| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 2-3 აპრილი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 03.04.2020 09:51 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
2 აპრილი
ტელევიზია
02.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 02.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს. ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, ბოლნისიდან იყო გადაყვანილი.
02.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 02.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
გადაცემის სტუმარია კლინიკა მედალფას დირექტორი ლევან ანთაძე. ლევან ანთაძე:" კორონავირუსით დაავადებული სამედიცინო პერსონა ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. დღეს სიცხე აღარ აღენიშნება და მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლით. დაინფიცირებული მედდა არის ბათუმის ინფექციურის თანამშრომელი".
02.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - დღის ქრონიკა
Link: 02.04.2020 - იმედი - დღის ქრონიკა
დღეის მდგომარეობით, საქართველოს 130 ინფიცირებული და 26 გამოჯანმრთელებული ჰყავს. დღეს გასული დღეებისგან განსხვავებით 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. არის კიდევ ერთი თემა, ხელისუფლების პირველი პრიორიტეტი ჯანდაცვაა, ხოლო შემდგომ ეკონომიკა.
02.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 02.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პიკური სტადია, შესაძლოა აპრილის მეორე ნახევრიდან მოხდეს. აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
02.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 02.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
პატრიარქი მრევლს მითითებების შესრულებისკენ მოუწოდებს " დაიცავით დადგენილი მანძილი, საღმრთო ლიტურგიის და სხვა საზოგადო მსახურებათა შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში შეზღუდული რაოდენობით მრევლიც. საერთოდ რეკომენდირებულია მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმინდა მსახურებაში, მცირე ზომის ტაძრებში დასაშვბებია ასევე წირვა ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ - დროებით მოწყობილ ტრაპეზზე.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 15:00
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კორონავირუსის შემაკავებელი ღონისძიებების ფარგლებში შიდა ქართლში მუშაობა დაიწყო ე.წ. ცხელების კლინიკებმა. ასეთი კლინიკები ხაშურსა და გორში გორმედის კლინიკებშია და 12 პაციენტის მიღება შეუძ₾ია.
02.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
ობLink: 02.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგს ეკონომიკის მინისტრი მართავს. ნათია თურნავა:„ჩვენ ახლა პრაქტიკულად ვიმყოფებით კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. პრეკრიზისულ პერიოდში, ამიტომ გამკაცრდა მიდგომები რიგ საკითხებთან მიმართებაში. 31 მარტიდან ამოქმედდა ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმები, ეს გავრცელდა ეკონომიკურ საქმიანობასა და ბიზნესზე.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 15:00
თელავში შექმნილი ორი საკარანტინე სივრცე ჯამურად 62-მა ადამიანმა დატოვა. მოქალაქეები კარანტიინშ 14 დღის წინ მიიღეს. თითოეულმა მათგანმა სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა.
02.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 02.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
გამოცხადდება თუ არა 2020 წელი აკადემიურ წლად. შესაძლოა კორონავირუსის გამო მოსწავლეებს და სტუდენტებს, 1 წლიანო პროგრამის ხელახლა გავლა მოუწიოთ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, კორონავირუსის გავრცელების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. ეკა დგებუაძე:"განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დისნატნციური სწავლების განვითარებას."
02.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 02.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
ბოლო ერთ კვირაში 1300-მდე დათხოვილი და 3000-მდე არაანაზღაურებად შვებულებაში გაშვებული თანამშრომელი. გადაწყვეტილებას "ევოლუშენ გეიმინგში" საგანგებო მდგომარეობით და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებით ხსნიან.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1
Link: 02.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1
კორონავირუსი-მასთან დაკავშირებული საფრთხეები, გამოწვევები და პრევენციის გზები. პირდაპირ ჩართვაშია-სოფო ტაბატაძე შვედეთიდაან. -რა მდგომარეობაა ახლა შვედეთში? -"შვედეთმა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებული კურის აირჩია, რაც ნიშნავს იმას, რომ რეკომენდაციები გამოსცა, რომელსც ყურადღებას აქცევს მოსახლეობა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1
Link: 02.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1
რუსთავის საკრებულსო თანამშრომლები და დეპუტატების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. მიზეზი რუსთავის საკრებულსო ერთ-ერთი წევრის დედის კოორნა ვირუსით დაინფიცირებაა. დაავადებული ქალი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ვირუსის ნიშნებით კლინიკებშია მოთავსებული ორი ექიმი. მედიკოსების ანალიზების პასუხი დღეს გახდება ნოცბილი.
02.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 02.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომლები საფრთხეებზე და დაუცველობაზე საუბრობენ. ისინი შიშობენ, რომ დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ემერჯენსის ექიმს სწრაფი ტესტით კოვიდ-19 დაუდასტურდა, ოპერაციები მაინც გრძელდება. 2. ინგოროყვას კლინიკის მედპერსონალი თვითიზოლაციაში იმყოფება. რადგან ერთ-ერთ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც ამბულატორიულ განყოფილებაში იმყოფებოდა. სამი ექიმი, ვისაც პაციენტთან შემხებლობა ჰქონდა, აკვირდებიან. სამი ექიმიდან ერთის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
02.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 02.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პიკური სტადია შესაძლოა, აპრილის მეორე ნახევარში დაფიქსირდეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე განგაშის საფუძველი არ არსებობს, თუმცა არც ის არის შესაძლებელი, რომ სახელმწიფომ ზომები არ გაამკაცროს. "პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან იმის მიხედვით, ტუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილში, ეს იქნება დამოკიდებული ამაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
02.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 02.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
1. რუსთავის საკრებულო კარანტინშია. დაინფიცირებული საკრებულოს თანამშრომლის დედაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ახლაც მიმდინარეობს კონტაკტების მოძიება. 2. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
Link: 02.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
ინგოროყვას ექიმს, რომელიც კორონავირუსის მიმღებ ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, შესაბამისად, კორონავირუსის დადასტურებული 130 შემთხვევა და 26 გამოჯანმრთელებული.
02.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 02.04.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
ვირუსის პიკურ სტადიას შესაძლეოა ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან. ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. სააკორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. კორონა ვირუსით დაავადებულთა ახალი რიცხვები უკვე არსებული კლასტერბიდან დაფიქსირდება.
02.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 02.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის პიკს აპრილის მეორე ნახევრიდან ელოდება. მისი განცხადებით, ეს დამოკიდებული იქნება მკაცრ ღონისძებებზე და მოსახლეობის მიერ მათ აღსრულებაზე.
02.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 02.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
(1) უკვე მეორე ქართველი სასულიერო პირი დაინფიცირდა კორონავირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისტორიაში პირველად კი საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით გადადო.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 18:00
როდის არის მოსალოდნელი საქართელოში კორონავირუსის პიკი. ამ საკითხების შესახებ დღეს განმარტებები მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრეს.
02.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 02.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
14 დადასტურებული ერთ დღეში, საქართველოში კოვიდ19 ით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება, ის უკვე 131 ადამიანს დაუდგინდა.გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი. მზარდია სტატისტიკა. 13 ინფიცირებულს შორის 7 ეროვნული ბანკის თანამშრომელია.
02.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 02.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
შესაძლოა, რუსთავი კოვიდ-19 ის დაინფიცირების ახალ კერად და საკარანტინო ზონად იქცეს, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ახლა ყველა „ქართული ოცნების“ დეპუტატის დიაგნოზს ელოდება. რუსთავის საკრებულოს 20 დეპუტატი და მათ შორის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია, აკვირდებიან იმ მოხალისეებსაც, ვისთან ერთადაც საეჭვო სიმპტომების მქონე დეპუტატმა მოქალაქეებს სახლში პროდუქტი მიუტანა.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00
დღეს ინფიცირების 14 ახალი ფაქტია დადასტურებული. ეს არის ამ დრომდე ერთ დღეში გამოვლენილ შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ინფიცირებულებს შორის არიან ეროვნული ბანკის ფულის საცავის თანამშრომლებიც.
02.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 02.04.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
1. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში-131 ფაქტი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26. ამას ემატება 2 ავსტრიელი პაციენტიც, რომლებიც სამშობლოში გაემგზავრნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კი ინფიცირებულ პაციენტებთან დაკავშირებით სპეციალური სტატისტიკა
02.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 02.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
პანდემიის პიკს საქართველოში აპრილის ბოლოს ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თვის მეორე ნახევარში შესაძლოა, დღეში მინიმუმ 50 ახალი პირი დაინფიცირდეს. ამ ფონზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კლინიკების სათანადო აღჭურვა რჩება.
02.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 02.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 131 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 26 ადამიანი, ხოლო ინფექციის შედეგად გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება. თუმცა, ქვეყანაში შიდა გადაცემა იმატებს.
02.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 02.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ მათი 1 კოლეგაა. პაციენტი "ამტელ ჰოსპიტალის" და "კავკასიის მედიცინის ცენტრის" თანამშრომელია. 24 და 27 მარტის შემდეგ არცერთ სამსახურში არ გამოცხადებულა. მიზეზი - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
02.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 02.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
კორონავირუსი, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიო დღისწესრიგი შეცვალა, ფული ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი და სახიფათო წყარო ხდება, ეროვნული ბანკი ადასტურებს შვიდი თანამშრომელი ლარის დაბინძურებულ კუპიურებთან ურთიერთობის შედეგად დაავადდა. ახლა საცავებში სადაც მილიარდობის ოდენობის სხვადასხვა ვალუტა ინახება მასშტაბური დეზინფექცია ინახება.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
Link: 02.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
(1) რუსთავის საკრებულოს დეპუტატი ლუგარის ლაბორატორიის პასუხს ელოდება. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ რუსთავის საკრებულო დროებით დახურეს.
02.04.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 02.04.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, კორონავირუსი ადამიანს ხელმეორედ დაემართოს. როგორც მან აღნიშნა, ჩინეთში მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების შესახებ საუბრობენ. როგორც იმნაძე ამბობს, თუნდაც წითელას ვირუსი შესაძლებელია ადამიანს ხელმეორედ დაემართოს და აქედან გამომდინარე covid-ზეც მსგავსი შემთხვევები გამორიცხული არაა.
02.04.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 02.04.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსის პიკური პერიოდი აპრილის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მისი თქით, მთავრობა მიჰყვება გეგმას და სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია ვიანიდან ახალი 10 პაციენტიდან ძირითადის კონტაქტები ეპიდემიოლოგების მხრიდან დადგენილია.
02.04.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 02.04.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კონტაქტებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია ეხებათ მოწმუნეებსაც, ათეისტებსაც და ანტიეკლესიურებსაც. "ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია ინფექციის გადაცემა მოხდეს", - ასე უპასუხა ინაძემ კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ეკლესია ინფექციის გადადების წყარო იყოს.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
Link: 02.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებში რჩებიან. რა ბედი ელით და როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა. კ
3 აპრილი
ტელევიზია
03.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 08:00
Link: 03.04.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00
ამ დროისთვის საქართველოში 26-მა ადამიანმა დაამარცხა კორონავირუსი. სულ ინფიცირებულია 134 ადამიანი. 5550 კარანტინში იმყოფება 281 ადამიანი კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.
03.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 03.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ვირუსი ჰაერით არ გადადის, არადა და ამასთან დაკავშირებითაც ბევრი ხანი იყო კითხვა. გადადის თუ არა სისხლით, ამაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე საქართველოში პაატა იმნაძე ამბობს, რომ ჯერ ასეთი მსფოლიოში არ დაფიქსირებულა. ჯერ ჰიპოთეზაა, გადადის თუ არა ფულიდან ვირუსი, თუმცა, აქაც მეტი სიფრთხილე რომ გვჭირდება, ეგეც ფაქტია და ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ითქვა, რომ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსთან დაკავშირებული ტესტის პასუხები დადებითი დაუფიქსირდათ. თავად ეროვნულ ბანკში ამაზე არ საუბრობენ.
03.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 03.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. ნოვამ პანდემიის გაოწვევის დასაძლევად 65 000 ლარის გამოყოფაზე მიიღო გადაწყვეტილება და კომპანია უერთდება ბრძოლას, რომელიც გამოცხადებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვადახვა ფორმით ცდილობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტივობების განხორციელებას.
03.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 03.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროს მედპერსონალის სია უნდა გადაუგზავნონ, რათა მათ გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კერძო კლინიკებს დაეხმაროს, რათა ისინი ტრანსპორტით იყვნენ უზრუნველყოფილები.
03.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 03.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
3-ით გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა. ანალიზის პასუხები გვიან ღამით გახდა ცნობილი. დადასტურებულთა შორის არის რუსთავის საკრებულოს წევრი და მისი მამა.
03.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 03.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
ბოლო 24 საათში 17 ახალი პაციენტი დაემატა. საქართველოში ამ დროისთვის COVID-19-ის 134 ფაქტი ფიქსირდება. ახალი პაციენტების ნაწილი თბილისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს. მათ შორის არის 2 დღის წინ ბათუმიდან თბილისში გადმოყვანილი 10 წლის მოზარდის მშობელიც.
03.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 03.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 2 დღის წინ ისაუბრა.
03.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 03.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტის პასუხს ელოდებიან. მოქალაქეები საეჭვო სიმპტომებით თვითიზოლაციიდან და ცხელების ცენტრიდან შემოიყვანეს. ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და პასუხები ცნობილი დღეს გადხება. ცნობილია იმ სამი პაციენტის ანალიზის პასუხი, რომელიც გუშინ გაიგზავნა და ყველა მათგანი უარყოფითია.
03.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
Link: 03.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
148 ინფიცირებული და 27 გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში და საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა.
03.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 03.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
საქართველოს კიდევ ერთი ქალაქი კორონვირუსის მასშტაბური აფეთქების ზღვარზეა. რუსთავი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც დახურულ ზონად გამოცხადდება. კოვიდ 19-ით დაინფიცირებული პაციენტების ნაკადი ამ ქალაქიდან არ წყდება. მიზეზი ახალი კლასტერია, რომელიც რუსთავის საკრებულოს წევრს უკავშირდება.
03.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 03.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს დავალებებს აძლევს. ჯანდაცვის სამინისტრომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობა. ეკონომიკურმა გუნდმა კი უნდა შეიმუშაოს საკრედიტო-საგარანტიო სქემა ბიზნესის მხარდასაჭერად. გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა.
03.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 03.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომან მიმდინარეობს. ჩვენ დღეს ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით: პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე – ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
03.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 03.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
მარინა ეზუგბაი
2 აპრილი
ინტერნეტ სააგენტო
02.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 02.04.2020 - ტაბულა.ჯი
ეს ჰიპოთეზა [რომ ფულით შესაძლებელია, მოხდეს ინფიცირება] განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს. ამაში მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა, შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა, ეს თეორიაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეცნიერული მტკიცებულებები ამის შესახებ არ გაგვაჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ფული, როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება, გადადიოდეს ხელიდან ხელში, შესაძლებელია, იყოს ინფიცირების წყარო.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 02.04.2020 - ტაბულა.ჯი
ისლანდიაში კორონავირუსზე ტესტირება 17,900 ადამიანს ჩაუტარდა, რაც მოსახლეობის თითქმის 5%-ია. ტესტირება ჩაუტარდა არა მხოლოდ რისკ-ჯგუფში მყოფ პაციენტებს და მათ, ვისაც სიმპტომები გამოუვლინდათ, არამედ მათაც, ვისაც სიმპტომები არ ჰქონიათ, რისკ-ჯგუფს არ წარმოადგენდნენ და კარანტინში არ იყვნენ მოთავსებული. ტესტების 1% დადებითი აღმოჩნდა.
02.04.2020
მედია საშუალებები: აიბიზნეს.ჯი
Link: 02.04.2020 - აიბიზნეს.ჯი
ბარიერის მოხსნა სერიოზული შეღავათი იქნება მოსახლეობისისთვის და დაეხმარება სახელმწიფოს, დაასტაბილუროს ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მოხსნას ის გამყოფი ხაზი რაც რამდენიმე ხნის წინ დააწესა, კერძო დაზღვევით მოსარგებლე ვერ სარგებლობს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით.
02.04.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 02.04.2020 - ბიეფემ.ჯი
ბარიერის მოხსნა სერიოზული შეღავათი იქნება მოსახლეობისისთვის და დაეხმარება სახელმწიფოს, დაასტაბილუროს ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მოხსნას ის გამყოფი ხაზი რაც რამდენიმე ხნის წინ დააწესა, კერძო დაზღვევით მოსარგებლე ვერ სარგებლობს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით.
02.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 02.04.2020 - კომერსანტ.ჯი
ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select-ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება.
02.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 02.04.2020 - მედიანიუს.ჯი
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება მოხვდეს კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი, თუმცა, მისივე თქმით, ამის გამო კლინიკები არ უნდა დაიხუროს.
02.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 02.04.2020 - მედიანიუს.ჯი
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
02.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 02.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ მკურნალობას სახლში გაივლიან. "ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას გაივლიან სახლში.
02.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 02.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველაგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკლესიაშიც“, - ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელის მოადგილემ, პაატა იმნაძმე განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 02.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა კატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 02.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ.
02.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 02.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა სპეციალური სამედიცნო აღჭურვილობების მარაგს, როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისგან, ასევე უცხოეთიდან ყოველდღიურ რეჟიმში ავსებს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სახელწიფო კერძო კლინიკებს კომუნიკაციაში დაეხმარება, რომ მათ საკუთარი მედპერსონალისთვის უსაფრთხო გარემო დამოუკიდებლად უზუნველყონ.
02.04.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 02.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პიკურ სტადიას შეიძლება, აპრილის მორე ნახევრიდან ველოდოთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები ეპიდემიოლოგების მხრიდან დადგენილია. „მივყვებით ჩვენს დადებულ გეგმას და სიტუაცია დღეს კონტროლირებადია, რადგან ამ 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომლებშიც არიან განთავსებული ჩვენი პაციენტები.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოსთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხის კლინიკას, დაახლოებით, 100 პაციენტის მიღების შესაძლებლობა ექნება. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს ზუგდიდის კლინიკის სრული მობილიზაცია.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
“სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება, მოხდეს ინფექციის გადაცემა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკლესიაშიც”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ და ეს ყველაფერი მსუბუქად მიმდინარეობს, მკურნალობას ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ სახლში გაივლიან. მინისტრის თქმითვე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შედეგად, მას ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
“კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და, შესაბამისად, დაგეგმონ შემდგომი ვიზიტი როგორც ექიმთან, ასევე – სტაციონარში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. “დისტანციურ სერვისებში თბილისში უკვე ჩართულია ოთხი კლინიკა და ისინი წარმატებით მუშაობენ.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
“ზოგადად, მსოფლიოში არის სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ როგორც ადგილობრივი მომწოდებლებისა და მწარმოებლებისგან, ასევე, უცხოეთიდან მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ, რომ მარაგი ყოველდღიურად შევავსოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
“შეშფოთების საფუძველი რომ იყო, იმიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
“ფულით კორონავირუსის გავრცელების ჰიპოთეზა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს განიხილებოდა, თუმცა ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 02.04.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის მინიტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პიკს საქართველო მაისის დასაწყისში ელოდება. Post Tv-სთან საუბრისას ტიკარაძემ აღნიშნა, რომ თუ ყველა ღონისძიება არ გატარდა საჭირო ხარისხით და თანმიმდევრობით, აპრილის ბოლოდან, ყოველდღიურად 50 და რამდენიმე ასეული პაციენტი დაინფიცირდება. "ჩვენ გვაქვს რამდენიმე სცენარი.
02.04.2020
მედია საშუალებები: პროგრესნიუს.ჯი
Link: 02.04.2020 - პროგრესნიუს.ჯი
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 25 მარტს ინგოროყვას კლინიკაში პაციენტს, რომელიც ექიმთან გეგმიურ კონსულტაციაზე მივიდა, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტს შეხება ჰქონდა ინგოროყვას კლინიკის რამდენიმე თანამშრომელთან.
02.04.2020
მედია საშუალებები: რეგინფო.ჯი
Link: 02.04.2020 - რეგინფო.ჯი
მარნეულიდან, რამდენიმე დღის წინ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, მკვეთრი დადებითი დინამიკის გამო ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
02.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 02.04.2020 - ინფო9
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
02.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 02.04.2020 - ინფო9
პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა კატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 02.04.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, კორონავირუსი ადამიანს ხელმეორედ დაემართოს.
02.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 02.04.2020 - აიპრეს.ჯი
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით კორონავირუსის სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ გამოვლენილა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ოდიშინიუს.ჯი
Link: 02.04.2020 - ოდიშინიუს.ჯი
პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა კატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ოდიშინიუს.ჯი
Link: 02.04.2020 - ოდიშინიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსისათვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ და ეს ყველაფერი მათ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში.
02.04.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 02.04.2020 - პუბლიკა.ჯი
მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეზღუდულია სამშენებლო კომპანიების საქმიანობა.
02.04.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 02.04.2020 - პუბლიკა.ჯი
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებები შევიდა.
3 აპრილი
ინტერნეტ სააგენტო
03.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 03.04.2020 - პია.ჯი
ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენს მიმართ არის გავრცელებული. პატრიარქის მიმართვაშიც და სინოდის გადაწყვეტილებაშიც იყო ეს მოწოდება პირდაპირ, რომ შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონრტოლის ცენტრიდან ვიღებთ" - ამის შესახებ პატრიარქის პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "იმედის" ეთერში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "სახელმწიფომ შემდგომში მიიღო კიდევ უფრო მკაცრი ზომები კარანტინთან დაკავშირებით, ეკლესიამაც შესაბამისი რეაგირება მოახდინა.
03.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 03.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
არ გაცივდეთ, თორემ მერე იტყვიან კორონა აქვთო – ასე მიმართა ბრიფინგის დაწყებამდე ჟურნალისტებს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა. ლევან რატიანი ბოლო დღეებია საზოაგდოებას პოზიტიურ ინფორმაციებს აწვდის. მის კლინიკაში ყველაზე კრიტიკული პაციენტები გამოჯანმრთლედნენ, მათ შორის ისეთი, რომელსაც გადარჩენის 3% ჰქონდა.
03.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 03.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია იმ ქვეყნების შესახებ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწიეს. გაკვეთილები ტაივანიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეადან, საქართველოდან და ისლანდიიდან გვაჩვენებს, რომ კორონავისურისშეჩერება შესაძლებელია,“- ასე იწყება სტატია. ავტორი წერს, რომ მიუხედავად ქვეყნის მასშტაბისა და ეკონომიკური მდგომარეობისა, ქვეყანამ ვირუსის ბრძოლის წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა თებერვლის ბოლოდან დაიწყო.
03.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 03.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში კი, 5550 ადამიანია. საქართველოში 31 მარტიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა გამოცხადდა კომენდანტის საათი 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი.
03.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 03.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ასევე, ცოტა ხნის წინ განახლდა ინფორმაცია ინფიცირებულთა შესახებ.
03.04.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 03.04.2020 - ბიემ.ჯი
ნენსკრა ჰესი ერთ-ერთია იმ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის პირობებშიც არ გაჩერდება.
03.04.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 03.04.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალებად, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება უახლოესი 2 დღის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი დატვირთვა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს და ჰოსპიტალურ სექტორზე გადადის.
პრესა
03.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 03.04.2020 - რეზონანსი
ახალი კორონავირუსის პანდემიის წინაშე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვა პრაქტიკულად უძლური აღმოჩნდა და ამის რეალური მიზეზი გულგრილობაა - მიიჩნევს სპეციალისტთა ნაწილი. მათივე თქმით, ვერ მოხდა სწორი გათვლა, თუ რა სეგმენტეზე გავრცელდებოდა ვირუსი. სწორედ წინდაუხედობამ გამოიწვია ის არსებული ვითარება, რომელშიც საკმაოდ გამოცდილი და განვითარებული სახელმწიფოები დღეს არიან.
03.04.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 03.04.2020 - ახალი თაობა
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა დიქტატურის ზღვარზე დგას, ხელისუფლება უსაზღვრო ძალაუფლებას ფლობს და ამას არაკეთილსინდისიერად იყენებს.
03.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 03.04.2020 - რეზონანსი
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტის კითხვაზე, რეკომენდაცია "დარჩი სახლში", უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლსაც? - ექიმმა პასუხობს: "მე მართლმადიდებელი მორწმუნე ვარ, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას.
03.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 03.04.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ. როგორც მან COVID19-ის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ვირუსთან ბროძოლის თვალსაზრისით ელოდებოდნენ ახალ ალგორითმებს, რომელსაც უკვე მინისტრმა ხელი მოაწერა.
03.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 03.04.2020 - რეზონანსი
"ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას გაივლიან სახლში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
03.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 03.04.2020 - რეზონანსი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
03.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 03.04.2020 - რეზონანსი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც 5 ადამიანი გარდაიცვალა.
03.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 03.04.2020 - რეზონანსი
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მილიონამდე ავიდა, თუმცა ინფექციის სისხლით გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ვიდრე მოხდება პირისგან სისხლის აღება, დამატებით ტარდება მკაცრი შემოწმება. „ჩვენმა ექიმებმა ლიტერატურას ძალიან კარგად გადახედეს.