| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 20-21 მაისი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 21.05.2020 09:28 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
20 მაისი
ტელევიზია
20.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 14:00
Link: 20.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 14:00
კარალეთის დევნილთა დასახლებაში სათამაშო სკვერი, მოსასვენებელი მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოეწყო. გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, დევნილთა დასახლებაში ათი მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. ბესარიონ სიმონიშვილი აცხადებს, რომ პროექტი საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობით განხორციელდა.
20.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 20.05.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. უწყების ინფორმაციით, ამჟამად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა სამსახურის მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.
20.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 20.05.2020 - I არხი - მოამბე 15:00
ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. ბოლო ინფორმაციით, აფხაზეთში კოვიდ 19 25 პირს აქვს დადგენილი. გარდაცვლილია ერთი პაციენტი. ოკუპირებულ ცხინვალში 4 დღეა კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღრიცხულია 34 პაციენტი. 2. ახალი კოიდინიფიცირებული პაციენტები არ ჰყავს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკა გუშინ სამმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა. ამ მომენტში კლინიკაში 26 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ერთი მცირეწლოვანი პაციენტი დაემატა ბოჭორიშვილის კლინიკას, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
Link: 20.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
ბათუმის მერიის ინსპექტირების სამსახური სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ამოწმებს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისობას ადგენენ და დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილებას აძლევენ. ბათუმში უკვე 25-მდე სალონი შეამოწმეს, რამდენიმე მათგანს კი მითითება მისცეს. ობიექტებში სავალდებულოა სავარძლების ორმეტრიანი დისტანციით დამონტაჟება, გამჭვირვალე ბარიერების მოწყობა, ასევე დეზობარიერის, სადეზინფექციო საშუალებების და დისტანციური თერმომეტრის შეძენა. პერსონალმა კი ხელთათმანებითა და პირბადეებით უნდა იმუშაოს.
20.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 20.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
საჩხერის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერილ კოვიდ პაციენტს კორონავირუსი ხელახლა დაუდასტურდა. პროტოკოლის თანახმად, გამოჯანმრთელებულ მამაკაცს კლინიკაში ორჯერ ჩაუტარდა ტესტირება და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. ამის შემდეგ 31 წლის მოქალაქე უკვე კარანტინში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ მორიგი PCR ტესტირებამ აჩვენა, რომ პაციენტი კვლავ კორონავირუსითაა ინფიცირებული. ავადმყოფი ან ისე გაწერეს, როგორც გამოჯანმრთელებული და შეცდომა იქნა დაშვებული, ან საქმე გავქვს სამედიცინო შემთხვევასთან, როცა ვირუსმა მიიძინა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ გააქტიურდა.
20.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 20.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
COVID-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, როგორც სამედიცინო მოწყობილობების შემთხვევაში, ისე საკვები პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ზოგ შემთხვევაში მმართველი პარტიის შემომწირველ კომპანიებს უფორმდებათ. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 24 აპრილს გამარტივებული შესყიდვის მორიგი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსის გამოსავლენად ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა.
20.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 20.05.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ბოლნისში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსი ცხრა პირს დაუდგინდა . მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. პაციენტები სოფელ მუშევანის მცხოვრებლები არიან. სოფელ მუშევანში და სოფელ გეტაში ამ დროისთვის რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. მიმდინარეობს ადგილობრივების ტესტირება. მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში.
20.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 20.05.2020 - I არხი - მოამბე 18:00
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ის ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 713, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 475, გარდაცვლილი კი 12 პირია. კარანტინის რეჟიმში – 3 519, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი 351 მოქალაქე რჩება. ახალი კოიდინიფიცირებული პაციენტები არ ჰყავს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკა გუშინ სამმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა. ამ მომენტში კლინიკაში 26 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ერთი მცირეწლოვანი პაციენტი დაემატა ბოჭორიშვილის კლინიკას, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
20.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 20.05.2020 - I არხი - მოამბე 18:00
აშშ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს დახმარებას განაგრძობს - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, საქართველო პანდემიის წინააღმდეგ კარგად იბრძვის, ისევე, როგორც ქართველი ექიმები. ელჩმა აშშ-სა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავებაზეც გაამახვილა ყურადღება. კელი დეგნანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ებრძვის პანდემიას, ამ ომში ეხმარება მსოფლიოსაც და საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას გეგმავს.
