| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 12 თებერვალი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 12.02.2020 08:52 |
| Attachments : |
12.02.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 12.02.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ახალშობილით ვაჭრობის საქმე, დაკავებულია შვიდი პირი. დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ-ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. თორნიკე ბიბილეიშვილი: " ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით".
12.02.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 10:00
Link: 12.02.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 10:00
ბავშვის გაყიდვის მცდელობა - დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოძებნეს ბავშვის შეძენის მსურველი და მას 13 000 დოლარი მოსთხოვეს. ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში "ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს" გადაეცა. დაკავებულებს კი 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თორნიკე ბიბილეიშვილი: "დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ - ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა".
12.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - იმედის დილა
Link: 12.02.2020 - იმედი - იმედის დილა
1. გაღიზიანება, შინაგანი სიცარიელის შეგრძნება, დაუცველობის განცდა, ასე აღწერს ზოგიერთი ახალმბედა დედა თავის მდგომარეობას. მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დედების დაახლოებით 20% გამოუცდია, მაგრამ ამაზე საქართველოში ხმამაღლა თითქმის არავინ საუბრობს. როგორია სიმპტომები და რა სახის მხარდაჭერა სჭირდება ახალშობილის დედა. 2. რამდენად მნიშვნელოვანია მამის ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში მისი დაბადების პირველივე წუთიდან. საქართველოში მამები დეკრეტულ შვებულებაში ძალიან იშვიათად გადიან. როგორ არეგულირებს დეკრეტულ შვებულებას შრომის კანონმდებლობა, რამდენად აქვთ საშუალება მამებს ისარგებლონ ამ უფლებით, თემაზე მირიან ჯუღელი, რომელიც არის მამა რომელმაც შვილის გაჩენის შემდეგ დეკრეტულ შვებულებაში გასვლა გადაწყვიტა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის გენდერის პროგრამების მენეჯერი მარიამ ბანძელაძე საუბრობენ. მარიამ ბანძელაძე: "კანონის თავლსაზრისით თანასწორია კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანი, მაგრამ კერძო სექტორში ეს არის აბსოლუტურად დამსაქმებლის დისკრეცია მისცემს თუ არა ანაზღაურებით შვებულებას".
12.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 10:00
Link: 12.02.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00
13 000 აშშ დოლარად გაყიდული ახალშობილი. ფაქტზე შვიდი პირი, მათ შორის დაკავებული ბავშვის დედა და ორი ექიმი დააკავეს. თორნიკე ბიბილეიშვილი: " ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით".
12.02.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 10:00
Link: 12.02.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00
ჩვილი ბავშვის გაყიდვის ბრალდებით შვიდი პირი, მათ შორის ბავშვის დედა და ორი ექიმი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებს 13 000 აშშ დოლარად გაყიდვა სურდათ. თორნიკე ბიბილეიშვილი: "ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით".
ინტერნეტ სააგენტო
12.02.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 12.02.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის-ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. „დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ - ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით. საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.
12.02.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 12.02.2020 - პია.ჯი
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კაზრეთში RMG-ის კუთვნილი საოპერაციო ტერიტორიები დაათვალიერეს და გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. წარმოების პროცესი, მათთან ერთად, დაათვალიერეს და მადნეულის კარიერის რამდენიმე სანაყარო და საყდრისის უბანი მოინახულეს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შექმნილი ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებმა, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. გასვლითი ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარებისთვის უკვე განხორციელებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ მიაწოდა. მისი თქმით, არემჯის აქვს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიწერილობის ფორმატი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.
პრესა
12.02.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
ობიექტები: შინაგან საქმეთა სამინისტრო (ნეიტრალური), -გამოძიება (ნეიტრალური), -სისხლის სამართლის საქმე (ნეიტრალური), 113 სასწრაფო დახმარება (ნეიტრალური), 112 (ნეიტრალური), საქართველოს მთავრობა (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე), ახალციხე (შეფასების გარეშე)
Link: 12.02.2020 - რეზონანსი
ახალციხეში, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ცხედარი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, დღეს დილით იპოვეს. გარდაცვლილ მამაკაცს სამართალდამცველები ცოლზე ძალადობისთვის ეძებდნენ. ,,ალბათ ეგონა, რომ ცოლი მოკლა. სავარაუდოდ, შეეშინდა და ამის გამო გაიქცა. საწყალმა არ იცოდა, რომ ცოლი გადარჩა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობენ მეზობლები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცნობისთვის, 10 თებერვალს, ახალციხეში ახალგაზრდა კაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
12.02.2020
მედია საშუალებები: სარკე
Link: 12.02.2020 - სარკე
თბილისში, ნაძალადევის რაიონში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. კორპუსის საფასადე სამუშაოების შესრულებისას მე-8 სართულიდან ორი მუშა გადმოვარდა. 28 წლის თამაზ კილაძე გარდაიცვალა. 29 წლის ლაშა ტატუნაშვილი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა. ლაშა ტატუნაშვილის მეგობარი, პოლიტიკოსი ზვიად კუპრავა გვიყვება, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ამ საცხოვრებელ კორპუსზე ბაგირი ერთხელ უკვე გაწყდა. მაშინ ლაშა გადარჩა და შეძლო, მე-6 სართულის აივანზე შემხტარიყო. ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს. პოლიციაში გამოკითხვაზე იმ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. "სარკის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც ობიექტს აშენებს ინდმეწარმე "ვასილ ღუდუშაურია" და ამ ინფორმაციას შრომის ინსპექციაშიც ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.
12.02.2020
მედია საშუალებები: სარკე
Link: 12.02.2020 - სარკე
ბაღდათში გლოვის დრეები გრძელდება. ქალაქი 3 თებერვალს ხანძარში დაღუპულ მოხუცს - მაგული ლიაშვილს, ორსულ ნარგიზა გევლესიანს და მის ოთხს შვილს დასტირის. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია, მათ ღარიბულ საცხოვრებელში ცეცხლი რამ გააჩინა. ქეთინო გველესიანი: "ბაღდათის მერიას რომ ხალხი უყვარდეს, ეს არ მოხდებოდა. დედაჩემმა ბევრჯერ მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ." ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურა დუარყო გავრცელებული ინფორმაცია დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სოციალურ დახმარებას ისინი ყოველთვიურად ირებდნენ. გიორგი წოწკოლაური: "ერთადერთი სტატუსის ცვლილება ოჯახისთვის იყო ოქტომბრიდან დეკემბრის თვემდე, როესაც მოხდა მათი აბონენტის ნომრის მინიჭება და შესაბამისად, სამი თვის თანხა 2040 ლარის ოდენობით ერთად აიღეს. ნინო ლომჯარია: "ბავშვთა დაცვისა და სოციალური სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან. ის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, არ არის ორიენტირებული შედეგზე. ბაშვთა სიღარიბის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევაც, რომლის თანახმადაც საარსებო მინიმუმის ზღვარის ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებული არ არის. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაიზარდოს ადამიანური და ფინანსური რესურსები როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე თვითმმართველობების დონეზე." გაერო-ს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორებიცაა - ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა - საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და არსებობს რისკი, რომ ისინიც შიმშილის გამო გარდაიცვალნონ. იუნისეფ-ის კვლევების მიხედვით, ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვირე საზოგადოების სხვა ჯგუფები. არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს.