა პიკური იქნება, თუმცა რეკომენდაციების გათავლისწინების შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერით შეზღუდვების გამკაცრება საჭირო არ გახდება.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო 2-3 კვირა პიკური იქნება

23.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    23.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო 2-3 კვირა პიკური იქნება. "წინა კვირებში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან მძაფრი ტონით ჟღერდებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, დამერწმუნეთ შედეგი მოგვცა", - ამის შესახებ ფეისბუქ-ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო 2-3 კვირა პიკური იქნება, თუმცა რეკომენდაციების გათავლისწინების შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერით შეზღუდვების გამკაცრება საჭირო არ გახდება.

თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს შორის კორონავირუსის ახალი შემთხვევები ამ ეტაპზე არ გამოვლენილა

23.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    23.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ „ქრონიკას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განუცხადა. მისი თქმით, მეორე დღე დაიწყო მთლიანად სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. გოგიტიძე აღნიშნავს, რომ ეს არის სისტემური გადამოწმება და ამ დრომდე ტესტირება სამსახურის 600-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. პასუხების ნაწილი დღეს გახდება ცნობილი.

კორონავირუსი

23.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

 

Link:    23.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ „ქრონიკას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განუცხადა.

მაკა სოლოღაშვილ

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00

მაკა სოლოღაშვილ

თამარ გაბუნია 144-ის მუშაობის შეფერხებაზე საუბრობს

23.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    23.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქრონიკის მთავარ გამოშვებაში ცხელი ხაზის- 144-ის მუშაობის შეფერხებაზე ისაუბრა. თამარ გაბუნიას განმარტებით, 144-ის სისტემა მოსახლეობისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება, რომელიც საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ არსებულ შეზღუდვებს უკავშირდება. მინისტრის მოადგილის თქმით, შეფერხება მოსახლეობის არასაკმარისმა ინფორმირებამ განაპირობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ მათ გადაადგილება აუცილებლობის შემთხვევაში.

დღეიდან „პისიარ კვლევების“ ჩატარება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00

დღეიდან ბიოლოგიური სინჯების, ე.წ. პისიარ კვლევების ჩატარება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი. მოქმედ ხუთ ლაბორატორიას დაემატა სამი თბილისში, ერთი ქუთაისსა და ერთიც ბათუმში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ფართოვდება ტესტირების მიზნობრივი კატეგორიები. მაღალი რისკის ზონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ „პისიარ მეთოდით“ დაიტესტება.

ამირან გამყრელიძე - ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო

23.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    23.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღეს „ფეისბუქლაივის“ დროს ისაუბრა. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, არამედ სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

კორონავირუსი

23.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    23.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

კიდევ ეთი საკარანტინო ზონა - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკიტი ჩაიკეტა. რამდენიმე საათში სოფელში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება. ადგილზე კი მოწყობილია ხუთი ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობის ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. ადგილზე მიემართებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

 

22 აპრილი

საინფორმაციო სააგენტო

 

 

ამირან გამყრელიძე - ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო

22.04.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

ობიექტები:    ამირან გამყრელიძე (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), -კორონავირუსი (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), ფეისბუქი (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)

Link:    22.04.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღეს „ფეისბუქლაივის“ დროს ისაუბრა. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, არამედ სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. „ნიღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი, ახლა სოციალური ნიღაბი დაერქვა. ხშირად სახლშიც შეიძლება, შეკეროთ ასეთი ნიღაბი. თუ არა, არის მარლის ნიღბები. როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, არ იყო სამფენიანი და ოთხფენიანი ნიღბები, რომელზედაც ერთი ამბავია. მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში მარლის ნიღბებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძე: დავრჩეთ სახლში, გთხოვთ, გავიჭირვოთ ეს და მომავალი კვირა და ვნახავთ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აღარ იქნება საჭირო

22.04.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

ობიექტები:    ამირან გამყრელიძე (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), -კორონავირუსი (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)

