From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 11 მაისი მედია მონიტორინგი
Received On : 11.05.2020 09:11
Attachments :

მედია მონიტორინგი

11 მაისი

ტელევიზია

კორონავირუსი

11.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    11.05.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

მონაცემებს ენსიდისი ავრცელებს. 8 მაისს საქართველოში კოვიდ 19-ის ყოველდღიური პირველადი ტესტირების რაოდენობამ თითქმის 2000-ს მიაღწია. საუბარია 1985 ტესტირებაზე ერთი დღის განმავლობაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაისის ბოლომდე ტესტირების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.

კორონავირუსი

11.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    11.05.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ვირუსი ისევ აქ არის და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის შედარებით სწრაფი ტემპით გახსნა ხდება, ის მაინც არსად წასულა, არც აპირებს და სიფრთხილის დაცვა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად რჩება. დღეიდან ყველა საწარმოს სამუშაოების ნებართვა გაცემულია, დღეიდან დედაქალაქში შესვლა და გამოსვლა ნებადართულია და ყველა საცალო მაღაზია, რომელიც არ არის ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის, ასევე, თავისუფლად შეძლებს რომ მუშაობა განაახლოს ყველა იმ წესის დაცვით რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის გაცემული.

დაინფიცირებული მედიკოსები და ტესტირება

11.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    11.05.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. საქართველოში ინფიცირებული ექიმების რაოდეობა საერთო რაოდენობასთან თანაფარდობით საკმაოდ მაღალია. ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პირები ამბობენ, რომ ამის მიზეზი არის დაგვიანებული ტრენინგები და შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის ეკიპირების არარსებობა.

საზღვარგარეთ კორონავირუსით 45 საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა

11.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    11.05.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

კოვიდ 19-ის დიაგნოზით ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვეყანაში სულ 13 ქართველი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქე დაინფიცირდა. 2 კვირის წინ კოვიდ 19-ით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე რიგიდან სტამბულის გავლით თბილისში გუშინ საღამოს ჩამოასვენეს.

სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგი

11.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    11.05.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

დღეიდან სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგი იწყება

კორონავირუსი

11.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    11.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა ახალი პაციენტიდან შედარებით მძიმეა 76 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკვიდრია. კვლევა ჩატარდება დღეს სოფელ გეტაშიც.

კორონავირუსი

11.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    11.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ბათუმში კლინიკა მედალფაში მკურნალობის კურსს თხუთმეტი კოვიდ-ინფიცირებული განაგრძობს. ორი რჩება რენიმაციის განყოფილებაში, მათგან ერთის, 81 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მედიკოსები შვიდი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

დაინფიცირებული მედიკოსები

11.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    11.05.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

ექსკლუზიური ინტერვიუ მედიკოსთან, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და მკურნალობის ხანგრძლივი კურსის შემდეგ კლინიკიდან გამოწერეს. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმი ამბობს, რომ კორონავირუსით პაციენტისგან დაინფიცირდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს.

სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგი

11.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    11.05.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

დღეიდან სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგი იწყება

ხმაური თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში

11.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    11.05.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

რეფერალურ საავადმყოფოში ხმაურია. დედა, რომელმაც ამ კლინიკაშ იმშობიარა, სოცმუშაკებს შვილის უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს და შვილის დაბრუნებას ითხოვს. ქალი ამტკიცებს, რომ ბავში დღენაკლული დაიბადა და კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 3 თვე კიდევ უნდა დარჩენილიყო.

ინფექციური საავადმყო

11.05.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

Link:    11.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

ინფექციური საავადმყო

სასწრაფო დახმარების ახალი შენობა ვანში

11.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    11.05.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშობას ახალ სამუშაო გარემოში იწყებს.

COVID-19 - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

11.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    11.05.2020 - I არხი - მოამბე 12:00

მარნეულში ეპიდსიტუაცია სტაბილურია – მუნიციპალიტეტში ბოლო ორ დღეში გამოკვლეული 1000-მდე პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.თეთრიწყაროში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

სოცდაუცველი დედა წართმეული შვილის დაბრუნებას ითხოვს - ხმაური რეფერალურ საავადმყოფოში

11.05.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    11.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

სოცდაუცველი დედა წართმეული შვილის დაბრუნებას ითხოვს - ხმაური რეფერალურ საავადმყოფოში. თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დაბადებული ექვსთვიანი ჩვილი, მისი მშობლების თქმით, კლინიკაში კიდევ სამი თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყო. მშობლები ახალშობილის სრულ გამოჯანმრთელებას ელოდნენ, როდესაც შეატყობინეს, რომ შვილი ჩამოართვეს.

 

ინტერნეტ სააგენტო

ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

11.05.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    11.05.2020 - პია.ჯი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი საავადმყოფოს შენობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

11.05.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    11.05.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის თაობაზე, განცხადებები ათი წელია კეთდება, თუმცა უშედეგოდ.

იმერეთში სასწრაფო დახმარების 3 ახალი შენობა გაიხსნა

11.05.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    11.05.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

იმერეთის მხარეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი რაიონული შენობა გაიხსნა. თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ადმინისტრაციული შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 638-მდე გაიზარდა

11.05.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    11.05.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 11 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 638-მდე გაიზარდა. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

შეიძლება ითქვას პიკი გადავლილია, მაგრამ სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ — სოლოღაშვილი

11.05.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    11.05.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის აზრით, შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკი გადავლილია. ამ თემაზე კითხვას მან ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

გამოცემა WELT.DE: როგორ მოახერხა საქართველომ, დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება?

11.05.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    11.05.2020 - რეპორტიორი.ჯი

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ – ერთ საჩვენებელ და სანიმუშო ქვეყანად იქცა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის, რისი მაგალითიცაა სტატია ცნობილ გამოცემაში WELT.DE. „პირველ ინფექციამდე, თითქმის ერთი თვით ადრე, საქართველომ შეაჩერა ფრენები ჩინეთთან და ყველას ამოწმებდა აეროპორტში. გერმანიამ სკოლები ინფექციის პირველი გამოვლენიდან 50 დღის შემდეგ დახურა, საქართველომ კი შვიდი დღის შემდეგ.

რატომ უმალავს ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს ინფორმაციას?

11.05.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    11.05.2020 - პროგრესნიუს.ჯი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი Facebook-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის თაობაზე, განცხადებები ათი წელია კეთდება, თუმცა უშედეგოდ.

გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიურ კლინიკებს მოუწევთ მუშაობა, ცნობილია

11.05.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    11.05.2020 - რეპორტიორი.ჯი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალი გაიდლაინი ცნობილია. ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, COVID-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება დაწესებულებაში შესვლისთანავე დაიწყება.

გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიურ კლინიკებს მოუწევთ მუშაობა, ცნობილია

11.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    11.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალი გაიდლაინი ცნობილია. ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავებადა წესებულებაში შესვლისთანავე დაიწყება.

ვანის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

11.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    11.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ვანის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

ხათუნა ზახაშვილი: ალბათ, ნელ-ნელა ვისწავლით ცხოვრებას ახალ კორონავირუსთან ერთად

11.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    11.05.2020 - კვირა.ჯი

“ჯერჯერობით, კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით ვართმევთ თავს და მისი გავრცელების შეკავებასაც ვახერხებთ, თუმცა მსოფლიოში პანდემია გრძელდება”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალი გაიდლაინი ცნობილია – რა წესები უნდა დაიცვან კლინიკებმა

11.05.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    11.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალი გაიდლაინი ცნობილია. რეკომენდაციებს ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. რეკომენდაციების თანახმად, Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება დაწესებულებაში შესვლისთანავე დაიწყება.

დღეიდან სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი იწყება

11.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    11.05.2020 - კომერსანტ.ჯი

დღეიდან სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგი იწყება. პროცესს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შესული განცხადებების საფუძველზე განახორციელებენ.

 

პრესა

"ალიას" მიერ შეკრებილი სკანდალური ფაქტები კორონავირუსზე, რომელსაც ვერავინ უარყოფს!

11.05.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    11.05.2020 - ალია

დეკემბრის ბოლოს უკვე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი ახალ ვირუსს ებრძოდა. იანვრის პირველ დღეებში უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა, მაგრამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას იმედი ჰქონდა, რომ ვირუსი არ გავრცელდებოდა მასობრივად, ან თუ გავრცელდებოდა, არ იქნებოდა ასეთი მასშტაბური. საქართველოში ბევრი წერს, რომ ისინი ამ ვირუსის მსგავსი სიმპტომებით იყვნენ ავად, ჯერ კიდევ დეკემბერში და იანვარში. რამდენმა გადაიტანა სინამდვილეში უკვე ვირუსი - ამას მაშინ გავიგებთ, თუ სწრაფ ტესტებს მასობრივად ჩავატარებთ - რადგან მხოლოდ ანტისხეულებზე კვლევითაა შესაძლებელი იმის დადგენა, გადავიტანეთ თუ არა ვირუსი.

3 მილიონი დოლარი საქართველოს მხარდასაჭერად

11.05.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    11.05.2020 - კვირის პალიტრა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დამატებით 3 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთის COCID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა: "მოხარული ვარ გაცნობოთ დამატებით 3 მილიონი დოლარით დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცნტრმა გამოყო საქართველოსთვის COVID-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად.

“94 წლის ქალი ვირუსისგან მომარჩინეს, ჩემოდენა ქვაც აღარ დაგორავს…”

11.05.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    11.05.2020 - ალია

ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ზე ერთი ოჯახის 4 თაობა მკურნალობს. თაგაურების ოჯახი ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება. ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებოდა და ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

კოვიდ 19-10 გარდაცვლილი და 309 გამოჯანმრთელებული საქართველოში

11.05.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    11.05.2020 - მესინჯერი

ახალი მონაცემებით საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 635-ია, მათ შორის 309 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა. ევროპა და აშშ აქტიურად ეხმარებიან საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში.

"მთავარია, შეიქმნას ვაქცინა! შემდეგ განვიხილოთ, რა სჯობს - კორონას გადატანა თუ იმუნიზაცია!"

11.05.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    11.05.2020 - კვირის პალიტრა

ახალი კორონავირუსი კვლავ ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ამიტომ ისევ ჩნდება კითხვები, რომლებზეც ამჯერად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი გვიპასუხებს. - მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელება დაღმავალ ეტაპზე გადავიდა, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, რუსეთში, პიკისთვის ჯერაც არ მიუღწევია.

არ უნდა ვიჩქაროთ, რათა მიღწეული შედეგები წყალში არ ჩაგვეყაროს და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ – თამარ გაბუნია

11.05.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    11.05.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

არ უნდა ვიჩქაროთ, რათა მიღწეული შედეგები წყალში არ ჩაგვეყაროს და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

სტომატოლოგები ქვეყნის “მთავარი სტომატოლოგის” წინააღმდეგ – რას ედავებიან მინისტრს?

11.05.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    11.05.2020 - ალია

ახალი პროტესტი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ – სტომატოლოგები ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. ტიკარაძის გადაწყვეტილების თანახმად, ეპიდემიის გამო, სტომატოლოგიური კლინიკები საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების დაცვის შემთხვევაში შეძლებენ.

დამიჯერეთ, ევროპის არც ერთ ქვეყანას ეს წრე, ეს კასკადი არ ჰქონია - თენგიზ ცერცვაძე

11.05.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    11.05.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

„ცხელების ცენტრი" საქართველოს ნოუ ჰაუა და როგორც ჩანს, იმუშავა. ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების რიცხვი არ გაზრდილა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რადიო

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11.05.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    11.05.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-ს შეადგენს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა. ბოლნისში სოფელ მუშევანში კი კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარაში კი მეათე დღეა ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა. ოკუპირებულ ცხინვალში კი ინფიცირებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

 ​