| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 2020 ბიუჯეტი |
| Cc : | tgabunia@moh.gov.ge; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Received On : | 07.10.2019 16:59 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
ა.წ. პირველ ოქტომბერს ჩვენს მიერ გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა 2020 წლის ბიუჯეტს დამატებით მოგახსენებთ შემდეგს:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში
სამწუხაროდ არაა გათვალისწინებული ცენტრის მიერ ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების 2020 წლის ბიუჯეტების ზრდა 14,0 მლნ ლარით, მაშინ როცა საბიუჯეტო განაცხადის ტექსტურ ნაწილში დატოვებულია ყველა ახალი ვალდებულება ადექვატური დაფინანსების
გარეშე. კერძოდ, ცენტრს 2020 წელს ემატება შემდეგი ახალი ვალდებულებები:
1.
სისხლის უსაფრთხოების გაუმჯობესება ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების)
ტესტირების დანერგვის გზით, რაც ერთი მხრივ წარმოადგენს
„საქართველოში C
ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს N1704 განკარგულებით, ხოლო მეორე მხრივ
ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
2.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 სექტემბრის N01-60/ნ ბრძანებით დამტკიცებული აცრების ახალი ეროვნული კალენდრის საფუძველზე, 2020 წლიდან იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
ორი ახალი ვაქცინის დანერგვა: 11-13 წლის ასაკის გოგონების ვაქცინაციისთვის ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და 18 თვის და 5 წლის ასაკის ბავშვების ასაცრელად ოთხკომპონენტიანი დიფტერია/აცრეულარული ყივანახველა/ტეტანუსი /ინაქტივირებული პოლიომიელიტის
ვაქცინის დანერგვა.
3.
ტუბერკულოზის მართვისა და აივ-ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა გლობალური ფონდიდან გადმობარებული ვალდებულებების ფარგლებში.
4.
„ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 აპრილის N869 განკარგულებით ნაკისრი ვალდებულება, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის ღონისძიებების
გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით - ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მინიმალურად დასაშვებ ზღვარზე მაღალია, ხოლო 16%-ში ძალიან მაღალია. შესაბამისად, ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური სამედიცინო სერვისებით.
5. B
და
C
ჰეპატიტზე ზედამხედველობის სენტინელური სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში.
6.
C
ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მასშტაბით საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ პირველადი ჯანდაცვის
დაწესებულებებში ინტეგრირებული სკრინინგის მოდელის დანერგვა.
7.
საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის არსებული შეთანხმებით (JTA)
ვალდებულების სრულად გადმობარება. შეთანხმების ფარგლებში,
ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს დამატებითი დაფინანსება.
ვაცნობიერებთ რომ იმ შემთხვევისთვის, თუ არ განხორციელდა ბიუჯეტის 14,0 მლნ ლარით გაზრდა, რაც აუცილებელია ყველა დაგეგმილი აქტივობის სრულფასოვნად შესასრულებლად, ცენტრის
მიერ შემუშავდა 2020 წლისთვის დაგეგმილი ახალი ღონისძიებების განხორციელების ორი შესაძლო სცენარი: ნაკლებ პესიმისტური და პესიმისტური.
ნაკლებ პესიმისტური სცენარის მიხედვით ცენტრის მიერ
ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად 2020 წლის დაფინანსება, მოთხოვნილი 14 მლნ ლარის ნაცვლად, იზრდება მხოლოდ 7 მლნ ლარით, ხოლო დანარჩენი ნაწილის დაფარვა განხორციელდება იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომდევნო წლისთვის წინსწრებით
შესასყიდი ვაქცინების შესყიდვის გადავადების გზით, ასევე აივ-ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გლობალური ფონდიდან გადმობარებული ვალდებულების (მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო ტესტები და რეაგენტები) მკურნალობის ვაუჩერში გათვალისწინებით,
რაც ასევე მოგვცემს შეღავათიან პერიოდს, რომ არსებული მარაგების საფუძველზე, მინიმუმ 5-6 თვით გადავადდეს დაფინანსების საჭიროება და ამასთან არ იქნება საჭირო სადიაგნოსტიკო საშუალებების მარაგების წინასწარ შესასყიდად ფინანსური რესურსების 2020 წლის ბიუჯეტში მობილიზება.
