| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 1-2 აპრილი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 02.04.2020 10:15 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
1 აპრილი
ტელევიზია
01.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 01.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
ეპიდემიის პიკში ქვეყანა შესაძლოა კიდევ ერთი რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, საქართველოს 42 მუნიციპალიტეტს რეანომობილი არ ყავს. პაციენტების პედი სხვა ქალაქებიდან ჩამოყვანილი კატასტროფის ბრიგადების ოპერატიულობაზეა დამოკიდებული. ხშირს შემთხვევაში კი დრო შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. სახელმწიფო სერვისი, კერძო სექტორმა ჩაანაცვლა,თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები ამ შემთხვევაში ეჭვის ქვეშ კერძო კლინიკების პერსონალის კვალიფიკაციას აყენებენ, რომელთაც მძიმე პაციენტებს კლინიკაში მიყვანამდე საჭირო დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება რომ მხოლოდ 25 რაიონს ყავს რეანომობილი. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ბათუმს ყავს რეანომობილი, ხულოში და ქედაში მისი დაჭირვების შემთხვევაში 2 საათზე მეტი სჭირდება რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეს.
01.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 01.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
კოვიდ-19-ის დიაგნოზი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში პირველად დაფიქსირდა. კორონავირუსი ორი დღის წინ შეყვანილ პაციენტს დაუდასტურდა. 60 წლამდე მამაკაცს მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა გაიზარდა თბილისის კლინიკების ნაწილში. ერთი მძიმე, თუმცა არა კრიტიკული პაციენტი დაემატა ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 32 ადამიანი მკურნალობს. ინფექციურ საავადმყოფოს მატება აქვს გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაშიც. აქ ვირუსი კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა.
01.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 01.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
მთავრობა ეკონომიკის დასახმარებლად 2 მილიარდს, ჯანდაცვის სისტემაზე კი 351 მილიონ ლარს დახარჯავს. მათ შორის, მოხდება მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვაც. ამგრამ დღეს, არც პრემიერ-მინისტრს და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგელნებს არ დაუკონკრეტებიათ, საიდან მოაქვთ ეს ფული, რას უნდა მოაკლდეს ბიუჯეტის რესურსი და როგორია მათი გეგმა.
01.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 01.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
პაციენტი #10 კლინიკიდან გაწერეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს. "არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის" - წერს გამყრელიძე სოციალურ ქსელში.
01.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 01.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირება გახდა. ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება. COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია,
01.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 01.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00
95 ათასამდე ადამიანი შემოწმდა მარნეულში, რომელიც მეორე კვირაა, მთლიანად ჩაკეტილია. გამოვლინდა რამდენიმე საეჭვო შემთხვევა. საველე ჰოსპიტალიდან ანალიზები გამოსაკვლევად უკვე გაგზავნილია. მარნეულში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ რაიონის მასშტაბით ინფიცირების მხოლოდ ხუთი ფაქტია გამოვლენილი.
01.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 01.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
დღეიდან კორონავირუსზე გამოიკვლევენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვირუსის სიმპტომები აქვს, თუმცა კონტაქტი არ ჰქონია ინფიცირებულთან და არც მოგზაურობის ისტორია აქვს. ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საეჭვო პირთა წრე გაიზარდა. ახალი ალგორითმით, ცხელების კლინიკებში 3 კატეგორიის პაციენტებს გასინჯავენ. ასევე, გამოიკვლევენ სამედიცინო პერსონალს, ვინც მაღალი რისკის კლინიკებში და ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებებში მუშაობს. ახალი ალგორითმით, ამ სამი კატეგორიის პაციენტებს 3 სახეობის ტესტების საშუალებით გამოიკვლევენ. ნაწილს PCR ტექნოლოგიით, ნაწილს კი - სწრაფი ტესტებით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგი არის.
01.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 01.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
სოფელ ქვემო ბოლნისში გადაადგილება რამდენიმე საათის წინ სრულად შეჩერდა. ეს ადგილი ქვეყანაში ახლა ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზონაა. მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, სოფელში შესვლა მხოლოდ ძალოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ. კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივების და მარნეულში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები დადასტურდა.
01.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 01.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
საგანგებო მდგომარეობის გამო გამოცხადებული ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვები, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 17-მა ადამიანმა დაარღვია. "კურიერმა" 9 საათის შემდეგ, დაცარიელებული თბილისის ქუჩები გადაიღო. შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის გავრცელების გამო, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული. 31 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის პირობებს საყოველთაო კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვები დაემატა.
01.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 01.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე 300 მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანია შეუფერხებლად განხორციელდება. კახეთის გბერნატორის - ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, 60ზე მეტ კონტრაქტორ კომპანიასთან შეხვედრა უკვე შედგა და კომპანიებმა გამოთქვეს მზაობა შეუფერხებლად გააგრძელონ მუსაობა. ქადაგიშვილის თქმით, ზოგიერთ კომპანიას აქვს ხარვეზები გამოსასწორებელი და მათ ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცათ.
01.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 01.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ინფიცირებლის კონტაქტები უკვე დადგენილია. 45 წლის ქალთან სემხებლობაში მყოფები ამ დროისთვის ანაკლიაში კარანტინს გადიან. არცერთ მათგანს ვირუსის სიმპტომები არ გამოვლენიათ. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კიკორონავირუსზე უკვე 2 პაციენტი მკურნალობს. ქეთევან ციხელაშვილის ტქმით, საგანგაშო მდგომარეობაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. ქეთევან ციხელაშვილი: "ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით მზაობა დავეხმაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ჩვენ მოსახლოებას". სამეგრელოს ტერიტორიაზე ვიტარება კონტროლირებადია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ.
01.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 01.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ქვემო ბოლნისი სრულად დაიკეტა. მიზეზი კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევა გახდა. ერთ-ერთს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს და აღსაღნიშნავია, რომ მისი კონდატქების რიცხვი საკმაოდ დიდია. ადგილზე ვიტარება კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
01.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 01.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა ნაწილი კატეგორიულია და გამორიცხავს სააღდგომოდ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდოს. მღვდელმთავართა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულდება და კანონის დაცვის მოთხოვნა ეკლესიის დევნას ემსგავსება.
01.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 01.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
კოვიდ 19-ის 7 ახალი შემთხვევა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო კი უცნობი. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 117 პირია და გამოჯანმრთელების 23 შემთხვევა. საავადმყოფოდან გაწერეს ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელიც მკურნალობას 26 დღე გადიოდა.
2 აპრილი
ტელევიზია
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ საწარმოო სამუშაოებს განაგრძობს. სამუშაო პროცესს დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კომპანიის მენეჯმენტსა და ჭიათურის მერთან, გივი მოდებაძესთან ერთად გაეცნო. მათ შორის გუბერნატორი „ფაბრიკა 29“-ს, ითხვისისა და დარკვეთის მაღაროებს ესტუმრა და გაეცნო, რამდენად დაცულია მუშაობისას კომპანიის ობიექტებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ისეთი კომპანიების მუშაობა, როგორიც არის „ჯორჯიან მანგანეზი”, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს დასაქმებულებზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ასრულებს.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 02.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. საგანგებო ვითარების ფარგლებში განსაკუთრებული ზომები გამკაცრდა. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება სპეციალური აღრიცხვის სიაში რეგისტრაციის გარეშე არის აკრძალული, დასჯადიც საქართველოსა და უცხოეთის ყველა მოქალაქისთვის. რაც შეეხება, ბიზნესსა და ეკონომიკას, გეტყვით ერთს, ბიზნესს უყვარს სიჩუმე, მაგრამ ბიზნესს არ უყვარს კრიზისი. კადრში ჩანს საქართველოს ბანკი. 2. რაც შეეხება გიორგი გახარიასა და ანტიკრიზისულ გეგმას, დეტალურად გავშლით მეორე ბლოკში.
02.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 02.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
"ყველა იმ ადამიანის დახმარებას მოვახერხებთ ვინც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და სამსახური დაკარგა." ეს განცხადება გიორგი გახარიამ იმედის გადაცემა "ღია ეთერში" გააკეთა. პრემიერის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ხელისუფლებამ საზოგადოების ყოველდღიურ შემოსავლებზეც უნდა იზრუნოს.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 02.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. გალტ ენდ ტაგარტის ახალ კვლევაში მოცემულია ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მარტში დაანონსდა და ტურიზმთან დაკავშირებულ კომპანიებს შეღავათებთან დაკავშირებულ 4-თვიანი ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. 4-დან 50 ნომრამდე სიდიდით დაახლოებით 2000 სასტუმრო საბანკო სესხების პროცენტის 6 თვის დაფინანსებასა და ფასის სუბსიდირებას მიიღებს.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 02.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
არჩილ კონცელიძისა და ვითიბის ჩართულობა არ მინდა გამომრჩეს. ისინი დაავადებათა კონტროლის ცენტრს კიას რამდენიმე ავტომობილს შეუძენენ. ოღონდ დროზე დავდოთ ბეჭებზე ეს კოვიდი და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მაგ დროისთვის თავისი ავტოსალონის გახსნაც დასჭირდება.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდწილად, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა. „სხვა კუთხით, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დეტალურად ვმუშაობთ როგორც სხვა კონტაქტების გამოვლენაზე, ასევე სხვადასხვა ანალიტიკური საშუალებებით ყველა იმ პირის შესაძლო კონტაქტის დადგენაზე, ვისაც „კოვიდ 19“-ის დაფიქსირების შემდეგ საზღვრის კვეთა ჰქონდა.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ფოთის ჰოსპიტალში ზუგდიდიდან დედა-შვილი შეიყვანეს. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ. როგორც ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, პაციენტებს სათანადო კვლევები უტარდებათ.
02.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
Link: 02.04.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
უხილავი მტერი, რომელმაც, როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე ცალკე აღებულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს მიაყენა დარტყმა. ვის საქმიანობას შეეხო განსაკუთრებულად კორონავირუსი? ეს ეხება ძირითადად თვითდასაქმებულებს. ესენია: ძიძები, მომვლელები, საცალო ვაჭრობაში ჩართული ადამიანები, მუშები. მომსახურების სფეროს: კაფე, რესტორნების თანამშრომლები, მაღაზიების თანამშრომლები, რომლებსაც ტრანსპორტის პრობლემა შეექმნათ, სალონების თანამშრომლები და ტურისტული სააგენტოები.
02.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 02.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
ვირუსის გავრცელების ახალი კლასტერი, ამჯერად დედაქალაქში. საქართველოს ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე ეცნობათ შესაბამის სამსახურებს.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ბათუმში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომანქანების დეზინფექცია დაიწყო. სპეციალური ხსნარით ამუშავებენ როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს. ქალაქში მიმავალი ავტომანქანების კონტროლს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ახორციელებენ. საველე კარავში მძღოლებთან ერთად თერმოსკრინინგს გადიან მგზავრებიც. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, დღის განმავლობაში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველა პირი დაჯარიმდა.
02.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 02.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ, ჩვენ გვჭირდება პლატო, ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. გაზრდილია გამოჯანმრთელების სტატისტიკაც. ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ 19“-სგან უკვე 26 პაციენტი განიკურნა.
02.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 02.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
ადგილობრივი წარმოების პირბადეები
02.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 02.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 15-ით გაიზარდა. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 130 გახდა. პაციენტების ნაწილს ინფიცირების პირველწყარო იდენტიფიცირებულია. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შესახებ.
02.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 02.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსი იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები.
02.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 02.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
კორონავირუსი საქართველოს ახალი ძალებით ჯუტევს. კოვიდ-19-ით ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი არის ინფიცირებული, მათ შორის ერთი ფულის საცავის თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, ვირუსის გადაცემის წყარო ლარის კუპიურაა.
02.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 02.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
3 აპრილს მთავრობის დანიშნულ ვარშავა-თბილისის რეისზე საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა ვერ მოხვდება. ემიგრანტები ყვებიან, რომ ინტერნეტით ბილეთების შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ისინი დასახმარებლად საქართველოს საელჩოსთან მივიდნენ, თუმცა ემიგრანტების მტკიცებით, საელჩოს თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს, რის საფუზველზეც საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდწილად, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
შეიძლება ითქვას, მთელ სამეგრელოში სტაბილური მდგომარეობაა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 02.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა.
1 აპრილი
ინტერნეტ სააგენტო
01.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 01.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. ის 22-ე პაციენტია, რომელიც საქართველოში Covid 19-სგან გამოჯანმრთელდა.
01.04.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 01.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში განსაკუთრებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
01.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.04.2020 - კომერსანტ.ჯი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე.
01.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 01.04.2020 - კვირა.ჯი
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის, მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გათავისუფლდა.
01.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 01.04.2020 - კვირა.ჯი
“ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირება გახდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - მედიანიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახლში მკურნალობენ.
01.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - მედიანიუს.ჯი
"სტანდარტად რჩება "პისიარ" ტექნოლოგიის გამოყენება და ასევე სწრაფი ტესტები, როგორც ანტიგენზე ისე ანტისხეულებზე დამყარებული. ალგორითმით განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის.
