From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 18 მაისი მედია მონიტორინგი
Received On : 18.05.2020 09:39
Attachments :

მედია მონიტორინგი

18 მაისი

ტელევიზია

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები დღეიდან იხსნება

18.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    18.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები დღეიდან იხსნება. უკვე დამტკიცებულია რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც აღნიშნულ დაწესებულებებს მოუწევთ. ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. დასაქმებულები ვალდებულები არიან, იზრუნონ ხელების ადეკვატურ ჰიგიენაზე, გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. თავი შეიკავონ თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისგან, მუშაობის პერიოდში კი თმა მჭიდროდ შეიკრან, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

რეკომენდაციები

18.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    18.05.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

სასტუმრეობისთვის, გიდებისთვის, ტურ-ოპერატორებისა და რესტორენებისთვის რეკომენდაციები დღეს გამოქვეყნდება. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

რეგულაციების გაუქმების პროცესი გრძელდება

18.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    18.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით პანდემიის გამო შემოღებული 4 შეზღუდვა მოიხსნება. გვექნება 1-ით ნაკლები საკარანტინე ზონა. შესაძლებელი ხდება 3 პირზე მეტი შეკრება, თუმცა, არაუმეტეს 10-სა. მუშაობას ნაწილობრივ აღადგენს შსს-ს მომსახურების სააგენტო. იხსნება სალონები და სილამაზის ცენტრები. საქართველოს სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტის, თამუნა შარაშენიძის ინფორმაციით, გახსნამდე ყველა იმ სალონში, რომელიც შესაბამის ვებ გვერდზე დარეგისტრირდა, პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნა

18.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    18.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ოთხი საათია მარნეულში 5-დღიანი მკაცრი საკარანტინო შეზღუდვა გაუქმდა. თითქმის ორთვიანი აკრძალვის შემდეგ, ქალაქში შესვლა და გასვლა უკვე შესაძლებელია. შოთა რეხვიაშვილი:" დასრულდა კარანტინი მარნეულის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობა ემორჩილებოდა წესებს. ყოველდღიურ რეჯიმში ჩართული იყო პრემიერი, ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და შს სამინისტროები".

პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპი დღეიდან იწყება

18.05.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

Link:    18.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპი დღეიდან იწყება.

ინტერვიუ თამარ ბარკალაიასთან

18.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის დილა

Link:    18.05.2020 - იმედი - იმედის დილა

მთავრობისგან ინიცირებული კომპენსაციების მისაღებად თვითდასაქმებულებმა, რომლებმაც შემოსავალი 2020 წლის აპრილში დაკარგეს რეგისტრაცია უნდა გაიარონ

რეკომენდაციები

18.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    18.05.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

სასტუმრეობისთვის, გიდებისთვის, ტურ-ოპერატორებისა და რესტორენებისთვის რეკომენდაციები დღეს გამოქვეყნდება. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

მარნეულში შეზღუდვები მოიხსნა

18.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    18.05.2020 - I არხი - მოამბე 12:00

მარნეულში კარანტინი გაუქმდა და დილის ექვსი საათიდან მუნიციპალიტეტი გახსნილია. 56-დღიანი კარანტინის შემდეგ მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, მარნეულში შესვლა და გამოსვლა. მარნეული ბოლნისთან ერთად იყო პირველი მუნიციპალიტეტი, რომელიც საკარანტინო ზონად 23 მარტს გამოცხადდა. სწორედ ამ დროიდან იმყოფებოდა მარნეულის საკარანტინო ზონაში „მოამბის“ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელიც რამდენიმე საათში დატოვებს რეგიონს, მანამდე კი ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის ადგილიდან.

მარნეული ვირუსის 56 დღიანი ტყვეობისგან გათავისუფლდა.

18.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    18.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

მარნეული ვირუსის 56 დღიანი ტყვეობისგან გათავისუფლდა. მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან უკვე აღარ მოქმედებს. შესაბამისად, ადგილობრივებსაც უკვე აქვთ უფლება, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ წესს ისე, როგორც ეს 23 მარტამდე ხდებოდა, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების ტემპი მუნიციპალიტეტში უკონტროლო გახდებოდა.

შეზღუდვების შემსუბუქება

18.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    18.05.2020 - I არხი - მოამბე 12:00

პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება გრძელდება. დღეიდან მუშაობას იწყებენ სილამაზის სალონები და ესტეთიკური ცენტრები. სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა კი 10-მდე იზრდება. სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები დღეიდან იხსნება. უკვე დამტკიცებულია რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც აღნიშნულ დაწესებულებებს მოუწევთ. დასაქმებულები ვალდებულები არიან, იზრუნონ ხელების ადეკვატურ ჰიგიენაზე, გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. თავი შეიკავონ თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისგან, მუშაობის პერიოდში კი თმა მჭიდროდ შეიკრან, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

კორონავირუსის გავლენა

18.05.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

Link:    18.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

1. საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა. მომხმარებლებისა და პერსონალისთვის აუცილებელია ნიღბების, ხელთათმანების გამოყენება და თერმოსკრინინგი. ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები, რომლის გამოყენებაც დაწესებულებებმა უკვე დაიწყეს.

ეპიდემიის გამო დაწსსებული შეზღუდვები კიდევ უფრო მარტივდება; მარნეულში კაარანტინი დასრულდა

18.05.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    18.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

ეპიდემიის გამო დაწსსებული შეზღუდვები კიდევ უფრო მარტივდება. მოიხსნა შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრებაზე დახურულ და ღია სივრცეში, თუმცა 10-ზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა არ გაუქმებულა. მანქანით 3 პირზე მეტის გადაადგილება ისევ აკრძალულია. იგივე პირობით, რომ მგზავრები მძღოლის უკანა სავარძელზე უნდა განთავსდნენ. ძალაშ რჩება კომენდანტის საათიც.

ინტერნეტ სააგენტო

სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა მუშაობა განაახლეს

18.05.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    18.05.2020 - პია.ჯი

დღეს საქართველოში სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. დაწესებულია კონკრეტული შეზღუდვები კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით. ძირითადი რეკომენდაციები: სალონში წასვლამდე წინასწარ უნდა ჩაეწეროთ, რადგან რიგები და ადამიანთა თავშეყრა თავიდან იყოს აცილებული; სამუშაო სივრცეში უნდა გაკონტროლდეს მომხმარებელთა რაოდენობა - 5 კვ.მ ფართზე დასაშვებია მხოლოდ 1 მოხმარებელი და 1 მომსახურე პერსონალი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 7-ით გაიზარდა

18.05.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    18.05.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა და 432 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357 პირი. საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 7-ით გაიზარდა

18.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    18.05.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა და 432 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357 პირი. საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა

18.05.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    18.05.2020 - პია.ჯი

დღეს საქართველოში სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. დაწესებულია კონკრეტული შეზღუდვები კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით. ძირითადი რეკომენდაციები: სალონში წასვლამდე წინასწარ უნდა ჩაეწეროთ, რადგან რიგები და ადამიანთა თავშეყრა თავიდან იყოს აცილებული; სამუშაო სივრცეში უნდა გაკონტროლდეს მომხმარებელთა რაოდენობა - 5 კვ.მ ფართზე დასაშვებია მხოლოდ 1 მოხმარებელი და 1 მომსახურე პერსონალი.

პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში 200-ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა

18.05.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    18.05.2020 - პია.ჯი

COVID- 19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების დახმარებით სამშობლოში 200- ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის განცხადებით, დღეს მეზღვაურები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ვირუსთან ბრძოლაში. საზღვაო ტრანსპორტით მსოფლიო ტვირთების 90% გადაიზიდება და შექმნილი კრიზისის გამო მეზღვაურებს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა, რომ მსოფლიო ლოგისტიკურმა ჯაჭვმა შეუფერხებლად იმუშაოს.

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

18.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    18.05.2020 - კვირა.ჯი

კლინიკა ,,მედალფა“ კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ 2 ინფიცირებული რჩება. საკარანტინე სივრცეში 1438 პირი იმყოფება. კარანტინი უკვე 5 555-მა ადამიანმა დატოვა. აჭარაში 30 აპრილის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლოს გამოკვლეული 260 პირიდან პასუხი ყველასთან უარყოფითია. გარდა ამისა, ბათუმის ცხელების კლინიკაში მოთავსებული 28 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებოდნენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Covid-19 არცერთ მათგანს დაუდგინდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 7-ით გაიზარდა

18.05.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    18.05.2020 - ინფო9

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა და 432 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357 პირი. საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

პაატა იმნაძე: ხატისოფელი და მუშევანი ორივე პატარა სოფელია, მაგრამ კორონავირუსით დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა

18.05.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    18.05.2020 - ინფო9

ხატისოფელი და მუშევანი ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც იმნაძე ამბობს, „მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს“. „ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა თავი ახალმა შემთხვევებმა - ეს არის და ეს.

პრესა

 

პაატა იმნაძე: "მაინტერესებს, ექსპერტობის გამოცდას სად აბარენ, რომ მეც მივიღო ეს წოდება"

18.05.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    18.05.2020 - კვირის პალიტრა

ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და პოსტპანდემიურ პერიოდზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა. - ეპიდსიტუაცია ბოლო კვირების განმავლობაში საიმედო იყო, მხოლოდ ერთეული შემთხვევები აღინიშნებოდა, ახლა კი ისევ გაჩნდა ახალი კერა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხატისოფელსა და მუშევანში კარანტინია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იუესეიდის მხარდაჭერით საველე კარვები გადაეცა

18.05.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    18.05.2020 - ახალი თაობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ორი ერთეული საველე კარავი გადაეცა. პროექტი „ზრდა საქართველოში“ და მისი პარტნიორი - "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ მხარდაჭერით განხორციელდა. კარვების მოცულობა 40 და 20 კვადრატული მეტრია. ორივე მათგანი აღჭურვილია გათბობის სისტემით. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც.

"საქართველოში კორონავირუსი აუცილებლად დამარცხდება"

18.05.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    18.05.2020 - ალია

რამდენიმე წლის წინათ მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს სენსაციური ინფორმაცია: "ქართველმა აკადემიკოსმა - კახა საბახტარაშვილმა ღორის გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა!" შეიძლება თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული ანტივირუსული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებრივი პრეპარატი "იმუნო-ჰერბი" ეფექტური აღმოჩნდეს ახალი კორონავირუსისაგან თავდასაცავად? კახა საბახტარაშვილი, "იმუნო-ჰერბის" ავტორი, ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის N13 პოლიკნინიკის დირექტორი 2005-2009 წლებში: -სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, გრიპის ნებისმიერი შტამის, სურდოსა და ანგინის განსაკურნებლად საუკეთესო საშუალება ჰომეოპათიური მედიცინაა! "იმუნო-ჰერბში" შემავალი პირველი კომპონენტია ჰომეოპათიური აკონიტი, რომელიც ორგანიზმს ვირუსებისაგან იცავს და ორგანიზმში გამრავლებას ბლოკავს.

რა შეზღუდვების დატოვებას აპირებს გახარია 22 მაისის შემდეგ და რატომ ეშიანია ასე ომის შემდეგ მშვიდობით ხელისუფლებას?

18.05.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    18.05.2020 - ალია

22 მაისს საგანგებო მდგომარეობა იხსნება ქვეყნის მაშტაბით, თუმცა, პრემიერმა ბრძანა, რომ მიმართავს პარლამენტს და კანონში შეიტანს ცვლილებებს ისე, რომ საგანგებო მდდგომარეობის გაუმქების მერეც დატოვოს შეზღუდვები. ჟურნალისტები, არც კარანტინში წავიდოდნენ ბრამად, რადგან გადატანილი - ინფიცირებულს რომ არ ნიჩნავს, ჩვენ კარგად ვიცით, მატ ვუშვებთ კარანტინში, იმ კარანტინში სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ადგილები არ იყო და ამიტომ ვერ აბრუნებდა ემიგრამტებს.

გაიგეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - ინსტრუქცია

18.05.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    18.05.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

 

 

 

 

რადიო

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა

18.05.2020

მედია საშუალებები:    რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

Link:    18.05.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა და 432 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357 პირი.

კორონავირუსი

18.05.2020

მედია საშუალებები:    რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00

Link:    18.05.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 701 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 432, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 მოქალაქე, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

​