უარი უნდა ვთქვათ მალაროგენული და შავი ზღვისპირა რეგიონებში გადამტანების წინააღმდეგ საჭირო ინსექტიციდების მარაგების წინასწარ შექმნაზე და შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ პერიოდისთვის საჭირო საქონლის შეძენით
ნაკლებ პესიმისტური სცენარის პირობებში, მოგვიწევს უარის თქმა იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით ვაქცინების წინსწრებით მომარაგების დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და შესაძლოა გარკვეული
რისკების წინაშე აღმოვჩნდეთ მათი უწყვეტი მომარაგების კუთხით, რაც ბოლო 7 წლის მანძილზე პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა.
პესიმისტური სცენარის მიხედვით ცენტრის მიერ ადმინისტრირებადი
სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად 2020 წლის დაფინანსების იმავე მოცულობით დატოვების შემთხვევაში, რაც წარდგენილი იქნა პირველადი განაცხადით, მომავალი წლის დამატებითი ვალდებულებების შესასრულებლად:
1. მიმდინარე წელს უარი უნდა ვთქვათ ვაქცინების ცივი ჯაჭვის სისტემის განახლებაზე და გამოთავისუფლებული რესურსი მივმართოთ უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში, რათა მიმდინარე
წელს წინსწრებით შესყიდული იქნას მომავალ წელს საჭირო ტესტებისა და რეაგენტების გარკვეული ნაწილი.
2. მომავალ წელს მთლიანად უარი უნდა ვთქვათ ვაქცინების წინსწრებით შესყიდვაზე და გამოთავისუფლებული რესურსი მივმართოთ სხვა პროგრამებში არსებული მიმდინარე საჭიროებების დასაფინანსებლად.
3. ბავშვების ტყვიაზე ბიომონიტორინგის ღონისძიებების მოსარგებლეთა ასაკი 18 წლის ნაცვლად შევამციროთ 7 წლამდე ასაკით.
4. აივ-ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გლობალური ფონდიდან გადმობარებული ვალდებულების (მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო ტესტები და რეაგენტები)
მკურნალობის ვაუჩერში გათვალისწინებით, მინიმუმ 5-6 თვით გადავავადოთ დაფინანსების საჭიროება და ნულამდე დავიყვანოთ სადიაგნოსტიკო საშუალებების მარაგების წინასწარ შესასყიდად ფინანსური რესურსების 2020 წლის ბიუჯეტში მობილიზების საჭიროება.
5. შევამციროთ
C
ჰეპატიტის სკრინინგის არეალი იუსტიციის სახლებში და დავტოვოთ მხოლოდ დიდ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, გორი, მარნეული).
6. უარი ვთქვათ მალარიოგენული და შავი ზღვისპირა რეგიონებში გადამტანების წინააღმდეგ საჭირო ინსექტიციდების მარაგების წინასწარ შექმნაზე და შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ პერიოდისთვის
საჭირო საქონლის შეძენით.
ამ სცენარის შემთხვევაში რისკის ქვეშ დადგება ვაქცინების უწყვეტი მომარაგება, რაც ბოლო 7 წლის მანძილზე პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, ვაქცინების შენახვის მოძველებული და
ხშირ შემთხვევაში მწყობრიდან გამოსული ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის პირობებში მაღალია რისკი ვაქცინების უსაფრთხოდ შენახვის კუთხით, ყველა ბავშვი ვერ ისარგებლებს ტყვიის ბიომონიტორინგის სერვისებით, შესაძლოა დროულად ვერ დამუშავდეს მალარიოგენული და შავიზღვისპირა ტურისტული
რეგიონები, დასამუშავებლად საჭირო ინსექტიციდებით მომარაგების დაგვიანების გამო.
ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების სამივე შესაძლო სცენარი (რეალისტური, ნაკლებად პესიმისტური და პესიმისტური) საჭიროებს შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში ცვლილებების
განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას დაფინანსების შესაძლო ვარიანტთან მიმართებაში, რათა ცენტრის მიერ დროულად განხორციელდეს ნორმატიულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება და წარდგენა.
ვფიქრობთ სასურველია ყველა ამ საკითხის დეტალური განხილვა, თუ იქნება შესაძლებლობა თქვენი პირადი მონაწილეობით, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შესაბამისი გადაწყვეტილებების
მისაღებად, რათა დროულად მოვამზადოთ 2020 წლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამები.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
მ. ასათიანის 9, თბილისი 0186
ტელ/ფაქსი: +995 32 2311755
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge