| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 17-18 მარტი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 18.03.2020 07:41 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
17 მარტი
ტელევიზია
17.03.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - დილა ფორმულაზე
Link: 17.03.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე
1_ არჩილ მარშანია საუბრობს COVID- 19-თან დაკავშირებით გავრცელებულ მითებზე. COVID- 19-თან დაკავშირებით ინფორმირებულობა არის მთავარი იარაღი სწორი კომუნიკაციისთვის, რომ ინფორმაცია გავრცელდეს სწორად.
17.03.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 17.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები მთავრობის კანცელარიაში. გუბერნატორებთან შეხვედრებზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ყველა იმ რეკომენდაციების რეგიონულ დონეზე აღსრულება განიხილეს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება.
17.03.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 17.03.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
პრემიერი გუბერნატორებს შეხვდა, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ.
17.03.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 17.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა - განცხადება პრემიერმა გააკეთა. გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შეიძლება სწორედ სამარშუტო ტაქსები გახდეს, ამიტომ მათი მოძრაობა დროებით შეიზღუდება. "ფაქტობრივად გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება.
17.03.2020
მედია საშუალებები: იმედი - დღის ქრონიკა
Link: 17.03.2020 - იმედი - დღის ქრონიკა
ქვეყანა კორონა ვირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. როგორც პრემიერმა განაცხადა შეჩერებიდან გავრცელების ეტაპი დგება.
17.03.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 17.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მოხალისეთა ერთიან შტაბი დააფუძნა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შტაბი ზეპარტიული იქნება და მათი კარი ყველა სრულწლოვნისთის ღიაა.
17.03.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
Link: 17.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
კორონავისურის გავრცელების თავიდან საცლებლად მთავრობის რეკომენდაციებისა და შეზღუდვების ჩამონათვალი ყოველდღე იზრდება, ბათუმში, რამდენიმე კაფემ და სასტუმრო-რესტორანმა მუშაობა დროებით შეაჩერა, დაიხურა სპორტული დარბაზები და სპა ცენტრები.
17.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 17.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
"კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ" - ეს განცხადება, დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
17.03.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 17.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
ხვალიდან თბილისში აიკრძალება მიკროავტობუსებით თბილისში მგზავრების გადაყვანა, შეზრუდვა იქამდე დარჩება ძალაში, ვიდრე იქნება საფრთხე, რომ კოვიტ 19 ეპიდემიურ აფეთქებად იქცეს. მთავრობის დღევანდელმა აკტრძალვამ ათასობით ადამიანი ფაქტობრივად უმუშევრად დატოვა.
17.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 17.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
კორონავირუსზე ლუგარის გარდა ტესტირება რამდენიმე კერძო ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი. შეთანხმებას მთავრობამ ლაბორატორიების ნაწილთან უკვე მიაღწია. გრძელდება იმ საავადმყოფოების მოძიებაც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საეჭვო პაციენტებს მიიღებენ.
17.03.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 17.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
პრემიერი გუბერნატორებს შეხვდა, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება სწორედ სახელმწიფო რწმუნებულების პასუხისმგებლობაა.
17.03.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 17.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
ქვეყანაში კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები რაოდენობა კრიტიკულად გაიზრდება. შეჩერების ეტაპიდან საქართველო საქართველო უკვე გავრცელების ეტაპზე გადავიდა, შეზღუდვებს ხელისუფლება საათობრივად აწესებს და 70 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე თვით იზოლაციაშია გაშვებული.
17.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 17.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო ხელისუფლება სანქციებს ამკაცრებს, ურჩ მოქალაქეებს შესაძლოა ჯარიმა სოლიდური 20 000-30 000 ლარი, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყოს.
17.03.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
Link: 17.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
რეკომენდაციები პროფსასწავლებლებისთვის. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კოლეჯებს მიმართა რეკომენდაციით, მისცენ რიგგარეშე ანაზღაურებადი შვებულება იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულნი არიან დროებით შეჩერებული პროგრამების განხორციელებაში.
17.03.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 17.03.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 1-ით გაიზარდა. მას დიაგნოზი დღის პირველ ნახევარში დაუსვეს, მისი მდგომარეობა ამჯამად სტაბილურია.
17.03.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 17.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
შევა თუ არა საქართველო ვირუსის აფეთქების პიკში - ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა და საშიშ ეპიდემიას საგანგებო მდგომარეობამდე არსებულ შეზღუდვებს უპირისპირებს.
17.03.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 17.03.2020 - I არხი - მოამბე 18:00
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 46 პაციენტი იმყოფება.
17.03.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 17.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
ამ დროისთვის ინფიცირების ახალი შემთვევა არ დაფიქსირებულა. განცხადება მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. ცნობილი გახდა 11 ტესტის შედეგი რომელთაგან ყველა უარყოფითია.
17.03.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 17.03.2020 - I არხი - მოამბე 18:00
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ხვალიდან მთელს საქართველოში სამარშრუტო ტაქსები დროებით აღარ მიმოძრავებენ.
17.03.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 17.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
საგანგებო მდგომარეობას საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კორონავირუსი შეჩერების ეტაპიდან ჩვენ გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, ამ სიტყვებით გამოვიდა გიორგი გახარია, როგორც ჩანს ეს გარდამტეხი ეტაპია.
17.03.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 17.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
ტყიბულში არსებული ძიზიგურის სახელობის შახტის მეშახტეები რამდენიმე დღეა უარს აცხადებენ მუშაობის გაგრძელებაზე იქ არსებული საფრთხეების გამო.
17.03.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 17.03.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ტყიბუილის მეშახტეების პროტესტი გრძელდება. დასაქმებულების რამდენიმე დღეა უარს აცხადებენ მუშაობაზე. მიზეზად არსებულ საფრთხისშემცევლ გარემოს ასახელებენ.
17.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 17.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
20 დღიანი ბრძოლის გამოცდილებითა და კორონავირუსის დადასტურებული ფაქტების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 82-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებელს ქვეყანა COVID-19-ის 34 პაციენტის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევით აფიქსირებს.
17.03.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 17.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
1. თენგიზ ფხალაძე:" ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა, იყო აუცილებელი, მნიშვნელოვანი, საჭირო.
17.03.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 17.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
ხვალიდან თბილისში აიკრძალება მიკროავტობუსებით თბილისში მგზავრების გადაყვანა, შეზრუდვა იქამდე დარჩება ძალაში, ვიდრე იქნება საფრთხე, რომ კოვიტ 19 ეპიდემიურ აფეთქებად იქცეს.
17.03.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 17.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
საპენსიო შენატანის 8 თვით გადავადებისკენ მთავრობას ეკონომისტებიც მოუწოდებენ. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე ეს სწორი ნაბიჯი იქნება.
17.03.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
Link: 17.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
მომავალ კვირას შესაძლოა კორონავირუსის ეპიდომოლოგიური კვლევა შეუძლებელი გახდეს და ინფექციის პირველი წყაროს პოვნა შეუძლებელი გახდეს.
17.03.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა
Link: 17.03.2020 - ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა
კორონა ვირუსმა მსოფლიოს და საქართველოს პოლიტიკის დღის წესრიგი შეცვალა და ერთგვარად მოადუნა კიდეც მოქალაქეების ინტერესი პოლიტიკური საკითხებისადმი.
17.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
Link: 17.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
ქვეყანა ეპიდემიის წინაშეა, კორონა ვირუსი რომელიგუ ჯერ კიდევ გუშნ მეტნაკლებად კონტროლს ექვემდებარებოდა უკონტროლო გახდა. 34 დაინფიცირებული 1 გამოჯანმრთელებული და ათასზე მეტი ადამიანი რომელიც კარანტინში ან მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
17.03.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
Link: 17.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
რეკომენდაციები პროფსასწავლებლებისთვის. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კოლეჯებს მიმართა რეკომენდაციით, მისცენ რიგგარეშე ანაზღაურებადი შვებულება იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულნი არიან დროებით შეჩერებული პროგრამების განხორციელებაში.
18 მარტი
ტელევიზია
18.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
Link: 18.03.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია თითეული ჩვენგანის, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. რა სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას კორონავირუსის გავრცელების დროს და რა წვლილი შეაქვს ადამიანებს? ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინეს სასწავლო დაწესებულებებმა.
18.03.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 18.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
უნდა ვიყოთ ფხიზლად, ფხიზლად პასუხისმგებლიანი ქცევითა და პასუხისმგებლობით აღჭურვილები, ემოციების მართვაც არ უნდა დაგვავიწყდეს და შედარებით ნეგატიური ამბებისთვისაც უნდა გავემზადოთ, ჩვენი ფსიქიკაც უნდა მოვამზადოთ, თუ ტყუილი აღმოჩნდება ეს სამზადისი ხომ კარგი და თუ არა, აუცილებლად უნდა ვიყოთ ნებისმიერი შედეგისთვის მზად.
