From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 11-12 მერტი მედია მონიტორინგი
Received On : 12.03.2020 07:44
Attachments :

მედია მონიტორინგი

11 მარტი

ტელევიზია

 

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    11.03.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა.

კორონავირუსი

11.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    11.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

7 პაციენტი, სავარაუდოდ კორონავირუსით, რესპუბლიკურის საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაყავთ.შვიდივე მათგანი გუშინ იტალიიდან დაბრუნდა. კორონავირუსის არსებეობა უკვე დადსტურდა საქარტველოს მთავრობაშიც. კირონავირუსითაა ინფიცირებული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე და კიდევ მისი 2 ოჯახის წვერი.

კორონავირუსი

11.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    11.03.2020 - I არხი - მოამბე 15:00

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, პირველ აპრილამდე შეწყვეტილია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში.

ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

Link:    11.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა - გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსი

11.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    11.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანძლივდა. 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო-სამხედრო სამსახურში გაწვევაც - ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედდა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

კორონავირუსის სტატისტიკა

11.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - დილა ფორმულაზე

Link:    11.03.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე

კორონავირუსის გავრცელებით იტალია დღეს ყველაზე მზარდი მაჩვენებლით გამოირჩევა ამ დროის მონაცემებით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 149-ს შეადგენს. ქვეყანა წითელ ზონად არის გამოცხადებული, რაც მთელ რიგ შეზღუდვებს გულისხმობს.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

Link:    11.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. იური ნოზაძე იმ 23 პირს შორისაა, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდათ. ინფიცირებულია მისი ვაჟიც.

კორონავირუსი

11.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 15:00

Link:    11.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

სწავლა გადაიდო. არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო უწყებათაშორისი საბჭო ახალ გადაწყვეტილებებს იღებს. 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევაც. ასევე 1 აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროების მქომე პირებისთვის მომსახურეობის მიწოდება დღის ცენტრებში, სამაგიეროდ ამ ტიპის მომსახურეობას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მიიღებენ.

კორონა ვირუსი

11.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1

Link:    11.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1

ყველა ჩვენგანმა დღეს ახალ რეალობაში გაიღვიძა, 15-დან 23 -მდე გაიზარდა. ახალი შემთხვევა მიუთითებს იმაზე, როგორ შეცვალა იტალიაში მოგზაურმა პატარა ჯგუფმა საქართველოში კოვიდ 19-ის სტასტიკა.

მთავრობის ადმინისტრაცია არდადეგების გახანგრძლივებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

11.03.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    11.03.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    11.03.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სამინისტრო ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს. იური ნოზაძის ვირუსი განმეორებით ჩატარებული კვლევის შედეგად დაუდასტურდა.

კორონავირუსი

11.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    11.03.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

კორონავისუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისოი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდება. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები

11.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    11.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით სასაწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა. პრემიერის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე აღინიშნა , რომ დღის მდგომარეობით, ინფიცირებულია 23 ადამიანი.

კორონავირუსის საქართველოში

11.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    11.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

საქართველოში იტალიიდან გუშინ სპეცრეისით ჩამოსული 97 მოქალაქე წყალტუბოში. ისინი სანატორიუმში გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა მათგანი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მათი იზოლირება მხოლოდ პრევენციის მიზნით მოხდა.

კორონა ვირუსი

11.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

Link:    11.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

საქართველსო 7 მოქალაქე რომლებიც იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილ მგზავრებს შორის იყვნენ, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინე ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კორონავირუსი

11.03.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00

Link:    11.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00

დღეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 წლამდე ქალი გადაიყვანეს. მას აღენისნება დაბალი ტემპერატურა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალი საქართველოს მოქალაქეა. იგი იტალიიდან დაბრუნდა რამდნეიმე დღის წინ, აქამდე კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი

11.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - დღის ქრონიკა

Link:    11.03.2020 - იმედი - დღის ქრონიკა

კორონავირუსის ეპიდემია ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკასაც და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მომავლის პროგნოზი დამოკიდებულია სიტუაციის განვითარებსი 2 სცენარზე.

ტყიბულში ხუთი მეშახტე მოიწამლა

11.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    11.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ტყიბულში ხუთი მეშახტე მოიწამლა. ფაქტი ძიძიგურისა და მინდელის შახტის დამაკავშირებელ გვირაბში მოხდა. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ძიძიგურის შახტი დროებით დაიხურა, დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლა უფრო საფრთხის შემცველი გზით, მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით უწევდათ.

