| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 10-11 მერტი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 11.03.2020 08:58 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
10 მარტი
ტელევიზია
10.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 10.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
კადრები სპეცრეისიდან რომი-თბილისი: საქართველოს 200 მოქალაქე, რომლებიც იტალიაში ფრენების გაუქმების გამო დარჩა, საქართველოში ჩარტერული თვითმფრინავებით მოჰყავთ. კადრებში ჩანან ბორტგამცილებლები, რომლებიც სპეციალური ეკიპირებით მგზავრობენ.
10.03.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
Link: 10.03.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები მონტაჟდება.
10.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 10.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
ამ დრომდე შედარებით მძიმე რჩება კორონა ვირუსით დაინფიცირებული 1 პაციენტის მდგომარეობა, მას მაღალი სიცხე და ორმხრივი პნევმონია აქვს, ანალოგიური სიმპტომები აქვს კიდევ სამ პაციენტს. ექიმები თვლიან, რომ მათი მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.
10.03.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
Link: 10.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგს პოლიციაც განახორციელებს. ბრუფინგი ნრამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
10.03.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - რეგიონები 19:00
Link: 10.03.2020 - მაესტრო - რეგიონები 19:00
დევნილების წინაშე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები, საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის შესახებ. საპილოტე პროექტი განხორციელებულია, მშენებლობები მიმდინარეობს, საქართველსო მასშტაბით კი დევნილებისთვის გერმანიის მთავრობის დახმარებით ასზე მეტი სახლი აშენდება.
10.03.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 10.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
დაახლოებით ერთ საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეცთვითმფრინავებს ელოდებიან, რომელსაც რომიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოყავს. დაახლოებით 200 ადამინაი სამშობლოში ჯორჯიან ეარვეისის 2 ბოინგით ბრუნდება.
10.03.2020
მედია საშუალებები: კავკასია - დღეს 19:00
Link: 10.03.2020 - კავკასია - დღეს 19:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს , რომ საქართველოს ხელისუფლება ვითარებას სრულად აკონტროლებს .
10.03.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 19:00 ტვ 1
Link: 10.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 19:00 ტვ 1
ხანდაზმულთა ცენტრმა კათარზისმა დღეს მოხუცები არ ასადილა, მიზეზად კორონა ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ზომები დასახელდა. დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ, რომლის ტაძართანაც ასევე მუშაობს უფასო სასადილო ანა წერეთლსი დღის ამბებში გვითხრა რომ კათარზისიდ დახურვის გამო მისი ტაძრის სასადილოში განსაკუთრებით დიდი ნაკადი იყო.
10.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 10.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, სადაც გადავიღეთ როგორ შეყავთ ავტობუსები, რომლითაც აეროპორტიდან იტალიის რეისით ჩამოფრენილი მგზავრები საკარანტიონო ზონაში გადაიყვანენ. ჩარტერული რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება.
10.03.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 10.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
ქვეყანა პოლიციური კონტროლის ახალ ზომებზე გადადის - კოვიდ 19-ის შესაჩერებლად, პროცესში სამართალდამცველები ერთვებიან. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ნაწილმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
Link: 10.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი ერთ თვით გადაიდო. მანამდე, ოჯახში მივიდნენ აღსრულების ბიუროს თანამშრომლები. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც.
10.03.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 10.03.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
იტალიიდან ორი ბოინგით საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდა, მათ დახვდებათ სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედპერსონალი და აეროპორტშივე ჩაუტარდებათ შემოწმება.
10.03.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - რეაქცია TV1
Link: 10.03.2020 - ტვ პირველი - რეაქცია TV1
1.კორონა ვირუსი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა ერთი თვითმფრინავი რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. ისინი იტალიიდან დაბრუნდნენ.
10.03.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 10.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
სპეც რეისის მგზავრები უკვე საქართველოში არიან. 1 საათის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ლაინერი დაეშვა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 10.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
კორონავირუსი-ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან საჩუქრად ვირუსის დასადგენად საჭირო 1000 სწრაფ ტესტს მიიღებს, ისინი პასუხს ერთ საათში იძლევიან.
