| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | 2020 წლის15 ივნისის N975 განკარგულება |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| Received On : | 17.06.2020 19:17 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქ-ნ
ეკატერინე ტიკარაძეს
ასლი მინისტრის პირველ მოადგილეს ქ-ნ თამარ გაბუნიას
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ბ-ნ ამირან
გამყრელიძეს
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის N975 განკარგულებით განსაზღვრულია კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ასეთ პირთა ტესტირება ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესით.
სამწუხაროდ, ჩვენი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად აღნიშნულ პირთა ჩამონათვალში არ არიან გათვალისწინებული აივ/შიდსით პაციენტები. მიგვაჩნია, რომ აივ/შიდსით პაციენტები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ჯგუფია COVID-19-ის თვალსაზრისით - არანაკლები, ვიდრე მაგ. ტუბერკულოზით ავადმყოფები, ჰემოდიალიზზე მყოფი პირები და სხვ. შემდეგი მიზეზების გამო:
· აივ/შიდსით პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, რის გამოც მათი მოწყვლადობა ნებისმიერი ინფექციის, მათ შორის COVID-19-ის მიმართ, იმუნოკომპეტენტურ პირებთან შედარებით გაცილებით მაღალია.
· COVID-19 აივ/შიდსით პაციენტებში, როგორც წესი, უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე იმუნოკომპეტენტურ პირებში.
· რიგი ცნობილი მიზეზების გამო (ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება, მსმ კავშირები და სხვ.) აივ/შიდსით პაციენტებს შორის COVID-19-ით ერთმანეთის დაინფიცირების ალბათობა გაცილებით მეტია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში.
მიგვაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, აივ/შიდსით პაციენტები უნდა იყვნენ შეყვანილი სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალში და მათი COVID-19-ზე კვლევის დაფინანსება მოხდეს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.
გთხოვთ, განიხილოთ აივ/შიდსით პაციენტების ზემოთაღნიშნულ პირთა ნუსხაში შეყვანის საკითხი და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გაკეთდეს შესაბამისი შესწორება/დამატება მთავრობის განკარგულებაში.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი
პროფესორი