From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 13-14 თებერვალი მედია მონიტორინგი
Received On : 14.02.2020 08:55
Attachments :

display: block; margin-bottom: 20px; height: 150px;

 

 

13 თებერვალი

ტელევიზია

სამუშაო შეხვედრა

13.02.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    13.02.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის ჯანჯდაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა, სერბეღის დეკლეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითებზე ინფორამცია მიაწოდეს.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

13.02.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    13.02.2020 - I არხი - მოამბე 12:00

აივ ინფექცია და ტუბერკულიოზი, დდედაქალაქში ამ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი იმართება, მიზანია შიდსის ტუბერკულიოზისა და ცე ჰეპატიტის კონტროლის საკითხებში მოქალაქეების ინფორმირება. თამარ გაბუნია: "სერიზოული სამუშაოები ტარდება ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად. "

თბილისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის რისკით რამდენიმე პაციენტს აკვირდებიან

13.02.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

Link:    13.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

თბილისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის რისკით რამდენიმე პაციენტს აკვირდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ავრცელებს, თუმცა საეჭვო პაციენტების რაოდენობას ვერ აკონკრეტებს. მიუხედავად იმისა, რომ თამარ გაბუნიას პაციენტების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში კორონავორუსი არ ფიქსირდება. "კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში დღევანდელი მონაცმეებით დაფიქსირებული არ არის. პრევენციული ღონისძიებები გრძელდება, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების აქტიურ სკრინინგს სასაზღვრო ზონებში. მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2-3 ადამიანი, ვისაც ჰქონდათ მაღალი სიცხე. ვიდრე არ ჩატარდება შესაბამისი კვლევა და ლაბორატორიულად არ დადასტურდება, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ, იქამდე ინფექციურში, მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან", - განაცხადა თამარ გაბუანიამ.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

13.02.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    13.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

აივ ინფექცია შიდსი და ტუბერკულიოზი, დედაქალაქში ამ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი იმართება, მიზანია შიდსის ტუბერკულიოზისა და ცე ჰეპატიტის კონტროლის საკითხებში მოქალაქეების ინფორმირება. თამარ გაბუნია: "შეიკრიბა სამოქალაქო საზოგადოება და არასამთვრობო ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული ინტერესი ტუბერკულოზის, შიდსის და ცე ჰეპატიტის პროგრამების გაძლიერებასთან დაკავშირებით".

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძებების გატარება გრძელდება

13.02.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    13.02.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

"საქართველო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას განაგრძობს," - განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დაკვირვების ქვეშ რჩება სამი პაციენი, რომლებმაც საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურითა და სავარაუდო გრიპის სიმპტომებით მიმართეს. საქართველოში კორონავირუსი ამ დრომდე არ გამოვლენილა. ჩინეთში კი დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 1366-ს მიაღწია. "დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირებული არაა. პრევენციული ღონისძიებები გრძელდება, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების აქტიურ სკრინინგს სასაზღვრო ზონებში. მეთვალყურეობის ქვეშ ყოველთვის რჩება 2-3 ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და სავარაუდო გრიპის სიმპტომები. ვიდრე არ ჩატარდება კორონავირუსზე დამადასტურებელი ტესტი და არ გამოირიცხება ეს მდგომარეობა, პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ არიან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მომართვიანობა შემცირებულია

13.02.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    13.02.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საავადმყოფოებში მომართვიანობაა შემცირებულია. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სტატისტიკური მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით კეთილსაიმედოა. რაც შეეხება კორონა ვირუსს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვირუსი დაფიქსირებული არ არის, თუმცა, მისივე თქმით, 2-3 პაციენტი მუდმივად რჩება დაკვირვების ქვეშ, სანამ ვირუსის შესაძლო შემთხვევა გამოირიცხება. ამასთან, გაბუნია აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პრევენციის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები ტარდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მომართვიანობა შემცირებულია

13.02.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

Link:    13.02.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საავადმყოფოებში მომართვიანობაა შემცირებულია. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სტატისტიკური მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით კეთილსაიმედოა. რაც შეეხება კორონა ვირუსს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვირუსი დაფიქსირებული არ არის, თუმცა, მისივე თქმით, 2-3 პაციენტი მუდმივად რჩება დაკვირვების ქვეშ, სანამ ვირუსის შესაძლო შემთხვევა გამოირიცხება. ამასთან, გაბუნია აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პრევენციის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები ტარდება.

ჩვილის გაყიდვის საქმე

13.02.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    13.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

ახალშობილ ბიჭს, რომელსაც დედა ყიდდა სახელმწიფო ოფიციალურად გააშვილებს. ტეფიკინგის საქმის მთავარი ბრალდებული კი ციხეში რჩება. 32 წლის ქალს და მის უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს არ აქვს საშუალება გადაიხადოს გირაოს თანხა. დანაშაულებრივი შეტქმულების დანარჩენი მონაწილეები არიან, მათ შორის ის გინეკოლოგიც, რომელმაც კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად მისული ქალი ბავშვის გაჩენასა და შემდეგ გაყიდვაში დაარწმუნა. "მთავარმა არხმა" ამ საქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დაადგინა, ირკვევა, რომ წყვილი, რომელიც თითქოს ახალშობილის 13 000 დოლარად ყიდვას აპირებდა, სულაც არ აპირებდა ბავშვის შვილად აყვანას. ეს წყვილი იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, როელთა მთავარი ამოცანაც იყო, რომ ეს სქემა გაშიფრულიყო, რაც შეეხება შვიდივე ბრალდებულს, როგორც ცნობილია, შვიდივეს აქვს გირაო შეფარდებული და ისინი არიან გათავისუფლებული გირაოთი. ახალშობილი ბიჭი დედათა და ბავშვთა თავშესაფარში უკვე მოათავსეს, მასზე სპეციალისტები ზრუნავენ, პროცედურების დასრულების შემდეგ ახალშობილს იმ ოჯახზე გააშვილებენ, რომლებიც ჯანდაცვის სამ,ინისტროს ბავშვის აყვანის მსურველთა რიგებში უკვე წლებია დგანან.

ახალშობილი 13 000 $-ად

13.02.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    13.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

ჩვილი, რომლის გაყიდვაც დედამ 13 000 დოლარად განიზრახა, შესაძლოა, საერთოდ არ დაბადებულიყო. ადვოკატების განცხადებით, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ირმა მაისურაძე ფეხმძიმობის შეწყვეტას ხელოვნურად გეგმავდა, თუმცა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ინფორმაციას ადასტურებს საქმეში მონაწილე ერთ-ერთი ექიმის, ბესარიონ ღარიბაშვილის ადვოკატი. გიორგი კონდახაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჰუმანური ზრახვები ჰქონდა, რომელსაც აღიარებს და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. წინასწარი ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დააკავშირა დედა მეორე ექიმთან, გოჩა გელაშვილთან. სწორედ ამ უკანასკნელთან იმშობიარა ირმა მაისურაძემ კლინიკა "ბაიებში". ეს ინფორმაცია "კურიერთან" დღეს უკვე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. კიდევ ერთი ბრალდებული, რომელიც საქმეში სავარაუდოდ შუამავალია, ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს. მაგრამ, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ადასტურებს, რომ დედა პოტენციურ მყიდველთან დააკავშირა, რომელსაც შვილის აყვანა სურდა, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა. რაც შეეხება ჩვილს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მასზე ამ ეტაპზე სახელმწიფო იზრუნებს. ჩვილის გაყიდვის ბრალდებით სამართალდამცველებმა დედა, ორი ექიმი და 4 შუამავალი დააკავეს. ისინი პირველი ინსტანციის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პატიმრობაში რჩება მხოლოდ დედა - ირმა მაისურაძე, რომელმაც 2000 ლარიანი გირაოს გადახდა ვერ მოახერხა. 13 000 დოლარად გაყიდული ჩვილის საქმეზე საქალაქო სასამართლო 3 აპრილს იმსჯელებს.

სოციალურად დაუცველი ბავშვები

13.02.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    13.02.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც საქართველოში მწვავედ დგას სოციალურად დაუცველი ოჯახები და სიღარიბეა. უკიდურესი სიღარიბე კი ნიშნავს დღეში დაახლოებით 3 ლარით არსებობას. ბევრი გვსმენია გაჭირვებულ ოჯახებზე, ბავშვებზე, რომლებსაც არასათანადო კვების გამო ჯანმრთელობა შერყეული აქვთ, უფულობის გამო ვერც მკურნალობას ახერხებენ და ვერც განათლებას იღებენ. შესაბამისად უამრავი დედა ფიქრობს რით გამოკვებოს შვილები, რა ჩააცვას და რითი გაათბოს. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ყოველი მე-2 ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც მოზარდების საჭიროებები არ კმაყოფილდება. ჩვენს ქვეყანაში სიღარიბეს 300 000ზე მეტი ოჯახი ებრძვის. გამოდის, რომ მოსახლეობით თითქმის ერთ მეოთხეთზე მეტი სიღარიბის ზღვარზე ან ზღვარს მიღმაა. სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც თბილისი-რუსთავის გზაზე ცხოვრობს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო გასახლებას უპირებს. იუნისეფის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ბავშვები უკიდურეს სიღარიბეში იზრდებიან. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული დახმარებები ფრაგმენტულია და პრობლემის აღმოფხვრისთვის სისტემური პროგრამებია საჭირო.

 

14 თებერვალი

ტელევიზია

 

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ვინაობა მაქსიმუმ ერთ თვეში გახდება ცნობილი

14.02.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    14.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ვინაობა მაქსიმუმ ერთ თვეში გახდება ცნობილი. BMG-ის საპენსიო სააგენტოში უთხრეს, რომ სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა უკვე შერჩეულია. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს უფლება-მოვალეობებში შედის. საინვესტიციო საბჭოს მიერ უკვე შერჩეულია რამდენიმე კანდიდატი, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაახლოებით სამიდან ოთხ კვირამდე ვადაში გაცხადდება მისი ვინაობა. რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს დირექტორს, მის პოსტზე სულ 120 განაცხადი შევიდა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კანდიდატთა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც შედის ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე - ოლივიერ რუსო.

14.02.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    14.02.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

სოციალური მუშაკების პროტესტი

სოლიდარობა გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს

14.02.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    14.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

სოლიდარობა გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს. სოლიდარობა მათ, ვინც სისტემამ აუარებელი საქმის წინაშე მარტო დატოვა. მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იგეგმება. ორგანიზატორების თქმით, ქვეყანაში ამ მხრივ შექმნილი ვითარება სხვა არაფერია, თუ არა სისტემის შურისძიება. სოციალურ სფეროში არსებული ვითარება სოციალურმა მუშაკებმა ხმამაღლა 1 წლის წინ გააპროტესტეს. შედეგად, ამ პერიოდის განმავლობაში სამსახურიდან 33 მათგანი დაითხოვეს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ უხეშად დაირღვა სოციალურ მუშაკების უფლებები და ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

14.02.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    14.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ის ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მოისმინა დევნილთა პრობლემები. მიზანი დევნილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. რუსლან აბაშიძე: "შევთანხმდით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას, როგორც მუნიციპალიტეტებტან, ასევე დევნილ საზოგადოებას, რათა მოვაგვაროთ მაგათი პრობლემები".

სოცმუშაკების აქცია კანცელარიასთან

14.02.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

Link:    14.02.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

გათავისუფლებული სოციალური მუშაკები და მათი მხარდაჭერები კანცელარიასთან დღეს აქციას მართავენ. ერთ-ერთი სოცმუშაკის თქმით, მათი მოთხოვნაა, პასუხი გაეცეთ თუ რატომ გათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მათავრი მოთხოვნა - გათავისუფლებული სოცმუშაკების სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სააგენტოში უკონკურსოდ აყვანაა. შეგახსენებთ, ზუსტად 1 წლის წინ სოციალურმა მუშაკებმა საჯაროდ ამხილეს სისტემა, რომელიც ძალადობრივად ეპყრობოდა დასაქმებულებს და ვერ იცავდა ბენეფიციარებს. 29 იანვარს კი სოციალური მომსახურეობის სააგენტომ 33 სოციალური მუშაკი უკანონოდ დაითხოვა.

 

13 თებერვალი

ინტერნეტ სააგენტო

 

 

ადვოკატი ასახელებს ქალებს, რომლებიც ჩვილის გაშვილების საქმეში ფიგურირებენ

13.02.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    13.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირის ადვოკატის, ლევან ჯავახაძის განცხადებით, გინეკოლოგმა ბესარიონ ღარიბაშვილმა მასთან კონსულტაციაზე მისულ ახალგაზრდა ქალს ირმა მაისურაძეს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრეს. ადვოკატის ინფორმაციით, 31 იანვარს ირმა მაისურაძე სხვა გინეკოლოგმა, კერძოდ გოჩა გელაშვილმა ამშობიარა. ჯავახაძის განცხადებით, საქმეში გინეკოლოგების გარდა, ჩართული იყო კიდევ ოთხი ქალი: დიანა კომახიძე, მზია უგრეხელიძე, ლაირა გრიგოლია და ქეთევან გეწაძე. საქმეში ადვოკატი ლევან ჯავახაძე ერთ-ერთი შუამავლის ლაირა გრიგოლიას ინტერესებს იცავს. „ვინმე მეან-გინეკოლოგთან ბესარიონ ღარიბაშვილთან კონსულტაციაზე მივიდა ირმა მაისურაძე, რომელსაც აბორტის გაკეთება უნდოდა. როგორც ბრალის დადგენილებაში წერია, ბესარიონ ღარიბაშვილმა მას აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილება შესთავაზა. დაითანხმა ეს გოგონა ამაზე, რის შემდეგაც ორსულობა გაგრძელდა ჩვეულებრივად. 31 იანვარს გოგონა სხვა გინეკოლოგმა, გოჩა გელაშვილმა, ამშობიარა. ამის შემდეგ, ახალნამშობიარები გოგო საავადმყოფოდან გაწერეს, როგორც თინათინ ჩხეიძე და არა როგორც ირმა მაისურაძე. ამ ერთგვარ გარიგებაში ჩართული იყვნენ ქალბატონებიც: დიანა კომახიძე, მზია უგრეხელიძე, ლაირა გრიგოლია და ქეთევან გეწაძე. მზია უგრეხელიძის მხრიდან „მყიდველების“ მოძიება მოხდა, რომლებიც, როგორც ირკვევა ჩანერგილი აგენტები არიან. ახალშობილი გადასცეს ამ ვითომ მყიდველებს, ხოლო 6 თებერვალს ყველა მოქმედი პირი დააკავეს,“ - განაცხადა ლევან ჯავახაძემ. ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში ბავშვის სანაცვლოდ აღებული კონკრეტული თანხა არ ფიგურირებს. „არანაირი თანხა არც საქმეში და არც ბრალდებაში არ წერია. ფინანსური ინტერესი იყო, თუმცა კონკრეტული თანხის ოდენობა არსად არ ჩანს. 13 ათასმა დოლარმა საიდან გაიჟღერა, ვერ ვხვდები. იმის მტკიცებულება, რომ დედამ ბავშვის სანაცვლოდ თანხა მიიღო, არ გვაქვს. ფეხმძიმობის პერიოდშივე მიდიოდა ამ საქმის დამუშავება. იმ წამიდან, როცა გარიგება მოხდა, დაიწყო თვალთვალი, ფარული მიყურადება, ამათი შეხვედრების ვიდეო ჩაწერა და ა.შ. საკმაოდ მყარი საქმეა,“ - განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ ცნობენ. „აღკვეთამდე ყველამ შეინარჩუნა დუმილის უფლება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას გაჟღერდა პოზიციები, რომ ისინი თავს დამნაშავედ სცნობენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ფაქტი დაადასტურა, ხოლო დანაშაულში მონაწილეობაზე ჯერ თავს იკავებს. რაც შეეხება დედას, მან ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, რადგან შეუძლოდ გახდა და სასწრაფოთი გადაიყვანეს,“ - განაცხადა ლევან ჯავახაძემ. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით. საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა

13.02.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    13.02.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს, ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. „პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ზორან ჯორჯევიჩმა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. „განვიხილეთ ორივე ქვეყნის სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის. ასევე ვიმსჯელეთ, სოციალური დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე. შშმ პირთა დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე, როგორც სერბეთში, ასევე საქართველოში. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, ვითანამშრომლებთ, რათა დავეხმაროთ ერთმანეთის სისტემის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა

13.02.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    13.02.2020 - პია.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს, ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. "პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება", - აღნიშნა ზორან ჯორჯევიჩმა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. "განვიხილეთ ორივე ქვეყნის სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის. ასევე ვიმსჯელეთ, სოციალური დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე. შშმ პირთა დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე, როგორც სერბეთში, ასევე საქართველოში. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, ვითანამშრომლებთ, რათა დავეხმაროთ ერთმანეთის სისტემის გაუმჯობესებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შპს „თბილისი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების აქსესუარების შესყიდვაზე

13.02.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    13.02.2020 - პია.ჯი

შესასყიდი შრომის უსაფრთხოების აქსესუარების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ჰქონდეს გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე, ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად; ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის რეჟიმში, მისი ქონება არ იყოს დაყადაღებული, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება; დ) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია). ე) გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა; ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, შესყიდვების სამსახური, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი და საქონლის ნიმუშები პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს „თბილისი ენერჯიში“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია. სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 24 თებერვალი, 18:00 საათი. სატენდერო განაცხადების კონვერტები, სავარაუდოდ, გაიხსნება 2020 წლის 26 თებერვალს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა. დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ.: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jaba.tsitsishvili@te.ge

შპს „თბილისი ენერჯი“ შრომის უსაფრთხოების აქსესუარების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

13.02.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

შპს „თბილისი ენერჯი“ შრომის უსაფრთხოების აქსესუარების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, შესასყიდი შრომის უსაფრთხოების აქსესუარების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში. „ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ჰქონდეს გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე, ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად; ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის რეჟიმში, მისი ქონება არ იყოს დაყადაღებული, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება; დ) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია). ე) გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა; ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, შესყიდვების სამსახური, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში. დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი და საქონლის ნიმუშები პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს „თბილისი ენერჯიში“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია. „სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 24 თებერვალი, 18:00 საათი. სატენდერო განაცხადების კონვერტები, სავარაუდოდ, გაიხსნება 2020 წლის 26 თებერვალს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა. დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ.: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jaba.tsitsishvili@te.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საავადმყოფოებში მომართვიანობაა შემცირებულია

13.02.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საავადმყოფოებში მომართვიანობაა შემცირებულია. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სტატისტიკური მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით კეთილსაიმედოა. „მომართვიანობაა მცირდება სეზონურ გრიპთან დაკავშირებით. სტატისტიკა არის უფრო კარგი და კეთილსაიმედო, ვიდრე ეს იყო გასულ წელს. გრიპის მიმართულებით იმ ღონისძიებებმა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა - ეს იყო ვაქცინაცია და ზოგადი საინფორმაციო კამპანია, საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. დღეს გვაქვს სტაბილური, კონტროლირებადი მდგომარეობა გრიპის თვალსაზრისით",- განაცხადა გაბუნიამ. რაც შეეხება კორონა ვირუსს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვირუსი დაფიქსირებული არ არის, თუმცა, მისივე თქმით, 2-3 პაციენტი მუდმივად რჩება დაკვირვების ქვეშ, სანამ ვირუსის შესაძლო შემთხვევა გამოირიცხება. ამასთან, გაბუნია აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პრევენციის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები ტარდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სამკერვალო საწარმო „ქუთექსის” თანამშრომლებმა ხელფასის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს

13.02.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სამკერვალო საწარმო „ქუთექსის” თანამშრომლებმა ხელფასის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს. „ქუთექსის” თანამშრომლების თქმით, მათ 4 თვის ხელფასი არ აუღიათ, ფირმა კი 7 თვეა დახურულია. „4 თვე ხელფასი არ აგვიღია, ყოველდღე გვქონდა საუბარი უფროსებთან, მაგრამ ხელფასს არ გვაძლევდნენ, ვითხოვთ, კუთნილ ხელფასს და ვაპროტესტებთ უსამართლობას. 7 თვეა სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, პირველი ეტაპი დაკმაყოფილდა და ყადაღა დაადეს კომპანიას, თუმცა მეორე ეტაპი გაჭიანურდა. მოვითხოვთ, დააჩქაროს მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღება. ფაბრიკიდან 4 თვის იძულებით გაცდენას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ვითხოვთ“, - ამბობს სამკერვალო ფაბრიკა „ქუთექსის“ ერთ-ერთი თანამშრომელი შორენა კოჩაძე. „ქუთექსის” ყოფილ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის წარმომადგენელის ირაკლი მხეიძის თქმით, 7 თვეა თანამშრომლების სარჩელი უძრავად დევს სასამართლოში. „ეს ადამიანები არიან რისკის ქვეშ, ვერ მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება. ამ პროცესის პარალელურად მოხდა სხვა პროცესის განხილვა, რომელზეც აღსრულებაცაა დაწყებული, კომპანია ცდილობს ხელოვნურას გააკოტროს „ქუთექსი”, ამაში ჩართულია კომპანიის ადმინისტრაცია, ისინი ცდილობენ იძულებით აუქციონზე შეიძინონ თავისივე ქონება, შუამავლობის მეშვეობით, ამ ადამიანების მოთხოვნა კი დარჩეს აღუსრულებელი, ამავე დროს ხელს უწყობენ იმას, რომ კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად და თქვან, აღარ გვაქვს ხელფასების გაცემის შესაძლებლობაო“, - აცხადებს მხეიძე. თანამშრომლების ინფორმაციით, „ქუთექსის” ფირმაში 82 ადამიანი იყო დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი 350 ლარი იყო.

საპენსიო სააგენტოს დირექტორობა 120 კანდიდატს სურს - დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს

13.02.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    13.02.2020 - ბიემ.ჯი

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე სულ 120 განცხადება შევიდა. პრეტენდენტების ვინაობა კონფიდენციალურია. განცხადებების მიღების ვადა 31 იანვარს ამოიწურა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კანდიდატთა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც შედის ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე - ოლივიერ რუსო. პროცედურების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეარჩიოს და დანიშნოს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ინიშნება 5 წლის ვადით. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდეა. რაც შეეხება სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის დანიშვნას, BMG-ის ინფორმაციის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს მიერ უკვე შერჩეულია რამდენიმე კანდიდატი, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაახლოებით სამიდან ოთხ კვირამდე ვადაში გაცხადდება მისი ვინაობა და მოხდება დანიშვნა. საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, 2020 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა 581 მილიონ ლარს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ვინაობა მაქსიმუმ 1 თვეში გახდება ცნობილი

13.02.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    13.02.2020 - ბიემ.ჯი

BMG-ის საპენსიო სააგენტოში განუცხადეს, რომ სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა უკვე შერჩეულია. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს უფლება-მოვალეობებში შედის. BMG-ის ინფორმაციის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს მიერ უკვე შერჩეულია რამდენიმე კანდიდატი, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაახლოებით სამიდან ოთხ კვირამდე ვადაში გაცხადდება მისი ვინაობა და მოხდება დანიშვნა. რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს დირექტორს, მის პოსტზე სულ 120 განცხადება შევიდა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კანდიდატთა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც შედის ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე - ოლივიერ რუსო. პროცედურების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეარჩიოს და დანიშნოს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ინიშნება 5 წლის ვადით. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდეა. საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, 2020 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა 581 მილიონ ლარს შეადგენს.

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

13.02.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    13.02.2020 - ბიპიენ.ჯი

2020 წლის პირველ მარტს გერმანიაში ძალაში შევა სპეციალისტთა იმიგრაციის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. მთავარი ამ სიახლეში ის არის, რომ ცვლილება საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ. როგორც AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში განუცხადეს, სპეციალისტთა იმიგრაციის შესახებ კანონის მიღების ინიციატივა, გერმანიის ფედერალურ მთავრობას ეკუთვნის. გერმანიის საელჩოს განცხადებით, სამუშაო ვიზის მიღების წინაპირობა გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარებაა. რაც როგორც წესი, ორწლიან პროფესიულ განათლებას ან უმაღლეს განათლებას ითვალისწინებს. "აკადემიური კვალიფიკაციის (უმაღლესი განათლების) აღიარებას ხდება გერმანიის კულტურის სამინისტროთა კონფერენციის მიერ. ყველას აქვს შესაძლებლობა anabin-ის მონაცემთა ბაზაში გადაამოწმოს, აღიარებულია თუ არა მისი უნივერსიტეტის დიპლომი გერმანიაში. თუ ამ მონაცემთა ბაზაში თქვენი სპეციალობა არ არის მოცემული, მაშინ საკვალიფიკაციო საბუთები აღიარებისთვის ეგზავნება კულტურის სამინისტროთა კონფერენციას. გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება გერმანიის ადგილობრივი სახელობო პალატების პრეროგატივაა. ვებ-გვერდზე anerkennung-in-deutschland.de მსურველს შეუძლია ჩაწეროს თავისი პროფესია და მიუთითოს ადგილი გერმანიაში, სადაც სურს დასაქმება, რის შემდეგაც ვებ-გვერდი უჩვენებს, თუ რომელი გერმანული უწყებაა კომპეტენტური მისი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებისათვის" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს გერმანიის საელჩოში. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ასევე გვითხრეს, რომ პროფესიული განათლების მიღების ან გერმანიაში სამუშაოს დაწყების მსურველებმა, უნდა მიმართონ გერმანიის საკონსულოს, შეიტანონ განაცხადი შესაბამისი კატეგორიის ვიზაზე და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია. ასევე, დაინტერესებულთათვის შექმნილია დასაქმების პორტალი Make it in Germany, რომელზეც განთავსებულია საჭირო ინფორმაცია და ის პერიოდულად განახლდება. 2019 წელს გერმანიაში სამუშაოდ 60 000 ადამიანი ჩავიდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, გერმანიაში 1,36 მილიონი ვაკანსია იყო, რომელთა შევსებაც მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებით ვერ ხერხდება. ამავე მედიასაშუალების ცნობით, კადრების ყველაზე დიდი დანაკლისია მათემატიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში, ასევე სამშენებლო სექტორსა და მედიცინაში. დეფიციტურია ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელებიც, თავისუფალი ვაკანსიებია სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესშიც.

ქუთაისში კომპანია “ქუთექსის” თანამშრომლებმა 4 თვის ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს

13.02.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    13.02.2020 - კვირა.ჯი

ქუთაისში სამკერვალო კომპანია “ქუთექსის”ყოფილმა თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი 4თვის სახელფასო ანაზღაურების მიღებას ითხო. მათი თქმით, კომპანია 8 თვეა დაიხურა, თუმცა კუთვნილი ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ. “ვარ “ქუთექსის”თანამშრონელი, ვითხოვ ჩვენს ნამუშევარს, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაძლევენ, დაიკეტა მოულოდნელად. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მოვითხოვეთ, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. სარჩელი უკვე ერთი კვირის წინ კვლავ შევიტანეთ და მოვითხოვთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ ავიღებთ თუ არა ამ თანხას. მეპატრონე არის თურქი და პირადი საუბარი არ გვქონია, იმიტომ რომ ჩვენთან არ ჩამოდის. ტელეფონს თიშავს. უხეშად რომ ვთქვათ, მოგვიშორა თავიდან “, – ამბობს კომპანიის თანამშრონელი შორენა კოჩაძე. აღსანიშნავია, რომ საწარმო ნაქირავებ ფართში ფუნქციონირებდა, დასაქმებულთა შემდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ფართის მეპატრონემაც, სამ თვეში სასამართლომ გადაწყვეტილება მომჩივანის სასარგებლოდ გამოიტანა, თანამშრომლების სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა. “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს “ქუთექსის”თანამშრომლებს. მათი პროტესტი გამომდინარეობს ძალიან სამართლიანი მოთხოვნიდან, დაჩქარდეს მათი სარჩელების გან,” – ამბობს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ხელმძღვანელი, ირაკლი მხეიძე. მხეიძის თქმით, ამ პროცესის პარალელურად მოხდა სხვა საქმის სამ თვეში განხილვა, კომპანია ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს “ქუთექსი”, ხელოვნურად ხდება “ქუთექსის” გაკოტრება და ამაში ჩართულია ადმინისტრაციაც. “ამ პროცესის პარალელურად მოხდა სხვა საქმის განხილვა, რომელზეც უკვე დაწყებულია აღსრულება. კომპანია ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს ქუთექსი,ამაში ჩართულია ადმინისტრაცია და ისინი ცდილობენ არაადეკვატურად იაფად შეიძინონ თავისივე კომპანია იძულებით აღსრულების დროს, იძულებით აუქციონზე და ამ ადამიანების ქონება დარჩეს აღუსრულებელი. ამავე დროს, კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად და თქვან, რომ აღარ აქვთ სახელფასო ანაზღაურების შესაძლებლობა”, – განმარტავს ირაკლი მხეიძე.

ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა

13.02.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    13.02.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. „პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ზორან ჯორჯევიჩმა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. „განვიხილეთ ორივე ქვეყნის სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის. ასევე ვიმსჯელეთ, სოციალური დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე. შშმ პირთა დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე, როგორც სერბეთში, ასევე საქართველოში. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, ვითანამშრომლებთ, რათა დავეხმაროთ ერთმანეთის სისტემის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სკოლა „ფესვებში“ კარანტინი გამოცხადდა

13.02.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    13.02.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ქართულ-ავსტრიულ სკოლა ფესვებში კარანტინი გამოცხადდა. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმ მიზეზებზეა საუბარი, რამაც სასწავლო პროცესის შეჩერება გამოიწვია. „ბოლო დღეებში საგრძნობლად მოიმატა მოსწავლეთა ავადობის მაჩვენებელმა, დღევანდელი მონაცემებით, მოსწავლეთა 42% არ გამოცხადდა სკოლაში სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციის გამო! სკოლამ მიიღო რეკომენდაციები როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის 13 თებერვლიდან 2020 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შეაჩეროს სასწავლო პროცესი! გაცდენილი აკადემიური საათები ანაზღაურდება“ - ნათქვამია განცხადებაში. „პრაიმტაიმი“ სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. როგორც მანანა გვრიტიშვილი აცხადებს, ორ მოსწავლეს A და B ტიპის ვირუსი დაუდგინდა, გამოვლინდა ჩუტყვავილას შემთხვევებიც. „ამჟამად სასწავლო პროცესი შეჩერებულია რამდენიმე დღით. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც მოსწავლეთა ავადობამ 55% -ს მიაღწია. ყოველდღიურად 10-12 ბავშვის გაბრუნება გვიწევდა სკოლიდან, რადგან ზოგს სიცხე ჰქონდა, ზოგს პირღებინება და ა.შ. სკოლაში გვყავს ექიმი, თუმცა შეუძლებელია ყველა მოსწავლის გასინჯვა თუნდაც ერთ დღეში. სხვადასხვა ვირუსის მატარებელი მოსწავლე, რომელიც კლასში შედის, ის პოტენციურად აინფიცირებს სხვას. როგორც მშობლებისგან გვაქვს ინფორმაცია, ორ მოსწავლეს დაუდგინდა A ტიპის ვირუსი. იყო ასევე და B ტიპის ვირუსის შემთხვევა და ჩუტყვავილა. ამის შემდეგ დავუკავშირდით რესურსცენტრს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტს. მათ გვითხრეს, რომ ჩვენი გადასაწყვეტი იყო, შევაჩერებდით სასწავლო პროცესს თუ არა. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. გაცდენილი გაკვეთილები მშობლებთან შეთანხმებით ანაზღაურდება მათთვის სასურველ დროს.“ - განაცხადა მანანა გვრიტიშვილმა.

აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა

13.02.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    13.02.2020 - პია.ჯი

ფორუმის მიზანია აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის კონტროლის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა, თემის მიერ დანახული გამოწვევების და საჭიროებების წარდგენა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გახსნა. მისი თქმით, საქართველოში კვლავაც პრიორიტეტულია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები. "ესენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აქტუალურია არამხოლოდ ქვეყნის დონეზე, არამედ გლობალურად. მე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა ტუბერკულოზის სამოქალაქო პლატფორმა. ძალიან სერიოზული სამუშაო ტარდება ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დახმარებისთვის, რათა მათ წარმატებით დაასრულონ მკურნალობა. იგივე შეიძლება ითქვას შიდსით და С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობაზე. აღნიშნული დაავადებების მართვისთვის და ეროვნული პასუხისთვის ქვეყანაში სრულიად უფასოდ ხდება მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის, ასევე სრულიად უფასოა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მიმდინარე მეთვალყურეობა. ეს პროგრამები დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს",- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ღონისძიება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული საბჭოს წევრია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა

13.02.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში. ფორუმის მიზანია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის კონტროლის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა, თემის მიერ დანახული გამოწვევების და საჭიროებების წარდგენა და მსჯელობა. ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გახსნა. მისი თქმით, საქართველოში რა თქმა უნდა კვლავაც პრიორიტეტულია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები. „ესენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აქტუალურია არამხოლოდ ქვეყნის დონეზე, არამედ გლობალურად. მე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა ტუბერკულოზის სამოქალაქო პლატფორმა. ძალიან სერიოზული სამუშაო ტარდება ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დახმარებისთვის, რათა მათ წარმატებით დაასრულონ მკურნალობა. იგივე შეიძლება ითქვას შიდსით და С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობაზე. აღნიშნული დაავადებების მართვისთვის და ეროვნული პასუხისთვის ქვეყანაში სრულიად უფასოდ ხდება მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის, ასევე სრულიად უფასოა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მიმდინარე მეთვალყურეობა. ეს პროგრამები დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ღონისძიება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული საბჭოს წევრია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

აივ ინფექცია,შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა

13.02.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფორუმის მიზანია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის კონტროლის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა, თემის მიერ დანახული გამოწვევების და საჭიროებების წარდგენა და მსჯელობა. ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გახსნა. მისი თქმით, საქართველოში რა თქმა უნდა კვლავაც პრიორიტეტულია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები. „ესენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აქტუალურია არამხოლოდ ქვეყნის დონეზე, არამედ გლობალურად. მე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა ტუბერკულოზის სამოქალაქო პლატფორმა. ძალიან სერიოზული სამუშაო ტარდება ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დახმარებისთვის, რათა მათ წარმატებით დაასრულონ მკურნალობა. იგივე შეიძლება ითქვას შიდსით და С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობაზე. აღნიშნული დაავადებების მართვისთვის და ეროვნული პასუხისთვის ქვეყანაში სრულიად უფასოდ ხდება მედიკამენტების მიწოდება პაციენტებისთვის, ასევე სრულიად უფასოა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და მიმდინარე მეთვალყურეობა. ეს პროგრამები დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული საბჭოს წევრია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა

13.02.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ნინო ლაცაბიძესა და ქეთევან მამულაშვილთან ერთად, ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიის პროექტიც გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა

13.02.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    13.02.2020 - პია.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ნინო ლაცაბიძესა და ქეთევან მამულაშვილთან ერთად, ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა. სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიის პროექტიც გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

მოულოდნელი საჩუქარი მინისტრის სახელით მეხანძრე მაშველს

13.02.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    13.02.2020 - კვირა.ჯი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მამუკა ამბროლაძეს 50 წლის იუბილე მიულოცა და საჩუქრად პისტოლეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, მამუკა ამბროლაძეს 50 წლის იუბილე აქვს. იგი 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს და როგორც უწყების განცახდებაში ვკითხულობთ, საქმისადმი ერთგულებითა და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სპეციალურად მის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში იმყოფებოდა. მან მამუკა ამბროლაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამსახურის სახელით, წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ვახტანგ გომელაურისგან საჩუქრად პისტოლეტი გადასცა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

14 თებერვალი

ინტერნეტ სააგენტო

 

მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

14.02.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

 Link:    14.02.2020 - პია.ჯი

დღეს, მთავრობის კანცელარიასთან სამსახურიდან გათავისუფლებული სოციალური მუშაკებისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, საპროტესტო აქცია იგეგმება. სოცმუშაკთა პროფესიული გაერთიანების გამგეობის წევრის მარიამ ბანძავას განცხადებით, ვინაიდან დაირღვა სოციალური მუშაკების შრომითი და ფუნდამენტალური უფლებები სოციალური მუშაკების მხარდამჭერი თემი მათ სოლიდარობას გამოუცხადებს. "დღემდე არ ვიცით რა კრიტერიუმებით გაათავისუფლეს ის ადამიანები სამსახურიდან, რომლებმაც ერთი წლის წინ საჯაროდ დააფიქსირეს სისტემური ხარვეზები და საზოგადოებას იმ ძალადობრივი სამუშაოს პირობების შესახებ აუწყეს, რა გარემოშიც მათ უწევდათ მუშაობა. სოციალური მუშაკების მხარდამჭერი თემი აქციის ფარგლებში სოლიდარობას გამოვუცხადებთ უკანონოდ გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს, რადგან დარღვეული იქნა მათი ფუნდამენატლური უფლებები და დარღვეული იქნა მათი შრომითი უფლებები", - განაცხადა მარიამ ბანძავამ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. ტიკარაძემ ადამიანების სამსახურიდან გაშვება რეორგანიზაციით ახსნა. ამავდროულად მინისტრმა აღნიშნა, რომ სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე სხვა სამსახურში აღადგინეს. მისივე თქმით, ამ ადამიანებს კვლავ მიეცემათ იმის საშუალება, რომ უკვე ახალ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით დაინიშნონ. ჯანდაცვის სამინისტროში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად სოციალური მომსახურების სააგენტომ თანამდებობებიდან 28 სოციალური მუშაკი გაათავისუფლა.

არაკონკურენტული გარემო სახელმწიფო ტენდერებში და კაპიტალის ბაზარი - რა პრობლემებს ხედავენ ევროპელი ინვესტორები საქართველოში?!

14.02.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    14.02.2020 - კომერსანტ.ჯი

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეებისთვის არაკონკურენტული გარემო,კაპიტალის ბაზრის არარსებობა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა“ - პრობლემები, რასაც ევროპელი ბიზნესმენები ქართულ ბიზნესგარემოში ხედავენ „კომერსანტთან“ საუბრისას ევროპული ბიზნესასოციაციის დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ გააჟღერა. როგორც ცნობილია, ამერიკელმა კონგრესმენმა, რენდი ვებერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი მისწერა, სადაც აქცენტი ამერიკული და ევროპულ ინვესტიციების შემცირებაზე გაკეთდა. როგორც ვებერი წერილში აღნიშნავს, ამერიკული და ევროპული ბიზნესი ასეთ გარემოში მნიშვნელოვან გამოწვევებს ხედავს და არის შევიწროების, კონტრაქტების გაწყვეტისა და ექსპროპრიაციის თავდასხმების შემთხვევები. ამის მაგალითია გაზისა და ნავთობის კომპანია ჰიუსტონიდან „ფრონტერა რესურსი“.

14 თებერვალი

პრესა

 

სკოლა ,,ფესვებში" კარანტინი გამოცხადდა - მოსწავლეების ნახევარი სხვადასხვა ინფექციით დაავადდა

14.02.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    14.02.2020 - რეზონანსი

დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ქართულ-ავსტრიულ სკოლა ფესვებში კარანტინი გამოცხადდა. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმ მიზეზებზეა საუბარი, რამაც სასწავლო პროცესის შეჩერება გამოიწვია. „ბოლო დღეებში საგრძნობლად მოიმატა მოსწავლეთა ავადობის მაჩვენებელმა, დღევანდელი მონაცემებით, მოსწავლეთა 42% არ გამოცხადდა სკოლაში სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექციის გამო! სკოლამ მიიღო რეკომენდაციები როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის 13 თებერვლიდან 2020 წლის 18 თებერვლის ჩათვლით შეაჩეროს სასწავლო პროცესი! გაცდენილი აკადემიური საათები ანაზღაურდება" - ნათქვამია განცხადებაში. როგორც სკოლის დირექტორი მანანა გვრიტიშვილი აცხადებს, ორ მოსწავლეს A და B ტიპის ვირუსი დაუდგინდა, გამოვლინდა ჩუტყვავილას შემთხვევებიც. „ამჟამად სასწავლო პროცესი შეჩერებულია რამდენიმე დღით. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც მოსწავლეთა ავადობამ 55% -ს მიაღწია. ყოველდღიურად 10-12 ბავშვის გაბრუნება გვიწევდა სკოლიდან, რადგან ზოგს სიცხე ჰქონდა, ზოგს პირღებინება და ა.შ", - განაცხადა მანანა გვრიტიშვილმა „პრაიმტაიმთან".

ცვლილებები შრომის კოდექსში

14.02.2020

მედია საშუალებები:    ჯორჯია თუდეი

Link:    14.02.2020 - ჯორჯია თუდეი

გაზაფხულზე პარლამენტი აპირებს განიხილოს ცვლილებები შრომის კოდექსში, რაც ითვალისწინებს დეკრეტული შვებულების უზრუნველყოფას მამაკაცებისთვის. ამ ცვლილებების ინიციატორია დიმიტრი ცქიტიშვილი. ამჟამინდელი კანონი არ ითვალისწინებს დეკრეტულ შვებულებას მამებისთვის. გარკვეული ცვლილებები შევა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხშიც.

 

 

14 თებერვალი

რადიო

 

 

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ვინაობა მაქსიმუმ 1 თვეში გახდება ცნობილი

14.02.2020

მედია საშუალებები:    რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა–ბიზნესნიუსი 11:30

Link:    14.02.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა–ბიზნესნიუსი 11:30

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა უკვე შერჩეულია. რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს დირექტორს, მის პოსტზე სულ 120 განცხადება შევიდა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კანდიდატთა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც შედის ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. პროცედურების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეარჩიოს და დანიშნოს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორი ინიშნება 5 წლის ვადით.

 ​