10.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 10.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
საქართველომ ჩაკეტილი იტალიიდან 200 მოქალაქე დაიბრუნა. ორი სპეცრეისი თბილისის საერთშორისო აეროპორტში 1 საათის წინ დაეშვა.
10.03.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 10.03.2020 - I არხი - მოამბე 18:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზარდილა. ვირუსი ამ დროისთვის 15 პირს აქვს დადასტურებული. კარანტინში 178, მეთვალყურეობის ქვეშ კი 5 მოქალაქე იმყოფება.
10.03.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 10.03.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
რომი-თბილისი აეროპორტში 2 ავიალაინერი უკვე დაეშვა . სპეციალური რეისით მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ ყველაზე რისკის შემცველი სახელმწიფოდან , იტალიიდან ის ქართველები დაბრუნდნენ , რომლებსაც მომდევნო 2 კვირის განმავლობაში დაგეგმილი მგზავრობა ავია მიმოსვლის შეზღუდვის გამო გაუუქმდათ.
10.03.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 10.03.2020 - I არხი - მოამბე 21:00
კორონავირუსის გამო საქართველოს პირველი არხი პრევენციულ ზომებს იღებს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულია პირველი არხის ვალდებულება, რომ უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ამიტომ თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავა,
10.03.2020
მედია საშუალებები: ერთსულოვნება - სიახლენი 22:00
Link: 10.03.2020 - ერთსულოვნება - სიახლენი 22:00
საქართველოში ბოლო მონაცემებიტ კორონა ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 15-ს შეადგენს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. არის თუ არა საშიში ვირუსი, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის რომ ახალი ვირუსისგან პრევენციის კუთხით, მთავარია მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, და გათვალისწინება იმ წესებისა რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს...
10.03.2020
მედია საშუალებები: I არხი - თავისუფალი ხედვა
Link: 10.03.2020 - I არხი - თავისუფალი ხედვა
ცოტა ხნის წინ დადასტურდა კიდევ 8 ახალი შემთხვევა კორონოვირუსით ინფიცირებულთა, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ინფექციოური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა - თენგიზ ცერცვაძემ.
10.03.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
Link: 10.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა საქართველოში - ჯამში 23, არის თუ არა ამ შემთხვევების წყარო დადგენილი, გაცდა თუ არა ამ დრომდე იდენთიფიცირებულთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს.
10.03.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა
Link: 10.03.2020 - ფორმულა - პოლიტიკის ფორმულა
საქართველოშიკ ორონა ვირრუსის 8 ახალი შემტხვევა დადასტურდა. ჯამში კორონა ვირუსიტ დაავადებული 23 პაციენტია საავადმყოფოში, ეს ინფორმაცია სულ ახლახანს განახლდა.
10.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 10.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
1. საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ ზე stopcov.ge განთავსდა.
10.03.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - ღამის მთავარი
Link: 10.03.2020 - მთავარი არხი - ღამის მთავარი
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსდა.
11 მარტი
ტელევიზია
11.03.2020
მედია საშუალებები: I არხი - ახალი დღე
Link: 11.03.2020 - I არხი - ახალი დღე
გასული კვირის განმავლობაში, საქართველოში ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად არსებობდა. რა არის მიზეზი, რა რეგულაციები არსებობს და რა სანქციები ამოქმედდება აღმოჩენილი დაუდევრობის შემთხვევაში - პირდაპირი რეპორტაჟი. სტუმარი: ნათია იორდანიშვილი - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.
11.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
Link: 11.03.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
ყოველ ოთხშაბათს ჟურნალი სარკე გამოდის. ჟურნალში ბევრი საინტერესო ინტერვიუსა და სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ.
11.03.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 11.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
დღეს უნდა გახდეს ცნობილი არის, თუ არა კორონავირუსი რომიდან თბილისში ჩამოფრენილი რამდენიმე პირის მაღალი ტემპერატურის მიზეზი.
11.03.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 11.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
მსოფლიო მობილიზებულია, ზოგგან კარგად, ზოგ შემთხვევაში არც ისე კარგად და არის ამბებიც, როცა პირდაპირ შეიძლება სრულად არაპროფესიონალი თვალით იმის დანახვა, რომ რეაგირება იყო დაგვიანებული, მოქმედებები იყო არასწორი, შეცდომები იყო დაშვებული და ა.შ. ცხადია, კორონავირუსთან გამკლავების მცდელობასა და შედეგებს ვგულისხმობ, მობილიზებულია ყველა და ყველგან.
