From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 13 თებერვალი მედია მონიტორინგი
Received On : 13.02.2020 08:55
Attachments :

display: block; margin-bottom: 20px; height: 150px;

 

 

 

13 თებერვალი

 

ტელევიზია

 

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკა

13.02.2020

მედიის ტიპები:    ტელევიზია

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    13.02.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ID:    6695909

კიდევ ერთ მეზობელთან შევიჭყიტოთ დილაუთენია, რომელიც ვაგლახ რომ ჩვენი თავმოუბმელი ენერგოპოლიტიკის გამო რუსეთთან ერთად კვლავ გახდა ჩვენი ენერგოდეფიციტის მთავარი შემავსებელი. გმადლობ აზერბაიჯანს მუდმივი პარტნიორობისთვის. საკმაოდ გააქტიურდა საქართველო ბოლო თვეებია აზერბაიჯანთან ურთიერთობაში. თბილისში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი გვსტუმრობდა, რომელიც ქართველი კოლეგის გარდა შეხვდა პრემიერსაც. ის მარტო არ ჩამოსულა, დელეგაციაში იყვნენ: სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაჯანის რკინიგზის შეფი, ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში. თემა არ იყო მხოლოდ სოკარის საკითხები. მიდიოდა საუბარი საერთო თვირთბრუნვის ამაღლებასა და პრობლემებზე, რომელიც მარაბდა-კარწახის პროექტის დასრულება-ამოქმედებას უკავშირდება. ჯაბაროვის ვიზიტი იმ მხრივაც გამოირჩევა, რომ მარიოტში დახურულ კარს მიღმა საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანულ კომპანიებსა და მათ მესვეურებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკას თუ დავეყრდნობით 700-ზე მეტი აზერბაიჯანული კომპანია ოპერირებს საქართველოში. კარგი ინფორმაცია რაც გვაქვს შეხვედრებიდან, სოკარს უკავშირდება, აზერბაიჯანის მფლობელობაში მყოფი კომპანია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი აქტიური ეკონომიკური აგენტიც არის. სიახლე უკავშირდება სოკარისთვის მთავრობის მხრიდან შიდა გაზსადენების მორიგ გადაცემას. სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი მილიარდნახევარი დოლარის მხოლოდ გადასახადების სახით გადახდაზე საუბრობს სოკარის მიერ.

საქართველოს და სერბეთის ჯანდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს

13.02.2020

მედიის ტიპები:    ტელევიზია

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 08:00

Link:    13.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

ID:    6696180

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებითაც. თამარ ბარკალაია: "განვიხილეთ იქაური სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის სისტემა. განვიხილეთ ჩვენი სისტემა. ასევე ვიმსჯელეთ სოციალური დახმარების მეთოდოლოგიაზე, შშმ პირთა დახმარების მექანიზმები სერბეთსა და საქართველოში. გავცვალეთ ინფორმაცია". ზორან ჯორჯევიჩი: "პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება".

ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა

13.02.2020

მედიის ტიპები:    ტელევიზია

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 08:00

Link:    13.02.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00

ID:    6696201

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს, ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. თამილა ბარკალაია: "ჩვენ განვიხილეთ იქაური სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის სისტემა, განვიხილეთ ჩვენი სისტემა".

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბ კოლეგას შეხვდა

13.02.2020

მედიის ტიპები:    ტელევიზია

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    13.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ID:    6696202

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს, ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. თამილა ბარკალაია: "ჩვენ განვიხილეთ იქაური სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის სისტემა, განვიხილეთ ჩვენი სისტემა".

სამუშაო შეხვედრა

13.02.2020

მედიის ტიპები:    ტელევიზია

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    13.02.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ID:    6696272

ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის ჯანჯდაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა, სერბეღის დეკლეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითებზე ინფორამცია მიაწოდეს.

 

ინტერნეტ სააგენტო

 

ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა

13.02.2020

მედიის ტიპები:    ინტერნეტი

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ID:    6696430

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს, ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. „პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ზორან ჯორჯევიჩმა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. „განვიხილეთ ორივე ქვეყნის სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის. ასევე ვიმსჯელეთ, სოციალური დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე. შშმ პირთა დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე, როგორც სერბეთში, ასევე საქართველოში. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, ვითანამშრომლებთ, რათა დავეხმაროთ ერთმანეთის სისტემის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შპს „თბილისი ენერჯი“ შრომის უსაფრთხოების აქსესუარების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

13.02.2020

მედიის ტიპები:    ინტერნეტი

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    13.02.2020 - ბიპიენ.ჯი

ID:    6696577

შესასყიდი შრომის უსაფრთხოების აქსესუარების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ჰქონდეს გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე, ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად; ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის რეჟიმში, მისი ქონება არ იყოს დაყადაღებული, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება; დ) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია). ე) გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა; ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, შესყიდვების სამსახური, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი და საქონლის ნიმუშები პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს „თბილისი ენერჯიში“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია. სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 24 თებერვალი, 18:00 საათი. სატენდერო განაცხადების კონვერტები, სავარაუდოდ, გაიხსნება 2020 წლის 26 თებერვალს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა. დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ.: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jaba.tsitsishvili@te.ge

ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა

13.02.2020

მედიის ტიპები:    ინტერნეტი

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

სტატიის ტიპები:    ინფორმაცია

Link:    13.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ID:    6696648

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს, ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. „პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ზორან ჯორჯევიჩმა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. „განვიხილეთ ორივე ქვეყნის სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის. ასევე ვიმსჯელეთ, სოციალური დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე. შშმ პირთა დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე, როგორც სერბეთში, ასევე საქართველოში. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, ვითანამშრომლებთ, რათა დავეხმაროთ ერთმანეთის სისტემის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

პრესა

 

1-ელი ივლისიდან 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდება

13.02.2020

მედიის ტიპები:    პრესა

Link:    13.02.2020 - ბანკები და ფინანსები

ID:    6695955

საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან 220 ლარამდე გაიზარდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლის 1- ელი ივლისიდან სახელმწიფო პენსია 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 30 ლარით გაიზრდება, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს სოციალური პოლიტიკა მიმართულია იმ ადამიანების მხარდაჭერისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ სახელმწიფოს ზრუნვა. სწორედ ამ ღირებულებიდან გამომდინარე 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ბენეფიტები. „აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო პენსია, არ არის მხოლოდ ფულადი შემწეობა. დღეს ყოველ პენსიონერზე გარდა დადგენილი მონეტარული დახმარებისა, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს საყოველთაო ჯანდაცვის უმაღლესი პაკეტი, რომელიც გეგმურ შემთხვევებზე ითვალისწინებს 15 000 ლარიან წლიურ ლიმიტს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებზე ულიმიტო ოდენობის დაფინანსებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

13 000 დოლარი ჩვილის სანაცვლოდ - რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 7 პირი ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს

13.02.2020

მედიის ტიპები:    პრესა

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    13.02.2020 - რეზონანსი

ID:    6695979

13 000 დოლარი ჩვილის სანაცვლოდ-სამშობიარო „ბაიებიდან“ სავარაუდოდ გაშვილების მიზნით ბავშვის გაყიდვას ცდილობდნენ, სადაც ახალშობილის დედამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. თუმცა გამოძიების ინფორმაციით, დედა ექიმებთან შეთანხმებით მოქმედებდა და ბავშვის მყიდველიც მათ მოძებნეს. ხოლო აღებული თანხის გაყოფას შუაზე აპირებდნენ. კლინიკაში „რეზონანსს“ უდასტურებენ, რომ ამ საავადმყოფოს ორი ექიმია დაკავებული, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არავს სურს და მედიასთან კონტაქტსაც ერიდებიან. კლინიკის დირექტორი ნია ონიაშვილი კი კატეგორიულად უარყოფს, რომ დაკავებული ექიმები მისი კლინიკის თანამშრომლები არიან. ის ადასტურებს, რომ ახალშობილი მათ კლინიკაში გაჩნდა, თუმცა ამბობს, რომ დედის დაკავება მხოლოდ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მოხდა. ამ ფაქტზე კი სულ 7 პირია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ტრეფიკინგის ბრალდებით ადრეც არის ნასამართლევი. კლინიკის ადმინისტრაციაში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ ბავშვი ნამდვილად მათთან დაიბადა და დედა საკეისრო კვეთით ამშობიარეს, თუმცა ახალშობილის გაყიდვა მათი კლინიკიდან არ მომხდარა. მათივე ინფორმაციით, ბავშვის გაყიდვის ფაქტის შესახებ მხოლოდ მედიით შეიტყვეს. „აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ბავშვის გაყიდვა ჩვენი კლინიკიდან მოხდა. ამ ქალმა ნამდვილად ჩვენთან იმშობიარა, გიდასტურებთ, თუმცა ეს დანაშაული გაწერის შემდეგ მოხდა. არ ვიცი რატომ მოხდა ექიმების დაკავება. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენც მომხდარის გამო სრულიად გაოგნებულები ვართ და ამ საზარელ დანაშაულს ვემიჯნებით“,-აცხადებენ კლინიკის ადმინისტრაციაში „რეზონანსთან“. მათივე თქმით, ამ საზარელ დანაშაულში კლინიკის დირექტორს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და ბავშვის გაყიდვის საქმეში ის არაფერ შუაში არ არის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმია. "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ - ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით. საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს,"- განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა. საქმეზე გამოძიება 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 14-დან 17-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ჰქონდა თუ არა კორონავირუსი გარდაცვლილ ხუთი თვის ორსულს - ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა ცნობილია

13.02.2020

მედიის ტიპები:    პრესა

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    13.02.2020 - რეზონანსი

ID:    6696019

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ორსულ ქალს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ კლინიკის პრესამსახურში განმარტავენ. გიორგი ნიორაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან გაგზავნილი ანალზიების შედეგად მიიღეს პასუხი, რომ პაციენტს კორონავირუსი არ ჰქონდა. „ეს არ დადასტურდა, თუმცა, რა ტიპის ვირიუსი ჰქონდა, ამას დღის ბოლოს დაავადებათა კონტროლი შეგვატყობინებს", - აბობს ნიორაძე. გარდაცვლილი 5 თვის ორსული ქალი ონიდან იყო. ის თავდაპირველად ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ქუთაისში რვა თებერვლის ღამეს გადმოიყვანეს. ცხრა თებერვალს, დილით კი გარდაიცვალა. მას ორი შვილი, ორი და ოთხი წლის მცირეწლოვანი დარჩა.

დედამ და ექიმებმა ბავშვი 13 000 დოლარად გაყიდეს

13.02.2020

მედიის ტიპები:    პრესა

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    13.02.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

ID:    6696022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვნით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით. საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. ყველა დაკავებული გუშინ გირაოთ გაათავისუფლეს, თუმცაღა პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა!!!

ახალშობილის 13.000 დოლარად გაყიდვის ფაქტზე მისი დედა და 6 პირი დააკავეს

13.02.2020

მედიის ტიპები:    პრესა

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    13.02.2020 - ახალი თაობა

ID:    6696030

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობისტრეფიკინგის ფაქტზე, 7 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან ერთერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალუ რი გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13.000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარსახელით. საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14დან 17 წლამდე ვადით.

 

პედოფილ ბიძას 6 წლის დისშვილზე და მის კლასელზე გარყვნილი ქმედების გამო 8 წელი მიუსაჯეს

13.02.2020

მედიის ტიპები:    პრესა

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    13.02.2020 - რეზონანსი

ID:    6696031

ორ ექვსი წლის გოგონაზე გარყვნილი ქმედების გამო 35 წლის მამაკაცი დააკავეს. მას პოლიცია 8 თვის განმავლობაში ეძებდა. გ. ჯ. 8 წელს პატიმრობაში გაატარებს. ერთი მოზარდი მისი დისშვილია, მეორე კი მეზობელი. ბავშვები თანაკლასელები არიან. როგორც ერთ-ერთი გოგონას დედა ყვება, პირველი შემთხვევა გ.ჯ-ს სახლში მოხდა, მეორე ერთ-ერთი სოფლის თონეში. „რეზონანსი“ შეგნებულად არ ასახელებს დაკავებულის ვინაობას და სოფელს, რადგანაც საქმე სენსიტიურია და თანაც არასრუწლოვნებს ეხება. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მამაკაცი მსგავსი ფაქტის გამო ადრეც გასამართლებული იყო და მან 3 წელი მოიხადა. გარყვნილი ქმედების შესახებ პირველად მამაკაცის ბიძაშვილმა შეიტყო, რის შემდეგაც მომხდარი მეზობელი ბავშვის ოჯახს და პოლიციას შეატყობინა. გ. ჯ.-ს დაკავება მაშინ პოლიციამ ვერ მოასწრო, ის სოფლიდან გაიქცა და 8 თვის გაანმავლობაში იმალებოდა. სასამართლომ ამ გარყვნილი ქმედების გამო პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ეს ბიჭი გარყვნილი ქმედებების გამო უკვე მეორედ დააკავეს. პირველი შემთხვევა 2006 წელს მოხდა, მაშინ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პირველი შემთხვევის დროსაც ძალადობა მცირეწლოვან გოგონაზე სცადა, ისიც ამ სოფლის მცხოვრებია. როგორც ამბობენ, ამ ბიჭს ბიძაშვილმა მიატანა და მაშინვე ოჯახს და პოლიციას შეატყობინა. ასეთი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რატომ არ მოარიდეს ბავშვები არ ვიცი. სოფელში ყველამ კარგად იცოდა, რისი მკადრებელიც იყო და ამიტომ ერიდებოდნენ. გაქცეული იყო და ეძებდნენ. პოლიციას თავად ამ ბიჭის ოჯახმა შეატყობინა, როგორც ვიცი“, - აცხადებს „რეზონანსთან“ დაკავებულის მეზობელი. მრავალჯერადი გარყვნილი ქმედების ფაქტზე ორივე 6 წლის გოგონას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ბავშვები სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად იკითხებოდნენ. სასამართლო პროცესები არსებული სიმძიმისა და საქმეში ფიგურანტი მცირეწლოვნების გამო დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სოცმუშაკი ამბობს, რომ გ.ჯ-ს დისშვილი, შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად, ნათესავთან საიმედო გარემოში გადაიყვანეს. 2019 წლის 9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში 39 პირია მხილებული, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16. 2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

ძალადობის მსხვერპლი ქალები

13.02.2020

მედიის ტიპები:    პრესა

მედია საშუალებები:    გზა

რიგითობა:    69,69

რეიტინგი:    0.00

სტატიის ტიპები:    ინფორმაცია

Link:    13.02.2020 - გზა

ID:    6696075

მორიგი ოჯახური კონფლიქტი 10 თებერვლას, ქალაქ ახალციხეში მოხდა. მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვნილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ ერთი ასეთი დანაშაული 10 თებერვალს თბილისში, ვარკეთილში მოხდა. ახალგაზრდა ქალს ვერც ყოფილ მეუღლესთან დაშორებამ უშველა. ისინი ერთად კარგა ხანია აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ქმარყოფილი მსხვერპლს ქუჩაში აედევნა, თავს დაესხა და ყელის არეში ცივი იარაღით დჭრა. დაშავებული ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. " პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წამოიყვანა და მას ყელის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა , რომელიც სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. დამნაშავე პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

როგორც შეიძინეს საქართველოში შიდსის პირველი აპარატი და რა გატაცება აქვს თენგის ცერცვაძეს

13.02.2020

მედიის ტიპები:    პრესა

მედია საშუალებები:    გზა

Link:    13.02.2020 - გზა

ID:    6696101

ინფექციური პათოლოგიის, შდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - ეს არის სრული დასახელება იმ კლინიკისა, რომელსაც ყველა ინფექციური საავადმყოფოს სახელის მოვიხსენიებთ და ბოლო პერიოფში , ვირუსების გამწვავების ფონზე, დაწესებულება და მისი დირექტორი - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ბატონი თენგიზ ცერცვაძე "გზის" მკითხველისთვის სულ სხვა ამპლუაში გაეცნო. შიდსის მიმართულებით მუშაობა მან 1980-იანი წლების დამდეგს დაიწყო, როცა პირველი შემთხვევები ჯერ მხოლოდ აშშ-ში იყო დაფიქსირებული. ბატონი თენგიზი თავისი საქმიანობისა და ინტერესების შესახებ მოგვითხრობს. თენგიზ ცერცვაძე: "საქართველო პირველი ქვეყანა იქნება 2025 წელს, რომელიც არა მხოლოდ С ჰეპატიტის ელიმინაციას, ანუ აღმოფხვრას მოახდენს, არამედ შიდსის ეპიდემიასაც დაამთავრებს! აღსანიშნავია, რომ С ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანია საქართველოში. " -საქართველოში შიდსის ცენტრის დამფუძნებელი ხართ... -აივ ინფექცია, შიდსის დარგში მუშაობა 1983-84 წლებში დავიწყეთ და მაშინ ნამდვილად არ იცოდნენ, ინფორმაციის დონეზეც კი, თუ რა იყო შიდსი. პირველები ვიყავით ყოფილ საბჭოთა კავშირში და ერთ-ერთი პირველები ევროპაში, ვინც მუშაობა დავიწყეთ და ლაბორატორიაშიც კი გავაკეთეთ, რომელიც შემდგომ გაფართოვდა და 1990 წელს, შიდსის ცენტრი ჩამოვაყალიბეთ. 2000 წელს კი შიდსის ცენტრი და ინფექციურ დაავადებათა ცენტრი გაერთიანდა. ჩემი პროფესორი სერგო კობალაძე იყო, შესანიშნავი მედიკოსი და პიროვნება,მას დიდი გავლენა ჰქონდა და მთავრობის თავმჯდომარესთან მიმყვა - აპარატის შესაძენად ვალუტა, ანუ დოლარი გამოგვიყვეს, რაც მაშინ წარმოუდგენელი იყო. მოკლედ ასე დავიწყეთ მუშაობა.

 

რადიო

 

სამუშაო შეხვედრა

13.02.2020

მედიის ტიპები:    რადიო

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    13.02.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

ID:    6696279

ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის ჯანჯდაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა, სერბეღის დეკლეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითებზე ინფორამცია მიაწოდეს.

 ​