01.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.04.2020 - კომერსანტ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსზე ტესტირების ახალი ალგორითმი შეიმუშავა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე განსაზღვრავს იმ მეთოდებს, რა მეთოდით უნდა ჩატარდეს ტესტირება ამა თუ იმ ჯგუფში.
01.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - მედიანიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა ინაძის განცხადებით, გამოჯანმრთლებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი საქართველოში ცნობილია და ამ მეთოდის გამოყენებაზე ინფექციონისტები ფიქრობენ. ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი.
01.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - მედიანიუს.ჯი
საქართველოში იგეგმება სატელეფონო აპლიკაციის დანერგვა, რომელიც ადამიანებს გააფრთხილებს, რომ ის კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებულ პირთან ახლოს იმყოფება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
01.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - მედიანიუს.ჯი
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს „საქართველოს ფოსტის“ კურიერების მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.
01.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - მედიანიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქართული მხარე მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად მუშაობას, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს. “რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა, როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანაც”, – განაცხადა გაბუნიამ.
01.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 01.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
პაატა იმნაძის თქმით, გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით მკურნალობა საკმაოდ მიღებული მეთოდია. მისი თქმით, ეს მეთოდი საქართველოში უკვე გამოყენებული აქვთ.
01.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - მედიანიუს.ჯი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე.
01.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.04.2020 - პია.ჯი
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ ლუგარის კვლევით ცენტრს 5000 PCR ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს გადასცემს - ეს ინფორმაცია „ბენეფიტსის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
01.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - მედიანიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილს პასუხობს, ვინც ფიქრობს, რომ მსგავსი სიმპტომებით ახალი კორონავირუსი წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში უკვე გადაიტანეს.
01.04.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - მედიანიუს.ჯი
"სტანდარტად რჩება "პისიარ" ტექნოლოგიის გამოყენება და ასევე სწრაფი ტესტები, როგორც ანტიგენზე ისე ანტისხეულებზე დამყარებული. ალგორითმით განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის. ეს გახლავთ პირველ რიგში სიმპტომური პაციენტები, რომლებსაც აქვთ მოგზაურობის ისტორია, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს და გამოხატული აქვთ კლინიკური ნიშნები. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია შევქმნათ ტესტირების საშუალებაა იმ პაციენტებისტის, რომლებიც არ უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს.
01.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.04.2020 - პია.ჯი
ანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირება გახდა.
01.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 01.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირება გახდა. ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება.
01.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 01.04.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” საწარმოო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.
01.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 01.04.2020 - პია.ჯი
სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის, მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დღგ-სგან გათავისუფლდა.
01.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 01.04.2020 - ტაბულა.ჯი
მთავრობა ახალი კორონავირუსის ტესტირების ახალ ალგორითმზე შეთანხმდა. ეს ნიშნავს, რომ ამირეიდან კორონავირუსის ანალიზს არა მხოლოდ მოგზაურობის ისტორიის მქონე პაციენტებს ან ინფიცირებულის სავრაუდო კონტაქტებს გაუკეთებენ, არამედ სხვა პირებსაც.
01.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 01.04.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე 5 ახალ დაინფიცირებულზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. იმნაძის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას 2 პაციენტი საჭიროებს, რომლებზეც ღრმა კვლევა მიმდინარეობს. "დაემატა 5 ახალი პაციენტი. მათი მდგომარეობა არ არის საგანგაშო.
01.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 01.04.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 31 მარტს განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსზე 2200-ზე მეტი ტესტი იყო ჩატარებული. თუ ავიღებთ, რომ 31 მარტისთვის საქართველოში 2200 ტესტი ჩატარდა, გამოვა, რომ მილიონ ადამიანზე საშუალოდ 591 ტესტი ტარდება, რაც სომხეთთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.
01.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 01.04.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 1-ლი აპრილის მდგომარეობისთ საქართველოში 4 000 ერთეული ანტისხეულზე დამყარებული ტესტია, ასევე, 2 000 ერთეული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელსაც გამოყენებისთვის ანალიზატორი სჭირდება.
01.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 01.04.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვაზე, რეალურია თუ არა მოსაზრება, რომ მოქალაქეების ნაწილმა ნოემბერ-დეკემბერში უკვე გადაიტანა კორონავირუსი, ისე რომ მის შესახებ არ იცოდა, პასუხობს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება.
01.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 01.04.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, კოლეგებს ურჩევს, სადაც შესაძლებელია, საავადმყოფოებში ორკვირიანი მორიგეობის პრაქტიკა დანერგონ და პერსონალი ორად გაყონ.
01.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 01.04.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მეთოდი ცნობილია და ქართველი ინფექციონისტები ამაზე უკვე ფიქრობენ.
01.04.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 01.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ქონდათ.
01.04.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 01.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
კორონავირუსის ბოლო 5 ახალი შემთხვევიდან სამი პაციენტის წყარო დადგენილია, ორის შემთხვევაში კი ღრმა კვლევა ტარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. "3 პაციენტზე ეპიდემიოლოგიური სურათის შეცვლას არ ველოდებით.
01.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.04.2020 - კომერსანტ.ჯი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე.
01.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 01.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში არის 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი. გარდა ამისა, იგეგმება კიდევ 2 000 ანტიგენ-ტესტის დამატება. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 1 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
01.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 01.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოშიც იგეგმება ტრეკერი მობილური აპლიკაციის შექმნა, რომლის მიზანიც კორონავირუსის გავრცელების პრევენცია უნდა იყოს.
01.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 01.04.2020 - ინფო9
მუშაობა მიმდინარეობს სწრაფ, მარტივ ტესტებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა ასე ელოდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა. „ეს არის ანტისხეულებზე და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი, მარტივი ტესტები.
01.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 01.04.2020 - ინფო9
ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდწილად, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
01.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 01.04.2020 - ინფო9
ამ ეტაპზე სახლში დარჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შევაფერხოთ ვირუსის შიდა გადაცემა. თუ ახლა ჩვენ ყველა ერთად არ გავაჩერებთ ამ ინფექციას, მერე მასთან გამკლევება უფრო ძნელი იქნება- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა.
01.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 01.04.2020 - ინფო9
ადამიანი ძალიან გადამდებია, როდესაც კლინიკა დაეწყება, განსაკუთრებით კი, როცა ხველა დაეწყება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა.
01.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.04.2020 - კომერსანტ.ჯი
ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდწილად, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
01.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.04.2020 - კომერსანტ.ჯი
მუშაობა მიმდინარეობს სწრაფ, მარტივ ტესტებთანდაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა ასე ელოდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
01.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 01.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ იდენტიფიცირებულია დაახლოებით 7 ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია PCR ტექნოლოგიით COVID-19-ზე ტესტირება. მინისტრის მოადგილის თქმით, პირველ ეტაპზე სწრაფ ტესტებს ის კლინიკები გამოიყენებენ, რომლებიც უკვე ჩართული არიან კორონავირუსის მართვაში.
01.04.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 01.04.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში პაციენტის სახლში მკურნალობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ სქემის ამოქმედება ახლავე იგეგმება და უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი, რომელიც 112-ის ბაზაზეა.
01.04.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 01.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდ წილად, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
01.04.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) კომპანია „Evolution Gaming“-ის მიერ დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნის ფაქტს ქვეყანაში არსებული შრომოთი სტანდარტების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.
01.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 01.04.2020 - აიპრეს.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს შეხვდნენ.
01.04.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 01.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქართული მხარე მუშაობას მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.
2 აპრილი
ინტერნეტ სააგენტი
02.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 02.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კომუნიკაცია არსებობს და ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
რომ შევადაროთ ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობით იგივეა, რაც საქართველო, ნახავთ, რომ მათ რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს თვენახევრით, ორი თვით დაგვიანებით, ვიდრე საქართველომ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 02.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც უსაფრთხოების შესაბამის პირობებს დაიცავს, უახლოეს პერიოდში მიიღებს ე.წ. „დელივერი სერვისის” განხორციელების ნებართვას.
02.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 02.04.2020 - პია.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, პანდემიასთან ბრძლის პირველივე ეტაპზე ხელისუფლებამ მოუსმინა პროფესიონალებს, ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და გააკეთა დასკვნა, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს არსებულ ვითარებაში გააჩნდა, იყო მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 02.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
რომ შევადაროთ ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობით იგივეა, რაც საქართველო, ნახავთ, რომ მათ რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს თვენახევრით, ორი თვით დაგვიანებით, ვიდრე საქართველომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პირველივე ეტაპზე ხელისუფლებამ მოუსმინა პროფესიონალებს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და გააკეთა დასკვნა, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს არსებულ ვითარებაში გააჩნდა, იყო მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 02.04.2020 - ტაბულა.ჯი
რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთან კომუნიკაცია არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი და დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 02.04.2020 - ტაბულა.ჯი
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, დისტანციური მომსახურების ზოგიერთი ფორმა მოითხოვს დიდი რაოდენობის ადამიანების შრომას. ონლაინ ვაჭრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით პრემიერმა იმედის ეთერში განმარტა, რომ კომპანიებმა სპეციალური ნებართვა უნდა აიღონ.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 02.04.2020 - ტაბულა.ჯი
ის ტესტები, რომლებსაც ასე ელოდება მოსახლეობა, ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის ანტისხეულებზე და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი, მარტივი ტესტები და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ კორეას აქვს სწრაფი, მარტივი, ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ არის მნიშვნელოვანი რომ ქვეყანაში იყოს.
02.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 02.04.2020 - ტაბულა.ჯი
მე ვუყურებ, როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც - თუნდაც ის სტანდარტები, რომელსაც ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში, იყო აბსოლუტურად მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, მაშინ როცა საშუალება არ არის ვიყოთ ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამე, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი - გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
02.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 02.04.2020 - კომერსანტ.ჯი
ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ნაბიჯები იყო დროული. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება ყოფილიყო კიდევ უფრო ეფექტური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე", გადაცემა - „ღია ეთერში" განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 02.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 130-მდე გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge – ზეა ასახული. შეგახსენებთ რომ: საქართველოში 31 მარტიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა გამოცხადდა კომენდანტის საათი 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
02.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 02.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი, დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე", გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 02.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
“ადამიანი, ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან, აკრებს 112-ს და მიიღებს პროფესიონალი ექიმების კონსულტაციას, რომლებიც მას გაუწევენ პირველად დახმარებას და, მისი სიმპტომებიდან გამომდინარე, ეტყვიან, როგორ უნდა იმოქმედოს, დარჩეს სახლში, მიმართოს სპეციალურ სტაციონარს, თუ რა უნდა გააკეთოს.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
“არანაირი მნიშვნელობა აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფ ფუნქციონირებაში გაშვება.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
არავის არაფერი არ აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლების და ჩვენი კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მივიღოთ ეს ნებართვა მუშაობის, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ონლაინ შესყიდვებზე საუბრის დროს განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 02.04.2020 - კვირა.ჯი
„დღეს გვქონდა საშუალება, საქართველოში დამზადებული პირბადეები საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეგზავნა, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ თავის საქმიანობას საქართველოში.
02.04.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 02.04.2020 - ბიემ.ჯი
დღეს გვქონდა საშუალება, საქართველოში დამზადებული პირბადეები საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეგზავნა, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ თავის საქმიანობას საქართველოში. პირბადეების გარკვეული რაოდენობა ასევე გაიგზავნა საქართველოს საელჩოებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტია.
02.04.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 02.04.2020 - ბიპიენ.ჯი
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა.
პრესა
02.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 02.04.2020 - რეზონანსი
საქართველოში მობილური ტელეფონის იმ აპლიკაცის დანერგვა იგეგმება, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან სიახლოვეს შემთხვევაში აფრთხილებს. შედეგად, თუ თქვენდაუნებურად ინფიცირებულ ადამიანთან მოგიხდათ გადაკვეთა, ამის შესახებ ავტომატურად იღებთ გაფრთხილებას და ამასთან ერთად შესაბამის ინსტრუქციებსაც, რა უნდო მოიმოქმედოთ.
02.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 02.04.2020 - რეზონანსი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტი, 62 წლის ქალი სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს.
02.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 02.04.2020 - რეზონანსი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართელოში კორონავირუსის გავრცელების პიკი ორ-სამ კვირაში დაიწყება, რაც დაახლოებით სამი კვირა გაგრძელდება, შემდეგ კი ეპიდემიოლოგიური მონაცემები დაღმასვლას დაიწყებს.
02.04.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 02.04.2020 - ახალი თაობა
“ევექსის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფოდან გაეწერა.
02.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 02.04.2020 - რეზონანსი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
02.04.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 02.04.2020 - ახალი თაობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია.
02.04.2020
მედია საშუალებები: ოქეი
Link: 02.04.2020 - ოქეი
ზამთრის სეზონზე სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებები ისედაც გახშირებულია, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პარალელურად მოსახლეობაში მატულობს დაძაბულობა.
რადიო
02.04.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
Link: 02.04.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. გამოჯამრთელდა 26 ადამიანი. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ვირუსის პიკის პერიოდი აპრილის მეორე ნახევარი იქნება. მისი თქმით, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი ზომიერი ზრდის დინამიკა შეინარჩუნოს. ტიკარაძის თქმით სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.