მსოფლიოში კორონა ვირუსის გავრცელებისპ არალელურად საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    11.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

მსოფლიოში კორონა ვირუსის გავრცელებისპ არალელურად საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. დღსე 1 დოლარის ღირებულება ბაზარზე უკვე 2.94 ლარამდე არის გაზრდილი. რა იქნება ხვალ პროგნოზები საკმაოდ მძიმეა.

კორონავირუსი საქართველოში

11.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    11.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

წყალტუბოს სასტუმროში იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქეა მოთავსებული. ისინი სასტუმროში წუხელ შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ.

კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შეიძლება ხვალ დადასტურდეს

11.03.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    11.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შეიძლება ხვალ დადასტურდეს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, პირველ ინფიცირებულს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა, ინფექციის „ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა“.

კორონავირუსი საქართველოში

11.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    11.03.2020 - I არხი - მოამბე 18:00

საქართველოშიუ კორონავირუსით 23 ადამიანია დაავადებული. მათ შოსრის ერთი 12 წლის ბავშვია. 20 ინფიცირებული რესპუბლიკურ კლინიკაშ, 3 - საჩხერეშია მოთავსებული.

მსოფლიო პანდემია.

11.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    11.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე covid 19 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კი კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცრებულთა რაოდენობა 24მდე გაიზარდა.

მსოფლიო პანდემია გამოცხადდა.

11.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    11.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ covid 19-ის პანდემია გამოაცხადა. განგაში მას შემდეგ გამოცხადდა რაც დაინფიცირების რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ბოლო მონაცემებით ვირუსით მსოფლიოში 121 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსი, რომელიც დღემდე შესწავლილი არ არის, ასზე მეტ ქვეყნაშია გავრცელებული.

კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა.

11.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    11.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 24-ე შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება.

კორონა ვირუსი

11.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პოლიტმეტრი-ტვ1

Link:    11.03.2020 - ტვ პირველი - პოლიტმეტრი-ტვ1

"საქრთველოში ჯერჯერობით კლების ტენდენცია არ გვაქვს, პირიქით. სამწუხაროდ გვაქვს კიდევ დამატებით ერთი დადასტურებული შემთხვევა. 24 ადამიანია ამ წუთისთვის დაინფიცირებული. კვლევები კიდევ მიმდინარეობს.

კორონავირუსი

11.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    11.03.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ფაქტი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ბრიფინგზე დაადასტურა. ამ ფონზე საქართველოში დაავადებულთა ოდენობა კიდევ ერთით გაიზარდა. ინფექციონისტები ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ რამდენიმე ათეული ანალიზის პასუხს ელოდებიან.

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

Link:    11.03.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    11.03.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სამინისტრო ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს.

ტყიბულში 5 მეშახტე მოიწამლა

11.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    11.03.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

ტყიბულის საავადმყოფოში ამ დროისთვის 5 მეშახტეს მკურნალობენ. ისინი სამკურნალო დაწესებულებაში შახტაში მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. ფაქტი ძიძიგურისა და მინდელის შახტის დამაკავშირებელ გვირაბში მოხდა. საქნახშირში განმარტავენ, რომ მომხდარის მიზეზი უცნობია.

დაახლოებით ერთი საათის წინ დადასტურდა კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა.

11.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    11.03.2020 - I არხი - მოამბე 21:00

დაახლოებით ერთი საათის წინ დადასტურდა კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი და როგორც დააცადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ მისი ინფიცირება უკავშირდება იტალიიდან დაბრუნებულ ჯგუფს. ჯანდაცვის სამინისტროში როგორც ვიცით ყოველ საღამოს 21 საათსა და 30 წუთზე ახლდება მონაცემები, მაგრამ ამჟამად კვლავ 24 ფიქსირდება.

კორონავირუსი ეპიდემიად გამოცხადდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა

Link:    11.03.2020 - ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა

ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოცხადდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გადაწყვეტილება 1 საათის წინ გამოაცხადა. ორგანიზაციაა გავრცელების საგანგაშო დონით შეშფოთებულია.

12 მარტი

ტელევიზია

 

კორონავირუსი

12.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    12.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

გუშინ ამირან გამყრელიძე ტვ პირველის პირდაპირ ეთერში საუბრობდა მათშორის პანდემიისთვისაც, რომ წინასწარი სცენარი სამი არსებული სცენარიდან გამომდინარე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მზად ჰქონდა.