Link:    22.04.2020 - კომერსანტ.ჯი

წინა კვირაში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან უჩვეულოდ მძაფრი ტონით ჟღერდებოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, ჩემი მხრიდან, დამერწმუნეთ მოგვცა შედეგი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება არის საკოორდინაციო საბჭოს გადასაწყვეტი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხში გამოდის მხოლოდ მრჩევლის როლში. ჩვენ და კიდევ სხვა ორგანიზაციები რეკომენდაციებს ვიძლევით და ხდება მათი შეჯერებით გადაწყვეტილებების მიღება. მინდა მოსახლეობამ გაიგოს და მოდით პირდაპირი ვიტყვი: ბოლო სამი თვის ანალიზმა გვიჩვენა, რომ შეცდომა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ დაშვებულა. თითქმის ყველა გადაწყვეტილება, დაწყებული საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან, ფრენების შეჩერება, სწავლის შეჩერება, დისტანციური სწავლება, არასასურსათო მაღაზიების დახურვა, დიდი თავშეყრის ადგილების დახურვა, იყო სწორი. კარგად მესმის, რომ რთულია მოჭერითი ღონისძიებები, მაგრამ ეს ახალი ველოსიპედი არ არის. ყველა იმ ქვეყანამ, რომელმაც უკვე დაიწყო გამოსვლა სიტუაციიდან, გაიარა ეს გზა. ჩვენ ჯერ-ჯერობით ისევ აღმავალ მრუდზე ვართ, მაგრამ ჩვენი მრუდი საბედნიეროდ არ არის ციცაბო და ეს თქვენი, მოსახლეობის დამსახურებაა და მადლობა, რომ მხარი დაუჭირეთ მთავრობას. გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ისმის კრიტიკა. წინა კვირაში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან უჩვეულოდ მძაფრი ტონით ჟღერდებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, ჩემი მხრიდან, დამერწმუნეთ, მოგვცა შედეგი. შედეგი არის ის რომ მრუდი ციცაბო არ არის და არ გვაქვს დიდი ნახტომი. გვაქვს გლუვი ზრდა და ზრდა კიდევ გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით მომდევნო ორი სამი კვირა იქნება რთული და პიკური, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვი ბევრით არ გაიზრდება. „პიკი იანგარიშება შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექსვე-მერვე კვირაზე. ჩვენთან შიდა გადაცემა დაიწყო 22 მარტს . ახლა ვართ მეხუთე კვირაზე. ამიტომ ვამბობთ, რომ მომავალი 2-3 კვირა იქნება რთული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ქვეყანას აღარ მოუწევს და ამის ერთადერთი პირობაა, რომ ჩვენ პატიოსნად შევასრულოთ მთავარი სლოგანი და დავრჩეთ სახლში. დავიცვათ სოციალური დისტანცია. არ იყოს ის, რაც გვიყვარს და გვახასიათებს ქართველებს: დიდი შეკრებები ოჯახსა და მეგობრებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავიჭირვოთ ეს კვირა და მომავალი კვირა და ვნახავთ რომ შემზღუდავი ღონისძიებები აღარ იქნება საჭირო“, - დასძინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 105 ადამიანია განკურნებული

22.04.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

ობიექტები:    -კორონავირუსი (ნეიტრალური), ამირან გამყრელიძე (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)

Link:    22.04.2020 - პია.ჯი

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 105 ადამიანია განკურნებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ინფორმაცია ჯერ არ ასახულა სპეციალურ ვებგვერდზე- stopcov.ge. მან მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლის შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ დღემდე ქვეყანაში "პისიარ" ტექნოლოგიით 8375 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 416-მდე გაიზარდა

22.04.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

ობიექტები:    ამირან გამყრელიძე (ნეიტრალური), -კორონავირუსი (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)

Link:    22.04.2020 - პია.ჯი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ინფრომაცია სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ჯერ არ ასახულა. ქვეყანაში კორონავირუსისგან 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 5 პაციენტი

ამირან გამყრელიძე: ნიღბის ტარება შესაძლოა კარგახანს დაგვჭირდეს

22.04.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

ობიექტები:    ამირან გამყრელიძე (ნეიტრალური), -კორონავირუსი (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), -ვაქცინაცია (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)

Link:    22.04.2020 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსა და საქართველოში 2 მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს. პირველი, მისი თქმით, პირბადეების ხანგრძლივ პერიოდში გამოყენების აუცილებლობა იქნება. "ნიღბის ტარება დიდი თავყრილობების დროს, შესაძლოა, კარგახანს მოგვიწიოს და ამას უნდა შევეგუოთ. არ არის აუცილებელი იყოს სამედიცინო ნიღაბი. უკვე სოციალური ნიღაბი დაერქვა პირბადეს. ხშირად სახლშიც შეიძლება შეკეროთ ასეთი ნიღბები",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მან ასევე აცრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია არის უმნიშვნელოვანესი კულტურა. "გასულ წელს გრიპის საწინააღმდეგო აცრა 100 000-მა ადამიანმა გაიკეთა მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით, ხოლო 30 000 აიცრა კერძო კლინიკებში. პირველი რჩევაა, რომ დროულად ავიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, სახელმწიფოს უკვე შესყიდული აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 130 000 დოზა.

ამირან გამყრელიძე: შესაძლოა, დიდი თავყრილობისას ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს – მას ახლა „სოციალური ნიღაბი“ დაერქვა

22.04.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

ობიექტები:    ამირან გამყრელიძე (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), -ვაქცინაცია (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), -კორონავირუსი (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)

Link:    22.04.2020 - კვირა.ჯი

“კორონა ასევე ერთ რამეს შეცვლის- შესაძლოა, დიდი თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ”, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ ლაივისას“ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი არ არის, რომ ეს მაინც და მაინც სამედიცინო ნიღაბი იყოს. „რა თქმა უნდა, კორონა ბევრ რამეს შეცვლის, ამაზე ახლა ბევრი მსჯელობა მიდის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით, ეკონომიკურ სფეროში, იქნება ღრმა დეპრესია თუ არ იქნება. არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ დღეს არასამედიცინო საკითხებზე ვიმსჯელო, მაგრამ კორონა ასევე შეცვლის ერთ რამეს – შესაძლოა, დიდი თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ხაზს ვუსვამ, ეს აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი არ უნდა იყოს, ახლა მას „სოციალური ნიღაბი“ დაერქვა. შეგიძლიათ სახლშიც შეკეროთ ასეთი ნიღაბი, თუ არადა არის მარლის ბევრი ნიღაბი. როცა ახალგაზრდა ვიყავი, არ იყო სამფენიანი და ოთხფენიანი ნიღაბი, რომელზეც ახლა ერთი ამბავია, მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებში და სამედიცინო დაწესებულებებში ასეთ ნიღბებს. მეორე, რასაც შეცვლის და დღეს მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, მადლობა მინდა გითხრათ ყველას, იმ 100 ათას ადამიანს, ვინც ქვეყანაში შარშან და წელს გრიპის საწინააღმდეგოდ აიცრა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. 100 ათასი ადამიანი სახელმწიფომ აცრა და კიდევ თუ არ ვცდები, 30 ათასი კერძო სექტორმა. ბოლო 5 წელიწადია, ქვეყანაში უზარმაზარი კულტურა ინერგება“,-განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, საქართველო გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის 135 ათას დოზას შეისყიდის. „პირველი რჩევაა, მაქსიმალურად დავიცვათ თავი და გრიპის საწინააღმდეგოდ დროულად ავიცრათ. ჩვენ წელს 135 ათას დოზას შევისყიდით და დღეს შესყიდვაზე კონტრაქტი გავაფორმეთ. დღეს სამინისტროში ასევე დავაყენე საკითხი, რომ დამატებით გამოიყოს თანხები, რათა ათეული და მეტი დოზა შევისყიდოთ. წელს იმ 100 ათასმა აცრამ ნამდვილად იმუშავა, რომ ჩვენ გრიპის სეზონი მშვიდად გადავიტანეთ და არ გვქონდა ორი ინფექციის ზედდება მარტში ან აპრილში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა, 24 საათში ხუთ ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა - ამირან გამყრელიძე

22.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

ობიექტები:    ამირან გამყრელიძე (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), -კორონავირუსი (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)

Link:    22.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

მინდა, გაუწყოთ, რომ თანდათან პისიარ ტესტირება ქვეყანაში იზრდება, სულ უფრო და უფრო ფართოვდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში, რაც საქართველოში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების პიკს წარმოადგენს. „მინდა, გაუწყოთ, რომ თანდათან პისიარ ტესტირება ქვეყანაში იზრდება, სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ჩვენ დღეს დილას გვქონდა ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში და აქედან 92 პროცენტი მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე – ლუგარი, ბათუმი და ქუთაისი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე – გთხოვთ, გავიჭირვოთ ეს და მომავალი კვირა და ვნახავთ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აღარ იქნება საჭირო

22.04.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

ობიექტები:    ამირან გამყრელიძე (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), -კორონავირუსი (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), საქართველო (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)

