| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 19-20 მაისი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 20.05.2020 09:28 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
19 მაისი
ტელევიზია
19.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 19.05.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. თუმცა, ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები. ბოლნისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი ერთ პირს დაუდგინდა. ის სოფელ მუშევანის კლასტერს უკავშირდება. ამ დროისთვის ბოლნისში სულ 151 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. ბოლნისში დღეს ლაბორატორიის პასუხს 145 პირის სინჯზე ელოდებიან.
19.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 19.05.2020 - I არხი - მოამბე 18:00
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფ ერთ პაციენტს, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა, 2 უარყოფითი PCR ტესტირების შემდეგ კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი შემთხვევბის ალბათობა ყოველთის არსებობს, ამიტომ გადაჰყავთ კარანტინში მკურნალობის შემდეგ.
19.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 19.05.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ერთი ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებული-საქართველო კორონავირუსს თითქმის 3 თვეა ებრძვის. პირველად ვირუსი 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დრომდე სულ 702 დადასტურებული შემთხვევაა. პრემიერი მიიჩნევს, რომ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, შეზღუდვები უნდა იყოს გონივრული და კონკრეტულ მიზნებზე ორიენტურებული.
19.05.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 19.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
პაციენტს, რომლიც საჩხერის კლინიკიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება აჭარას, დილით ჩატარებული 18 ტესტის პასუხი უარყოფითია. 2 პაციენტი რჩება, კლინიკა „მედალფაში“ ერთ-ერთ მათგანს პირველადი ტესტის შემდეგ კორონავირუსი აღარ უფიქსირდება, თუმცა განმეორებითი ტესტირებისთვის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. საქართველოში დღეს, მხოლოდ 1 ახალი ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებულია.
19.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 19.05.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ცოტა ხნის წინ ბოლნისში „კოვიდ-19“-ის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხუთივე ფაქტი ისევ ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანს უკავშირდება, რომელიც გეტასთან ერთად ყველაზე მაღალი რისკის ზონად ითვლება. თუ საერთო სურათს გავითვალისწინებთ, ინფექციის გავრცელების არეალი სულ უფრო მცირდება – ქვეყანა პრაქტიკულად იმ ნიშნულს უბრუნდება, როგორიც თებერვლის ბოლოს, ანუ ახალი კორონავირუსის გამოვლენის პირველ დღეებში იყო. თითქმის სამი თვის თავზე ქვეყნდება ანგარიში, რომელიც საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მთავარ მახასიათებლებსა და ტენდენციებს ასახავს.
19.05.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 19.05.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 702 გახდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კიდევ 24-მა პირმა დატოვა კლინიკები და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 456-ს შეადგენს. ინფიცირებული 702 პირიდან 12 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანს უკავშირდება.
19.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 19.05.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. თუმცა, ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები. ბოლნისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი ერთ პირს დაუდგინდა. ის სოფელ მუშევანის კლასტერს უკავშირდება. ამ დროისთვის ბოლნისში სულ 151 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. ბოლნისში დღეს ლაბორატორიის პასუხს 145 პირის სინჯზე ელოდებიან.
19.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 19.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვარაუდით, შესაძლოა, ვირუსის მეორე ტალღა სექტემბერში დაიწყოს. თუმცა ეს მხოლოდ თამარ გაბუნიას წინასწარი მოსაზრებებია - თანაც იმ ფონზე, როდესაც ჯერ არც ვაქცინა არსებობს, არც მედიკამენტი და არც მოსახლეობაში იმუნიტეტი . მითუმეტეს, რომ შემოდგომაზე სხვა რესპირატორული ვირუსებიც აქტიურდება .
19.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 19.05.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
ეკონომიკის გამოცოცხლება და წინ წამოწევა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად უკან დაიხევს კოვიდ 19-შედეგები დამაიმედებელია-დღეს 6 ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებული გვყავს. მიუხედავად სტატისტიკის კლებისა, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ყურადღება არ უნდა მოდუნდეს.
20 მაისი
ტელევიზია
20.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
Link: 20.05.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
ეროვნული ბიბლიოთეკა, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მემორანდუმს გააფორმებს. დოკუმენტს ხელს მოაწერენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. მემორანდუმის თანახმად, რეგიონალურ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან და ჯანმრთელობის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებული საინფორმაციო კუთხეები გაიხსნება. მისი მიზანია ჯანმრთელობის საკითხებზე და კოვიდ- 19-თან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლება. მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს 3 საათზე გააფორმებენ.
20.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 20.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
კოვიდ 19-ის განმეორებითი შემთხვევა იმერეთში. მამაკაცი, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული კორონავირუსზე საავადმყოფოში 2 კვირის წინ მკურნალობდა. ის გამოჯანმრთელდა და 2 კვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მას კონტაქტი არავისთან ქონია. საიზოლაციო პერიოდში პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კვლავ გამოუვლინდა და ვირუსიც განმეორებით დაუდგინდა.
20.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 20.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში 30 ათასი სწრაფი ტესტი შეიძინა. ანტისხებულების ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიია რომელიც პროდუქცით ევროპის ქვეყნებს და აშშს ამარაგებს. ტესტები ექსპო ჯორჯიაში განთავსებული ჯაბდაცვის სამინისტროს დროებით საბწყობში მიიღეს, საიდანაც შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებში გადანაწილდება.
20.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 20.05.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში ჯანდაცის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
Link: 20.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
ბოლნისის სოფელ მუშევანში 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები უკვე დადასტურებული შემთვევების კონტაქტები არიან. სულ ბოლნისში კოვიდ 19-ის 156 შემთვევაა გამოვლენილი, მათგან 66 გამოჯანმრთლდა, სამი კი გარდაიცვალა. საჩხერეში კი პაციენტს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინდა, ინფიცირებული აქამდე გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა. ის საკარანტინო ზონიდან, კვლავ საჩხერის კლინიკაში მოათავსეს.
20.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 20.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ჯანდაცვის სამინისტრომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.
20.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 20.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 707 შეადგენს. მათგან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351 პირი. 2. მამაკაცი, რომელიც ანალიზის შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულად ითვლებოდა კოვიდ19 ისევ დაუდასტურდა. პაციენტი ახლა საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. 3.42 წლის კოვიდ-ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის 29 კონტაქტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია - ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა 4. ბათუმის კლინიკაში დარჩენილი ორი კოვიდ ინფიცირებულიდან ერთის გამოჯანრთელებას ელოდებიან. როგორც მედალფაში განმარტეს, თუ განმეორებითი ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იქნება, პაციენტს კლინიკიდან გაწერენ.
20.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 20.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
6. კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ მუშევანში, სადაც უკვე 50 პირია ინფიცირებული. მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში 156 კოვიდინფიცირების ფაქტია გამოვლენილი. ასევე გუშინ ღამით კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ფოტის ცხელების ცენტრში 2 მცირეწლოვანი შეიყვანეს. წლისა და 5 თვის გოგონასა და 6 თვის ბიჭს, რომლებიც ლანჩხუთიდან არიან ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
20.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 20.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ანტისხეულების 30 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს. ტესტები ექსპო ჯორჯიაში განთავსებულ, ჯანდაცვის სამინისტროს დროებით საწყობში მიიღეს და შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებში გადანაწილდება.
20.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 20.05.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში ჯანდაცის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა.
20.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 20.05.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ის ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 713, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 475, გარდაცვლილი კი 12 პირია. კარანტინის რეჟიმში – 3 519, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი 351 მოქალაქე რჩება.კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია და უმრავლესობა ბოლნისს უკავშირდება.
20.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 20.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 707 შეადგენს. მათგან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351 პირი. 2. მამაკაცი, რომელიც ანალიზის შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულად ითვლებოდა კოვიდ19 ისევ დაუდასტურდა. პაციენტი ახლა საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
20.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 20.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
ჯანდაცვის სამინისტრომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.
20.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 20.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.
19 მაისი
ინტერნეტ სააგენტო
19.05.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 19.05.2020 - ინფო9
გარკვეული შეზღუდვების შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ცვლილებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, შესაძლოა კორონავირუსის კერები ქვეყნაში კვლავ გაჩნდეს.
19.05.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 19.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
რა თანხმლები დაავადებები ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულებს საქართველოში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, კორონავირუსის მიმდინარეობისას თანმხლებ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირი იყო ჰიპერტენზია (10%), დიაბეტი (4%) და თირკმლის დაავადება (2%).
19.05.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 19.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 11 მაისის მდგომარეობით COVID-19-ით გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 10, ლეტალობის მაჩვენებელი ki (case fatality rate) – 1.7%-ია. გარდაცვალების 6 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, 3 – ქვემო ქართლში, 1 – აჭარაში.
19.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 19.05.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 272 კვლევის შედეგი უარყოფითია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცხელების კლინიკაში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამჟამად, კლინიკა ,,მედალფაში“ მკურნალობის კურსს 2 ინფიცირებული პაციენტი გადის. ჯამურად, ვირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 67-მა პაციენტმა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში 1136 პირი იმყოფება, სივრცე 6136-მა ადამიანმა უკვე დატოვა.
19.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 19.05.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის პარტია „ქართული ოცნების” აქტივისტები, მოხალისეები, საკრებულოს, მერიის თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. „ჩვენი ვალია, დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა.
19.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 19.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე საჩხერეში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მამაკაცის შემთხვევას ეხმაურება, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს, თუმცა თვითიზოლაციაში ყოფნის დროს, ვირუსი ისევ დაუდასტურდა. როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ პაატა იმნაძემ განაცხადა, ეს უჩვეულო შემთხვევა არ არის.
19.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 19.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელი ხდება. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" განაცხადა. "საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ ეს იქნება, ნიღბების ტარება აუცილებლად. მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, გვესმის, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა", - განაცხადა იმნაძემ.
19.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 19.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელი ხდება. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" განაცხადა. "საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ ეს იქნება, ნიღბების ტარება აუცილებლად. მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, გვესმის, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა", - განაცხადა იმნაძემ.
19.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 19.05.2020 - კვირა.ჯი
„საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია, კერძოდ, მიზნობრივი ტესტირება, ყველა შესაძლო შემთხვევის იზოლაცია და მკურნალობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
19.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 19.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად გაიხსნა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ ისაუბრა. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, კორონავირუსი არსად გამქრალა და ის „ჩვენ გვერდით ყოფნას განაგრძობს“.
19.05.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 19.05.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის ანალიზი გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მეტი, 64% 30-69 ასაკობრივ კატეგორიაშია. რაც შეეხება სხვა ასაკობრივ კატეგორიებს: 0-14 წლამდე — 9%; 15-19 წლამდე — 5%; 20-29 წლამდე — 14%; 70 + — 8%. ფოტო: NCDC ორგანიზაციის განცხადებით, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 500 პაციენტის მონაცემები, მათ შორის 243 (48,6%) იყო კაცი და 257 (51.4%) — ქალი. პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური 9 თვე.
19.05.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 19.05.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის ანალიზი გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, აღრიცხულ შემთხვევათა 81%-ში დაინფიცირება მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის განცხადებით, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 500 პაციენტის მონაცემები, მათ შორის 243 (48,6%) იყო კაცი და 257 (51.4%) — ქალი. პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური 9 თვე. საქართველოში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მეტი, 64 პროცენტი 30-69 ასაკობრივ კატეგორიაშია — NCDC 19 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულის 702 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 456, ხოლო გარდაცვლილია 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 787 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 337.
19.05.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 19.05.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის ანალიზი გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დადასტურებულ შემთხვევებიდან, სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ცხელება ვლინდება. კერძოდ, 82,4 პროცენტში. მონაცემების მიხედვით, ასევე, ხშირია ზოგადი სისუსტე — 49,6%, ხველა — 38,3% და ყელის ტკივილი — 25,9%. მათივე თქმით, 500 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს 83 შემთხვევა იყო ასიმპტომური.
19.05.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 19.05.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის ანალიზი გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევებიდან, 16,6 პროცენტი უსიმპტომო იყო. NCDC-ის განმარტებით, 500 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს ასიმპტომური 83 შემთხვევა აღმოჩნდა. მონაცემების მიხედვით, იმპტომებიდან ყველაზე ხშირად ცხელება ვლინდება. კერძოდ, 82,4 პროცენტში.
19.05.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 19.05.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 30 იანვრიდან 11 მაისამდე საქართველოში კორონავირუსის 32 283 PCR ტესტი ჩატარდა. მათ შორის განმეორებითი - 1 392 . ცენტრის ვირუსის მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში COVID-19 ინფექციის ყველა შემთხვევა PCR კვლევით არის დადასტურებული.
19.05.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 19.05.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის პარტია „ქართული ოცნების” აქტივისტები, მოხალისეები, საკრებულოს, მერიის თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. „ჩვენი ვალია, დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ლენტეხის მუნიციპლიტეტში 40-მდე ბენეფიციარმა სისხლის უანგაროდ გაცემის სურვილი გამოთქვა – „მათი მიზანია, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს დაეხმარონ”.
19.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 19.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები მოსახლეობის მასობრივ PCR ტესტირებას ახორციელებენ. სოფელში იმყოფებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიურ ნიმუშებს უღებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
19.05.2020
მედია საშუალებები: მარშალპრეს.ჯი
Link: 19.05.2020 - მარშალპრეს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში 272 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ მე-19 დღეა, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურებული 71 შემთხვევიდან, 67 პაციენტი განიკურნა. ორი ადამიანი გარდაიცვალა.
19.05.2020
მედია საშუალებები: მარშალპრეს.ჯი
Link: 19.05.2020 - მარშალპრეს.ჯი
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კარანტინში იმყოფება, ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვით ავრცელებს. ცნობილია, რომ გიული ალასანია რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან დაბრუნდა. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართაში ყვება, კარანტინში გადაყვანამდე გიული ალასანიას თბილისის აეროპორტში ინციდენტი შეემთხვა. „დედაჩემი, როდესაც კიევიდან თბილისში დაბრუნდა, მოხდა ისე, რომ მას წნევა ჰქონდა მაღალი.
19.05.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 19.05.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი განმეორებით დაუდასტურდა. ის კორონავირუსზე საავადმყოფოში ორი კვირის წინაც მკურნალობდა. როგორც ცნობილი გახდა, მას მკურნალობის შემდეგ განმეორებითი ანალიზი სასუნთქი გზებიდან აუღეს და ვირუსი აღარ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც გაწერეს და ორკვირიან თვითიზოლაციაში გაუშვეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, საიზოლაციო პერიოდში პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, გადაიყვანეს კლინიკაში და ვირუსი განმეორებით აღმოაჩნდა.
19.05.2020
მედია საშუალებები: მარშალპრეს.ჯი
Link: 19.05.2020 - მარშალპრეს.ჯი
„საქართველოს წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო სწრაფი რეაგირება და პრევენცია, კერძოდ, მიზნობრივი ტესტირება, ყველა შესაძლო შემთხვევის იზოლაცია და მკურნალობა“, -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჯანმო“-ს 73 ასაბლეა Covid-19-ის თემას მიეძღვნა. მსოფლიო ლიდერებმა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადალახვის გზებზე ისაუბრეს.
19.05.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 19.05.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დღეს სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები მოსახლეობის მასობრივ PCR ტესტირებას ახორციელებენ. სოფელში იმყოფებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიურ ნიმუშებს უღებენ.
19.05.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 19.05.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. ამის შესახებ დაავადებათა მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. „სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. თუ ამ დროისთვის რამე ეფექტური სამკურნალო საშუალება არ გვექნება, მაშინ ჩვენ კიდევ და კიდევ რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა მოგვიწევს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
19.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 19.05.2020 - კვირა.ჯი
20 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება. როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, დოკუმენტს ხელს მოაწერენ: ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
19.05.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 19.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. ამის შესახებ დაავადებათა მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
19.05.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 19.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ.ამის შესახებ დაავადებათა მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. "თუ ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად დაიცავს ვირუსთან თანაცხოვრების წესებს, არ ველოდებით დრამატულ გართულებებს ზაფხულში და შემოდგომაზე.
19.05.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 19.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
პაციენტს, რომელიც გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა, კორონავირუსი კვლავ დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ დაუდასტურა. ქამუშაძის თქმით, პაციენტი დაახლოებით ორი კვირის წინ გაეწერა კლინიკიდან მას შემდეგ, რაც ლაბორატორიული კველვების შედეგად მასზე კორონავირუსის ორივე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
19.05.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 19.05.2020 - პუბლიკა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ, თუკი მოსახლეობა დაიცავს ვირუსთან თანაცხოვრების წესებს, ზაფხულსა და შემოდგომაზე დრამატული გართულებები მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, ზამთარში, როცა იწყება რესპირატორული ვირუსების სეზონი, დიდი ალბათობით მოსალოდნელია კორონავირუსის კვლავ გააქტიურება.
19.05.2020
მედია საშუალებები: ესქეინიუს.ჯი
Link: 19.05.2020 - ესქეინიუს.ჯი
პაციენტს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა და გამოჯანმრთელების შემდეგ გაეწერა, კორონავირუსი ისევ აღმოაჩნდა. ხელახალი ინფიცირების შემთხვევის აღმოჩენისას, იგი საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა. საჩხერეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს ინფექცია ისევ დაუდასტურდა ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ნეტგაზეთი“ წერს.
19.05.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 19.05.2020 - ფორ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის პარტია „ქართული ოცნების” აქტივისტები, მოხალისეები, საკრებულოს, მერიის თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. „ჩვენი ვალია, დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა.
19.05.2020
მედია საშუალებები: ლაივპრეს.ჯი
Link: 19.05.2020 - ლაივპრეს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 19 მაისის, დილის მონაცემებით, სულ 702 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 456, გარდაიცვალა 12 ადამიანი.
20 მაისი
ინტერნეტ სააგენტო
20.05.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 20.05.2020 - კომერსანტ.ჯი
კარალეთის დევნილთა დასახლებაშიდასასვენებელი სკვერი, სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცემოეწყო. შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოინახულეს.
20.05.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 20.05.2020 - კომერსანტ.ჯი
ორი თვე გავიდა მას შემდეგ რაც გეგმიური ოპერაციები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო აღარ ტარდება. მოქალაქეებს, რომლებსაც გეგმიური ოპერაციები ჰქონდათ დანიშნული, ლოდინი სავარაუდოდ ივლისამდე მოუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი შემცირდა, კლინიკები გეგმიური სერვისების განახლებას ითხოვენ, რადგან მათი ისედაც რთული ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
20.05.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 20.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შესაძლოა კორუფციის რისკებს შეიცავდეს. IDFI დაინტერესდა, თუ ვისთან ფორმდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად, რომლითაც სხვადასხვა ჯგუფების სოციალური დახმარება ხორციელდება. ამასთან, კვლევაში გაეცნობით ჯანდაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებულ ხარჯებს 15 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით. კვლევის თანახმად, კომპანიები, რომლისგანაც სახელმწიფო გამარტივებული პირდაპირი შესყიდვის წესით სხვადასხვა პროდუქციასა თუ მომსახურეობას ყიდულობდა, "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან. კვლევის ავტორების თქმით, გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრეა დაფუძნებული.
20.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კარალეთის დევნილთა დასახლებაში დასასვენებელი სკვერი, სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
20.05.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 20.05.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტისხეულების 30 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს. „აღნიშნული სწრაფი ტესტები ლიცენზირებულია ჩინეთის მთავრობის მიერ, ჩვენმა პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო.
20.05.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 20.05.2020 - პია.ჯი
კარალეთის დევნილთა დასახლებაში დასასვენებელი სკვერი, სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოეწყო. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, გორის, მცხეთის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ 5 დევნილთა დასახლებაში 10 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. 2020-2021 წლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით, კიდევ 14 პროექტი განხორციელდება.
20.05.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 20.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინეს. ამის შესახებ სამინისტროს პრეს-რელიზშია ნათქვამი. როგორც სამინისტრო აცხადებს, ტესტების მომწოდებელია „ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანია, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს“. რაც შეეხება ტესტის ტიპს, ის, პრეს-რელიზის თანახმად, ანტისხეულებზე ჩატარდება. როგორც სამინისტრო იუწყება, ამჟამად ტესტები ინახება და მოგვიანებით კლინიკებს შორის გადანაწილდება.
პრესა
20.05.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 20.05.2020 - რეზონანსი
გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს „ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ჩასმას სთავაზობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე არც ადასტურებს და არც უარყოფს. თუმცა, როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, მსგავსი გადაწყვეტილება მისთვის მისასალმებელია. „არაფერი ვიცი, თქვენგან ვგებულობ ამ ამბავს. ამირანი უწესიერიესი ადამიანია. ის ჩემი მეგობარია და მის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის დადებითი და კარგი იქნება. პარლამენტის სიაში კი არა, ყველგან, სადაც კარგი საქმეები იქნება საკეთებელი, ყოველთვის სიკეთის მომტანი ადამიანი იქნება. „ამირან გამყრელიძემ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ პიროვნულადაც არის ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალი, სახელმწიფო მოაზროვნე. ამირანის პოტენციალი სრულად წაადგება საქართველოს ყველგან, სადაც არ უნდა იყოს ამირანი," - აღნიშნა კახაძემ.
20.05.2020
მედია საშუალებები: ვერსია
Link: 20.05.2020 - ვერსია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ორი ერთეული საველე კარავი გადაეცა. პროექტი „ზრდა საქართველოში“ და მისი პარტნიორის _ „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (ღDFG) მხარდაჭერით განხორციელდა. კარვების მოცულობა 40 და 20 კვადრატული მეტრია. ორივე მათგანი აღჭურვილია გათბობის სისტემით. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს.
20.05.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 20.05.2020 - რეზონანსი
საქართველოში, პანდემიის გამო, უმუშევრობა გაიზრდება. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ყოველთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იყო და ამ მხრივ ვითარება უფრო მეტად დამძიმდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ პანდემია საქართველოში არსებულ უმუშევართა სტატისტიკას საგრძნობლად გაზრდის, მისი შემცირება კი დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 11.6% იყო. პანდემია არსებულ სტატისტიკას, ბუნებრივია, გააუარესებს.
20.05.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 20.05.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. ამის შესახებ დაავადებათა მან „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. „სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს.
20.05.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 20.05.2020 - მესინჯერი
საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც გაეროს COVID-19-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად. 15 მაისს სატრასტო ფონდმა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში 1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.
რადიო
20.05.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
Link: 20.05.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მცხოვრებ ოთხ პირს კორონავირუსი დაუდგინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. გამოსაკვლევად სულ ლაბორატორიაში 97 პირის ტესტი იყო გადაგზავნილი. მათ შორის, 88 ბიოლოგიური ნიმუში სოფელ მუშევანიდან იყო აღებული, ცხრა კი, ქალაქ ბოლნისიდან.
20.05.2020
მედია საშუალებები: რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00
Link: 20.05.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 713 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 - ით გაიზარდა და 475 გახდა. საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 11-დან 9 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან ერთი ახალი ინფიცირებული ბავშვი ჰყავთ.