‘შეზღუდვები არ იქნება’ – საქართველო-რუსეთზე მაყურებლები დაიშვებიან

12.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

Link:    12.03.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, რუსეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ განცხადება გავრცელდა: "ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ღია სივრცეზე რაიმე სახის შეზღუდვა, რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან არ არის.

ავთანდილ კობახიძის ისტორია - ცხოვრება მიწის ქვეშ

12.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

Link:    12.03.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მათ შორის ავტობუსებსა და მეტროებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კორონავირუსი

12.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    12.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინე ზონა პირველმა პაციენტებმა უნდა დატოვონ უახლოეს მომავალში. ესენი ის პაციენტები არიან, რომლებსაც ვირუსის რამე ნიშანი არ აქვთ და ამავე დროს საზღვრსკვეთიდან ორკვირიანი ვადა გაუვიდათ.

დისტანციური მუშაობა

12.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის დილა

Link:    12.03.2020 - იმედი - იმედის დილა

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ნაწილი, დისტანციური მუშაობის სტილზე გადავიდა. თვითერმა, გუგლმა, მაიკროსოფტმა, ფეისბუქმა და ამაზონმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, თანამშრომლებს გარკვეული მითითებებიც მისცეს.

კორონავირუსი

12.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    12.03.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანია ინფიცირებული. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამდროისათვის 45 პაციენტი რჩება.

კორონავირუსი

12.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    12.03.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოს მაშტაბით სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. უმაღლესი სასწავლებელების ნაწილი კი სწავლების დისტანციურ ელექტრონულ სისტემაზე გადადის.

COVID 19 პანდემიად გამოცხადდა - საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევა ფიქსირდება

12.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    12.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "კოვიდ 19"-ის გამო პანდემია გამოაცხადა. საქართველოში კი კორონავირუსის უკვე 24 შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება.

არჩილ თალაკვაძემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბრძანება გამოსცა - პარლამენტის თანამშრომლებს შეზღუდვები უწესდებათ

12.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    12.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

პარლამენტის თავმჯდომარემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გვიან ღამით ახალი ბრძანება გამოსცა.

12.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    12.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

პაატა იმანაძე

კოვიდ 19-ის პანდემია

12.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    12.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

12.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    12.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

არდადეგები 1 აპრილამდე გადაიდო

თბილისის აეროპორტის მგზავრთნაკადი

12.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    12.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 21%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა. რაც შეეხება ჯამს ორი თვის ჭრილში: შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში კლება ფიქსირდება.

მთავრობის სხდომა

12.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    12.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ამ წუთებში პთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა იწყება. გიორგი გახარია:"ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად მზად ვიყოთ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე.

კორონავირუსი

12.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მთავარი 1 არხი

Link:    12.03.2020 - I არხი - მთავარი 1 არხი

კორონავირუსმა უკვე 120 ქვეყანა მოიცვა. სპეციალისტების თქმით, ვითარება გლობალურად უარესდება. ეპიდემიის გავრცობის ფონზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.

კორონავირუსის ეფექტი: თბილისში სასტუმროები დროებით იხურება

12.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    12.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

კორონავირუსის ნეგატიური ეფექტი ადგილობრივ ტურიზმის დარგს უკვე დაეტყო. გაუქმებული ჯავშნების მზარდმა რაოდენობამ სასტუმროებს დახურვისკენაც უბიძგა. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ტემპებიდან გამომდინარე საქართველოში მსგავსი სცენარი მოსალოდნელიც იყო.

11 მარტი

ინტერნეტ სააგენტო

 

 

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გადაიდო

11.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    11.03.2020 - კომერსანტ.ჯი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.

იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეების ნაწილი კარანტინის პერიოდს წყალტუბოში გაატარებს

11.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    11.03.2020 - კომერსანტ.ჯი

წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 97 მოქალაქე, რომლებიც იტალიიდან 10 მარტს, საღამოს დაბრუნდნენ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სპეცრეისით.

კორონავირუსის გამო მსოფლიოში არსებული კრიზისის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე ტექნიკის მაღაზიები შეუფერხებლად მუშაობენ

11.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    11.03.2020 - კომერსანტ.ჯი

კორონავირუსის გამო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ წარმოება შეაჩერა.დროებით დაიხურა, როგორც სასწავლო დაწესებულებები ასევე საწარმოები.

