| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 17 თებერვალი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 17.02.2020 09:05 |
| Attachments : |
17 თებერვალი
ტელევიზია
17.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 17.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
სახელმწიფო პროგრამის სოფლად ახალგაზრდა მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში დაახლოებით 60 000 ლარის ოდენობით და შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით 100 000-ლარიანი დახმარებით განხორციელდა პროექტი, რომელიც გურიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგვზიანში დაფნისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარის გადამამუშავებელი საწარმოს დამხმარე გახდა. საწარმო სეზონზე დაახლოებით 20 ტონა დაფნის გადამუშავებას ახერხებს და აანონსებს, რომ მომავალში ამ მასშტაბებს მიაღწევს. საწარმოს წარმომადგენლის მიხეილ მელუას ინფორმაციით, გაფართოებას აპირებენ და ამისთვის იუესეიდის პროექტში ჩაერთვნენ.
17.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
Link: 17.02.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
რა შეიძლება მივიჩნიოთ დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციად? რა უფლებები გვაქვს დასაქმებულებს და როგორ უნდა მოვიქცეთ სამუშაო ადგილას დისკრიმინაციის შემთხვევაში? ან იმ შემთხვევაში, როდესაც ვეძებთ სამსახურს და პოტენციური დამსაქმებელი დისკრიმინაციული შინაარსის ტექსტით აქვეყნებს ვაკანსიას? ანა აბაშიძე: "შრომითი უფლებები და დასაქმება ადამიანების ცხოვრებაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენს დამოუკიდებელ ცხოვრებას, გარანტირებულად ვაქცევთ. თუმცა, არსებობს პრაქტიკული უფლებები, კონკრეტული დასაქმების ადგილას. ეს შეიძლება იყოს დისკრიმინაციული დამოკიდებულება. დისკრიმინაცია შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა ნიშნით, სქესის გამო ჩაგვრა, კანის ფერის გამო, ან სოციალური სტატუსის გამო, გენდერული იდენტობის გამო.... ამ პრობლემების გადასაჭრელად სხვადასხვა გზა არსებობს. კონკრეტულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად. შეგვიძლია გამოვიყენოთ "სახალხო დამცველის" რესურსი. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორის მიზანია უფასოდ და ხარისხიანად მოემსახურონ მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული გამოწვევბი აქვთ".
17.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 17.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
მესტიაში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემქრება. ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ხაიშში დაჭრეს. ინციდენტი სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი ბეჭის არეშია დაჭრილი და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. მესტიაში მომხდარ ინციდენტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. უტიტროდ: "სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში შემოყვანილია ახალგაზრდა სავარაუდოდ, ცეცხლნასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობით მარცხენა ბეჭის მიდამოში. მამაკაცი არის 33 წლის".
17.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 17.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
ბერულავების ოჯახი გერმანიიდან ბორკილებით გამოაძევეს. რომან ბერულავას რამდენიმე კვირაში ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა, ქვეყნიდან წამლებიც კი არ გამოატანეს. საქართველოდან გაგზავნილი თვითმფრინავით ისინი სპეცრეისით ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან დააბრუნეს. საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან და იტალიიდან უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ემიგრანტები შველას ითხოვენ. ისინი დეპორტაციის პროცესს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტსა და მის განცხადებებს უკავშირებენ. ემიგრანტები ჰყვებიან, რომ საქართველოდან გერმანიაში 60-კაციანი ჯგუფი საგანგებოდ არის ჩასული და ისინი ქართველების დეპორტაციაზე მუშაობენ.
17.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 17.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
სახელმწიფოს მხრიდან თითო სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა კერძო სექტორის მხრიდან 16-ჯერ მეტი ინვესტიცია განხორციელებულიყო. იგივე სუბსიდირებულმა ლარმა 5 ლარის გადასახადები შემოიტანა ბიუჯეტში და იგივე სუბსიდირებულმა ლარმა 9 ლარამდე მთლიანი შიდა პროდუქტი შექმნა. ეს არ 6 თვის შედეგების შეჯამება, პროგრამის- აწარმოე საქართველოში ხელმძღვანელის მხრიდან. ანგარიშის პრეზენტაცია "მეამას" ყავის საწარმოში შედგა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მენეფიციარია. მიხეილ ხიდურელი:"2020 წელს ჩვენ 7%-იან სუბსიდირებაში შევდივართ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და შესაბამისად ვმოქმედებთ". პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 2020-2021 წლებში 225 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცის მოზიდვა იგეგმება. სააგენტო 2020 წელს ახალი მიმართულებების ათვისებასაც აპირებს, მათ შორის არის ბალნეოლოგიური კურორტების, ტურისტული სერვისების და თევზჭერის ინდუსტრიები. ნათია თურნავა:"დღიდან დაარსებისა, აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო დაარსდა. ამ პროგრამის მხარდაწერით, 1 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა".
17.02.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
Link: 17.02.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს- ამ სლოგანით აქციას დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამართავს. ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად ჟურნალისტები ქუჩაში თბილისში გამოვლენ. მედიის წარმომადგელნები 16:00 საათზე პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი დირექტორი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც მათი თქმით, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის.
17.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 17.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
ჩვენ მოვიპოვეთ შსს-ს მთავარი მტკიცებულება გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე. ეს არის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ მკვლელობას წინ უძღვოდა ორი ჩხუბი. ვიდეოში ჩხუბში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება შუძლებელია, თუმცა, დგინდება, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 6 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის, ჩანს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჯარისკაცი. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დაპირისპირება დილის 6 საათზე მოხდა. ვინ არის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი და რა მოხდა გუდაურში? დავით ლოლაძე: "პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში შემოყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ ცეცხლსასროლი ჭრილობებით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გახლდათ კრიტიკულად მძიმე".
17.02.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 17.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
ემიგრანტები შველას ითხოვენ. გერმანიიდან მასობრივი დეპორტაციის გამო საქართვლოს ის მოქალაქეები ზარალდებიან, ვისაც საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებათ. ბერულავების ოჯახი გერმანიიდან ბორკილებით გამოაძევეს. რომან ბერულავას რამდენიმე კვირაში ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა, ქვეყნიდან წამლებიც კი არ გამოატანეს. საქართველოდან გაგზავნილი თვითმფრინავით ისინი სპეცრეისით ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან დააბრუნეს. ემიგრანტები დეპორტაციის პროცესს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტსა და მის განცხადებებს უკავშირებენ. დეპორტაციაში მოყოლილები ჰყვებიან, რომ საქართველოდან გერმანიაში 60-კაციანი ჯგუფი საგანგებოდ არის ჩასული, სწორედ მუშოაბენ ქართველების დეპორტაციაზე.
საინფორმაციო სააგენტო
17.02.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 17.02.2020 - კომერსანტ.ჯი
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმა და დაპირებები მართვის სისტემის დეპოლიტიზაციას, კერძო სექტორის სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. 7 წლიანი მმართველობის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ განვლილი წლები შეაფასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოყო: კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
პრესა
17.02.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 17.02.2020 - ალია
ბოლო კვირების მანძილზე, საზოგადოება თვალს ადევნებს ცოტნე გამსხურდიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჯერ იყო და, დედა - მანანა არჩვაძე-გამსხურდია, სოციალურ ქსელში აზიარებს და ავრცელებს პოსტებს, რომელშიც ცოტნე გამსახურდიას ამჟამინდელი მეუღლე - ანა ჯაბაური თვითმარქვია ცოლად და აგენტადაა მოხსენიებული, რომელსაც კოლხურ კოშკში ყოფნა გაუტკბა ,ერე ცოტნეს ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე ასევე სოციალურ ქსელში, ითხოვს ცოტნესთან იყოს მხოლოდ დედა და ამბობს, რომ აქვს ჩანაწერი, რომლითაც დაამტკიცებს, რომ ანა ჯაბაური გეგმავდა პროვოკაციას, ქალბატონი მანანას წინააღმდეგ. თავად ანა ჯაბაურს, ბოლო პერიოდში მედიასთან ვრცლად არ უსაუბრია.
17.02.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 17.02.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1943 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკებისას, სიძეს - 1980 წელს დაბადებული ბ.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ჯერ გარდაბანში მდებარე კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
17.02.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 17.02.2020 - ალია
მთავრობა დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ უამრავი ოჯახი, გადამოწმების პერიოდში - შიმშილობა. სამწუხაროდ, ესეც ისევ და ისევ ბაღდათის დაღუპული ოჯახის მაგალითზე დაინახეს ყველაზე მკვეთრად. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პრიგრამაში მონაწილეობა.ამისთვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი. ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო წულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა. ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკი ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მგომარეობა. ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილია შესაბამის უწყებასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გადაწყვეტილება მიღებულია, ცვლილება ძალაში შევა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან".
17.02.2020
მედია საშუალებები: კვირის პალიტრა
Link: 17.02.2020 - კვირის პალიტრა
"მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვთ საქართველოში ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც გასაშვილებელი ბავშვის ნათესავები არიან" ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვთა ზრუნვის განყოფილება ტრეფიკინგის სამსახურს დაუქვემდებარა და შეიქმნა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების ახალი სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მეურვეობასა და მზრუნველობაზეც. გასულ წელს სოცმუშაკებმა არაერთხელ გააპროტესტეს სისტემის გაუმართაობა, უკიდურეს ფორმასაც კი მიმართეს და მუშაობა შეწყვიტეს... "საზოგადოებაში ჩვენი პროფესიის დემონიზაცია მიდის. როცა უკიდურესი მდგომარეობაა, ბავშვის ოჯახიდან გამოყვანას ვცდილობთ, ამიტომ აღვიქმებით ბავშვის გამტაცებლებად და ბოროტ ხალხად.
17.02.2020
მედია საშუალებები: კვირის პალიტრა
Link: 17.02.2020 - კვირის პალიტრა
ტერმინი "გენდერული სელექცია" ან სელექციური აბორტი არცთუ დიდი ხნის წინ გაჩნდა და გულისხმობს ბავშვის სქესის გამო ორსულობის შეწყვეტასა და ნაყოფის მოცილებას. ის, ძირითადად, აზიურ ქვეყნებშია გავრცელებული, იქ, სადაც გენდერული უთანასწორობა პრობლემაა - ამ საზოგადოებებში მამაკაცი დომინირებს. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემაა. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მონაცემებით, 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო 31 446 გოგონა არ დაბადებულა. ამერიკელმა და სინგაპურელმა მეცნიერებმა ორასი ქვეყნის 1970-2017 წლების შობადობის სტატისტიკა შეისწავლეს.
17.02.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 17.02.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში 60 წლის ქალის მკვლელობის საქმე პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული ამავე სოფლის მკვიდრი პირი, რომელიც ასევე რამდენჯერმე ნასამართლევია და პირიობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. 60 წლის ზაირა დევნოზაშვილი საკუთარ სახლთან 100 მეტრში მეზობლებმა უკვე მკვდარი იპოვეს. მას თავის არეში ბლაგვი საგნით ჭრილობები აქვს მიყენებული. ადგილობრივი მცხოვრებლები „რეზონანსთან“ მკვლელობის ერთადერთ ვერსიად ყაჩაღობას ასახელებენ და მათი თქმით, თავიდანვე გაჩნდა მოსაზრება, რომ თავდამსხმელი უცო პირი არ უნდა ყოფილიყო.
17.02.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 17.02.2020 - ალია
ბოლო კვირების მანძილზე საზოგადოება თვალს ადევნებს ცოტნე გამსახურდიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. - ამ მომენტში, თქვენს გარდა, ოჯახის რომელ წევრს აქვს ცოტნეს ნახვის უფლება? - ცოტნეს დედას. მოდის, თავისი ნახვის საათები აქვს, რამენიმე საათი აქვს გამოყოფილი. დაახლოებით სამი საათი. - თქვენ მუშაობთ რამდენიმე ადგილას... - დიახ და დროებით ყველა სამსახური მაქვს მიტოვებული, ვმუშაობ "ნიუ ჰოსპიტალში" წამყვანი კარდიოლოგი ვარ, ვმუშაობ "ევროპის უნივერსიტეტში" - პროფესორი ვარ და ვმუშაობ სამედიცინო წამყვანად ასევე. გთავაზობთ 2014 წლის წერილს, სადაც ცოტნე გამსახურდიამ მისსა და დედამისის ურთიერთობაზე წერს: "21 წლის ასასკიდან მარტო ვცხოვრობ. მივეჩვიე, რომ მხოლოდ საკუთარი ტავის იმედი უნდა მქონდეს და მარტო ვარ ამქვეყნად, თუმცა ძალიან მძიმე იყო ოდესღაც ჩემთვის ამის გაცნობიერება.
17.02.2020
მედია საშუალებები: ბანკები და ფინანსები
Link: 17.02.2020 - ბანკები და ფინანსები
საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობის 140 წლის იუბილე აღნიშნა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილი საზოგადოება ინტერესით გაეცნო კოლეჯის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს უძველესი პროფესიული სასწავლებლის მიერ განვლილი გზის ერთგვარი ანგარიშიც გამოდგა.