| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 20-21 აპრილი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 21.04.2020 08:34 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
20 აპრილი
ტელევიზია
20.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 20.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5 094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი.
20.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 20.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
9. კარანტინში მყოფები საკარანტინო პირობებს აპროტესტებენ. "მთავარ" არხს რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც ყვებიან, რომ 130-ზე მეტი ადამიანი სასტუმრო "ფორტუნადან" ჰუალინგის ერთ-ერთ სასტუმროში ისე გადაიყვანეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არცერთი რეკომენდაცია შესრულებული არ იყო. დისტანციას არავინ იცავდა და ერთ სივრცეში ათეულობით შესაძლო ინფიცირებულს უწევდა ყოფნა. საკარანტინე ზონაში გადაყვანილი 130 მოქალაქიდან უმეტესობას მოგზაურობის ისტორია არა აქვს.
20.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 20.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში 399 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათ შორის გამოჯანმრთელდა 93 პაციენტი, ოთხი კი გარდაცვლილია. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ლევან რატიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის, ასევე ყველა ექიმის რეკომენდაცია და დარჩნენ სახლში. „საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ჩვენი ყველა ექიმის მოწოდება არის სახლში დარჩენა, რათა როცა დგება პიკი, არ იყოს მოწოლა და არ განვითარდეს კლინიკების კოლაფსი.
20.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 20.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
კარანტინში მყოფი პირები საკარანტინო პირობებს აპროტესტებენ. მთავარ არხს რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც ჰყვებიან, რომ 130-ზე მეტი ადამიანი სასტუმრო ფორტუნადან ჰუალინგის ერთ-ერთ სასტუმროში ისე წაიყვანეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არცერთი რეკომენდაცია შესრულებული არ იყო. დისტანციას არავინ იცავდა და ერთ სივრცეში ათეულობით შესაძლო ინფიცირებულს უწევდა ყოფნა. სალომე ქურდიანი: "რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, ერთი პასუხი იყო, რომ ჩვენ შემდეგ ძალოვანებმა უნდა გაიარონ სავალდებულ კარანტინი, იყო პოლიციაზე საუბარი".
20.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 20.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
ხვალ, 21 აპრილს ზუსტად ერთი თვე შესრულდება, რაც საქართველო საგანგებო მდგომარეობით ცხოვრობს. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვადა გაეხანგრძლივებინა. დაწესებული შეზღუდვები 10 მაისამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. ზურაბ ჭიაბერაშვილი: "თავრობამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო იმ დარჩენილი 5-10%-ისთვის, რომელთაც სჭირდებათ მაინცდამაინც მთავრობის მხრიდან დაძალება, ოღონდ ვხედავთ, რომ ეს დაძალება არ გამოვიდა.
20.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 20.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანია გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმშია 5 094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 93 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა.
20.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 20.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამ კვირაში გახდება ცნობილი. თემაზე საკანონმდებლო ორგანოში ოთხაშაბაღთს და ხუთშაბათს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მთავრობა იმ შემთხვევაში მოიპოვებს მათ მხარდაჭერას თუკი ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს.
20.04.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
Link: 20.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
1. ექიმები კორონავირუსის პიკს უახლოეს ორ კვირაში ელოდებიან, ამ ეტაპზე მონაცემები დილის შემდეგ უცვლელია, 5 ახალი შემთხვევა სულ 399, გამოჯანმრთელებული კი 93. 2. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ამ ეტაპზე 22 პაციენტი რჩება ქუთაისის საავადმყოფოში. აჭარაში კოვიდ 19 კიდევ ერთ ქალს დაუდასტურდა, რომელიც ქობულეთის კლასტერიდანაა.
20.04.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
Link: 20.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
1. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ პარლამენტში, 22 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტს მოთხოვნა უკვე გაუგზავნა. დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება. საკითხი პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის ხელმოწერით უნდა დადასტურდეს.