11.03.2020
მედია საშუალებები: იმედი - იმედის დილა
Link: 11.03.2020 - იმედი - იმედის დილა
კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში უფრო მაშტაბურ სახეს იღებს. პარალელურად საზოგადოებაში დაიწყო მსჯელობა, უნდა შეიცვალოს თუ არა ზიარების წესი საქართველოში და უნდა აიკრძალოს თუ არა მრევლის ერთი კოვზიდან ზიარება.
11.03.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 11.03.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
ამ წუთებში დედაქალაქის მთავრობის წევრები იკრიბებიან, სხდომის დაწყებამდე თბილისის მერი ტრადიციულად აკეთებს განცხადებას. კახი კალაძე: "უკვე რამდენიმე კვირაა მთელი მსოფლიო ცხოვრობს შიშის ქვეშ და ამ შიშს ჰქვია კორონავირუსი.
11.03.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 11.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
კორონავირუსი
11.03.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 11.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
სადენზიფექციო სამუშაოები ტელეკომპანია იმედში
11.03.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 11.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი რვით გაიზარდა. ამ დროისთვის კი იფიცირებულთა საერთო რაოდენობა ოცდასამს შეადგენს. მათ შორის არის 12 წლის ბავშვი. ფაქტს ინფექციურ საავადმყოფოში ადასტურებენ, სადაც პაციენტი მკურნალობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
11.03.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 11.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
მარტის მეორე კვირაში მწვავე რესპირატორულ ინფექციებზე კლინიკებში მიმართვიანობა 2.4%-ით არის გაზრდილი - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის პარალელურად, საზოგადოებამ ყურადღება არც სეზონური გრიპის მიმართ უნდა მოადუნოს.
11.03.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 11.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
გრიპის ვირუსი
11.03.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 11.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
ბავშვის დაინფიცირებს პრველი შემთხვევა. ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე სავარაუდოდ 12 წლის მოზარდს მკურნალობენ.
10 მარტი
ინტერნეტ სააგენტო
10.03.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 10.03.2020 - კომერსანტ.ჯი
სამწუხაროდ, ბევრი მოქალაქე კვლავ თავს არიდებს საკარანტინო სივრცეში განთავსებას და მათი დაყოლიებისთვის ჩვენს პერსონალს დიდი ძალისხმევა სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.იგი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, რომ მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
10.03.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 10.03.2020 - კომერსანტ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კარგია სოლიდარობა, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით ბიზნესმენები იჩენენ. „კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა ქვეყნის დახმარების სურვილი.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიემ.ჯი
იტალიიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები 14 დღით სავალდებულო კარანტინს გაივლიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიემ.ჯი
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოყვანილი მოქალაქეების განთავსება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად მოხდება.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიემ.ჯი
უახლოეს მომავალში ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლაბორატორიებში კორინავირუსზე ტესტირებები ჩატარდება, - ინფორმაცია ამის შესახებ bm.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიემ.ჯი
სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლო პროცესის გადავადებაზე ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.როგორც BM.GE -ს განათლების მინისტრის მოაგდილემ ეკა დგებუაძემ განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსგან გადაჭრით გადავადებაზე მოთხოვნა ამ ეტაპზე არ არსებობს.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
თბილისის საქალაქო სასამართლო მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდა გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროებისა, სასამართლოში ვიზიტები შეზღუდონ. როგორც ბრიფინგზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, ეს თხოვნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აქვთ.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიპიენ.ჯი
საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც რომი-თბილისის რეისით სამშობლოში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ.
10.03.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 10.03.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანების ნაწილი საკარანტინო ზონიდან გარბის, რის შემდეგაც საჭირო ხდება პატრულის დახმარებით, მათი იძულებით დაბრუნება, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ფსიქოლოგიური სტრესის გადატანით ხსნის.
10.03.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 10.03.2020 - კომერსანტ.ჯი
ახალ კორონავირუსზე ტესტებს, თბილისის გარდა, ქუთაისში და ბათუმშიც ჩაატარებენ. ეს ინფორმაცია ტაბულას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
10.03.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 10.03.2020 - კომერსანტ.ჯი
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიეფემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კარგია სოლიდარობა, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით ბიზნესმენები იჩენენ.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
თბილისის მერიამ ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15-დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 10.03.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კარგია სოლიდარობა, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით ბიზნესმენები იჩენენ. „კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა ქვეყნის დახმარების სურვილი. მაგალითად, ერთ-ერთი სტამბა დაგვიკავშირდა და სრულიად უსასყიდლოდ დაგიბეჭდავს საპრომოციო მასალას. კიდევ ერთი დაგვიკავშირდა, რაში შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 56.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 10.03.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არდადეგების გახანგრძლივების საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
10.03.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 10.03.2020 - კვირა.ჯი
ახალ კორონავირუსზე ტესტებს, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ. ამის შესახებ “კვირას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
10.03.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 10.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც კორონავირუსთან დაკლავშირებულ რეკომნდაციებს არ ითვალისწინებს: „დავუშვათ, ჩამოხვედი საფრანგეთიდან და მეორე დღეს შენი 20 მეგობარი დაპატიჟე სადღაც, 20 მეგობარს საფრთხის, რისკის ქვეშ აყენებ, იმიტომ რომ შენ თუ რამე გამოგივლინდა, ისინიც უნდა გადავიდნენ კარანტინში ან თვითიზოლაცაში. ვინც მოგზაურობს, ძირითადად ახალგაზრდები არიან.
10.03.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
10.03.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 10.03.2020 - კვირა.ჯი
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 15-ს შეადგენს.
10.03.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 10.03.2020 - პია.ჯი
გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. დღეიდან პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
10.03.2020
მედია საშუალებები: რეგინფო.ჯი
Link: 10.03.2020 - რეგინფო.ჯი
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები. დღეის მდგომარეობით საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 15 ადამიანია. უმრავლესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, 2 მათგანს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 56 პირი.
10.03.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - მედიანიუს.ჯი
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
10.03.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - მედიანიუს.ჯი
ახალ კორონავირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის გარდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებებშიც იქნება შესაძლებელი.
10.03.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 10.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ტაძრებში ზიარების წესი არ შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ადასტურებს.
10.03.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 10.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
სინჯების საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს. დღეისათვის სამი ათასზე მეტი. რაც ანალიზისათვის საკმარისია და მარაგის შევსება მუდმივად ხდება.
10.03.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 10.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 10.03.2020 - ტაბულა.ჯი
ახალ კორონავირუსზე ტესტებს, თბილისის გარდა, ქუთაისში და ბათუმშიც ჩაატარებენ. ეს ინფორმაცია ტაბულას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
10.03.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 10.03.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოუწოდებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩამოვიდნენ, თვითიზოლაციაში დარჩნენ.
10.03.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 10.03.2020 - ტაბულა.ჯი
დავუშვათ, ჩამოხვედი საფრანგეთიდან და მეორე დღეს შენი 20 მეგობარი დაპატიჟე სადღაც, 20 მეგობარს საფრთხის, რისკის ქვეშ აყენებ, იმიტომ რომ შენ თუ რამე გამოგივლინდა, ისინიც უნდა გადავიდნენ კარანტინში ან თვითიზოლაცაში. ვინც მოგზაურობს, ძირითადად ახალგაზრდები არიან.
10.03.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 10.03.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
არდადეგების გახანგრძლივების საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
10.03.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 10.03.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიპიენ.ჯი
თბილისის მერიამ ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 10.03.2020 - ინფო9
"უცვლელია სწავლება, რომ წმინდა ზიარება არის საკურნებელი და არა დასაავადებელი, ამიტომ ზიარებით არ შეიძლება რომ ვირუსი გადაედოს ადამიანს",- განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 10.03.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 10.03.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მაქსიმალურად შეზღუდონ საერთაშორისო მოგზაურობები.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 10.03.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე COVID-19 -ის ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და საზოგადოებას მიმართავს. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ლაბორატორიული კვლევა პანაცეა არ არის.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსზე ლაბორატორიული ანალიზი მხოლოდ მაშინ უნდა გაკეთდეს, თუ პაციენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდება.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რესპირაციული სხვა ვირუსები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე კორონავირუსები.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კორონავირუსზე ტესტირების უარყოფითი პასუხი არ ათავისუფლებს ადამიანს თვითიზოლაციისგან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან ან იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში, 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩეს იზოლაციაში.