18.03.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 18.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
რუბრიკა სტარტაპერი ბიზნესს ახალ რეალობასთან ადაპტირება უწევს და უამრავი რისკფაქტორის გათვალისწინება, თუმცა, თიბისი სტარტაპერის შემდეგი სტუმრისთვის კორონავირუსმა სულ სხვა შესაძლებლობები გააჩინა.
18.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 18.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში აპარატების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. სასუნთქი აპარატი ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ახალი ვირუსის გართულების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს. მინისტრის ინფორმაციით, მოხდება ე.წ "ეკმოს" აპარატების შემოტანაც. ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50-მდე პაციენტი იმყოფება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
18.03.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 18.03.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ქვეყანაში შაგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. მისი თქმით საუკეთესო მეთოდი რომ კორომნავირუსთან ბრძოლა ეფექტიანი იყოს არის პრევენციული ღონისძიებების გატარება და მოსახლეობაში სოციალური დისტანცირების გაზდრა.
18.03.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 18.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს და თითოეულ მოქალაქეს ამ პროცესში მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.
18.03.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 18.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
კორონავირუსი
18.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 18.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
იმერეთის საკარანტინო ზონებში 205 მოქალაქეა მოთავსებული. რეგიონის მასშტაბით სამი საკარანტინო ზონაა გახსნილი. ამ დროის მონაცემებით, საჩხერეში 31 მოქალაქეა გადაყვანილი, საირმეში 54, წყალტუბოში კი 120.
18.03.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 18.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
მარინა ეზურბაიაი
18.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 18.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
კრიზისული მდგომარეობა, გაუქმებული ფრენები და ჩაკეტილი საზღვრები - კორონავირუსის გამო საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. პარიზი-თბილისის სპეც რეისით საქართველოში 160-მდე მგზავრი დაბრუნდა.
17 მარტი
ინტერნეტ სააგენტო
17.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია კორონავირუსის მეტი გავრცელება.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელოვნური სუნთქვის სულ 150 აპარატია მომზადებული, თუმცა მათი გამოყენების საჭიროება ჯერ არ დამდგარა.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის გარდა, კორონავირუსის ინფექციაზე კვლევების ჩატარება, თბილისში, კიდევ ერთ ლოკაციაზე, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ლაბორატორიაში და ასევე ქუთასისსა და ბათუმშიც იგეგმება.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის კლასტერი დადგენილი და შესწავლილია. ამის შესახებ მინისტრმა ჟურალისტებს განუცხადა.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის, რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში მინიმალური შემოსავლების გარეშე არ დარჩნენ.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ტესტირების კუთხით რიგების ან პასუხების დაგვიანების პრობლემა არაა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამჟამად მარაგშია 3 000 ტესტი, ასევე შესყიდვის ფაზაშია 20 000-მდე ტესტი.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესითა და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგნება.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სამეანო განყოფილება მზადდება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს მოემსახურება. როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორსულებისთვის რეკომენდაციები იგივეა, რაც სხვა შემთხვევებში.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინფო.ჯი
Link: 17.03.2020 - ინფო.ჯი
საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ხვალიდან დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსები მოემსახურება.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინფო.ჯი
Link: 17.03.2020 - ინფო.ჯი
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ მინიმალური შემოსავალის გარეშე.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს რკინიგზა“ მგზავრთა გადაყვანას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს. მათივე განმარტებით, ჯერჯერობით რკინიგზის გაჩერების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინფო.ჯი
Link: 17.03.2020 - ინფო.ჯი
თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები იცვლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძის თქმით, მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინფო.ჯი
Link: 17.03.2020 - ინფო.ჯი
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება თქვენი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.
17.03.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 17.03.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
17.03.2020
მედია საშუალებები: ინფო.ჯი
Link: 17.03.2020 - ინფო.ჯი
ჯანდაცვის სისტემა მზად არის გაზრდილი ნაკადის მისაღებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი რეჟიმი, რომლის შესახებაც დღეს პრემიერმა ისაუბრა, კვლავ პრევენციული რეჟიმია, თუმცა მეტ კონტროლს გულისხმობს.
18 მარტი
ინტერნეტ სააგენტო
18.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 18.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოს 50-მდე აპარატი აქვს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ გართულების შემთხვევაში, პაციენტებისთვის ყველა საჭირო პირობა შეიქმნას.
18.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 18.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კორონავირუსით გამოწვეული ვითარების და COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 18 მარტიდან შიდასაქალაქო ტრანსპორტის - N2, N6 და N 9 მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით იკრძალება, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მათ შორის N10, N30, N34, N36, N22 მიკროავტობუსები შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ.
პრესა
18.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 18.03.2020 - რეზონანსი
ქვეყანაში კორონა ვირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო საქართველოში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხდება არა, მაგრამ იქამდე აღარც არაფერი გვაშორებს.
18.03.2020
მედია საშუალებები: სარკე
Link: 18.03.2020 - სარკე
მთელ მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ საჯარო განცხადებით მრევლს რეკომენდაციები მისცა და ლოცვიკსნე მოუწოდა.
18.03.2020
მედია საშუალებები: სარკე
Link: 18.03.2020 - სარკე
პრემიერ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ.
18.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 18.03.2020 - რეზონანსი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კომპანია "გილიადმა" შექმნა პრეპარატი, რომელიც ამ ეტაპზე კორონავირუსის წინააღმდეგ იტესტება.
18.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 18.03.2020 - რეზონანსი
ამ ან მომავალ კვირაში მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, რომელთა პირველწყაროს დადგენაც ვერ მოხერხდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა იმ ერთ შემთხვევაზე, რომლის პირველწყაროც ამ მომენტამდე უცნობია.
18.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 18.03.2020 - რეზონანსი
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.
18.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 18.03.2020 - რეზონანსი
სოციალურ ქსელში მარიამ კალანდაძე აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
18.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 18.03.2020 - რეზონანსი
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მალე ქვეყანაში პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების წარმოება დაიწყება. პრემიერის თქმით, არსებული დეფიციტი 1-2 კვირა გაგრძელდება.
18.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 18.03.2020 - რეზონანსი
მარტის შუა რიცხვებში პიკს ველოდებოდით, მაგრამ პიკმა გადაიწია და დღეს გვაქვს იმაზე ნაკლები შემთხვევა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს აძლევს ჯანდაცვის სისტემას დამატებით დროს შემდგომი გართულებებისთვის მომზადებისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
18.03.2020
მედია საშუალებები: ვერსია
Link: 18.03.2020 - ვერსია
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 16 მარტს, მთელი დღის განმავლობაში, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 22 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
18.03.2020
მედია საშუალებები: ვერსია
Link: 18.03.2020 - ვერსია
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში, ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა.
18.03.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 18.03.2020 - ახალი თაობა
კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი _ 3.000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15.000 ლარით დაჯარიმდება. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ საკითხთან და-კავშირებით ცვლილებები უკვე მოამზადა.
18.03.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 18.03.2020 - ახალი თაობა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე გამოთქვამს მზადყოფნას, ვარძიის კოტეჯები დაუთმოს იმ ადამიანებს, ვისაც თვითიზოლაცია ესაჭიროება: _ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ვარძიაში ფლობს კეთილმოწყობილ კოტეჯებს.
18.03.2020
მედია საშუალებები: საერთო გაზეთი
Link: 18.03.2020 - საერთო გაზეთი
მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
18.03.2020
მედია საშუალებები: საქართველო და მსოფლიო
Link: 18.03.2020 - საქართველო და მსოფლიო
პაციენტების 80%ში კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და მათ სერიოზული მკურნალობა არ სჭირდებათ, — განაცხადა შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
18.03.2020
მედია საშუალებები: საქართველო და მსოფლიო
Link: 18.03.2020 - საქართველო და მსოფლიო
რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ კორონავირუსის არ გვეშინია და ქვეყანა ამ გამოწვევას უმკლავდება, ფაქტია — პანიკის სერიოზული ნიშნები შეიმჩნევა და საკმარისია კიდევ ერთი მცირე ბიძგიც კი, რომ უმართავი ვითარება შეიქმნას.
18.03.2020
მედია საშუალებები: ლელო
Link: 18.03.2020 - ლელო
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია კორონავირუსის მეტი გავრცელება. „მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ გადავდივართ ახალ რეჟიმზე.
რადიო
18.03.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
Link: 18.03.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დღეიდან, ორი კვირის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
18.03.2020
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
Link: 18.03.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
1)საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.