20.04.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
Link: 20.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ პარლამენტში, 22 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. დეპუტატები ვირუსის ირგვლი არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ. ოპოიცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას და საგანგებო ბიუჯეტს წარადგენს. რომან გოცირიძე:"საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუ მთავრობა პარლამენტში ანტიკრიზისულ გეგმას და საგანგებო ბიუჯეტს წარმოადგენს".
20.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 20.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოვკელეული 21 საეჭვო პაციენტიდან კორონა ვირუსი არც-ერთ არ დაუდასტურდა. დაავადება კონტროლის იმერეთის სამართველოს უფროსის ინფორმაციით დღეს იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეებიდან არც-ერთი მოქალაქე არ გასულა. ამ დროისთვის კარანტინში 265 ადამიანი იმყოფება.
20.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 20.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
4.თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 2 ახალი პაციენტი მიიყვანეს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ. მამაკაცი 40 წელს გადაცილებული პირია, რომელსაც ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. პასუხები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგავნება. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. "დღეს იქნება განმეორებითი ტესტის პასუხები, რის შემდეგადაც გვეყოლება რამდენიმე გამოჯანმრთელებული.
20.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 20.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 19 აპრილის 21:00 საათიდან 20 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 85 მოქალაქე დააჯარიმა.
20.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 20.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
ხვალ, 21 აპრილს ზუსტად ერთი თვე შესრულდება, რაც საქართველო საგანგებო მდგომარეობით ცხოვრობს. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვადა გაეხანგრძლივებინა. დაწესებული შეზღუდვები 10 მაისამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. საგანგებო მდგომარეობის გასახანგძლივებლად მსჯელობაზე პარლამენტი, ოთხშაბათს, 22 აპრილს შეიკრიბება.
20.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 20.04.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
1. საქართველოში კორონავირუსი 399 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 93 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. ინფექციურ საავადმყოფოში 45 პაციენტი მკურნალობს, 5-ის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნული კლინიკიდან უკვე 50 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 36-ს კოვიიდ-19 უკვე დადასტურებული აქვს. 43 პაციენტი თბილისის ზღვის ჰოსპიტალშია. პირველ სუანივერსიტეტო კლინიკაში კი 54 შემთხვევაა. 2. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
20.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 20.04.2020 - I არხი - მოამბე 18:00
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი ჯერ არ დაწყებულა. „მოამბესთან“ამის შესახებ განცხადებას ამირან გამყრელიძე აკეთებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები.
20.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 20.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა უკვე 402 არია , მათ შორის გამოჯანმრთელებული კი 95 , ხოლო გარდაცვლილი 4 ადამიანია. ბოლო დღე-ღამეში 5 ახალი პაციენტი დაემატა ინფიცირებულთა რიცხვს. ეს გასულ კვირასთან შედარებით გაცილებით ცოტაა მაგრამ უცნობია ათეულობით ტესტის პასუხი. მოდუნების საბაბი არ გვაქვს , რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვის ბოლოს და მაისის დასაწყისში ვითარების გართულებას ელის.
20.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 20.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00
(1) დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 402 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 95 პაციენტი. ხვალისთვის ელოდებიან 20 პაციენტის ტესტების პასუხებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. უარყოფითია პასუხები ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც 95 ტესტირებულიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
20.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 20.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
1. კორონავირუსის ეპიდაფეთქება ეროვნულ გვარდიაში-მთავარი არხის ინფორმაციით, კარანტინში მყოფი 40 სამხედრო მოსამსახურიდან 8 ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
20.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
Link: 20.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
ბათუმში საკარანტინო ზონაში 50მდე ადამიანი საკვებით მოიწამლა. შემთხვევა, რომელიც 4 დღის წინ მოხდა და დღეს გახმაურდა სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე სწავლობს. რა მოხდა ბათუმის საკარანტინო სივრცეში და როგორია მოწამლულების მდგომარეობა.
20.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 20.04.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
საქართველო, კორონავირუსი და ეპიდემიის შედეგები - ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 402, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 95, გარდაცვლილი - 4. რისკისშემცველი სემთხვევებიდან გამომდინარე ამ დროისათვის კარანტინის რეჯიმში 4782 ადამიანია, სტაციონარში 503, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი - 3. 4. ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 8 ინფიცირებული ფიქსირდება, აქედან ერთი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასია, მეორე ბათუმის ინფექციურ კლინიკაში აღირიცხა. რა ხდება და როგორია ბოლო მონაცემები საქართველოს მასშტაბით.
20.04.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 20.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ პარლამენტში, 22 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტს მოთხოვნა უკვე გაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს უნდა მიმართოს.
20.04.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
Link: 20.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
ექიმების მთავარი რეკომენდაცია უცვლელია, სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად სახლში დარჩენა. ვირუსის პიკზე საუბარი ბოლო თვეა აქტიურად მიმდინარეობს, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სიტუაციას აკონტროლებენ და შემდგომშიც ასე იქნება, თუმცა თუკი შეთხვევები პროგნოზებს გადააჭარბებს, შესაძლოა შეიქმნას კრიზისი,. ამიტომ მთავარი რეკომენდაცია არის დარჩეთ სახლში განსაკუთრებით შემდეგი ორი კვირა.
21 აპრილი
ტელევიზია
21.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
Link: 21.04.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
თითქმის 5 თვეა დედამიწაზე ცხოვრება შეიცვალა. 1 თვეა ამ პროცესებს ჩვენც ვიზიარებთ. 21 მარტიდან, დღემდე 21 აპრილამდე საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ. საგანგებო მდგომარეობასთან ერთად გვიწევს ცხოვრება. საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში შეზღუდვები დააწესა, აიკრძალა ადამიანების თავშეყრა, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, აიკრძალა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა, ამოქმედდა ჯარიმები. 4 აპრილს კოვიდ 19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ერთი თვის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო შსს-მ 4878 ადამიანი დააჯარიმა.
21.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 21.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
კორონავირუსის 402 შემთხვევა, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ რჩება იმ კეთილსაიმედო პროგნოზის ფარგლებში, რომელზეც მოდელირების დროს ვსაუბრობდით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
21.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 21.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მათგან 3 ახალი პაციენტია.
21.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 21.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
გერმანიის მთავრობის ინიციატივით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 100 000 ერთეულამდე პირბადე და 2000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი გადასცა საჩუქრად. იმედი გვაქვს, რომ ეს მცირედი, მაგრამ საჭირო დროს გაწეული დახმარება საშუალებას მისცემს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალსა და საჯარო მოხელეებს უსაფრთხოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა.
21.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 21.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
5. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დღეს უნდა დასრულებულიყო 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ვადის გაგრძელებას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, თუ მმართველი გუნდი არ წარმოადგენს ანტიკრიზისულ გეგმას და საგანგებო ბიუჯეტს, რომლითაც დაეხმარებიან უსამსახუროდ დარჩენილ ოჯახებს.
21.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
Link: 21.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
დღეს 1 თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 30 დღეა, რაც ქვეყანაში საპეციალური შეზღუდვები მოქმედებს, რომელიც დღეს ღამემდეა ძალაში. ხელისუფლების გადაწყვეტილება უკვე ცნობილია, რასაც, დიდი ალბათობით, პრეზიდენტიც ეთანხმება - საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. საკანონმდებლო ორგანიში ხვალ ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე, თუ მმართველი გუნდი ვერ მოახერხებს ოპონენტების დარწმუნებას და დასაბუთებას, რა შედეგი გამოიღო სპეციალური ზომების მიღებამ ქვეყანაში, ოპოზიციური სპექტრი უპირობო მხარდაჭერას აღარ აპირებს.
21.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
Link: 21.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
მარტყოფის მამათა მონასტრის სასულიერო პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ბათუმის საკარანტინო ზონაში მყოფი 50-მდე პირი მოიწამლა. კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევები ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობასთან ერთად გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც მოიმატა.
21.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 21.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
ცნობილია ბოლნისიდან გამოგზავნილი ნიმუშების პასუხები. რაიონიდან, ლუგარის ლაბორატორიაში 95 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა, თუმცა, აქაც კოვიდ 19 არც ერთს არ დაუდასტურდა.
21.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 21.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
ბათუმის ერთერთ საკარანტინო სივრცეში მყოფი პირების მოწამვლის ფაქტზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დამატებითი განმარტება გაკეთდა. როგორც ნინო ნიჟარაძე განაცხადა, ორი დღის წინ მხოლოდ ორ პირს ჰქონდა გამოხატული ჩივილები როგორც ინტოქსიკაცისთვის, ასევე კორონავირუსისთვის დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ გადაიყვანეს ისინი კლინიკაში და ჩაუტარდათ მათ კვლევები.
21.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 21.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 408-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი. კარანტინის რეჟიმში რჩება 4779, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 561 პირი. აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
21.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 21.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. ჯანდაცვის
სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 20 000 უმაღლესი ხარისხის კორეული პისიარ ტესტი მიიღო საჩუქრად. 2. შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცის ფონდმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 19 პროექტი დააფინანსა. 3.
კარფური და გუდვილი 15-15 ათასი ლარით დააჯარიმეს.
20 აპრილი
ინტერნეტ სააგენტო
20.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.
20.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სახლში დარჩენა გამოიწვევს იმ ადამიანების ინფიცირების შემცირებას, რომლებიც შესაძლოა, კლინიკაში მოხვდნენ, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. რატიანმა კორონავირუსთან დაკავშირებული პიკსა და მოლოდინებზე ისაუბრა. მან მოსახლეობას მთავარი მოწოდების დაცვისკენ და სახლში დარჩენისკენ მოწოდა.
20.04.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 20.04.2020 - ბიემ.ჯი
საუნივერსიტეტო კლინიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა PCR ტესტები პარაკსევს, 17 აპრილს გადასცა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არ ჰქონიათ კლინიკაში PCR ტესტები, მათ ტესტირების ნაწილში პრობლემა არასდროს შექმნიათ. „უნიკალურია PCR ტესტები.
20.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული 75 შემთხვევაა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულია 54 ადამიანი, მარნეულში 15 ხოლო რუსთავში 8 პირი. რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა. როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშილმა ჟურნალისტებს განუცხადა გუშინ რეგიონში მხოლოდ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „გუშინ 4 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა ბოლნისში. სამედიცინო კლასტერიდან, ოჯახებიდან, სადაც ინფექცია დადასტურებული იყო, გაგრძელდა ოჯახის ერთ წევრთან და ექთანთან.
20.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
პირი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ოჯახთან ერთად მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ეს არ არის გარე შემთხვევა, - ამის შესახებ ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტის კონტაქტები გამოკვლეულია. „ე. წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულია ერთი ახალი შემთხვევა, როგორც დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა. ეს პიროვნება ოჯახთან ერთად იმყოფებოდა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბაისად, ეს არ არის გარე შემთხვევა, ანუ მეთვალყურეობის ქვეშ არსებული პერსონათა რიცხიდან იქნა ახალი შემთხვევა დადასტურებული.
20.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 20.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი სამი-ოთხი კვირა რთული იქნება. ამის შესახებ მან "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა. როგორც გამრელიძემ აღნიშნა, შიდა გავრცელების დაწყებიდან შემდეგი 7-8 კვირა რთულია ხოლმე. „ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული. ამიტომ ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 93 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილია. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4 782 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 503 პაციენტია.
21 აპრილი
ინტერნეტ სააგენტო
21.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 21.04.2020 - კომერსანტ.ჯი
ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბ-ნი ზურაბი მანამდეც აქვეყნებდა ტენდენციურ პოსტებს ჩვენს ქვეყანაზე, პოლიტიკურ სპექტრზე, ჯანდაცვის სისტემაზე და სხვ., "ასე მაგალითად ა.წ. 14 აპრილის პოსტში იგი სიტყვა-სიტყვით წერს „კორონაკრიზისმა საოცრად ეფექტური ლუსტრირება მოახდინა არამარტო ქართული პოლიტიკური სპექტრების, არამედ ქვეყნის შიდა ინტელექტუალური პოტენციალის და რაც მთავარია იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური გახრწნის ხარისხის, ფარისევლობის მიმართულებით.
21.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 21.04.2020 - კვირა.ჯი
ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ “პლაქვენილის” გამოყენება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.
21.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 21.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ამერიკაში მოღვაწე ექიმის, ზურაბ გურულის კრიტიკულ განცახდებებს COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლის, განსაკუთრებით კი პრეპარატ პლაქვენილის გამოყენების შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებითვე ეხმაურება. „ასე მაგალითად, ა.წ. 14 აპრილის პოსტში იგი სიტყვა-სიტყვით წერს „კორონაკრიზისმა საოცრად ეფექტური ლუსტრირება მოახდინა არამარტო ქართული პოლიტიკური სპექტრების, არამედ ქვეყნის შიდა ინტელექტუალური პოტენციალის და რაც მთავარია იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური გახრწნის ხარისხის, ფარისევლობის მიმართულებით.
21.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 21.04.2020 - ტაბულა.ჯი
ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ კორონავირუსის დამარცხება მხოლოდ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებით ან ვაქცინით იქნება შესაძლებელი, მაგრამ ვინაიდან ვაქცინის შექმნას 12-დან 18 თვემდე სჭირდება, მის ფართოდ წარმოებას კი მეტი, აქცენტი ისევ იმუნიტეტზე უნდა გაკეთდეს. ამასთან, მისი მიუხედავად იმისა, დავადაბლებთ თუ არ დავადაბლებთ მრუდს, არ შეიცვლება არც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა და არც გარდაცვლილთა რიცხვი (გარდა იმ შემთხვევისა თუ მოხდა ჯანდაცვის სისტემის სრული კოლაფსი).
21.04.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 21.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი
"რა, ჩვენ ცხვრები ვართ, რომ მანქანებით არ დავდივართ და წინ არ ვსხვდებით?" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ტვ "ფორმულის" ეთერში ამბობს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული.
პრესა
21.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 21.04.2020 - რეზონანსი
ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სპეციალისტები ოთხკვირიან მძიმე ციკლზე საუბრობენ. მედიკოსთა ნაწილი თვლის, რომ აპრილის ბოლო ორი კვირა და მაისის პირველი ორი კვირა უფრო საყურადღებო და რთული იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა. საქართველოს წინ აქვს 24-დღიანი მძიმე პერიოდი, რადგან არის შიდა გადაცემები, რომელთა დაინფიცირების წყაროც უცნობია და მათი გამოვლენის ვადა იწურება. თანაც, ქვეყანა ინფიცირების პიკურ ფაზაში შევიდა, რაც დაახლოებით 2-3 კვირა გასტანს. ოთხკვირიან პერიოდზე პროგნოზი დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
21.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 21.04.2020 - რეზონანსი
კორონავირუსის გამო ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა და მალე ცხოვრების თავიდან დაწყება მოუწევს. იმის გამო, რომ მათი უმეტესობა არალეგალია, უკან დაბრუნების შესაძლებლობა თითქმის აღარ აქვთ. ასეც რომ არ იყოს, ახალი სამუშაო ადგილების პოვნა ემიგრაციაში უკვე სერიოზულად გაჭირდება.
21.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 21.04.2020 - რეზონანსი
მდგმურები და შენობაში უკანონოდ მყოფები - ასეთია, დღეს, მსოფლიო პანდემიის წინა ხაზზე, გმირულად მებრძოლი ინფექციური საავადმყოფოს ექიმების სამართლებრივი სტატუსი. საავადმყოფოს შენობა, "ავერსმა" ხელში 2009 წელს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩაიგდო.