კორონავირუსზე ანალიზის გაკეთება დღეიდან ბათუმშიც არის შესაძლებელი

11.03.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    11.03.2020 - კვირა.ჯი

კორონავურისზე ანალიზი კვლევა დღეიდან ბათუმშიც არის შესაძლებელი, ტესტები უკვე მიღებულია – კორონავირუსზე ანალიზის პასუხის მიღება 3 საათში იქნება შესაძლებელი. ინფორმაცია ,,რეგიონულ კვირას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ნინო გუგუშვილმა დაუდასტურა.

კორონავირუსთან დაკავშირებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 13 აპრილამდე გადავადდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    11.03.2020 - კვირა.ჯი

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

11.03.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    11.03.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების მისაღებსა და ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება, ვიდრე კორონავირუსს არ დავამარცხებთ - კახა კალაძე

11.03.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    11.03.2020 - მედიანიუს.ჯი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ყველაფერს აკეთებს.

მოგიწოდებთ დისტანციური მომსახურებით ისარგებლოთ - „თელასი“

11.03.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    11.03.2020 - მედიანიუს.ჯი

სს „თელასი“ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და მოუწოდებს მომხმარებლებს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩებს აჩერებს

11.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    11.03.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო, ფეხბურთის ფედერაციამ შიდა ჩემპიონატების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც აძლევს

11.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    11.03.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც აძლევს.

საჩხერის საავადმყოფოში სამი კორონავირუსით დაინფიცერებუყლი გადის მკურნალობას

11.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    11.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საჩხერის საავადმყოფოში სამი კორონავირუსით დაინფიცერებუყლი გადის მკურბალობას, ხოლო 38 ადამიანი კარანტინსი დაკვირვების ქვეს იმყოფება. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ორი მოქალაქე გუშინ საჩხერიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შემოიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „სულ კარანტინში 38 ადამიანი გვყავს, ორი მათგანი გუშინ შემოვიდა საჩხერიდან. ყველას მდგომარეობა, ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს მიხეილ ქამუშაძე.

„ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრების დეზინფექციის თაობაზე

11.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    11.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

„ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ“ – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტაძრების დეზინფექციის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით გადავადდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    11.03.2020 - კომერსანტ.ჯი

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შესაძლოა საქართველოში ხვალ დადასტურდეს

11.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    11.03.2020 - კომერსანტ.ჯი

შესაძლოა პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექციური საავადმყოფოდან ხვალ გაწეროს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი - კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მხოლოდ მედიკოსების ხელში დატოვება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია, კრიზისი მოითხოვს მართვას და ეს მთავრობის საქმეა

11.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    11.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მხოლოდ მედიკოსების (დიდი მადლობა და პატივისცემა მათ!) ხელში დატოვება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. კრიზისი მოითხოვს მართვას და მართვა მთავრობის საქმეა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, შეერთებულ შტატებში საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს და ბრიფინგებს ატარებს ვიცე-პრეზიდენტი და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის აღწერა და სამედიცინო სექტორის პროფესიული რჩევები ამ ბრიფინგების მხოლოდ ერთი ნაწილია.

ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც აძლევს

11.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    11.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც აძლევს.

იტალიიდან დაბრუნებული 7 პირი, რომელსაც აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა, ინფექციურ კლინიკაში გადაჰყავთ, დანარჩენ 149 ადამიანს კი ვირუსის სიმპტომები არ აქვს

11.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    11.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

იტალიიდან ჩარტერული რეისით გუშინ დაბრუნებული 7 პირი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურა დაუფიქსირდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრების დეზინფექციაზე - ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ

11.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    11.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მზად არის ყველა რეკომენდაცია, რაც ტაძრების დეზინფექციისთვის იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოს.

იმნაძე - პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს გამოუვლინდა, შესაძლოა ხვალ გაეწეროს

11.03.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    11.03.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ შესაძლოა პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექციური საავადმყოფოდან ხვალ გაიწეროს.

საპატრიარქო: მზად ვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ

11.03.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    11.03.2020 - ინფო9

"ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ", - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს.

იმნაძე: კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენის გარეშე გადამდები არ არის

11.03.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    11.03.2020 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძე COVID-19-ის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსი სიმპტომების გამოვლინებამდე გადამდები არ არის. "

შალვა ალავერდაშვილი: ათამდე სასტუმრო დაიხურა, ასი - სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

11.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    11.03.2020 - ბიემ.ჯი

"თბილისის მასშტაბით, 10 სასტუმრო დაიხურა, 100 კი - სახელმწიფოს და ბანკების გადაწყვეტილების მოლოდინშია", - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჰოტელიერების და მათ უკან მდგარი დასაქმებული ადამიანების ყოფა ახლა სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

რესტორანი Galleria Italiana დაიხურა, მიზეზი კორონავირუსია

11.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    11.03.2020 - ბიემ.ჯი

კაფე - რესტორანი Galleria Italiana დროებით დაიხურა, - ამის შესახებ ინფორმაციას რესტორნის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ობიექტი კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე დაიხურა და მასში სადეზინფეაციო სამუშაოები ჩატარდება.

პაატა იმნაძე: ვიდრე ადამიანს სიმპტომები არ გამოუვლინდება, კორონავირუსი გადამდები არაა

11.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    11.03.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იქამდე, ვიდრე ადამიანს სიმპტომები არ გამოუვლინდება, ვირუსი გადამდები არ არის. ამის შესახებ იმნაძემ "მაესტროსთან" საუბრისას განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით პირველ ინფიცირებულს ვირუსული დატვირთვა შემცირებული, თუმცა მაინც დადებითი აქვს

11.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    11.03.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით პირველ ინფიცირებულს ვირუსული დატვირთვა შემცირებული, თუმცა მაინც დადებითი აქვს.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 24 გახდა

11.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    11.03.2020 - ბიემ.ჯი

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 24 გახდა. ამის შესახებ TV "პირველის" ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რას ნიშნავს პანდემია და რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ საქართველოში? - გამყრელიძის განმარტება

11.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    11.03.2020 - ბიემ.ჯი

პანდემიის განსაზღვრება გახლავთ ის, რომ ვირუსის დიდი რაოდენობით შემთხვევები არის ყველა კონტინენტზე და თითქმის ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ TV „პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, სახელმწიფო, კერძო სექტორი, საზოგადოება ამ პრობლემას დავძლევთ

11.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    11.03.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა ეს მდგომარეობა გამოაცხადა პანდემიად, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი სიფხიზლე და მზადყოფნა უნდა იყოს ყველგან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

 

12 მარტი

ინტერნეტ სააგენტო

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკანონმდებლო ორგანოში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ბრძანება გამოსცა

12.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    12.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ბრძანება გამოსცა, რომელიც თანამშრომლებს და პარლამენტის წევრებს შეეხება.

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პარლამენტში გასატარებელი ღონისძიებები განისაზღვრა

12.03.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    12.03.2020 - პია.ჯი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სპეციალური ბრძანების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პარლამენტში გასატარებელი ღონისძიებები განისაზღვრა. ბრძანება პარლამენტის თანამშრომლების, დეპუტატების და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დაცვის ზომებს, სამუშაო პირობებს და ანაზღაურების საკითხს განსაზღვრავს.

რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12.03.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    12.03.2020 - კვირა.ჯი

რუსთავში, ლეონიძის 4 ნომერში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ორმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ გადაუდებელი დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ამირან გამყრელიძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

12.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    12.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საკუთარი შვილისა და კორონავირუსით ინფიცირებული სხვა პაციენტის მდგომარეობაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში. ჯერ-ჯერობით გართულების გარეშე მიმდინარეობს ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის მცირე სიმპტომები, თუმცა გართულების გარეშე.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 13 აპრილამდე გადაიდო

12.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    12.03.2020 - ბიემ.ჯი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადაიდო. "დღეს ჩვენ გვყავს 24 ინფიცირებული და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელიებს ამ ადამიანების განკურნებისთვის.

"პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე"

12.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    12.03.2020 - ბიემ.ჯი

პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

12.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    12.03.2020 - კომერსანტ.ჯი

მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის

12.03.2020

მედია საშუალებები:    ჯიბისი.ჯი

Link:    12.03.2020 - ჯიბისი.ჯი

მთავრობა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის,- აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

გახარია - ვავალებ შსს-ს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყოს თვითიზოლაციის ზუსტი წესების აღსრულების კონტროლი

12.03.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    12.03.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

„თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრესა

 

კორონავირუსი მსოფლიოს იპყრობს - სპეციალისტები ამბობენ, რომ მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ქალაქების კარანტინისთვის

12.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    12.03.2020 - რეზონანსი

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში კი 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება. გაუძლებს თუ არა საქართველოს ჯანდაცვა თუკი ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და რა პრევენციები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით შიდა გავრცელება არ მოხდეს.

