From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 16 მარტი მედია მონიტორინგი
Received On : 16.03.2020 09:45
Attachments :

მედია მონიტორინგი

16 მატი

ტელევიზია

 

კორონავირუსი და მიმდინარე მოვლენები, კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე

16.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    16.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. რეკომენდაციები ეროვნული ბანკისგან. ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს, ვინაიდან ნებისმიერ საგანსა და მათ შორის ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა.

გერმანიის დახმარება პროფესიულ კოლეჯებს

16.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    16.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანა წარმატების საიდუმლოდ პროფესიული განათლების გამართულობას ასახელებს და ამ საიდულოს გაზიარებისთვის საქართველოსთვის დახმარებას აგრძელებს.

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    16.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

1. მოქალაქეები, რომლებიც გუდაურში 5-დან 10 მარტამდე ისვენებდნენ, კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ არიან.

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    16.03.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33 გაიზარდა. სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი 7 პოაციენტის ანალიზის პასუხი დრეს გახდება ცნობილი.

 

საირმეში ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო

16.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    16.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო საირმეში - ტერიტორიაზე ის მგზავრები გადაიყვანეს, რომლებიც გვიან ღამით მარსელიდან ქუთაისში ჩამოფრინდნენ. პირველი შემოწმება მათ აეროპორტშივე გაიარეს.

ძიძიგურის შახტის თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ - მეშახტეები მსვლელობისთვის ემზადებიან

16.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    16.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ტყიბულში, ძიძიგურის შახტის თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ. ისინი დღეს მსვლელობისთვის ემზადებიან.

მერია ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგებას იწყებს

16.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    16.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს არამალფუჭებადი პროდუქტები დაურიგდებათ. დედაქალაიქს მერის კახა კალაძის ინფორმაციით, არდადეგების მიუხედვად პროდუქტების მიღება ბავშვების მშობლებს ხუთშაბათიდან, ორ კვირაში ერთხელ შეეძლებათ.

დისტანციური სწავლება ქართულ რეალობაში - შესაძლებლობები და გამოწვევები

16.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    16.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

მსოფლიოში პანდემიის ფონზე 50-მდე ქვეყანაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა სკოლებში, ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც.

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    16.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 683 ადამიანი ემსხვერპლა ყველაზე მეტი, 368 ადამიანი ვირუსმა იტალიაში იმსხვერპლა, 96 პაციენტი დაიღუპა ესპანეთში, საფრანგეთში კი 36.

რესტორანი "მთვრალი ალუბალი" განცხადება

16.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    16.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს რესტორანი "მთვრალი ალუბალი", რომელიც გუდაურში მდებარეობს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩეხეთიდან ჩამოსული სამი ტურისტი 4 მარტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში რესტორან სტუმრობდა, მოგვიანებით კი მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    16.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

პრემიერ-მინისტრს დღეს საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია წარედგინება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ.

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - ახალი დღე

Link:    16.03.2020 - I არხი - ახალი დღე

ახალი კორონავირუსი ამერიკასაც მოედო, დაცარიელებული მანჰეტნი, შეჩერებული სასწავლო და სამუშაო დაწესებულებები. ნიუ-იორკიდან ექთანი თეა გიაგაური. იტალიაში მკაცრი შეზღუდვები, მკაცრი დეკრეტი და ბლოკირებული ქალაქები, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება.

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    16.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

პრემიერ-მინისტრს დღეს საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია წარედგინება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ.

"კოვიდ 19"

16.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    16.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

საჩხერის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე გართულებები არ აღენიშნებათ. პაციენტები საშუალო ასაკის არიან, მათ იტალიის მოქალაქეებთან ქონთად კონტაქტი.

"კოვიდ 19"

16.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    16.03.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ახალი საკარანტინო სივრცე მოეწყო საირმეში. სასტუმროში, ქუთაისის აერიპორტში ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს, სადაც 2 კვირა დარჩებიან. გვიან ღამით, აეროპორტიდან კლინიკაში არც ერთი მგზავრი არ წაუყვანიათ.

სამედიცინო დაწესებულებების სია

16.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    16.03.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

პრემიერ-მინისტრს დღეს საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია წარედგინება, სადაც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ.

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    16.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

საქართველოში კოვიდ19-ის 33 დადასტურებული შემთხვევაა. აჭარაში კი კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

16.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    16.03.2020 - I არხი - მოამბე 12:00

ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელებულია. ინფორმაციას თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი ადასტურებს. მას ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს.

"კოვიდ 19"

16.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    16.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

ოფიციალურად დადასტურებული გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი საქართველოში. განმეორებითი ტესტირებით დადასტურდა, რომ კოვიდ 19-ის ნიშნები აღარ აქვს ადამიანს, რომელსაც ჩინური ვირუსი პირველს 26 თებერვალს დაუფიქსირდა.

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    16.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 683 ადამიანი ემსხვერპლა ყველაზე მეტი, 368 ადამიანი ვირუსმა იტალიაში იმსხვერპლა, 96 პაციენტი დაიღუპა ესპანეთში, საფრანგეთში კი 36.

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება

16.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    16.03.2020 - I არხი - მოამბე 12:00

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება. მეოთხე დღეა 200-მდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს. გაფიცულები კომპანიისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    16.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

პრემიერ-მინისტრს დღეს საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია წარედგინება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ.

ინტერნეტ სააგენტო

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები დღეიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

16.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    16.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

დღეს თენგიზ ცერცვაძის დაბადების დღეა - ბევრისთვის უცნობი ფაქტები მედიკოსის შესახებ

16.03.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    16.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი

მათ ხშირად ქართული მედიცინის ვარსკვლავურ წყვილს უწოდებენ - ვინ არის თენგიზ ცერცვაძის მეუღლე ინფექციუეი საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს დღეს, 16 მარტს 72 წელი შეუსრულდა. კოლეგები ქართული მედიცინის “დონ კიხოტს” უწოდებენ.

ჭიაბერაშვილი: რაც უფრო გვიტევს ვირუსი, მით უფრო ბუნდოვანია ეპიდემიოლოგიური სურათი

16.03.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    16.03.2020 - ტაბულა.ჯი

დღეიდან ახალ რეალობაში ვართ. მინიმუმ ჯანდაცვის მინისტრი, ისე კი პრემიერ-მინისტრი უნდა გამოსულიყო ბრიფინგით, რომ მოსახლეობას გაეგო, ეგრძნო, მიმხვდარიყო, რომ ახალ რეალობაში ვართ. - სხვა საკითხია, ვინაა "პრემიერი". ბოლო ორი დღეა, რაც უფრო გვიტევს ვირუსი, მით უფრო ნაკლებინფორმაციული და ბუნდოვანი ხდება ეპიდემიოლოგიური სურათის აღწერა.

კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს მომსახურების გაწევამდე საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს

16.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    16.03.2020 - კომერსანტ.ჯი

კლინიკების ნაწილი მოქალაქეებს მომსახურების გაწევამდე საერთაშორისო პასპორტის წარდგენას სთხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, ის კლინიკა „მედიში“ გეგმურ კონსულტაციაზე დღეს დილით იყო ჩაწერილი, თუმცა, მომსახურება ვერ მიიღო, რადგან საერთაშორისო პასპორტის წარდგენა სთხოვეს და მას ეს პასპორტი თან არ ჰქონდა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი - 47 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საკარანტინო ზონაში იყო

16.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    16.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

47 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

პრესა

 

რა მოხდება საერთოეროვნული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში

16.03.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    16.03.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

გამოცხადდება თუ არა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და რა აკრძალვები შეიძლება დაუწესდეს მოსახლეობას? როგორც ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა, კარანტინი ქვეყანაში იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ შიდა გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდება და ვირუსი მეოთხე რიგის გადაცემის საშუალებით დაიწყებს გავრცელებას, ეს პროცესი კი საკმაოდ სწრაფი გახდება.

„ძილისთვის მხოლოდ 3-4 საათი გვაქვს... ჩვენთან 44-ვე პალატა სავსეა“ - ექიმი-ინფექციონისტი მისი და მისი კოლეგების მუშაობის დეტალებზე

16.03.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    16.03.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ექიმები საზოგადოებაში ძალიან დიდ აღფრთოვანებას და პატივისცემას იმსახურებენ.

კახა საბახტარიშვილი: საქართველოში კორონავირუსი აუცილებლად დამარცხდება!

16.03.2020

მედია საშუალებები:    ასავალ-დასავალი

Link:    16.03.2020 - ასავალ-დასავალი

2009 წელს, როდესაც მთელი მსოფლიოში "ღორის გრიპის" ედპიდემია მძვინვარებდა, "მოამბის" მთავარი გამოშვება დაიწყო სენსაციური ინფორმაციის გადმოცემით: "ღორის გრიპი" დამარცხებულია და მისი წამალი საქართველოში შეიქმნა!

ლუგარის ლაბორატორია - საქართველოს მთავარი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ

16.03.2020

მედია საშუალებები:    ბანკები და ფინანსები

Link:    16.03.2020 - ბანკები და ფინანსები

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (ლუგარის ლაბორატორია) თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, გზის პირას, თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული.

"მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი აკრძალვების შემოღება"

16.03.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    16.03.2020 - კვირის პალიტრა

ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩOVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში უპრეცედენტო ზომების მიღება მოჰყვა.

გიგა ბოკერია: "უტიფარი ტყუილია, რომ მე ამირან გამყრელიძის დაპატიმრება მოვითხოვე"

16.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    16.03.2020 - ახალი თაობა

_"ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ყალბი ამბების გვერდებისა და ფიგურების მხრიდან გრძელდება ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების წინააღმდეგ ბინძური სიცრუის გავრცელება, რომ ჩვენ თითქოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აგრესიულად ვესხმით თავს.

პაატა იმნაძე: დედა ტყუილებს ნუ აზიარებ

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დედას ე.წ. „ფეიკნიუსის“ გაზიარების გამო „საყვედურობს“. იმნაძის დედამ ნუნუ დუმბაძე სოციალურ ქსელში ინფორმაცია გააზიარა, რომლის თანახმადაც, ხვალ გაწერენ პაციენტს, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა. „დედა ტყუილებს ნუ აზიარებ“ - დაუკომენტარა პაატა იმნაძემ დედას, რომლის კომენტარს 200-მდე მოწონება აქვს.

სკანდალური ინტერვიუ სამხედრო ექიმთან

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

გიორგი ლილუაშვილი, სამხედრო ექიმი: სამხედრო მედიცინა დღეს საქართველოში არ არსებობს. თუ რა ხდება დღეს თავდაცვის სფეროში, ჯარში, ამაზე არავინ არაფერს ლაპარაკობს ან რა უნდა თქვან მაშინ, როდესაც ქვეყანაში სამხედრო ექიმის პროფესია გააქრეს და ეს გააკეთეს ვითომ ახალგაზრდა რეფორმატორებმა, სააკაშვილის გუნდმა.

,,თვითიზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს სამსახურში გამოსვლას სთხოვენ - სანამ დამისახელებია მათი ვინაობა, მოვუწოდებ.."

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულებმა სახლში იმკურნალონ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „იმედის“ გადაცემა „დილის შოუში“ განაცხადა.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომლებსაც ჰყავთ შვილები ქრონიკული დაავადებებით, რა უნა გავაკეთოთ ხანდაზმულებთან ურთიერთობისას, რა გართულებებს ტოვებს კორონავირუსი და როგორ დავამუშავოთ ფული?

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

ინგა მამუჩიშვილი: "ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო მართლა საუკეთესოდ მუშაობს, ლუგარის ლაბორატორიაში, ყველაზე დროულად კეთდება ტესტი, ყველაზე საიმედოა, შევყურებთ დაავადებათა ეროვნულ ცენტრს ყველაზე იმედიანი თვალით, იქ გვყავს ისეთი პროფესიონალები, რომლებსაც არასდროს არაფერი გამორჩებათ და ძალიან დროულად დაიწყეს მოქმედება.

თენგიზ ცერცვაძე: "ჯერჯერობით საქართველოში გადადების მხოლოდ ერთი მესამეული შემთხვევა დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობა ცხადდება მაშინ, თუ მესამე და მეოთხე რიგის გადაცემები დაფიქსირდება"

16.03.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    16.03.2020 - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" შეეცდება საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა კითხვის პასუხი შემოგთავაზოთ. თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი: - ამ დროისთვის საქართველოში გვყავს 30 ავადმყოფი, ვისაც დადასტურებული აქვს ახალი კორონავირუსული ინფექცია.

უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

ბოლო დღეებში, ქართული მედიის და მთელი საზოგადოების ყურადღება რამდენიმე ადამიანის მიმართ არის მიპყრობილი. ხალხი ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ელოდება მათგან ინფორმაციას ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის, ინფიცირებული პაციენტებისა, თუ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

მეორე პასუხი ცოტა საეჭვო იყო - ამირან გამყრელიძე პირველ ინფიცირებულზე

16.03.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    16.03.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

პირველ პაციენტზე დამატებითი ტესტის რეკომენდაცია გავეცით, რათა ძალიან მყარად ვიყოთ დარწმუნებული პასუხში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 42 ადამიანი გადაიყვანა

16.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    16.03.2020 - ახალი თაობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტა ბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.

როგორია სინამვილეში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისთვის ჩავიდნენ სასწრაფო გიორგი და კონსტანტინე გამსახურდია თურქეთში და რატომ აღარ აქვს ქალბატონ მანანას ცოტნეს მეთვალყურეობის უფლება?

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

მანანა არჩვაძე: "მესამე თვე სრულდება სტამბულის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან. შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფილებელი.

მომსახურების სააგენტომ ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა

16.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    16.03.2020 - ახალი თაობა

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა.

ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

16.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    16.03.2020 - ახალი თაობა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად ერთიანი მომსახურების ცენტრი გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე 16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გადაადგილების გასაკონტროლებლად სამაჯურებს გაუკეთებენ?

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

ინტერვიუ ექსპერტთან სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძესთან : - საგანგებო რეჟიმზეა გადასული ჯანდაცვა, ძალოვანი უწყება - გვეუბნებიან, რომ სამთავრობო სტრუქტურებიც, დაკეტილია სკოლები - რას შეცვლის ამაზე მეტს საგანგებო მდგომარეობა?

"ნუ გეშინიათ, ეს ქვეყნის დასასრული არ არის, საქართველოში მსოფლიოს უძლიერესი ინფექციონისტები არიან!" - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

16.03.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    16.03.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

აშშ-ში, პენსილვანიაში მოღვაწე ქართველ ექიმი ზაზა ვარსიმაშვილი, რომელიც პენსილვანიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემთა სისტემების და ხარისხის კონტროლის დირექტორია, კორონავირუსის შესახებ საუბრობს.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

16.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    16.03.2020 - ახალი თაობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ რიჟვაძემ გუშინ, 15 მარტს, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აჭარაში თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

,,პაატა იმნაძის დედა თავის პენსიას ჩვენი ფონდისთვის გვაძლევს"

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

მწერალი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის დედაზე, ნუნუ დუმბაძეზე, წერს, რომ ის მის კუთვნილ პენსიას გურული დღიურების ფონდის აძლევს.

რატომ დაუკეტეს გია ნადარეიშვილს აფთიაქი?

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

ორიდოდე კვირის წინ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე "ალიას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, გია ნადარეიშვილმა.

,,არ დაგვტოვონ ხელფასების გარეშე ამ პანდემიის დროს" - თერაპევტთა პროფესიული კავშირი კახა კალაძეს მიმართავს

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

თერაპევტთა პროფესიული კავშირი კახა კალაძეს მიმართავს -კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, მათი მუშაობის პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერდა, რის გამოც მარტის თვეში 500-ზე მეტი სპეციალისტი გაურკვეველი ვადით ანაზღაურების გარეშე რჩება.

"კორონას დამსახურებით ახლო მეგობარი დავკარგე"

16.03.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    16.03.2020 - კვირის პალიტრა

სალომე იორამიშვილი, თვითიზოლირებული: - მეუღლესა და შვილთან ერთად 26 თებერვალს გავემგზავრეთ სამხრეთ იტალიაში, ბარიში. რამდენიმე წლის ოცნება ავიხდინეთ და წმ. ნიკოლოზის საფლავი მოვილოცეთ.

,,ა", ,,ბ", და ,,ც" გეგმა - 4040 საწოლი გვექნება მზად - ღმერთმა ნუ ქნას, ამაზე მეტი დაგვჭირდეს

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, განცხადებას ავრცელებს: მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთქვა, ბოლო პერიოდში, ისმოდა კითხვა, ჟურნალისტებისგან, პოლიტიკოსებისგან – გასაგებია, რასაც აკეთებს დაავადებათა კონტროლი, ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ რამდენად მზად არის ავადმყოფების რიცხვის მატების შემთხვევაში, ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა

16.03.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    16.03.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.

,,რა დავაშავე, რომ ამ ქვეყანაში გავჩნდი" - ექმიმის ემოციური პოსტი

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

ექიმი დავით კეზევაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “ერთი სიტყვით წინა თვეში როცა ხელფასი ჩამერიცხა 450 ლარი ლამის ჭკუიდან შევიშალე , ტერმინალთან ,რომ მივედი იმისთვის რომ ფული მომეხსნა სიბრაზისგან გაცეცხლებულს ბარათის პინ კოდი დამავიწყდა მთელი ძალით ვურტყამდი ტერმინალის ციფრრბლატს ხელს და ვფიქრობდი რა დავაშავე რომ ამ ქვეყანაში გავჩნდითქო.

ფონდი „ქართუ” გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად

16.03.2020

მედია საშუალებები:    ბანკები და ფინანსები

Link:    16.03.2020 - ბანკები და ფინანსები

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას აქვეყნებს

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას აქვეყნებს: ,, „როგორც ცნობილია, კორონავირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

„გიგა ბოკერია ნანობს, რომ ამირან გამყრელიძე არ დააპატიმრეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ“

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს: „მიხეილ სააკაშვილი “ივანიშვილის სარდაფიდან” 800 მილიონი დოლარის ამოღებასა და ხალხისთვის დარიგებას მოითხოვს.

,,აფთიაქებმა დაიცვან სისუფთავე და იქონიონ სადეზინფექციო საშუალებები მოქალაქეებისთვის"

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ტემპერატურის ქონისას ნუ გამოვლენ სახლიდან და ნუ მივლენ მედიკამენტისა თუ პროდუქციის საყიდლად აფთიაქებსა და მაღაზიებში.

რას ჰყვება “გეფას” ინფიცირებული თანამშრომელი და დალია თუ არა საზღვარზე სიცხის დამწევი?

16.03.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    16.03.2020 - ალია

საზოგადოება რამდენიმე დღეა უკვე “გეფას” იმ თანამშრომელზე საუბრობს, რომელმაც ვირუსი რამდენიმე ადამიანს გადასდო მათ შორის, ნიკოლოზ გამყრელიძეს, „გეფას“ ერთ-ერთი დირექტორი წერილს ავრცელებს, სადაც ჰყვება მოგზაურობაზე და იმაზეც – რატომ და ვისთან ერთად გაემგზავრა ვენაში, როგორ უთხრა ქართველ მესაზღვრეს რომ იტალიიდან მოდიოდა და მაინც, 8 ადამიანი როგორ გაუშვეს სახლში, მათ შორის, მიშას ორი შვილი.

„ეკონომიკაზე ვირუსის უარყოფითი გავლენა თუ გაღრმავდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“

16.03.2020

მედია საშუალებები:    ბანკები და ფინანსები

Link:    16.03.2020 - ბანკები და ფინანსები

კორონავირუსი, გლობალური ეკონომიკა და საქართველო. ერთი მხრივ ვირუსისგან გამოწვეული ზიანი და მეორე მხრივ მისი მავნე ზემოქმედება ეკონომიკაზე.როგორი იქნება ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები და რა ზეგავლენას მოხადეს ვირუსი საქართველოს ეკონომიკაზე, თემაზე „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ისაუბრა.

"საქართველოს რკინიგზა'' პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს

16.03.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    16.03.2020 - კვირის პალიტრა

საქართველოს რკინიგზა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოძრავი შემადგენლობების, სადგურების, სერვის ცენტრებისა და დეპოების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას აგრძელებს.

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანეს

16.03.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    16.03.2020 - მესინჯერი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს.

კორონა და კალათბურთი: საქართველოან ჩინეთამდე

16.03.2020

მედია საშუალებები:    ლელო

Link:    16.03.2020 - ლელო

კალათბურთზე 2002 წლიდან ვწერ. მას მერე თითოეულ შაბათ-კვირას საქმე ასარჩევად მქონდა - რომელ კალათბურთს ვუყურო, თუ ქართველები თამაშობენ ყოველგვარი კითხვა მოხსნილია. 2020 წლის 14-15 მარტი მეტად უჩვეულო უქმეებია, მსოფლიოში სპორტული ცხოვრება გაჩერდა.

საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული

16.03.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    16.03.2020 - მესინჯერი

საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 427 ადამიანი იმყოფება, 73 კი კლინიკებში დაკვირვების ქვეშაა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პირველი პაციენტის გამოჯანმრთელება ოფიციალურად დადასტურდება და მას სახლში გაწერენ. საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები დააწესა.

ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა

16.03.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    16.03.2020 - მესინჯერი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.

რას გვირჩევს თვითიზოლაციაში მყოფი ნინო ჩხეიძე

16.03.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    16.03.2020 - კვირის პალიტრა

მომღერალი ნინო ჩხეიძე თვითიზოლაციაშია. როგორც ჩანს, ზოგიერთმა ეს ამბავი არასწორად გაიგო და იფიქრა, რომ მას კორონავირუსი აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"ახლა ხელსაყრელი ვითარებაა მათთვის, ვისაც ცუდი წარსულის ტვირთი არ აწევს"

16.03.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    16.03.2020 - კვირის პალიტრა

ადეკვატურად შეხვდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ახალ კორონავირუსს, რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქართულ პოლიტიკაში, ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება.

 

რადიო

 

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    16.03.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33 გაიზარდა. გუშინდადასტურებულ სამივე შემთხვევაში ინფიცირებულებს კონტაქტი ქონდათ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებთან.

კორონავირუსი

16.03.2020

მედია საშუალებები:    რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

Link:    16.03.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

1)ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 ​