21.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 21.04.2020 - რეზონანსი
მედიკოსების მორიგი რეკომენდაცია იმ პირებს, ვინც სააღდგომო ლიტურგიას ტაძრებში შეხვდა. ექიმები მრევლს კვლავ თხოვენ, ვირუსის გავრცელების თავიდან არიდებისთვის ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ. “ასეთ დღესასწაულებზე რთულია ხოლმე 100%-ით თავის გაკონტროლება და ხშირად შეიძლება უნებლიედ დავარღვიოთ რეკომენდირებული ქცევის წესები, ამიტომაც აუცილებელია თვითიზოლაცია,“ - აცხადებს ექიმი-ინფექციონისტი პაატა ვეფხვაძე.
21.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 21.04.2020 - რეზონანსი
პანდემია კოვიდ-19 დღეს ყველაზე მეტად დასავლეთის წამყვან ქვეყნებში მძვინვარებს. გერმანია ინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე ადგილზეა - ამერიკის, ესპანეთის, იტალიის და საფრანგეთის შემდეგ. მაგრამ, ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რაც გერმანიას ამ ხუთეულში გამოარჩევს, არის ფატალობის გაცილებით დაბალი პროცენტი. გერმანია აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე უკვე წარმატებით კონტროლდება და იმართება.
21.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 21.04.2020 - რეზონანსი
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, არცერთ პანდემიას და მათ შორის არც COVID 19-ს მოსახლეობის 100%-იანი მოცვა არ ახასათებს. მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების ჯაჭვები, იმ ადამიანებთან გაწყდება, რომლებსაც ვირუსის წინააღმდეგ ორგანიზმში ანტისხეულები აღმოაჩნდებათ და სხვებს დაავადებას ვეღარ გადასდებენ. „მოსახლეობის 100%-იანი მოცვა არცერთი ინფექციის დროს არ ხდება. ეს ფაქტიურად შეუძლებელია. წინა პანდემიას თუ გავიხსენებთ H1N1-მა მოსახლეობის 20% მოიცვა. მოსაზრება რომ ეს დაავადება ყველამ უნდა გადავიტანთ ასე არ არის.
21.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 21.04.2020 - რეზონანსი
საქართველოში მიცვალებულთა ხსენების დღეს, ფაქტობრივად არცერთ რეგიონში სასაფლაოებზე მოსახლეობის გასვლის ფაქტი და დაწესებული აკრძალვის დარღვევა არ მომხდარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 აპრილისთვის ყველა რეგიონის და ქალაქის სასაფლაოებზე პოლიციის და სახმედროების გამკაცრებული კონროლი ხორციელდებოდა. „რეზონანსი“ დაინტერესდა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში რა სიტუაცია იყო.
21.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 21.04.2020 - რეზონანსი
პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს, - ასე უპასუხა ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პაატა იმნაძის იმ განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობდა, რომ საქართველოში შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამების დათვლა გაჭირდეს. ბოდბელი მიტროპოლიტის თქმით, რეალურად ბევრად მეტი დაინფიცირებულია ქვეყანაში. „ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. რეალურად რამდენი გვყავს ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ," - განაცხადა მეუფე იაკობმა.
21.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 21.04.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, ეკლესიებში არ წავიდნენ და ხელი არ შეუწყონ ვირუსის ქაოტურ გავრცელებას, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვება. ამის შესახებ განცხადება ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერში" გააკეთა: "ჩვენ ბოლო 3 დღეში 2 დიდი ნახტომი გავაკეთეთ ეპიდემიის განვითარების მრუდზე, ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ შიდა გავრცელება უფრო მეტია, ვიდრე იდენტიფიცირებულია, ამიტომ საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ.
21.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 21.04.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება. „ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული. ამიტომ ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს.
რადიო
21.04.2020
მედია საშუალებები: რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
Link: 21.04.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 408-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯამრთელდა 95 პაციენტი. გარდაიცვალა 4 ადამიანი. სერგი კაპანაძე: "იმისთვის, რომ გახანგრძლივებული იყოს საგანგებო მდგომარეობა, აუცილებელია მთავრობამ წარმოადგინოს ეკონომიკური გეგმა, პირველ რიგში, თუ რას უშვება იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და როგორ უნდა დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ ეკონომიკური კუთხით.