მთავრობა კორონავირუსისგან დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიის დახმარებისთვის გეგმას შეიმუშავებს

12.03.2020

მედია საშუალებები:    ბანკები და ფინანსები

Link:    12.03.2020 - ბანკები და ფინანსები

მთავრობა კორონავირუსისგან დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიის დახმარებისთვის გეგმას შეიმუშავებს. გეგმის შემუშავებაში გათვალისწინებული იქნება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების წუხილი საბანკო დავალიანების გადახდის შესახებაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით გადავადდა

12.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    12.03.2020 - რეზონანსი

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში.

მედიკოსები განკურნების პირველ შემთხვევას ელიან - კორონავირუსთან ბრძოლის ბოლო ამბები

12.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    12.03.2020 - რეზონანსი

მსოფლიო მასშტაბით ახალმა კორონავირუსმა ადამიანებს დღის წესრიგი კარდინალურად შეუცვალა. საქართველოში16 მარტამდე გადადებული არდადეგები ბაღებში, სკოლებსა უნივერსიტეტებში პირველ აპრილამდე გახანგრძლივებული.

არული - გრძელკუდიან კორონავირუსს!

12.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    12.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.

ქართულ ქსელურ სუპერმარკეტებში პროდუქტი დახლიდან სალაროში მიტანამდე ძვირდება

12.03.2020

მედია საშუალებები:    ბანკები და ფინანსები

Link:    12.03.2020 - ბანკები და ფინანსები

აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, იძულებით შესრულებული დამატებითი საქმიანობა, სხვადასხვა სამუშაოებრივი ფუნქციების შეთავსება, შესვენების გამოყენების უფლების შეზღუდვა, დაბალი ანაზღაურება და არასახარბიელო სამუშაო პირობები - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც საქართველოს ქსელური სუპერმარკეტების ბაზარზე მოოპერირე კომპანიების მიმართ ყოველდღიურად ვაწყდებით სოციალურ სივრცესა თუ მასმედიაში.

ყველას გასაგონად!

12.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    12.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

თვით თახსირი ოპოზიციაც კი ვერ უარყოფს, რომ საქართველოს მედგრად შეხვდა ახალ ჭირს - კორონავირუსს, რომელმაც უკვე შეაჭირვა მსოფლიო.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა ჯარში გაწვევა 1 თვით გადაიდო

12.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    12.03.2020 - ახალი თაობა

კორონავირუსთან დაკავშირე ბით მოქმედი უწყებათაშორისი საბ ჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბა მის ინფორმაციას მთავრობის ადმი ნისტრაცია ავრცელებს.

მთავრობა და საბანკო სექტორი ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად ემზადებიან!

12.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    12.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ, - ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა.

წყალტუბოში, ერთ-ერთ სასტუმროში იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქე მოათავსეს

12.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    12.03.2020 - რეზონანსი

წყალტუბოში მდებარე სასტუმროში იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქე მოათავსეს. ისინი სასტუმროში წუხელ შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფორსის გოჩა გიორგაძის თქმით, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ, თავს კარგად გრძნობენ.

საქართველოს საპატრიარქო მზად არის, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია შეასრულოს

12.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    12.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მზად არის, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია შეასრულოს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

12.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    12.03.2020 - ახალი თაობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ, 11 მარტს, `ტვ პირველის~ ეთერში განაცხადა. _ კლების ტენდენცია არ გვაქვს, მატების ტენდენცია გვაქვს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ შემთხვევები გვექნება.

ყველა სასწავლო დაწესებულებაში არდადაგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდება

12.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    12.03.2020 - რეზონანსი

საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტო საკვების ობიექტებს აფრთხილებს!

12.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    12.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს და მოუწოდებს, აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა -დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით.

ფედერაციები ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფების გადადებას ითხოვენ

12.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    12.03.2020 - ახალი თაობა

უეფა პოზიციას არ ცვლის კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომ დინარე, საქართველოს ფეხბურთის ფე დერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფის ეგიდით გამართული ყველა ჩემ პიონატის, მათ შორის, ეროვნული ლი გის, ეროვნული ლიგა 2ის, ლიგა 3ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპ რილამდე შეჩერების თაობაზე.

რადიო

 

კორონავირუსი

12.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    12.03.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

1)ახალი კორონავირუსით დადასტურებული 24 პაციენტია ქვეყნის მასშტაბით. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 შემთხვევიდან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 ესპანეთში, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 45 პაციენტია მოთავსებული.

მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

12.03.2020

მედია საშუალებები:    რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

Link:    12.03.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. "მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

 ​