10.03.2020
მედია საშუალებები: ჯიბისი.ჯი
Link: 10.03.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) - სახელმწიფოს კორონავირუსის (COVID - 19) დასადგენად 1 კვლევის ჩატარება 350-დან 400 ლარი ჯდება, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. საკარანტინო ახალ სივრცეებს თბილისსა და მის შემოგარენში ეკონომომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს.
10.03.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 10.03.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კერძო ლაბორატორიის ხელმძღვანელებს, რომლებიც კორონავირუსის ტესტებს ატარებენ და მომავალშიც აპირებენ აღნიშნული საქმიანობის გაგრძელებას სოლიდარობის გამოჩენისა და სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდა.
10.03.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 10.03.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ევროპის ქვეყნებში გავრცელებასთან დაკავშირებით და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. „ზოგადად, ბოლო პერიოდში, ვირუსის გავრცელების არეალი კიდევ უფრო ფართოვდება, ვიდრე ეს იყო მისი გამოჩენისთანავე.
10.03.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 10.03.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ევროპის ქვეყნებში გავრცელებასთან დაკავშირებით და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ჩინეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ძალიან წარმატებული გამოცდილება, რომელიც კოორდინირებული მუშაობის შედეგია, ჩვენც შეგვიძლია გავიზიაროთ.
10.03.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 10.03.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე პროცესებზე ტელეკომპანია „იმედის“ „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
10.03.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - მედიანიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება. მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიემ.ჯი
ერთ-ერთმა იმპორტიორმა კომპანიამ სურვილი გამოთქვა, სადეზინფექციო საშუალებების საპატრიარქოს უფასოდ გადავცეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიეფემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ევროპის ქვეყნებში გავრცელებასთან დაკავშირებით და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიპიენ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია.
10.03.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 10.03.2020 - კომერსანტ.ჯი
იტალიიდან, კერძოდ რომიდან საქართველოში ორი თვითმფრინავით საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდა.გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა.
10.03.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 10.03.2020 - კვირა.ჯი
„კორონავირუსის შემთხვევების ანულირება დღეს არის შეუძლებელი, მაგრამ რასაც საქართველო ეფექტურად ახერხებს, ეს არის ის, როდესაც სხვა ქვეყნებშიც სიტუაცია მიდის გავრცელების პიკისკენ, საქართველო ახერხებს, რომ ამ პიკს თავი აარიდოს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 10.03.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიპიენ.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველო ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციისგან საჩუქრად კორონავირუსის დასადგენად საჭირო 1000 სწრაფ ტესტს მიიღებს.
10.03.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 10.03.2020 - ბიემ.ჯი
იტალიიდან საქართველოში ჩამოყვანილი მოქალაქეები 2-კვირიან კარანტინს გაივლიან. ისინი საქართველოში დღეს საღამოს ორი ჩარტერული რეისით ჩამოიყვანეს. საუბარია 200-მდე მოქალაქეზე.
10.03.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 10.03.2020 - კვირა.ჯი
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, მარტის მეორე კვირაში საქართველოში გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების გამო მიმართვიანობა გაიზარდა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 10.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი
იტალიიდან 156 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა. ამ წუთებში თბილისის აეროპორტში ორმა სამგზავრო თვითმფრინავმა სპეციალური რეისი შეასრულა.
10.03.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 10.03.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება თვითიზოლაციაზე, უწყებათაშორისი საბჭო კატეგორიულად აფრთხილებს, რომ წესები დაიცვან.