Link:    22.04.2020 - ბიეფემ.ჯი

წინა კვირაში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან უჩვეულოდ მძაფრი ტონით ჟღერდებოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, ჩემი მხრიდან, დამერწმუნეთ მოგვცა შედეგი , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიღებული ზომების გამკაცრების საკითხი, საზოგადოების ქცევაზე იქნება დამოკიდებული. „შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება არის საკოორდინაციო საბჭოს გადასაწყვეტი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხში გამოდის მხოლოდ მრჩევლის როლში. ჩვენ და კიდევ სხვა ორგანიზაციები რეკომენდაციებს ვიძლევით და ხდება მათი შეჯერებით გადაწყვეტილებების მიღება. მინდა მოსახლეობამ გაიგოს და მოდით პირდაპირი ვიტყვი: ბოლო სამი თვის ანალიზმა გვიჩვენა, რომ შეცდომა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ დაშვებულა. თითქმის ყველა გადაწყვეტილება, დაწყებული საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან, ფრენების შეჩერება, სწავლის შეჩერება, დისტანციური სწავლება, არასასურსათო მაღაზიების დახურვა, დიდი თავშეყრის ადგილების დახურვა, იყო სწორი. კარგად მესმის, რომ რთულია მოჭერითი ღონისძიებები, მაგრამ ეს ახალი ველოსპედი არ არის. ყველა იმ ქვეყანამ, რომელმაც უკვე დაიწყო გამოსვლა სიტუაციიდან, გაიარა ეს გზა. ჩვენ ჯერ-ჯერობით ისევ აღმავალ მრუდზე ვართ, მაგრამ ჩვენი მრუდი საბედნიეროდ არ არის ციცაბო და ეს თქვენი, მოსახლეობის დამსახურებაა და მადლობა, რომ მხარი დაუჭირეთ მთავრობას. გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ისმის კრიტიკა. წინა კვირაში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან უჩვეულოდ მძაფრი ტონით ჟღერდებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, ჩემი მხრიდან, დამერწმუნეთ, მოგვცა შედეგი. შედეგი არის ის, რომ მრუდი ციცაბო არ არის და არ გვაქვს დიდი ნახტომი. გვაქვს გლუვი ზრდა და ზრდა კიდევ გვექნება“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, მომდევნო ორი-სამი კვირა იქნება რთული და პიკური, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვი ბევრით არ გაიზრდება. „პიკი იანგარიშება შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექსვე-მერვე კვირაზე. ჩვენთან შიდა გადაცემა დაიწყო 22 მარტს. ახლა ვართ მეხუთე კვირაზე. ამიტომ ვამბობთ, რომ მომავალი 2-3 კვირა იქნება რთული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ქვეყანას აღარ მოუწევს და ამის ერთადერთი პირობაა, რომ ჩვენ პატიოსნად შევასრულოთ მთავარი სლოგანი და დავრჩეთ სახლში. დავიცვათ სოციალური დისტანცია. არ იყოს ის, რაც გვიყვარს და გვახასიათებს ქართველებს: დიდი შეკრებები ოჯახსა და მეგობრებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავიჭირვოთ ეს კვირა და მომავალი კვირა და ვნახავთ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აღარ იქნება საჭირო“ , – დასძინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

რაც მე „პლაქვენილი“ და „დელაგინი“ გამომიყენებია!.. – ამირან გამყრელიძე სკანდალურ პრეპარატზე

22.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

ობიექტები:    ამირან გამყრელიძე (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), საქართველო (ნეიტრალური), -კორონავირუსი (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)

Link:    22.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პრეპარატ „პლაქვენილის“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ ამ პრეპარატის გამოყენების საკითხი საჯარო განხილვის თემად არ უნდა იქცეს და მასზე კოლეგებმა პროფესიულ ჭრილში უნდა იმსჯელონ. ახალგაზრდა კოლეგებს უფროსი და გამოცდილი ექიმების პატივისცემისკენ მოუწოდა. გამყრელიძის თქმით წლების წინ ის თავადაც აქტიურად იყენებდა აღნიშნულ პრეპარატს. „როგორც ძველ კლინიცისტს, რაც მე „პლაქვენილი“ და „დელაგინი“ გამომიყენებია 80-90-იან წლებში აუტოიმუნური, რევმატოიდული, თუ ზოგადად იმუნური კომპონენტით მიმდინარე პნევმონიების დროს, ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი. ქართული პროტოკოლი შექმნილია და ეყრდნობა იმ საუკეთესო ინსტიტუციებს, რომელთა გამოცდილებას ვენდობით. ამიტომ, ამ საკითხებზე მსჯელობა ყოველთვის პროფესიულ წრეებშია საჭირო და არა ასე საჯაროდ, რადგან ეს გახლავთ პროფესიული საკითხი. „პლაქვენილი“ 40-50 წელია იყიდება ბაზარზე და ძალიან ბევრი დაავადების დროს გამოსცადეს. ამ ეტაპზე მისმა გამოყენებამ ეფექტი მისცა. ეს საკითხიც განიხილეთ პროფესიულ საზოგადოებაში და ასეთ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ თქვენს კოლეგებს. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს საქართველოსა და უცხოეთში. ჩვენ ვაფასებთ მათ უცხოეთში მიღებულ განათლებას, მაგრამ კიდევ სხვა რამეა წლები, რაც ექიმობას მოაქვს“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ხშირად მივდივარ საკონსულტაციოდ ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან – ამირან გამყრელიძე