20.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 20.05.2020 - I არხი - მოამბე 21:00
„კოვიდ-19“-ზე ტესტირების სამიზნე ჯგუფებს სატვირთო მანქანების მძღოლები დაემატება. მეზობელ ქვეყნებში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოში შემოსული ყველა ტრაილერის მძღოლი „პისიარ ტესტირებას“ დაექვემდებარება. ბოლო დღეებში ზუგდიდსა და ზესტაფონში ინფიცირების ორი ახალი ფაქტი სწორედ ტრაილერის მძღოლებს უკავშირდება. ორ დღეში ახალი კვლევის ჩატარება იგეგმება ბოლნისში. იმის დასადგენად, თუ როგორია ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი, ორი ადგილი შეირჩა – ბოლნისი, როგორც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონი და თელავი – მწვანე ზონა, სადაც დღემდე ერთი ფაქტიც არ არის დადასტურებული. სწორედ ამ კვლევის შედეგები გადაწყვეტს, თუ რა ზომები უნდა მიიღონ მომავალში ბოლნისთან დაკავშირებით.
20.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 20.05.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
1. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 713, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 475, გარდაცვლილი - 12, კარანტინის რეჟიმშია 3519 პაციენტი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351. 2. ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში 106 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება საქართველოს, ინფიცირებულთა 67 % უკვე გამოჯანმრთელდა.
20.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 20.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
საქართველოში კორონავირუსის განმეორებითი სამი შემთხვევა დადასტურდა. ერთი პაციენტი 31 წლის კაცია. იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრში 3 კვირა ბოქსირებულ სექტორში კოვიდ 19-ის დიაგნოზით მკურნალობდა. კლინიკა 1 მაისს, როგორც გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. ერთი კვირის შემდეგ მას ისევ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდა. ბიოლოგიური ნიმუშის 2-ჯერ გადამოწმების შემდეგ კვლავ დადებითი პასუხები მიიღეს. პაციენტი თვითიზოლაციიდან ისევ ბოქსირებულ განყოფილებაში დააბრუნეს. 31 წლის კაცი საფრანგეთიდან საქართველოში აპრილის დასაწყისში დაბრუნდა. კორონავირუსი 12 აპრილს დაუდასტურდა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
Link: 20.05.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
ექსკლუზიური ინტერვიუ კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან, რომელსაც უთხრეს, რომ განკურნებულია, კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ ვირუსი ისევ დაუდგინდა-ასეთი უკვე სამი შემთხვევაა საქართველოში სხვადასხვა საავადმყოფოებში. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს ვირუსის ნარჩენებით, რომელიც საზოგადოებისთვის საშიში არაა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 20.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი 11 ით გაიზარადა და ქვეყნის მასშტაბით 713-ს შეადგენს. ბოჭორიშვილის კლინიკას 1 ახალი პაციენტი დაემატა, რომელიც არასრულწლოვანია. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 9 ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო 2 საკარანტინო სივრციდან არის გადმოყვანილნი. დღეიდან შეზღუდვების მოხსნის კიდევ ერთი ეტაპიც იწყება. მოქალაქეებს სამკურნალოდ თურქეთში წასვლა შეეძლებათ.
20.05.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 20.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
27დან 14მდე შემცირდა აჭარაში არსებული საკარანტინე სივრცეები. სასტუმროებში არსებულ ვითარებას რეგიონს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. უწყების მონაცემებით ამ დროისთვის აჭარაში საკარანტინო სასტუმროში 1155 მოქალაქე იმყოფება.
21 მაისი
ტელევიზია
21.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 21.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მართალია, მოსახლეობა შეზღუდვებით დაღლილია, თუმცა ეს აუცილებელია, რათა ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს. პაატა იმნაძის თქმით, გარკვეული შეზღუდვები იხსნება, თუმცა ამ მიმართულებით ფრთხილი ნაბიჯებია საჭირო. პაატა იმნაძემ მაგალითად სომხეთი მოიყვანა, სადაც როგორც აღნიშნა, შეზღუდვების ერთდროულად მოხსნის შემდეგ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ვირუსის იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოში მთლიანად არის გამოვლენილი.
21.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 21.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ინფექციონისტის ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტი ორი კვირის წინ, ტესტზე ზედიზედ ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ გაწერეს და პროტოკოლის თანახმად, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. სისტემაში და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში შესაძლოა, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს, ამ პერიოდში პაციენტი გადამდები არაა და გარშემომყოფთათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.
