| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 16 აპრილი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 16.04.2020 09:30 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
16 აპრილი
ტელევიზია
16.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 16.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ფეისბუკს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა. სახელმწიფო კანცელარიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება დაიწყო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სახელით სოციალურ ქსელში ათობით ყალბი ანგარიში შეიქმნა, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
16.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 16.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
კანცელარიაში ამირან გამყრელიძის ყალბი ანგარიშების გაუქმების გარდა მერწმუნეთ სხვა საზრუნიც ჰქონდათ. გავაგრძელოთ საქართველოს ეკონომიკის კიდევ ერთი უმთავრესი თემით. სავალუტო ფონდმა საქართველოში მორიგი მისია დაასრულა, შესაბამისი პრესრელიზებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტში დასახმარებლად კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაახლოებით 200 მლნ დოლარის გამოყოფა იგეგმება.
16.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 16.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, დავიცვათ კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, „კოვიდ-19“ არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის.
16.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 16.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა. იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, წესებს დაემორჩილონ, რათა დღემდე დიდი შრომით მიღწეული შედეგი წყალში არ ჩაიყაროს.
16.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 16.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, გარდაიცვალა სამი. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 034, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 463 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 44 პაციენტი მკურნალობს, მათგან 21 კორონავირუსით არის ინფიცირებული.
16.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 16.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
დეზინფექცია მიმდინარეობს რუსთავში, ქალაქის ცენტრალური ქუჩების სპეციალური ხსნარებით მუშავდება პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით მიმდინარებს და მსასში ჩართულია საგანგებო სიტუაციეის მართვის სპეციალური სამსახური.
16.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 16.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
საგანგებო მდგომარეობის პირობებში აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტებით დახმარების პროგრამა გრძელდება. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხულოში ხიხაძირის ხეობის 160-მდე ოჯახს ხორბლის ფქვილი და სხვა პროდუქტი გადასცა. პროდუქტების შეძენას მოსახლეობისთვის სოციალური პასუხისმგებლობის აქციის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ. „მადლობა მხარდაჭერისთვის ყველა მოქალაქეს და კომპანიას, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის დროს იჩენენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას.
16.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 16.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
დავრჩეთ სახლში, თორემ ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს. ეს გვინდა? - განაცხადა დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის დირექოტრის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მისი თქმით თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული რჩება შანსი იმისა, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს, წინააღმდეგ შემთხევაში საშიშროოების წინაშე ვართ, რომ ჩვენთან იტალია განმეორდეს.
16.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 16.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
დავრჩეთ სახლში, თორემ ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? - განაცხადა დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის დირექოტრის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მისი თქმით თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული რჩება შანსი იმისა, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს, წინააღმდეგ შემთხევაში საშიშროოების წინაშე ვართ, რომ ჩვენთან იტალია განმეორდეს. მან ხალხს მოუწოდა, რომ თუ ეკლესიის გადარჩენა სურთ, ნუ წავლენ ეკლესიაში.
16.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 16.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
9 მაისისთვის დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი გვყავდეს, ცუდი გამოსავლის შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება 4 000-ზე მეტი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "მაესტროს" ეთერში" გააკეთა განცხადება. ეკატერინე ტიკარაძე:" „საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ იყოს. ცუდი გამოსავლის შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება 4 000 - ზე მეტი დადასტურებული კოვიდპაციენტი, რაც რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია".
16.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 16.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
აჭარაში მდებარე ერთ-ერთი საწარმო, რომელიც პირბადეებს კერავს, ეკონომიკის მინისტრმა მოინახულა. ნათია თურნავა ფაბრიკაში ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფთან ერთად მივიდა. "აჭარა ტექსტილში“ ვიზიტის მთავარი მიზანი - მინისტრის განმარტებით, საწარმოს ინსპექტირებაა, თუ რამდენად იცავს ის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ ნორმებს.
16.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 16.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
ქვეყნის 4 ყველაზე დიდ ქალაქში კიდევ უფრო გამკაცრებული საკარანტინო პირობები მოქმედებს. თბილისის მთავარ შემოსასვლელთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილზე განთავსებულია ბლოკპოსტი, სადაც მოძრავ ავტომობილებს აკონტროლებენ. აქვე მდებარეობს სამედიცინო პუნქტიც. კოვიდინფექციის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს 4 დიდი ქალაქი - ბათუმი, თბილისი, რუსთავი და ქუთაისი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 10 დღის განმავლობაში ჩაიკეტა.
16.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 16.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში 2 ძალიან მძიმე პაციენტია, 7-ს კი მძიმე პნევმონია აქვს. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 2 მძიმე პაციენტთან უკვე მე-3 დღეა სტაბილური სიტუაციაა და ის იმედოვნებს, რომ მათი მდგომარება დინამიკაში გაუმჯობესდება და გამოჯანმრთელდებიან. „დღეს დილისთვის გვაქვს 336 შემთხვევა, ანუ მატება დადასტურებული შემთხვევების არის 30-ით. ამ 336-დან გამოჯანრთმებული არის 74, მათგან 48 ჩვენი ცენტრისაა.
16.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 16.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
5. უკვე 12 საათია, რაც საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ კიდევ ერთი დამატებით შეზღუდვას მიეცა ძალა. ჩაკეტილია საქართველოს 4 ყველაზე დიდი ქალაქი: თბილისი, რუსთავი, ბატუმი და ქუთაისი. საპატრულო პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ ამ მუნიციპალიტეტებში შესასვლელებს. 10 დღის განმავლობაში ამ ქალაქებში გადაადგილება შეზღუდული იქნება. მუნიციპალიტეტბში შესვლა შეეძლება მხოლოდ იქ რეგისტრირებულ მოსახლეობას. დასაშვებია სხვა გამონაკლისიც.
16.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 16.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
უარყოფითი პასუხი მივიდა ზუგდიდში ლუგარის ლაბორატორიიდან 4 ანალიზზე. მათ შორის ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების მედდაა. რაც შეეხება ოკუპირებული გალიდან კლინიკაში გადაყვანილ პაციენტს, მისი ნიმუშის პასუხი სუსტად უარყოფითი იყო, შესაბამისად, ქალს მკურნალობა გაუგრძელდება და მისი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ ერთხელ გაიგზავნება.
16.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
Link: 16.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
საპატრიარქო აღდგომის აღნიშნის წესს არ ცვლის. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი მოსალოდნელ საგანგაშო ვითარებაზე სულ უფრო მეტად საუბრობენ. ქვეყანა ეპიდემიის პიკზეა. განხვავებულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილება. სააღდგომო ღამის ლიტურგია მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში მრევლის გარეშე გაიმართება, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა 07:00 საათზე დაიწყება.
16.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
Link: 16.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ დადასტურებული 336 შემთხვევიდან, მათ ცენტრში მკურნალობას 86 პაციენტი გადის. ქვეყანას 74 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. მარინა ეზუგბაია: "გუშინ ჩატარდა ტესტირება 21 პაციენტზე, ეს პაციენტები იყვნენ როგორც პირველადი პაციენტები, ისე განმეორებით. ორი შემთხვევა იყო გამოჯანმრთელებული, არის რამდენიმე პაციენტი, რომლებსაც პირველ ჯერზე აქვს PCR-ის უარყოფითი პასუხი და დღეს ალბათ განმეორებით ჩატარდება 24 საათიანი ინტერვალით ტესტირება და გამოჯანმრთელებულები რაოდენობას გავიგებთ ხვალ დილისთვის.
16.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 16.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით 336 დადასტურებული შემთხვევაა,გამოჯანმრთელებული 71. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 44 , ხოლო კარანტინის რეჟიმში 5000. წყაროების მოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ თემაზე გადაცემის სტუმარია მარინა ენდელაძე. მისი თქმით ყველაფერი საზგადოებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დაიცავენ მოწმდებულ რეკომენდაციებს , მაქსიმალურად უნდა დაიცვან დისტანცია და დარჩნენ სახლში.
16.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 11:00
Link: 16.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00
ნათია თურნავა
16.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
Link: 16.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
1. საპატრიარქო პოზიციას არ თმობს. აღდგომიმს ღამეს მრევლისთვის ეკლესიის კარი ღია იქნება. სადღესასწაულო ლიტურგია ტრადიციული წესით აღევლინება. მრევლი ტაძრის ტერიტორიაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე სევა და დილის 6 საათზზე ტაძარს დატოვებს. საპატრიარქოსა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები. დიდ ტაძრებში საღვთო ლიტურგიას მრევლი 2-მეტრიანი დისტანციით დაესწრება, მცირე ზომის ეკლესიებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. ასევე 17 აპრილიდან შეზღუდვები დაწესტება სასაფლაოებზე. "ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვას კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოციალური დისტანცირება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით. ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.
16.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 16.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
კორონავირუსის მკვეთრად გაზდილი მაჩვენებელი საქართველოში. ქვეყანაში დილიდან 30 ახალი ინფიცირებული გვყავს. სულ დადასტურებულია 336 შემთხვევა. ბოლო სამ დღეში, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა პირველი ერთი თვის მონაცემს მიუახლოვდა. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემები აქტიურ ფაზაშია. ამ დრომდე არ არის დადგენილი ინფიცირების რამდენიმე პირველწყარო. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული. აქედან გამომდინარე, ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია, როგორია ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
16.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 16.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
ქვეყანა უმძიმესი ეპიდენიის პირისპირ და საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას ეპიდაფეთქების უკონტროლო გავრცელების წინაშე აყენებს. სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიკეტება. ეს საპატრიარქოს საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის და მკაცრი წესების პირობებშიც კი ხელისუფლება მაინც ვერ ეწინააღმდეგება. საპატრიარქოშ ამბობენ, რომ მრევლი ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და იქ 06:00 საათამდე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 9 საათი ადამიანებმა ერთ სივრცეში, ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა გაატარონ, ეს მაში, როდესაც კანონით ერთ სივრცეში 3 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია.
16.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 16.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
დღეს დიდი ხუთშაბათია და ტაძრებში საეკლესიო მსახურება სრულდება. საპატრიარქოსა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რისკის მიუხედავად, სააღდგომოდ ღვთისმსახურებაში ცვლილებები მინიმალურია. სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია უკვე დაიწყო. იქ იმყოფება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე. დღეს, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შესაძლოა უარი თქვას ფეხთბანვის წესის შესრულებაზე, რომლის დროსაც კათალიკოს პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს. ტერიტორიას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
16.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 16.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული, რჩება შანსი იმისა, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს. ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დღემდე არსებობდა დინამიკა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ.
16.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
Link: 16.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევა, 71 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი. ასეთია ამ დროისთვის კოვიდ 19-ის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში. კარანტინის რეჯიმში 5034 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 463 პირია. ქვეყანაში მკურნალობს 3 ისეთი პაციენტიც, რომელსაც ვირუსი უცხოეთში დაუდგინდა. 7. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 21 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას.
16.04.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
Link: 16.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდ 19-ის პრევენციისთვის მომზადებული აპლიკაციის პრეზენტაციას მართავს. ეკატერინე ტიკარაძე: "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იყო გამოყენებული როგორც სამხრეთ კორეის ასევე, იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო თავისი მაჩვენებლებით.
16.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 16.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ბოლნისში რამდენიმე პაციენტთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 20 ინფიცირებულია. მათ შორის არიან ექიმები, რომელთა დაინფიცირების წყარო ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის. ასევე გრძელდება კოვიდ-19-ის გავრცელების პირველწყაროს მოძიება სოფელ სავანეთში.
16.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 16.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტ
16.04.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
Link: 16.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
1. დღეს ბათუმში 23 ახალი შესაძლო შემთხვევის ტესტის პასუხებს ელოდებიან. კლინიკა მედალფაში 31 პაციენტი იმყოფება, მათგან კოვიდ დადებითია 30 პირი. ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენების კი სტაბილური. ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან 29 ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული. კლასტერთან კონტაქტირებული 450 პირია გამოვლენილი, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
16.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 16.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
დავრჩეთ სახლში, თორემ ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? - განაცხადა დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის დირექოტრის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მისი თქმით თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული რჩება შანსი იმისა, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს, წინააღმდეგ შემთხევაში საშიშროოების წინაშე ვართ, რომ ჩვენთან იტალია განმეორდეს. მან ხალხს მოუწოდა, რომ თუ ეკლესიის გადარჩენა სურთ, ნუ წავლენ ეკლესიაში.
16.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 16.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
9 მაისისთვის დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი გვყავდეს, ცუდი გამოსავლის შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება 4 000-ზე მეტი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "მაესტროს" ეთერში" გააკეთა განცხადება. ეკატერინე ტიკარაძე:" „საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ იყოს. ცუდი გამოსავლის შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება 4 000 - ზე მეტი დადასტურებული კოვიდპაციენტი, რაც რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია".
ინტერნეტ სააგენტო
16.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდას, რომელიც კლინიკაში ცხელებით შეიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაიამ განუცხადა.
16.04.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 16.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი
"ამით ჩვენ შევძლებთ, მოხდეს ჯაჭვის გახლეჩა, რაც ინფექციის გავრცელების მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შევძლებთ დროული მკურნალობის დაწყებას". ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზმაუს ეთერში, პროგრამა "მოამბეში" ახალი აპლიკაციის შესახებ საუბრობს, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულთან მიახლოების შესახებ აფრთხილებს და ამ დროს ხმოვან შეტყობინებას გაუგზავნის. აპლიკაციის ტესტ-ვარიანტი უკვე ჩაშვებულია და მასზე მუშაობა გრძელდება.
16.04.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 16.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი
"ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება, ყელის ტკივილი, თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით შეყვანილ მედდას კოვიდ-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდა. ამის შესახებ "ნიუპოსტის" ზუგდიდელი კორესპონდენტი იტყობინება. "ნიუპოსტის" კორესპონდენტისვე ცნობით, ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზზე კოვიდუარყოფითი პასუხი გვიან ღამით მოვიდა.
16.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 16.04.2020 - ტაბულა.ჯი
საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ იქნება 9 მაისისთვის დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ იყოს. ცუდი გამოსავლის შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება 4 000-ზე მეტი დადასტურებული კოვიდპაციენტი, რაც რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია.
16.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 16.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ ორ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს 2 000 მიაღწევს, იძულებულები იქნებიან, გამოაცხადონ საყოველთაო კარანტინი. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360გრადუსში“ ეკატერინე ტიკარაძემ გარკვეულ გათვლებზეც ისაუბრა. „საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ იყოს.
16.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 16.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ამბობს, რომ აჭარის რეგიონში სააღდგომო ღვთისმსახურება განსხვავებული წესებით ჩატარდება. დეკანოზმა განაცხადა, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში შემავალ ტაძრებში წირვა-ლოცვა ღამისთევით ჩატარდება, თუმცა მრევლი ღვთისმსახურებაზედასწრებას ვერ შეძლებს.
16.04.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 16.04.2020 - ბიემ.ჯი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს და რომლის მიხედვითაც, IMF 200 მილიონ დოლარს გამოყოფს საქართველოსთვის Covid 19-ის პირობებში ნეგატიური გავლენების თავიდან ასარიდებლად: "მიღწეულით კმაყოფილება არ მახასიათებს და არც მომწონს, თუმცა არის დრო და სიტუაციები, როდესაც თითოეულ ასეთ მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქისათვის.
16.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები სახლში დარჩენის თაობაზე მითითებს არ დაემორჩილებიან, ხელისუფლება იძულებული გახდება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს. როგორც ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებს მხოლოდ ხელისუფლების მეთვალყურეობითა და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა. „ისევე, როგორც ეკლესიის შემთხვევაში, მრევლთან მიმართებით, ასევე დამსვენებლებთან მიმართებით, ვიტყვი ერთადერთს - დარჩი სახლში ნიშნავს დარჩი სახლში.
16.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 16.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 264 შემოწმებული კომპანიიდან, ჯანდაცვის გაიდლაინები 224-მა დააკმაყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა. შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79 - მა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები სრულად დააკმაყოფილა.
16.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 16.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
16.04.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 16.04.2020 - ფორ.ჯი
ქობულეთის კლასტერიდან კვლევების ჩატარების დროს რამდენიმე პირს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მათ უკვე "გადატანილი" აქვთ კორონავირუსი და გამოიმუშავეს იმუნიტეტი ვირუსის მიმართ. ამ ეტაპზე მათ ვირუსი აქტიური ფაზაში არ უფიქსირდებათ. მოქალაქეები ქობულეთში ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრები არიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები იზოლაციაში იმყოფებიან და მათ ტესტირება საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, 14 დღეში განმეორებით ჩაუტარდებათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის განმარტებით, ანტისხეულების არსებობა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს შეხება ჰქონდათ ვირუსთან და უკვე გამოიმუშავეს იმუნიტეტი: “როდის გამოიმუშავეს იმუნიტეტი ამის დადგენა გარკვეულწილად შესაძლებელია. ანტისხეულები არის სხვადასხვა ჯგუფის და ანალიზით ჩვენ შეიძლება ვთქვათ, როდის არის გადატანილი ვირუსი“.
16.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 16.04.2020 - პია.ჯი
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ ვიდეო კონფერენციაზე, რეგიონში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა. "კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთისა და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება. იმდენად, რამდენადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ ფაზაში შევდივართ, თითოეული რეგულაციის შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, დარჩნენ სახლში და შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მითითებები", - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალი 10 დღის განმავლობაში, გადაადგილებაზე დამატებითი რეგულაციები დაწესდა. მცხეთა-მთიანეთში რეგულაციების შესრულებას მონიტორინგს მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი გაუწევს.
16.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 16.04.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა.
16.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 16.04.2020 - კვირა.ჯი
“ჯორჯიან ეარვეისი”, მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო, მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ავიაკომპანიაში დასაქმებული ბორტგამცილებლები საავადმყოფოებსა და საკარანტინო ზონებში მოთავსებულ პაციენტთა მოსავლელად, ე.წ. მოხალისეებად წარადგინოს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ავრცელებს. “ამჟამად, „ჯორჯიან ეარვეისში“ 30 მაღალკვალიფიციური ბორტგამცილებელი ირიცხება, რომელსაც პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის სრული კურსი გავლილი აქვს და აქვს საჭირო პროფესიული მომზადება კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის პირველადი დახმარების გაწევის საქმეში.
16.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 16.04.2020 - კვირა.ჯი
Covid 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ამბულატორიის ექიმებს 13 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. ახალი ინვენტარი სპეციალისტებს პაციენტებთან ონლაინკონსულტაციების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. პირველადი ჯანდაცვა, კერძოდ, სოფლის ექიმების რგოლი, წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ კომპონენტს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, სოფლის ექიმები სრულად იყვნენ ჩართულები სისტემის გამართულად ფუნქციონირების პროცესში.
16.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 16.04.2020 - კვირა.ჯი
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე რეგიონში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.
16.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 16.04.2020 - მედიანიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული, რჩება შანსი იმისა, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს. ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
16.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 16.04.2020 - მედიანიუს.ჯი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა. შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79 - მა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები სრულად დააკმაყოფილა.
16.04.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 16.04.2020 - ბიემ.ჯი
ვერც კი წარმოგიდგენიათ რა ხდება რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, ნუ დაგვხოცავთ, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. „მე სულ ვამბობ, ამ ვირუსის შესახებ არც მე ვიცი ბოლომდე, არც ჩვენი და არც მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანმა ინფექციონისტმა. ერთადერთი ვიცით ის, რომ თუ მოვახერხებთ, რომ ფიზიკური დისტანცია დავიცვათ, არ დავსნებოვდებით და არ გავხდებით კოვიდ ინფიცირებულები, რომ არ შეგვექმნას ის სირთულეები, რაც ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
16.04.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 16.04.2020 - ბიემ.ჯი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა. შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79 - მა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები სრულად დააკმაყოფილა. რაც შეეხება სხვა დაშვებულ საქმიანობას, სამუშაო ჯგუფმა შეამოწმა 58 კომპანია, რომელთაგანაც 44 კომპანიაში გაიდლაინებს სრულად ასრულებენ.
16.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 16.04.2020 - მედიანიუს.ჯი
თუ მოქალაქეები სახლში დარჩენის თაობაზე მითითებს არ დაემორჩილებიან, ხელისუფლება იძულებული გახდება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებს მხოლოდ ხელისუფლების მეთვალყურეობითა და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“. „ისევე, როგორც ეკლესიის შემთხვევაში, მრევლთან მიმართებით, ასევე დამსვენებლებთან მიმართებით, ვიტყვი ერთადერთს - დარჩი სახლში ნიშნავს დარჩი სახლში.
16.04.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 16.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა. შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79 - მა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები სრულად დააკმაყოფილა.
16.04.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 16.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ეფექტური და წარმატებული აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვეშვათ და ასე ვთქვათ ჩვეული რეჟიმით გავაგრძელოთ ცხოვრება“-ამის შესახებ საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა. „მთავრობამ ზომები ეტაპობრივად გაამკაცრა.
პრესა
16.04.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 16.04.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
საქართელოშ აშშ-ის საელჩო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის. საელჩო ინფორმაციას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „დღეს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში. ისინი მხარდამხარ მუშაობენ ამ კრიზისთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა საქართველომ უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლოს "კოვიდ-19"-თან გამკლავება. ასეთი პროფესიონალების გამბედაობისა და თავდადების წყალობით ხდება ვირუსის გავრცელების შეკავება, ქვეყნის მიერ კრიზისის დაძლევა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
16.04.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 16.04.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთეკდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავისური სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
16.04.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 16.04.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ კორონავირუსს უკვე მცირე ცვლილებები გაუჩნდა, რასაც ისინი მუტაციას ეძახიან, რომელიც შესაძლოა ასოცირებული იყოს კლინიკურად უფრო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების განვითარებაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
16.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 16.04.2020 - რეზონანსი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ყველაზე ცუდი სცენარით 5000-მდეც გაიზარდოს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ „მაესტროს" ეთერში განაცხადა. „თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ ზომებს, რომელიც არის გათვალისწინებული სოციალური დისტანცირებისთვის, იქნება რისკი იმისა, რომ საზოგადოებაში გაიზარდოს ინფიცირების რაოდენობა. აქ უკვე ერთეული შემთხვევების ეტაპობრივი მატება კი არ გვექნება, არამედ გვექნება მრავალჯერადი მატება, ანუ შესაძლოა გაორმაგდეს, გასამმაგდეს. თუ დღეს გვქონდა 10-30 შემთხვევა, მატება შეიძლება იყოს დღეში 50-100, რაც ძალიან მოკლე ხანში თავს მოუყრის ისეთი დიდი რაოდენობით პაციენტებს, რომელიც პიკურად შეიძლება გაიზარდოს 2000, 3000 და 5 ათასიც კი, ყველაზე მძიმე სცენარში"
16.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 16.04.2020 - რეზონანსი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საწოლების რაოდენობა და სასუნთქი აპარატები, რომელთა რაოდენობა 1700-ზე მეტია, არ არის საკმარისი ეპიდსიტუაციის სამართავად. "რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არა გვაქვს საუბარი მათ კვალიფიკაციაზე, საუბარი გვაქვს მხოლოდ რიცხვებზე. აქ გვაქვს ჩვენ ყველაზე დიდი დრამა და ხარვეზი, რომელიც არის მოცემულობა და ფაქტი.
16.04.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 16.04.2020 - მესინჯერი
ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ „კოვიდ19“ ჩვენს ცხოვრებაში არის მოვლენა, რომელსაც უნდა შევეგუოთ, უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ადაპტაცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები შეასრულებენ დაწესებულ წესებს, მაისის შუა რიცხვებიდან შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება.
16.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 16.04.2020 - რეზონანსი
კოვიდ-19-ით ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისში. ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის ოჯახის წევრია, ხოლო მეორე - ექიმი. ისინი სავარაუდოდ სწორედ სასწრაფო დახმარების შენობაში ან მანქანაში დაინფიცირდნენ. პირველწყაროდ სავარაუდოდ, სოფელი სავანეთი განიხილება. მათთან დაკავშირებული ყველა ახლო კონტაქტი ამ დროისთვის მკაცრ საკანარტინო ზონებშია.