22.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    22.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ის საკონსულტაციოდ მის კოლეგას, თენგიზ ცერცვაძეს ხშირად მიმართავს. „დღეს ვინმეს რამე თუ სჭირდება, მათ შორის მეც, ხშირად მივდივარ საკონსულტაციოდ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებულ ექიმ კლინიცისტთან, ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან. ის გახლავთ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი“- განცხადა ამირან გამყრელიძემ.

სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობენ, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება - ხათუნა ზახაშვილი

22.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    22.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობენ, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. ხაზაშვილის თქმით, ცხელების კლინიკებში და კოვიდ კლინიკებში მომსახურე პერსონალი, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფის სრული შემადგენლობა, ექვემდებარება ტესტირებას ოქროს სტანდარტით, პისიარ ტესტირებით.

"რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის ჩვენი მოგონილი, ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიოს ხუთი დიდი ინსტიტუციის რჩევებს... კინკლაობას სჯობს მობრძანდეთ, ყველა სწორი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული" - ამირან გამყრელიძე

22.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    22.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიოს ხუთი დიდი ინსტიტუციის რჩევებსა და რეკომენდაციებს. მათ შორის ჯანმოს, ამერიკის, ევროპისა და ჩინეთის დაავადებათა ცენტრების გაიდლაინებს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენების გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტს აკრიტიკებს, ტელეეთერებიდან და სოციალური ქსელებიდან პროფესიულ დისკუსიებში გადანაცვლებისკენ მოუწოდა.

ირაკლი ჩიქოვანი: 144-ზე გუშინ 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა, ამ მიზეზით იყო გამოწვეული შეფერხებები

22.04.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    22.04.2020 - კვირა.ჯი

“გუშინდელი დღის განმავლობაში 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა ამ ერთ ნომერზე და, შესაბამისად, ზუსტად ამ მიზეზით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც იყო დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან”, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

144-ზე შეფერხება გამოიწვია შემოსულმა 260 ათასზე მეტმა ზარმა – მთავრობა

22.04.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    22.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

პრემიერ-მინისტრის სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, 21 აპრილს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე, 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა. „გუშინდელი დღის განმავლობაში 260 000-ზე მეტი ზარი შევიდა ამ ერთ ნომერზე. შესაბამისად, ზუსტად ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც იყო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციის ამოქმედების პირველ ორ დღეს და ეს უკვე ტიპური გახდა, რომ განსაკუთრებით მაღალი აქტივობაა.

კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა - ამირან გამყრელიძე

22.04.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    22.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეოკონფერენციისას განაცხადა. მისი თქმით, გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და ამ დროისთვის დადასტურებული 416 შემთხვევა გვაქვს.

ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდება, ამას უნდა შევეჩვიოთ - ამირან გამყრელიძე

22.04.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    22.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს დაგვჭირდეს. მისი თქმით, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, არამედ სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

გამყრელიძე: ბოლო 24 საათში PCR ტესტი 695 პირს ჩაუტარდა, ხვალიდან კიდევ 5 ლაბორატორიას ვამატებთ

22.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    22.04.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის PCR ტესტირების რაოდენობა იზრდება. მან FB LIVE-ში ჩართვისას თქვა, რომ ე.წ ოქროს სტანდარტით ბოლო 24 საათში 695 ადამიანი დატესტეს. ეს ერთ დღეში ჩატარებული ტესტების რაოდენობით რეკორდული მაჩვენებელია. მან აღნიშნა, რომ 23 აპრილიდან, PCR ტესტირებას კიდევ ხუთი, ჯამში ათი ლაბორატორია ჩაატარებს და ხელმისაწვდომობა უფრო გაიზრდება. "დღეს დილით გვქონდა პიკი ლაბორატორიული კვლევების, 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა, 5 ლაბორატორიაში და აქედან 92% მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე - ლუგარის, ბათუმის და ქუთაისის.