21.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 21.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00
კასპის მუნიციპალიტეტში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
21.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 21.05.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ძირითდად სოციალური დისტანცირების კუთხით დარჩება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს - ამის შესახებ დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა პრესკონფერეცნაიზე განაცხადა.
21.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - იმედის დილა
Link: 21.05.2020 - იმედი - იმედის დილა
ახლა ბოჭორიშვილის კლინიკის მაგალითზე ვნახავთ თუ რა ხდება კლინიკებში, სადაც კორონავირუსს ებრძვიან. იმედის ჟურნალისტებმა თამარ ბუბაშვილმა და ოპერატორმა თორნიკე მაისაშვილმა ერთი სრული დღე გაატარეს კლინიკაში, სადაც არა მარტო კოვიდ 19-ს არამედ სხვა, კიდევ უფრო საშიშ ინფექციებსაც ებრძვიან.
21.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 21.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
22 მაისიდან ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა იწყება. გამოკვლევები 5 დღის განმავლობაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდება. ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული რა დამატებითი ღონისძიებები დაიგეგმება მომავალში ორივე მუნიციპალიტეტში. შემდგომ ეტაპზე კი იგეგმება სატვირთო ავტომობილის მძღოლების, ფარმაცევტულ და სტომატოლოგიურ სფეროში მომუშავე პერსონალის შემოწმებაც.
21.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 21.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის მიუხედავად, როდის, რა პრინციპებისა და წესების დაცვით ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეს ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე ამუშავდება, თუმცა მას ზუსტი თარიღის დასახელება უჭირს.
21.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 21.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
კასპის მუნიციპალიტეტში არსებული საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ფარნავაზის ქუჩაზე წლების განმავლობაში მცხოვრებ ოჯახებს ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ. მიმდინარე წელს, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. ბესარიონ სიმონიშვილი: "სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით დავიწყეთ პროცედურები, რომელიც წელიწადზე მეტი გაგრძელდა. კასპის მუნიციპალიტეტში 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავეცით საცხოვრებელი ფართები".
21.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 21.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის პერიოდში სამსახური 78 ათასმა ადამიანმა დაკარგა, თუმცა უწყება ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია. მათივე ინფორმაციითმ დასაქმებულების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს 20 ათასამდე დამსაქმებელმა მიაწოდა. მთავარი ფინანსური უწყება დამსაქმებლებს მოუწოდებს დროულად წარადგინონ შესაბამისი ინფორმაცია, რათა დასაქმებულებმა კუთვნილი კომპენსაცია მიიღონ.
21.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 21.05.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ძირითდად სოციალური დისტანცირების კუთხით დარჩება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა პრესკონფერეცნაიზე განაცხადა.
21.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 21.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
10. საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების უკვე სამი შემთხვევა ფიქსირდება. ამჯერად, კოვიდ 19 განმეორებით დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც მკურნალობის შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. ორი კვირის წინ მას ზედიზედ ორჯერ ჩაუტარეს ტესტირება და ტესტმა ორივეჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა, რის საფუძველზეც მან კლინიკა დატოვა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
20 მაისი
ინტერნეტ სააგენტო
20.05.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 20.05.2020 - ბიპიენ.ჯი
6 დღის განმავლობაში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 29 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა. როგორც ცნობილია, 15 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დაიწყო თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი დახმარების მისაღებად. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა რამდენმა თვითდასაქმებულმა შეავსო განაცხადის ფორმა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 20 მაისის 12:00 საათის მდგომარეობით, რეგისტრაცია 29 547-მა თვითდასაქმებულმა გაიარა.
20.05.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - 2020ნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, 30 ათასი სწრაფი ტესტი შეიძინა. ანტისხეულების ტესტების მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს. ტესტები შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 713-მდე გაიზარდა, 475პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. მსგავსი თემები
20.05.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 20.05.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ანტისხეულების 30 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს. "აღნიშნული სწრაფი ტესტები ლიცენზირებულია ჩინეთის მთავრობის მიერ, ჩვენმა პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო.
20.05.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 20.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტები უტარდება, ტრაილერების მძღოლები დაემატება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. “ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ აუცილებელ მანდატორულ ტესტირებების სამიზნე ჯგუფებს დაემატოს ტრაილერების მძღოლები.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სკოლებში და ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყება.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 მაისიდან ბოლნისსა და თელავის მუნიციპალიტეტებში ე.წ. სეროპრევალენტური კვლევა ჩატარდება. მისი თქით, კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 დღის განმავლობაში ჩატარდება.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პრევენციის თვალსაზრისით ტესტირების სამიზნე ჯგუფს დაემატებიან ტრაილერების ის მძღოლები, რომლებიც საქართველოში რჩებიან. როგორც ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ ჩართვისას განაცხადა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ბოლნისისა და თელავის მოსახლეობას ტესტირება ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სწრაფი ტესტების მეშვეობით ჩაუტარდებათ. ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკვე შერჩეულია კვლევის მონაწილეთა სია.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ბევრი მოსაზრებაა კორონავირუსის მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაზე, ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს გარდა ღმერთისა , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
20.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 20.05.2020 - კვირა.ჯი
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დრომდე არ მუშაობს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაშინ ამუშავდება, როდესაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მხრიდან მითითებები გაკეთდება.
20.05.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 20.05.2020 - რეპორტიორი.ჯი
ქედაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, სისხლი გაიღეს მოხალისეებმა, თვითმმართველობის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ. როგორც გორგილაძემ განაცხადა, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად აქციაში 50-მდე მოხალისე ჩაერთო.
20.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 20.05.2020 - კვირა.ჯი
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების 67 პროცენტია გამოჯანმრთელებული, რაც კარგი მაჩვენებელია. „საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს 713 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 42 408 გამოკვლეული ადამიანიდან.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, თუ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ყოფნის საჭიროება არ არის, სამსახურებმა დისტანციურ რეჟიმში მუშაობა კვლავ შეინარჩუნონ. როგორც ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას იმ ადამიანებს უნდა მიეცეთ უპირატესობა, ვისაც ეს მეტად სჭირდება. მისივე თქმით, გადატვირთული ავტოტრანსპორტი საფრთხედ დიდხანს დარჩება. „სამსახურების უმრავლესობა ონლაინრეჟიმზე არიან გადასულები და თუ იძლევა ამის შესაძლებლობას სამსახური, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია ამ ტიპის მუშაობის გაგრძელება.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ახლა რომ იგივე მასშტაბით იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მალე მივიღებთ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, როდესაც COVID19-ის პრევენციის მიზნით როგორც ჯანმრთელ, ისე დაავადებულ ადამიანს უკეთია პირბადე, ეს დაინფიცირების რისკს თითქმის 95%-ით ამცირებს. ამით პაატა იმნაძემ „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას დასმულ კითხვას უპასუხა, ეფექტური და რეკომენდირებულია თუ არა ჯანმრთელი ადამიანის მიერ პირბადის გამოყენება.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, სავარაუდოდ, მალე გაიცემა, რადგან „იქ დიდი ხანია ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურიზმს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების კუთხით რისკები ახლავს, თუმცა კორონავირუსთან თანაცხოვრების პრინციპების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, შესაძლებელია ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდეს, თუმცა სწრაფი რეაგირების გეგმით ფართომასშტაბიანი ეპიდემია თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საოფისე სივრცეებში მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად აუცილებელია დავიცვათ სხვა წესებიც, როგორიცაა განიავება, ხშირი დალაგება სველი წესით, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. „ოფისებსა და დახურულ სივრცეში მუშაობისას წესების დაცვაში მხოლოდ მანძილი და ფიზიკური დისტანცირება არ იგულისხმება.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
„ზოგი ჭირი მარგებელიაო“, კარგად ვისწავლეთ ხელების დაბანა და დამუშავება , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პირადი ჰიგიენის დაცვით გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციაც შესაძლებელია. „კარგია, რომ ჩვენ ყველამ ერთად უფრო მეტი ყურადღება გავამახვილეთ პირად და საზოგადოების ჰიგიენაზე.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევაა აღწერილი. მისივე თქმით, ჯერჯერობით არსებული მეცნიერული მტკიცებულებებით ეს გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „რეინფიცირება არ არის უცნაური მოვლენა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
წლევანდელი მეთორმეტეკლასელები გამონაკლისები იქნებიან და მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ როდესაც სკოლას ამთავრებდნენ, პანდემიის გამო მათ ბოლო ზარი სკოლებმა დაურეკეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
20.05.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 20.05.2020 - რეპორტიორი.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც შეუერთდნენ. ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, რომელშიც საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ,-ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მან „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას მაგალითად სომხეთი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმების მიუხედავად, ბოლო 3 დღეში კორონავირუსის იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, შეკითხვას: ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საშუალებას.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსზე ტესტი ტრაილერების მძღოლებს ჩაუტარდებათ და ასევე იგეგმება სტომატოლოგებისა და ფარმაცევტების ტესტირება. როგორც ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გამყრელიძემ განაცხადა, სტომატოლოგები გადამზადდებიან, რათა ტესტის ნიმუშის აღება თავად მოახერხონ. ამასთან, გამყრელიძე ასახელებს ადამიანთა იმ ჯგუფებს, ვისაც ამ ეტაპზე კორონავირუსის ტესტი უტარდება.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ყველაფერი შეჯერდება და ერთად მოვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ტიპის შეზუდვები შეიძლება დარჩეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ , - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რომელიც ზოგიერთი შეზღუდვის შესაძლო გაგრძელებას ეხებოდა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სლოგანი, რაც დღემდე გვაქვს, - „ დარჩი სახლში“ თანდათანობით შეიცვლება სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდხანს დარჩება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დარჩეს ხანგრძლივად.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კორონაც ვირუსული დაავადებაა და მასაც შეიძლება ჰქონდეს კავასაკის სინდრომის გართულება ან მისი მსგავსი კლინიკური გამოხატულება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძემ პედიატრებს მიმართა, კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან დაავადება ძირითადად ბავშვებში ვლინდება.
20.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 20.05.2020 - კვირა.ჯი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, NCDC სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 94 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, აქედან 29 ე.წ. ტრაილერის კლასტერის კონტაქტებს ეკუთვნოდა, 94-ვე პაციენტს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
20.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 20.05.2020 - კვირა.ჯი
კარალეთის დევნილთა დასახლებაში დასასვენებელი სკვერი, სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოეწყო. შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა – ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა – ვინსენტ დონტომ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა მოინახულეს.
20.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 20.05.2020 - კვირა.ჯი
კახეთის რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს. გასული დღე- ღამის განმავლობაში ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 293 ნიმუშიდან 205 ტესტის პასუხი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა აგანაცხადა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 20.05.2020 - ინფო9
ბევრი მოსაზრებაა კორონავირუსის მეორე, მესამე და მესამე ტალღაზე. დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსალოდნელია ევროპაში იყოს მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაც, თუმცა ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 20.05.2020 - ინფო9
„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, 713 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული 42 408 გამოკვლეული ადამიანიდან. ზოგადად, „პისიარ“ ტესტირება ქვეყანაში ჩატარებულია 45 000-მდე, აქედან დაახლოებით 3000 განმეორებითი ტესტირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 20.05.2020 - ინფო9
ყველაფერი შეჯერდება და ერთად მოვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ტიპის შეზუდვები შეიძლება დარჩეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ , - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას, რომელიც ზოგიერთი შეზღუდვის შესაძლო გაგრძელებას ეხებოდა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 20.05.2020 - ინფო9
სლოგანი, რაც დღემდე გვქონდა, - „ დარჩი სახლში“ თანდათანობით შეიცვლება სლოგანით, რომ „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდხანს დარჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 20.05.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე ამუშავდება, თუმცა როგორც მან განმარტა, ზუსტი თარიღი მისთვის უცნობია, რადგან გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს. „ყველაზე ახლო, რაც შემიძლია გითხრათ, 22 მაისს გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. დღესაც ითქვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ - ჩვენ ვხედავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითებს. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ეს არ იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ იქნება ძალიან მალე", - თქვა გამყრელიძემ.
20.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 20.05.2020 - კვირა.ჯი
ოკუპირებული ახალგორიდან საქართველოს ცენტრალურის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი 63 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში დაიღუპა .
20.05.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 20.05.2020 - ინფო9
პანდემიის პირობებში დიდი გამოწვევაა ეკონომიკების აღდგენა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, გააგრძელებს პარტნიორობას და მეგობრობას საქართველოსთან, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ეკონომიკურ ზრდას და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში დღეს გამართულ ონლიან პრესკონფერენციაზე განაცხადა. კელი დეგნანის თქმით, აშშ თავისი მეგობრის, საქართველოს გვერდით იდგება.
20.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 20.05.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც შეუერთდნენ. ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, რომელშიც საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.
20.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 20.05.2020 - კვირა.ჯი
“გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – ქედაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, სისხლი მოხალისეებმა, თვითმმართველობის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ გაიღეს. როგორც გორგილაძემ განაცხადა, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად აქციაში 50-მდე მოხალისე ჩაერთო. “უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის აქცია დღევანდელ ვითარებაში, როცა ყველა ერთად ვიბრძვით პანდემიის დასამარცხებლად.
20.05.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 20.05.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პარასკევიდან ბოლნისსა და თელავის მუნიციპალიტეტებში ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა დაიწყება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. "ერთნაირი მიდგომით, ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 დღის განმავლობაში ამ კვლევებს ჩავატარებთ და ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული თუ რა დამატებით ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში", — თქვა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძის განმარტებით, კვლევა ტარდება, რათა დადგინდეს როგორია კორონავირუსის გავრცელება მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკონტროლოდ აღებულია თელავის მუნიციპალიტეტი.
20.05.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - მედიანიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, დღეს 12:00 საათის მონაცემებით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით 29 547 ადამიანია დარეგისტრირებული. რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კომპენსაციების მიმღები პირები, რეგისტრაციის მიზნით უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს. კერძოდ, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი. ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები; მეწარმე ფიზიკურ პირები; პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას; მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები; ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა.
20.05.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 20.05.2020 - პია.ჯი
აქციის ფარგლებში, სისხლი გაიღეს მოხალისეებმა, თვითმმართველობის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ. როგორც გორგილაძემ განაცხადა, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად აქციაში 50-მდე მოხალისე ჩაერთო. „უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის აქცია დღევანდელ ვითარებაში, როცა ყველა ერთად ვიბრძვით პანდემიის დასამარცხებლად.
20.05.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 20.05.2020 - პია.ჯი
"მიმდინარეობს მუშაობა, რომ აუცილებელ მანდატორულ ტესტირების ე.წ. სამიზნე ჯგუფებს ტრაილერების მძღოლები დაემატოს", - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და ლაგდება ლოჯისტიკური სქემა. "დღესაც მიმდინარეობდა მუშაობა შესაბამის სტრუქტურებთან.
20.05.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 20.05.2020 - ბიემ.ჯი
„სლოგანი, რაც დღემდე გვქონდა - „დარჩი სახლში“, თანდათანობით შეიცვლება სლოგანით, რომ „ვისწავლოთ covid-თან თანაცხოვრება“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ-პრესკონფერენციაზე კითხვას იმის თაობაზე, თუ რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დარჩეს ქვეყანაში ხანგრძლივად. „მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდ ხანს დარჩება. არავის სიამოვნებს პირბადით სიარული დაწესებულების შიგნით, მაგრამ დახურულ სივრცეებში და შეკრებების დრო პირბადე დიდ ხანს დარჩება.
20.05.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 20.05.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეთრიწყაროს გახსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. მისივე თქმით, იქ უკვე დიდი ხანია აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები. „ახლა ჩაკეტილია ბოლნისის ორი სოფელი და თეთრიწყარო ისევ.
20.05.2020
მედია საშუალებები: მარშალპრეს.ჯი
Link: 20.05.2020 - მარშალპრეს.ჯი
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გზაში გარდაიცვალა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 20.05.2020 - ბიემ.ჯი
ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.
20.05.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 20.05.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც შეუერთდნენ. ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, რომელშიც საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ. სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანიც ჩაერთო.
20.05.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 20.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსისგან პაციენტთა 67% გამოჯანმრთელდა. ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე საერთო სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა: „საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს 713 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 42 408 გამოკვლეული ადამიანიდან.
20.05.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 20.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
„პარასკევიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტში ვიწყებთ ე.წ. სერო-პრევალენტობისკვლევას“ – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ორივე მუნიციპალიტეტში კვლევა შერჩევითი პრინციპით მოხდება. ეს აუცილებელია, რათა დავადგინოთ, როგორია გავრცელება კოვიდინფიცრებისა მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არა მხოლოდ ორ სოფელში. საკონტროლოდ ავიღეთ კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კერძოდ თელავი. ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 5 დღის განმავლობაში, პარასკევიდან მოყოლებული ამ კვლევებს ჩავატარებთ და ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
20.05.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 20.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
საგანმანათლებლო დაწესებულებებში COVID-19-ის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი კამპანია დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
20.05.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 20.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
„სლოგანი, რაც დღემდე გვაქვს, – „ დარჩი სახლში“ თანდათანობით შეიცვლება სლოგანით – „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გარკვეული სახის შეზღუდვები დარჩება, რომლი დაცვაც მოსახლეობას მინიმუმ შემოდგომამდე მოუწევს. „მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდხანს დარჩება. ხომ იცავთ წესს სასურსათო მაღაზიებში შესვლისას, ძალიან კარგი იყო, რომ ამ წესს ჩვენი საზოგადოება იცავდა და იცავს. ახლა, უკვე თანდათან სხვა ტიპის მაღაზიები იხსნება.
20.05.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 20.05.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
რა თქმა უნდა, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვაც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მისი თქმით, ბევრი რეგულაცია იხსნება, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო. „რა თქმა უნდა, მანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების აკრძალვაც მოიხსნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ამ ზაფხულს კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით არ შევხვდეთ“, - თქვა იმნაძემ.
20.05.2020
მედია საშუალებები: მარშალპრეს.ჯი
Link: 20.05.2020 - მარშალპრეს.ჯი
6 დღის განმავლობაში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 29 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა. როგორც ცნობილია, 15 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დაიწყო თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი დახმარების მისაღებად.
21 მაისი
ინტერნეტ სააგენტო
21.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 21.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლები მუშაობას დღიდან, 21 მაისიდან COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შენობაში შესვლისას მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა.
21.05.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 21.05.2020 - პია.ჯი
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური შეღავათების - სოციალური დახმარებების, უმუშევრად დარჩენილთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციების გაცემის საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან განიხილა.
21.05.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 21.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკუთარ ვებ-გვერდზე კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებში ჩატარდა. კვლევის მიზანი იყო ახალგაზრდების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესება იმ ფაქტორების გამოვლინებით რომლებიც გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, როგორიც არის ჯანმრთელობა, განათლება, სოციალური კონტაქტები, ოჯახი და პერსონალური თვისებები.
21.05.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 21.05.2020 - ბიემ.ჯი
საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლები მუშაობას დღეიდან COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ. როგორც bm.ge-ის პარლამენტიდან აცნობეს, შენობაში შესვლისას მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა.
21.05.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 21.05.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
კასპის მუნიციპალიტეტში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
21.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 21.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კასპის მუნიციპალიტეტში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
21.05.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 21.05.2020 - ბიემ.ჯი
ყველას, ვისაც სახელმწიფო ანტიკრისიზული გეგმის ფარგლებში ეხმარება, სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. „გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. როგორც იცით, კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით იყო გადავადებული და გუშინ გადაწყდა, რომ ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური, ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვით ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა. ყველას, ვისაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს კრედიტი, ხოლო თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით. ეს ყველაფერი მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
21.05.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 21.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ტურისტებთან დაკავშირებით პაატა იმნაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ექსპერტი ფიქრობს, რომ ახლა ტურიზმისთვის ხელის შეშლა ეკონომიკას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.
21.05.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 21.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი
პანდემიის პერიოდში სამსახური 78 ათასმა ადამიანმა დაკარგა - ოფიციალურ მონეცემებს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს და იქვე ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია. ფინანანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ დამსაქმებელმა კომპანიებმა ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.
21.05.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 21.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი
კორონაპანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი სპეციალურ საიტზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაციას ავსებენ, თუმცა რეგისტრაციას მაინც ვერ გადიან. "მე გახლავართ ადამიანი, რომელსაც 2020 წლის თებერავალში ჩაერიცხა ბოლოს ხელფასი და ვარ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული, თუმცა გუშინ შემთხვევით ელექტრონული რეგისტრაციის ველში აღმოვაჩინე რომ მე ვარ დასაქმებული და აქედან გამომდინარე ვერ მოვხვდები ამ სიაში" - ამბობს სოფია ბერიძე მთავართან.
21.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 21.05.2020 - კვირა.ჯი
მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შემოსავლები შეუმცირდათ, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე. „რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების საბანკო სესხებს, გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან.