From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 13 აპრილი მედია მონიტორინგი
Received On : 13.04.2020 10:47
Attachments :

13 აპრილი

მედია მონიტორინგი

ტელევიზია

 

კვირის ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა

13.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    13.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ჟურნალისტი მადლობას უხდის აწარმოე საქართველოს პიბადეებისთვის, რომელსაც კარგად მოიხმარენ... გაკეთდა განაცხადები, რომ იმპორტის ჩანაცვლება აწარმოე საქართველოს გავლით უნდა მოხდეს და უფრო პრიორიტეტული ხდება ეს პროგრამა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 122 საწარმო შემოწმდა, რომელთანაც არც ისე დიდი პრეტენზიები გვქონდაო-ასე თქვა ნათია თურნავამ.

საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივების საკითხზე დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ

13.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    13.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

უნდა გახანგრძლივდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა ქვეყენაში 21 აპრილის შემდეგ? ამ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას დეპუტატები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააფიქსირებენ.

კორონავირუსი და საქართველო

13.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    13.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყური, სადაც გუშინ კოვიდ 19-ის შემთხვევა დადასტურდა ჩაკეტილია.

კორონავირუსი

13.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    13.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

კორონავირუსის დადასტურებული 257 შემთხვევა, მათ შორის 67 გამოჯანრთელებული და სამი გარდაცვლილი - ასეთია 13 აპრილის სტატისტიკა საქართველოში.

კორონავირუსი

13.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    13.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 67 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კორონავირუსის გავლენა

13.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    13.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტია გამოვლენილი.

სწრაფი ტესტები და მსოფლიო

13.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    13.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მასობრივი ტესტირება ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დღეში არ გახდეს საჭირო. გაჩვენებთ სიუჟეტს, თუ რაში და როგორ გამოიყენა მსოფლიომ სწრაფი ტესტები.

კორონავირუსი

13.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    13.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

1. დღეს გახდება ცნობილი აქვთ თუ არა კორონავირუსი თბილისის მედიცინის ინსტიტუტის გაციენტებსაც. კოვიდ 19-ზე ათი გამოკვლევა მას შემდეგ გხდა საჭირო, რაც ვირუსი ამ კლინიკის ექიმს დაუდასტურდა.

ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა; ჩაკეტილი სოფლები ქობულეთში

13.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    13.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში ამ დოისთვის მონაცემებით 266 დაავადე ბულია. აქედან 67 გამოჯანმრთელებულია. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში განცხადება კეთდება. 2. ქობულეთში სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმენს პაციენტი დაეკარგათ.

კორონავირუსის გამო დაკეტიკლი კლინიკები; გაგრძელდებ თუ არა საგანგებო მდგომარეობა

13.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    13.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

კორონავირუსის გამო დაკეტიკლი კლინიკები. კოვიდ 19-ის აღმოჩენის შემდეგ, ამ ეტაპზე 4 საავადმყოფოსა და1 პოლიკლინიკაში კარანტინი არის გამოცხადებული. დაინფიცირებულები არიან ექიმებიც, რომლებსაც კორონავირუსი პაციენტებისგან გადაედოთ. სპეციალური ზომები არის მიღებული მარნეულში, ქობულეთსა და თბილისში.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს გაეწერება

13.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    13.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 67წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან დღეს გაეწერება. ამჯერად კლინიკაში მკურნალობს 1 პაციენტი - 50წლამდე ქალი, რომელიც გალის რაიონიდან გადმოიყვანეს.

კორონავირუსი

13.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

Link:    13.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

1. კორონავირუსის გავრცელების მე-8 კვირა, 257 გამოვლენილი შემთხვევა, 67 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი.

ოპოზიცია ისევ სწრაფი ტესტების აუცილობლობაზე საუბრობს.

13.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

Link:    13.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

ოპოზიცია ისევ სწრაფი ტესტების აუცილობლობაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძე ტესტების არარსებობაში საქართველოს პრემიერმინისტრს ადანაშაულებს. „ახალი საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ კოვიდ-19-თან საბრძოლველად გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრმა არასწორი გზა აირჩიეს და საბოლოოდ, მათი გადაწყვეტილება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

კორონავირუსი

13.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

Link:    13.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

ქობულეთში, ჩაკეტილი 4 სოფლის მისადგომებთან კიდევ უფრო გამკაცრებულია რეგულაციები. მოქალაქეებს ბლოკპოსტებზე არ ატარებენ, თუ ისინი საკარანტინო სივრცეში შევლენ, ან დატოვებენ მას,14 დღის განმავლობაში უკან დაბრუნების საშუალება უკვე აღარ ექნებათ.

კორონავირუსი და საქართველო

13.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    13.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. ინფიცირებულებს შორის არის ის ექიმი, რომლის გამოც ერთ-ერთ კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. მედიკოსის ინფიცირება ე.წ. შიდა გავრცელებას უკავშირდება.

კორონავირუსი

13.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    13.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00

„კოვიდ-19“-ის ახალი დადასტურებული შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში. ახალი კორონავირუსი ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა, რომელიც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 30 წლის ქალის კონტაქტია. ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საპოლიციო კონტროლი გამკაცრდა სოფლის შესასვლელში.

კორონავირუსი

13.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    13.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკიჩში ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ორივე შემთხვევა ე.წ. თერჯოლის კლასტერს და 75 წლის ინფიცირებულ ქალს უკავშირდება.

კორონავირუსი და საქართველო

13.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    13.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 266-მდე გაიზარდა.

რა გზას გადის ადამიანი, რომელსაც Covid-19-ის სიმპტომები აქვს

13.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის დილა

Link:    13.04.2020 - იმედი - იმედის დილა

რა გზას გადის ადამიანი, რომელსაც Covid-19-ის სიმპტომები აქვს - სად რეკავს პირველ რიგში, ვისხელში ხვდება შემდეგ? ყოველ დღე და დღეში რამდენჯერმე ექიმები გამოძახებაზე სპეცეკიპირებით ემზადებია. ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან პირველი შეხება სწორედ სასწრაფოფო დახმარების ექიმებს აქვთ. მას შემდეგ რაც 112 სასწრაფოს უკავშირდება, ექიმები პაციენტთან კომუნიკაციას იწყებენ და გამოძახებაზე გადიან. არიან პაციენტები, რომლებიც არ ამხელენ სიმპტომებს. ოპერატორები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით მუშაობენ. საჭიროების შემთხვევაში ისინი დამატებით კითხვებს სვამენ და ამის შემდეგ ისინი ამისამართებენ ან ოჯახის ექიმთან ან სასწრაფო დახმარების ბრიგადას უშვებენ.

„ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევა

13.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

Link:    13.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

5. ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში მის ოჯახს ფინანსური რესურსი მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ეყოფა.

 

ინტერნეტ სააგენტო

 

ზუგდიდელი სპორტსმენის კლასტერის 3 წევრს კორონავირუსი არ დაუდგინდა

13.04.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    13.04.2020 - პია.ჯი

ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერის წევრებს Covid-19 არც განმეორებითი ანალიზებით დაუდასტურდათ. ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს, მათ შორის, ერთ ქალსა და ორ მამაკაცს Covid-19-ზე განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდათ და ინფექცია არც ამჯერად დაუდასტურდათ, შესაბამისად, ისინი, სავარაუდოდ, ხვალიდან კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადავლენ.

კოსტავას ქუჩა სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

13.04.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    13.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, კოსტავას ქუჩაზე, სააკაძის მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით ჩატარდა.

კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინს ტოვებენ და თვითიზოლაციაში გადადიან

13.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    13.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები სამეგრელოში კარანტინს ტოვებენ.

წითელ ზონად გამოცხადებულ ლენტეხში ღამემ მშვიდად ჩაიარა

13.04.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    13.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

წითელ ზონად გამოცხადებულ ლენტეხში ღამემ მშვიდად ჩაიარა. სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ლენტეხში სამუშაო შეხვედრა გამართა.

გულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას“ – ექიმმა დაგვტოვა

13.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    13.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, პროფესორი ზურა მირიანაშვილი გარდაიცვალა. მეგობრისა და სამედიცინო გუნდის წევრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში წერს.

კაცი, რომელმაც ქართული მედიცინის ლეგენდა სიკვდილისგან იხსნა – უცნობი ამბავი ცნობილ ინფექციონისტზე

13.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    13.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ქართული მედიცინის ლეგენდა, რომლის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში ინფექციური საავადმყოფოს წარმატება და ქვეყანაში მრავალი დაავადების დამარცხება.

გულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას“ – ექიმი ზურა მინიაშვილი გარდაიცვალა 11:16 2020-04-13 "მაგარი კაცი, პროფესიონალი და ყველაზე მაგარი მოღადავე ჩვენს ცენტრში..." - რას წერს პაატა იმნაძე

13.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    13.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, პროფესორი ზურა მირიანაშვილი გარდაიცვალა. მეგობრისა და სამედიცინო გუნდის წევრის გარდაცვალების შესახებ ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებს 2 პაციენტი დაეკარგათ

13.04.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    13.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ტვ პირველის“ ინფორმაციით, ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფს 2 პაციენტი დაეკარგა. მათივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან 4 პაციენტი გამოიყვანა, საიდანაც ორის გამოყვანა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით, ორის კი კერძო ავტომობილით მოხდა, რომელიც გზაში დაიკარგა. ამ ეტაპზე ორივე პაციენტი ნაპოვნია.

დახურული კლინიკები და დაინფიცირებული მედპერსონალი - ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

13.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    13.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ჯანდახცის უწყება პანემიას მოუმზადებელი შეხვდა.

80 წლის პაციენტს, რომლის მდგომარეობა კრიტიკული იყო, კლინიკიდან ხვალ გაწერენ

13.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    13.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

80 წლის ქალბატონს, რომლის მდგომარეობა კრიტიკული იყო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ხვალ გაწერენ,- ამის შესხებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იგი უკვე გადმოიყვანეს თერაპიულ განყოფილებაში.

საირმის საკარანტინე სივრცე 22-მა მოქალაქემ დატოვა

13.04.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    13.04.2020 - კვირა.ჯი

საირმის საკარანტინე სივრცე 22-მა მოქალაქემ დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

ქობულეთში სასწრაფოს ბრიგადას სავარაუდო ინფიცირებული პაციენტები დაეკარგა

13.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    13.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

მცირე ინციდენტი მოხდა ქობულეთში, სოფელ გვარას გამშვებ პუნქტთან, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს საეჭვო სიმპტომების პაციენტები დაეკარგა და ექიმებმა დახმარება ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს სთხოვეს, თუმცა პირები მალევე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

საირმის საკარანტინო ზონა 22-მა ადამიანმა დატოვა

13.04.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    13.04.2020 - რეპორტიორი.ჯი

საირმეს საკარანტინო სივრცე დღეს 22 მოქალაქემ დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე თითოეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ტრანსპორტირება კი საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

 

​