10.03.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 10.03.2020 - ინფო9
რომი-თბილისის სპეც-რეისით საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნებული 7 მოქალაქე თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
10.03.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - აქცენტნიუს.ჯი
"მოვიძიეთ იმპორტიორი, რომელიც მზადაა, ეკლესიას საჭირო სადეზინფექციო მასალა უფასოდ გადასცეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
10.03.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - აქცენტნიუს.ჯი
თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
10.03.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 10.03.2020 - პია.ჯი
რომი-თბილისის სპეც-რეისით საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნებული 7 მოქალაქე თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. შემოწმებისას მათ ტემპერატურის მატება დაუფიქსირდათ.
10.03.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 10.03.2020 - პუბლიკა.ჯი
პარალამენტის წევრი ოთარ დანელია თვითიზოლაციაშია. როგორც ის facebook-ზე წერს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თვითიზოლაციაში რჩება.
10.03.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ თვითიზოლაციის მიზეზები სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტა.
10.03.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 10.03.2020 - აქცენტნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს. ირკვევა,
10.03.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 10.03.2020 - პუბლიკა.ჯი
ამირან გამყრელიძემ საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის დასაწყისში მადლობა გადაუხადა მედიას კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის სწორად გაშუქებისთვის.
11 მარტი
ინტერნეტ სააგენტო
11.03.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
ობიექტები: ამირან გამყრელიძე (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), იტალია (ნეიტრალური), საქართველო (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)
Link: 11.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ბოლო ინფორმაცია საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააცნო. გამყრელიძე აეროპორტში იმყოფებოდა. პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, მაყურებელს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ცენტრის ხელმძღვანელის მდგომარეობა.
11.03.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 11.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, 10 მარტის საღამოს გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევებიდან, ერთ-ერთი დაინფიცირებული ვარაუდობს, რომ ვირუსი ფულის გამორთმევის დროს გადაედო.
11.03.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 11.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდს ტემპერატურა დაუფიქსირდა.
11.03.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 11.03.2020 - ტაბულა.ჯი
“ კორონავირუსის შემთხვევების ანულირება დღეს არის შეუძლებელი, მაგრამ რასაც საქართველო ეფექტურად ახერხებს, ეს არის ის, როდესაც სხვა ქვეყნებშიც სიტუაცია მიდის გავრცელების პიკისკენ, საქართველო ახერხებს, რომ ამ პიკს თავი აარიდოს.
11.03.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
„გეფას“ დირექტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, ბოდიშს იხდის.
11.03.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 11.03.2020 - ტაბულა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (Gepha) ერთერთი დირექტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, ბოდიშს იხდის. ის კომპანიის თანამშრომლებს წერილს უგზავნის და ამბობს, რომ განიცდის მისი "წინდაუხედავობის გამო" შექმნილ სიტუაციას.
11.03.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 11.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი
სპეციალური რეისით საქართველოში გუშინ ღამით იტალიაში მყოფი ემიგრანტები, სულ 200 ადამიანი ჩამოიყვანეს კორონავირუსის რისკები საქართველოში.
11.03.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 11.03.2020 - ბიეფემ.ჯი
„გეფას“ დირექტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, ბოდიშს იხდის.
11.03.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 11.03.2020 - ბიპიენ.ჯი
„გეფას“ დირექტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, ბოდიშს იხდის.
11.03.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 11.03.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ყველაფერს აკეთებს.
პრესა
11.03.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 11.03.2020 - ახალი თაობა
იტალიიდან 156 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა. ამ წუთებში თბილისის აეროპორტში ორმა სამგზავრო თვითმფრინავმა სპეციალური რეისი შეასრულა. მგზავრებს წამოსვლისას უკვე ჩაუტარდათ შემოწმება და მათ კორონავირუსის ნიშნები არ აღმოაჩნდათ, თუმცა პრევენციის მიზნით ყველა მათგანი 14 დღით საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
11.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 11.03.2020 - რეზონანსი
ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინში რჩება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 56 პირი.
11.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 11.03.2020 - რეზონანსი
საქართველოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანების ნაწილი საკარანტინო ზონიდან გარბის, რის შემდეგაც საჭირო ხდება პატრულის დახმარებით, მათი იძულებით დაბრუნება, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ფსიქოლოგიური სტრესის გადატანით ხსნის.
11.03.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 11.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
ტაძრებში ზიარების წესი არ შეიცვლება. ამის შესახებ Imedinews-ს საპატრიარქოში განუცხადეს. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, ზიარება ტაძრებში ჩვეული წესით გაგრძელდება, როგორც ეს დადგენილია.
11.03.2020
მედია საშუალებები: ვერსია
Link: 11.03.2020 - ვერსია
მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინში 178 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი _ 56.
11.03.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 11.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
თბილისის მერიამ ახალი პროგრამის, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო. პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს.
11.03.2020
მედია საშუალებები: ვერსია
Link: 11.03.2020 - ვერსია
`კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ისე ფისკალური თვალსაზრისით.
11.03.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 11.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
იტალიის მთავრობა პანიკაშია. მთავრობა კორონავირუსს მოუმზადებლი შეხვდა. ქვეყანში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია, რადგან მოსახლეობა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადადის და თავშესაფარს ეძებს.
11.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 11.03.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ მოქალაქეებს თავადაც შეუძლიათ პირბადეების დამზადება ბინტისგან.
11.03.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 11.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით,კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟება.
11.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 11.03.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები.
11.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 11.03.2020 - რეზონანსი
შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას ზიარების ცვლილების გარდა - ამის შესახებ განცხადებას დეკანოზი ალექსანდრე გალდავა "ტვ პირველის" ეთერში აკეთებს.
11.03.2020
მედია საშუალებები: ვერსია
Link: 11.03.2020 - ვერსია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან და სახანძრო- სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ბორჯომში, ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო- სამაშველო შენობა გახსნა.
11.03.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 11.03.2020 - მესინჯერი
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მას შემდეგ, რაც 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ამ პირების მოგზაურობის ისტორიაზე ისაუბრა.
11.03.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 11.03.2020 - რეზონანსი
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. შეგახსენებთ, იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს. გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოში კვლავ გაივლიან შემოწმებას, რის შემდეგაც პრევენციის მიზნით, ყველა მათგანი 14 დღიან კარანტინში გადავა.
11.03.2020
მედია საშუალებები: ვერსია
Link: 11.03.2020 - ვერსია
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები. პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
11.03.2020
მედია საშუალებები: ვერსია
Link: 11.03.2020 - ვერსია
დაავადებათა კონტროლის ცენტრში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მოსახლეობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს სეზონურ გრიპზე, რომელიც მათი განმარტებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია.
11.03.2020
მედია საშუალებები: საერთო გაზეთი
Link: 11.03.2020 - საერთო გაზეთი
ისინი გმირები არიან, რომლებმაც კრიზისულ სიტუაციაში საოცარი მობილიზებულობა და თავდადება გა მოიჩინეს და თავის თავზე აიღეს ერის დაცვის და გადარჩენის ურთულესი მისია. მადლო ბა მათ, XXI სა უკუნის 20იანი წლების გმირებს, ჩვენს ძვირფას ექიმებს, მთელ მედპერსონალს, მადლობა ყველას, ვინც ასეთი თავგანწირვით იბრძვის თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. საერთო გაზეთი.
11.03.2020
მედია საშუალებები: სარკე
Link: 11.03.2020 - სარკე
2017 წელს ინტერნეტსივრცეშ ტაძარში გადარებული ერთ პატარა ბიჭის ვიდეო გავრცელა და ბავშვი მაშნვე მთელმა ქვეყანამ შეიყვარა,
11.03.2020
მედია საშუალებები: სარკე
Link: 11.03.2020 - სარკე
მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა მსოფლიო მოიცვა და საქართველოშიც შემოაღწია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მოტხოვნად ფიგურად იქცა.
11.03.2020
მედია საშუალებები: სარკე
Link: 11.03.2020 - სარკე
საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში ქალებზე სასტიკი ძალადობის სამი შემთვევა ერთიმეორის მიყოლებით მოხდა.
რადიო
11.03.2020
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
Link: 11.03.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
1)საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა. საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა.
11.03.2020
მედია საშუალებები: რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
Link: 11.03.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
კორონავირუსით საქართველოში ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 12 წლის მოზარდი იმ 8 პირს შორის არის, რომელსაც ვირუსი ბოლოს დაუდასტურდათ. დაინფიცირებულია ბავშვის ოჯახის 4 წევრიც.