სამედიცინო პერსონალს, რომელიც რისკის ზონებში მუშაობს, Covid 19-ზე 2 კვირაში ერთხელ დატესტავენ

22.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    22.04.2020 - ტაბულა.ჯი

ხათუნა ზახაშვილის თქმით, სამედიცინო პერსონალს, რომელიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობს, კორონავირუსზე ტესტი ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა FB LIVE-ში ისაუბრეს. "პირველ რიგში, ცხელების კლინიკების და კოვიდ კლინიკების პერსონალი, ასევე სასწრაფო დახმარების ბიგადების სრული შემადგენლობა ექვემდებარება ოქროს სტანდარტით ტესტირებას.

ზახაშვილი: ნებისმიერ კლინიკაში, პნევმონიის მქონე პაციენტი აუცილებლად გაიტესტება კოვიდზე

22.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    22.04.2020 - ტაბულა.ჯი

NCDC-ის წარმომადგენლების განმარტებით, კორონავირუსზე ტესტირებას ექვემდებარება ყველა ადამიანი, რომელიც შეესაბამება Covid 19-ის შემთხვევის "სტანდარტულ განსაზღვრებას". ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა FB LIVE-ში ისაუბრეს.

გამყრელიძე: გრიპის 135 ათას დოზა ვაქცინას ვიყდულობთ, კიდევ დაემატება, გთხოვთ, აიცრათ

22.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    22.04.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის გრიპის 135 ათას დოზა ვაქცინას ყიდულობენ, რათა მოქალაქეებმა დაიცვან თავი გრიპისგან. გამყრელიძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის გაცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ შემოდგომა და ზამთარი მძიმე იქნება, რადგან ერთმანეთს ორი რესპირატორული დაავადება დაემთხვევა - გრიპი და ახალი კორონავირუსი.

“იმიტომაც გაჯანმრთელდა სწრაფად “ - რომელი მედიკამენტით უმკურნალეს ამირან გამყრელიძის შვილს

22.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

 

Link:    22.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

კორონავირუსის მედიკამენტ "პლაქვენილით" მკურნალობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეხმაურება. გამყრელიძე აცხადებს, რომ თავად ისიც, წლების წინ ამ მედიკამენტს იყენებდა პაციენტების მკურნალობისას.

ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო - ამირან გამყრელიძე

22.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    22.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო. ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, არამედ სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. „ნიღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი, ახლა სოციალური ნიღაბი დაერქვა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ე.წ. სვანეთის კლასტერს უკავშირდება

22.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუს.ჯი

Link:    22.04.2020 - ნიუს.ჯი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან მათ კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და სვანეთის კლასტერს უკავშირდება. „გუშინ დილას, ამ პერიოდისთვის 408 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დღეს დილას, ჯერჯერობით, მხოლოდ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და გვაქვს 411 შემთხვევა.

ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება და ამუშავდება, მაგრამ ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებისთვის, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება

22.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუს.ჯი

Link:    22.04.2020 - ნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება. მისი თქმით, შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა მოქალაქეებს გარკვეულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, საოჯახო თუ სამეგობრო თავყრილობებზე უარის თქმა, „საკმაო ხნით მოუწევთ“.

კორონავირუსზე 8375 ტესტია გაკეთებული საქართველოში

22.04.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    22.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (NCDC) 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების რაოდენობამ 8 375 შეადგინა. NCDC-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ტესტირებულთა რაოდენობა იზრდება.

საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით დავუკავშირდეთ მხოლოდ და მხოლოდ 144, ხოლო 112-ს გადაუდებელი შემთხვევებისას"

22.04.2020

მედია საშუალებები:    ფრანთნიუს.ჯი

Link:    22.04.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: გუშინ, დღის განმავლობაში, 260 000-ზე მეტი ზარი შევიდა აღნიშნულ ნომერზე და შესაბამისად სწორედ ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც ინფორმაციის მიღებასთან იყო დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს, ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს

22.04.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    22.04.2020 - მარშალპრეს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, თითოეული დეპარტამენტისა და სსიპ-ის ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და მიიღო ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს კლინიკების მობილიზების საკითხები, ლოჯისტიკისა და მარაგთან დაკავშირებული თემები. ჯანდაცვის სამინისტროს, ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს, რომელიც სამედიცინო სექტორზე ეტაპობრივად გადანაწილდება.

დღეს მარტო ლუგარის ლაბორატორიაში 470-მდე ტესტი ჩატარდა და აქედან 300-ზე მეტი იყო ბოლნისიდან

22.04.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    22.04.2020 - პროგრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ღამის კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მასობრივი ტესტირების ჩატარების ეტაპი ქვეყანაში ჯერ არ დამდგარა. პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით 700 ტესტი ჩატარდა, რომელთაგან 300-ზე მეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იყო. “მარტო დღეს, ქვეყანაში გაკეთდა 700 ტესტზე მეტი. ყველაფერი კეთდება იმის მიხედვით, თუ როგორი სიტუაციაა. ჩვენ ნუ ვედრებით ისეთ ქვეყნებს, რომლებმაც პიკი გადაიარეს.

გამყრელიძე: პლაქვენილი 40-50 წელია არსებობს, ძალიან ბევრი დაავადების დროს გამოცდილია

22.04.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    22.04.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბოლო დღეებში პრეპარატ პლაქვენილის გარშემო არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეპარატი 40-50 წელია უკვე არსებობს და ბევრი დაავადების დროსაა გამოცდილი. მისივე თქმით, ქართული პროტოკოლი საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა. "გუშინ ჩემი ოჯახი გააჟღერეს სხვადასხვა ადამიანებმა დებატებში. არაა საჭირო ამაზე საუბარი, რა.

23 აპრილი

ინტერნეტ სააგენტო

 

საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირების საუკეთესო მაგალითი აჩვენა – საქართველოს საპატიო კონსული ბრისტოლში

23.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    23.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

„ვიმედოვნებ, რომ როგორც კი კორონავირუსი დამარცხდება და ხალხი დაიწყებს ფიქრს, თუ სად გაატარონ თავიანთი შვებულება, ისინი გაითვალისწინებენ თბილისსა და საქართველოს როგორც ახალ და ამაღელვებელ შესაძლებლობას “, – ამის შესახებ ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს საპატიო კონსული ბრისტოლში დერეკ პიკაპი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირების საუკეთესო მაგალითი აჩვენა. „ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ რთულ პერიოდში მივესალმებით დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახალ ელჩს და მსურს მეც მივულოცო მას. ყველა ჩვენგანისთვის ეს არის დრო ჩვენს ცხოვრებაში დაფიქსირებისთვის.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

23.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    23.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა. ადგილზე მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. აღნიშნული ზომები სოფელში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება. რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმონსკრინგი დაიწყება. სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი – 2438 ადამიანი ცხოვრობს.

კორონავირუსის საფრთხე: თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

23.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    23.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე განიკურნა, 5 კი გარდაიცვალა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება. რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმოსკრინგი დაიწყება.

"არ უნდა დაველოდოთ პანდემიის გადავლას, ქმედითი ნაბიჯები დღესვე უნდა გადაიდგას"

23.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    23.04.2020 - ბიემ.ჯი

"უმნიშვნელოვანესია, რომ უკვე დღეს დავიწყოთ საჭირო ნაბიჯების გადადგმა და არ დაველოდოთ პანდემიის გადავლას. როდესაც პიკური აღარ იქნება სიტუაცია, მაშინ უკვე სხვა, ცოტა უფრო გრძელვადიანი ნაბიჯები იქნება განსახორციელებელი", - ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში "ანაკლია სითის" დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

აშშ-ის საელჩო: განსაკუთრებით მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის

23.04.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    23.04.2020 - კვირა.ჯი

„ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა (NCDC) COVID-19-თან ბრძოლაში მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის“ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს. საელჩო „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე NCDC-ის გვერდის მისამართს ავრცელებს და მოქალაქეებს ურჩევს, უახლესი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის თვალი მიადევნონ. „ასევე, ძალიან ვამაყობთ ჩვენი გაცვლითი პროგრამების მონაწილეებით, ანა კასრაძითა (IVLP ’16) და ირმა ბურჯანაძით (ჰამფრი ’17-’18), რომლებიც NCDC-ს გუნდის წევრები არიან. თვალი მიადევნეთ NCDC-ს ოფიციალურ გვერდს COVID-19-თან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის“- წერია საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.

ეკონომიკის სამინისტრომ ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყო

23.04.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    23.04.2020 - პია.ჯი

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე.

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 100-მდე ნიმუში უარყოფითია

23.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    23.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ქუთაისის ლაბორატორიამ ამ დრომდე 100-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. ინფორმაცია, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა დაადასტურა. გოჩა გიორგიძის თქმით, ანალიზები გადაგზავნილი იყო როგორც იმერეთის, ასევე სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან.

ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყეს

23.04.2020

მედია საშუალებები:    ჯიბისი.ჯი

Link:    23.04.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართეს საქმიანობის ოლნაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მოხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით.

აკრძალვიდან 22 დღის შემდეგ სამინისტრო ონლაინ-ვაჭრობისთვის კომპანიების შემოწმებას იწყებს

23.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    23.04.2020 - ტაბულა.ჯი

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, უწყება იმ კომპანიების შემოწმებას იწყებს, რომლებმაც მათ რამდენიმე კვირის წინ მიმართეს საქმიანობის ონლაინ-რეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისის მიწოდების უფლების მითხოვნით. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 260-მდე ობიექტს უახლოეს ერთ კვირაში შეამოწმებენ. კომპანიებს შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიითა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით მოვაჭრე კომპანიები.

ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყეს

23.04.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    23.04.2020 - კომერსანტ.ჯი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, დამატებით იმ კომპანიების შემოწმებაც დაიწყო, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომელთაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მომართეს საქმიანობის ოლნაინ რეჟიმში გაგრძელებისა და მოხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით.

პრესა

 

112-ში უმიზეზოდ ნუ დარეკავთ!

23.04.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    23.04.2020 - ახალი თაობა

მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს _ 112ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახისა და ეგრეთ წოდებული დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია `112~ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები. 21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ `112~ში 16.908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65% იყო არამიზნობრივი ხასიათის. 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4.966 ზარი.

რწმენა სიკვდილს ამარცხებს! თენგიზ ცერცვაძე: ვირუსით ინფიცირების ამ ტემპს საქართველოს სამედიცინო სექტორი გაუძლებს!

23.04.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    23.04.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

რამდენი ხანი გაგრძელდება საქართველოში კრიტიკული პერიოდი, დადგება თუ არა ქვეყანა საყოველთაო კარანტინის წინაშე, როდის უნდა ველოდოთ კოლაფს ჯანდაცვის სისტემაში?! - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „აიპრესთან“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 105 უკვე გამოჯანმრთელდა

23.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    23.04.2020 - რეზონანსი

საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 105 უკვე გამოჯანმრთელდა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

"ნიღბის ტარება შესაძლოა, კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ" - გამყრელიძე მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობს

23.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    23.04.2020 - რეზონანსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღეს „ფეისბუქლაივის" დროს ისაუბრა. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, არამედ სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. „ნიღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ.

შიდსით ინფიცირებულ პირველ ადამიანთანაც მე ვიმუშავე"

23.04.2020

მედია საშუალებები:    გზა

Link:    23.04.2020 - გზა

56 წლის ქეთევან დონღუზაშვილი 34 წელია, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექთნად მუშაობს. - 1987 წლის 17 თებერვალს ინფექციურში დავიწყე მუშაობა და აღარსად წავსულვარ, უკვე 34 წელია. - ყველაზე რთული დღეები გაიხსენეთ -თუკი ვინმე ცოფით დაავადებულა და გარდაცვლილა, ყველას ჩემს ხელში გაუვლია.

პოტენციური მსხვერპლი, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით დაუცველია"

23.04.2020

მედია საშუალებები:    გზა

Link:    23.04.2020 - გზა

საქართველოს შსს - ს ცნობით, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება. როგორც ამბობენ 2020 წლის მარტში ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112 - ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა თითქმის იდენტირია 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის.

 

რადიო

ამირან გამყრელიძე - პატიოსნად შევასრულოთ მთავარი სლოგანი და დავრჩეთ სახლში - გთხოვთ, გავიჭირვოთ ეს და მომავალი კვირა და ვნახავთ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აღარ იქნება საჭირო

23.04.2020

მედია საშუალებები:    რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00

Link:    23.04.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00

წინა კვირაში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან უჩვეულოდ მძაფრი ტონით ჟღერდებოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, ჩემი მხრიდან, დამერწმუნეთ მოგვცა შედეგი , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება არის საკოორდინაციო საბჭოს გადასაწყვეტი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხში გამოდის მხოლოდ მრჩევლის როლში.

კორონავირუსი

23.04.2020

მედია საშუალებები:    რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00

Link:    23.04.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯამრთელდა 107 პაციენტი, გარდაიცვალა 5 ადამიანი, უცხოეთიდან საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მარნეულსა და ბოლნისში შექმნილ ვითარებას სოციალურ კრიზისად აფასებს. ​