| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 1 ივნისი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 01.06.2020 09:24 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
1 ივნისი
ტელევიზია
01.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 01.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
პირველი ივნისიდან შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი იწყება და დღეიდან უკვე ღია ტიპის კაფეები, ბაზრობები და მოლები იხსნება. კადრში ჩანს ეიჩ ენდ ემი. ჯანდაცვის სამინისტროს (00:45) ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ის ოფიციალური რეკომენდაციები რაც მთავრობის მხრიდან არის გაცემული და მათ შორის გასათვალისწინებელია, რომ ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით მომხმარებელთა მიღება უნდა იყოს უზრუნველყოფილი წინასწარი ჯავშნის სისტემის გამოყენებით. ამ ყველაფრის ფონზე გაურკვეველი რჩება თეატრების ბედი. საკითხზე მარიამ ადამიამ იმუშავა.
01.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 01.06.2020 - I არხი - მოამბე 09:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო. როგორც გოგინავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ყველა ახალ შემთხვევასთან მიმართებით ცნობილია ინფიცირების წყარო. „ეს მატება საყურადღებოა, თუმცა არ არის შემაშფოთებელი, რადგან ძირითადად მატება მოხდა ცხელი ეპიდკერიდან, სადაც ჩატარდა მასობრივი კვლევა. დანარჩენი ნაწილი არის კარანტინიდან, ნაწილი ე.წ საბურთალოს კლასტერი.
01.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - დილა ფორმულაზე
Link: 01.06.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე
დღეიდან ღია ტიპის რესტორნები სტუმრებს მიიღებს. მაიკო ჭაფოძე სტუმრობს გურამ ბაღდოშვილს რესტორანში "ჩვენი". გურამ ბაღდოშვილი საუბრობს რა აუცილებელი ღონისძიებები გატარდა სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. გურამის თქმით, რეგულაციები ყოველდღიურად იცვლება და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსა სურსათის უვლებლობის ორგანო და ჯანდაცვის სამინისტრო გასცემენ.
01.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 01.06.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
სოციალური დახმარება მოქალაქეებს
01.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 01.06.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
01.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 01.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
დღეიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 19 მარტს მიიღო. „ობიექტში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. 2. რამდენიმე წუთია, რაც თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ, სავაჭრო მოლებმა, მათ შორის გალერია თბილისმა მუშაობა განაახლეს. მკაცრად არის განსაზღვრული მოქალაქეების რიგი და მათი ობიექტზე დაშვების რაოდენობა. "მად ვართ შევასრულოთ ყველა ის რეგულაცია, რაც სავაჭრო ცენტრებისთვის გაიცა. მოლოდინი გვაქვს, რომ მოვა ძალიან ბევრი ადამიანი", - აცხადებს გალერია თბილისის პირა-მენეჯერი ქეთა ახობაძე.
01.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 01.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
საქართველოში კორონავირუსის 783 დადასტურებული შემთხვევაა, მათ სორის გამოჯანრთელებულია 605 ადამიანია, გარდაცვლილია 12. კარანტინის რეჟიმში 2494 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 301. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
01.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 01.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
დაწყებულია კომპენსაციის გადარიცხვა იმ დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც კოვიდ ინფექციის პანდემიის შედეგად, 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის გარეშე დარჩნენ , – ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დახმარება 51 ათსზე მეტმა თვითდასაქმებულმა მიიღო, რაც ჯამში მისივე თქმით, 15 365 000 ლარს შეადგენს. „გადარიცხვები 28-29 მაისს დაიწყო და შემდეგი კვირიდან გაგრძელდება. ამ ეტაპისთვის, სულ გადარიცხულია 51 000 -ზე მეტი თვითდასაქმებულისთვის 300 ლარიანი კომპენსაცია, ჯამში 15 365 000 ლარი. რაც შეეხება შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულებს, მათი რიცხვი 72 ათასზე მეტია და მათთვის გადარიცხული კომპენსაცია 14 435 000 ლარია“, – განაცხადა ნინო ველთაურმა.
01.06.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 01.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
1. დედოფლისწყაროს კლასტერი შესაძლოა გაფართოვდეს. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 10 პირის შესახებ პასუხს დღეს ელოდებიან. დადასტურების შემთხვევაში ეპიდემიოლოგები რისკის ქვეშ მყოფი პირების კარანტინში გადაყვანას გეგმავენ. მამაკაცს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, ვირუსი გუშინ, PCR ტესტირების მეთოდით დაუდგინდა. მისი ინფიცირების წყარო სავარაუდოდ, მამაკაცია, რომელიც მძღოლს მოსკოვიდან დაემგზავრა. დედოფლისწყაროში მცხოვრებ ოჯახს კონტაქტი ერთ- ერთ მეზობელთან, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ექიმთან და ნათესავებთან ჰქონდა.
01.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
Link: 01.06.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
დღეიდან ყველა ტიპის ღია მაღაზია და სავაჭრო ცენტრი იხსნება. ამუშავდება ის რესტორნები და კაფეები, რომლებსაც ღია სივრცე აქვს, თუმცა შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, თითოეულ ობიექტს ისევ მოუწევს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების მკაცრად დაცვა. სავალდებულოა პირბადის გამოყენება. რესტორნებსა და კაფეებში კი მაგიდებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული. თბილისი მოლის შესასვლელთან თერმოსკრინინგი ტარდება.
01.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 01.06.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
სოციალური დახმარება მოქალაქეებს
01.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 11:00
Link: 01.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00
ახალი ცხელი ხაზი
01.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 01.06.2020 - I არხი - მოამბე 12:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. „ახალი კლასტერი, ახალი წყარო ქვეყანაში არ გვაქვს. 54 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჩვენ გუშინ მივიღეთ ექვსი დადასტურებული შემთხვევა. აქედან ნაწილი არის მარნეულის სოფელი მარეთიდან და ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ. ეზუგბაია ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 78.5 პროცენტით მეტია ამჟამად მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვზე. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს.
01.06.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 01.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
ქვეყანაში კოვიდ 19-ის 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ახალი ინფიცირებულებიდან 8 საბურთალოს, ხოლო 3 მარნეულის კლასტერიდანაა. ბოლო დღეებში საბურთალო ეპიდაფეთქების კერა გახდა. ამ დრომდე ნუცუბიძის მეორე მიკრო/რაიონში დევნილთა დასახლებაში ეპიდემიოლოგები არ განოჩენილან. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაობი არ ჩატარებულა. 2. დედოფლისწყაროს კლასტერი, შესაძლოა, გაფართოვდეს. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 10 პირის შესახებ პასუხს დღეს ელოდებიან. დადასტურების შემთხვევაში ეპიდემიოლოგები რისკის ქვეშ მყოფი პირების კარანტინში გადაყვანას გეგმავენ. მამაკაცს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, ვირუსი გუშინ, PCR ტესტირების მეთოდით დაუდგინდა. მისი ინფიცირების წყარო სავარაუდოდ, მამაკაცია, რომელიც მძღოლს მოსკოვიდან დაემგზავრა.
01.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 01.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
დაწყებულია კომპენსაციის გადარიცხვა იმ დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც კოვიდ ინფექციის პანდემიის შედეგად, 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის გარეშე დარჩნენ , – ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დახმარება 51 ათსზე მეტმა თვითდასაქმებულმა მიიღო, რაც ჯამში მისივე თქმით, 15 365 000 ლარს შეადგენს. „გადარიცხვები 28-29 მაისს დაიწყო და შემდეგი კვირიდან გაგრძელდება. ამ ეტაპისთვის, სულ გადარიცხულია 51 000 -ზე მეტი თვითდასაქმებულისთვის 300 ლარიანი კომპენსაცია, ჯამში 15 365 000 ლარი. რაც შეეხება შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულებს, მათი რიცხვი 72 ათასზე მეტია და მათთვის გადარიცხული კომპენსაცია 14 435 000 ლარია“, – განაცხადა ნინო ველთაურმა.
ინტერნეტ სააგენტო
01.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 01.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე, 27 მაისს კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მაღაზიებს და სავაჭრო მოლებს წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა. მათ შორის, ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. მოქალაქეს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. პირი, რომელიც მოლში მიდის, უნდა იყოს აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებით, აუცილებელია ატარებდეს პირბადეს.
01.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 01.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოში დღეიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნა. კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას. რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.
01.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 01.06.2020 - ბიპიენ.ჯი
1-ლი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გახსნამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ობიექტისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა. სავაჭრო მოლები/მაღაზიები ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.
01.06.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 01.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. მაღაზიებს და სავაჭრო მოლებს წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა. მათ შორის, ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. მოქალაქეს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. პირი, რომელიც მოლში მიდის, უნდა იყოს აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებით, აუცილებელია ატარებდეს პირბადეს.
01.06.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 01.06.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოში დღეიდან მუშაობას განაახლებენ ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები. ასევე, გაიხსნება ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, ობიექტებს გარკვეული პირობების დაცვა მოუწევთ. „როგორც იცით, იხსნება ღია ტიპის რესტორნები, ბაზრობები, მოლები.
01.06.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 01.06.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 11 დაინფიცირდა. ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 794 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 12. კარანტინის რეჟიმში 2 494 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 301.
01.06.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 01.06.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო მიღებული შეზღუდვების გამკაცრება ან ახალი შეზღუდვების მიღება საჭირო არ გახდება. ამ თემაზე მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. "მე მგონი ამის საჭიროება არ დადგება იმიტომ, რომ გარკვეულწილად ეს საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება ალბათ, იმიტომ რომ ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, აქედან გამომდინარე არ მგონია მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება და გაბევრება", — თქვა მარინა ეზუგბაიამ. ექიმის განცხადებით, დაახლოებით საჭირო იქნება 2 კვირა, რომლის შემდეგაც შეიძლება შეფასება გავიარეთ თუ არა "ბეწვის ხიდი".
01.06.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 01.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე, 27 მაისს კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მაღაზიებს და სავაჭრო მოლებს წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა. მათ შორის, ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. მოქალაქეს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. პირი, რომელიც მოლში მიდის, უნდა იყოს აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებით, აუცილებელია ატარებდეს პირბადეს.
01.06.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 01.06.2020 - ამბები.ჯი
ე.წ საბურთალოს კლასტერს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 8 ახალი პაციენტი დაემატა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის. "დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 19-ით გაიზარდა, 78.5%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე 158 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კლინიკებში. 11-დან 8 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 3 კი მარნეულის მუნიპილატიტეს სოფელ მარეთიდან არის.
01.06.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 01.06.2020 - 2020ნიუს.ჯი
დღეიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები გაიხსნება. აღნიშნული კატეგორიის კვების ობიექტები გარკვეული პირობების დაცვით იმუშავებენ. ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვებითი ობიექტებისთვის მოთხოვნები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით განისაზღვრა. დოკუმენტის თანახმად, ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც.
01.06.2020
მედია საშუალებები: ტივი25.ჯი
Link: 01.06.2020 - ტივი25.ჯი
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 126 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 47 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 047 პირს. 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
პრესა
01.06.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 01.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან ერთ კვირაში ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა დაიწყო და 31 მაისს პიკს მიაღწია - 26 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ ეპიდემიის პიკურ დღეებში ფიქსირდებოდა. მოსახლეობა შეშფოთებულია და სპეციალისტთა ნაწილი კი უკვე გაუქმებული შეზღუდვების ნაწილობრივ ან სრულად შესაძლო აღდგენის პერსპექტივაზე ალაპარაკდა.
01.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 01.06.2020 - ალია
ჯანდაცვის სამინისტრო სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ტანსაცმლის მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები არ გაუქმდება, თუმცა აუცილებელი იქნება მისი 2 საათში ერთელ სადენზიფექციო ხსნარით დამუშავება, სამუშაო დღის ბოლოს კი მისი სრული დეზინფექცია. ამასთან ერთად, სავაჭრო მოლებში დაცული უნდა იყოს დისტანცია – მოლის საერთო სივრცეში 10 კვადრატულ მეტრზე დაშვებული 1 ადამიანი უნდა იყოს, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 კვადრატულ მეტრზე ასევე 1 ადამიანი უნდა იყოს დაშვებული.
01.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 01.06.2020 - ალია
ჯანდაცვის მინისტრმა ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცა. რეკომენდაციების მიხედვით, 6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო 44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები. ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: ტურზე წასვლამდე გიდს, მძღოლსა და ტურისტს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს და ეს ყოველდღიურად გამეორდეს. მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი. ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება. სალონი უნდა ნიავდებოდეს რეგულარულად ღია ფანჯრებით. გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი და ტურის მსვლელობისას სტუმრებთან დაიცვას დისტანცია. ამასთან, თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი.
01.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 01.06.2020 - ალია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური საიტიდან გაქრა 22 მაისს (ჯერ კიდევ საგანგენო მდგომარეობის პირობებში) გადაღებული ფოტო, სადაც 18 ადამიანია (მათ შორის პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე) პირბადის, დისტანცირების გარეშე და არც რამე გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული ათ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კანონით ისჯებოდა ათ ადამიანზე მეტის შეკრება და ეს შეზღუდვა ისევ ძალაშია, რადგან, როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, წელს ათ ადამიანზე გათვლილი ქორწილის გამართვა შეგვეძლება მხოლოდ.
01.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 01.06.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
COVID-19-ის ეფექტური სპეციფიკური მკურნალობა ჯერ-ჯერობით არ არსებობს, და ისევე, როგორც გრიპის შემთხვევაში, ძნელია იმის თქმა, თუ როდის ან, საერთოდ, შესაძლებელი იქნება თუ არა ეს ოდესმე. ამიტომ, მიმდინარეობს სხვადასხვა, უკვე არსებული, სხვა დაავადებებისთვის შექმნილი წამლების გამოცდა-დაკვირვება და, ხან რომელს ენიჭება უპირატესობა და ხან - რომელს. დღეს რომ თითქოს შედეგიანია, ცოტა ხანში ასეთ სამკურნალო საშუალებაზე, საერთოდ, უარს ამბობენ.
01.06.2020
მედია საშუალებები: კვირის პალიტრა
Link: 01.06.2020 - კვირის პალიტრა
"2008 წლის ომის შემდგომ მოსკოვი ქართულ სივრცეში ასეთი თავხედურად აქტიური არასდროს ყოფილა" 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ "საფრთხეებზე" მუქარის შემცველი წერილი გამოგზავნა და მოითხოვა, "ორმხრივ ფორმატში შეისწავლოს ლუგარის ლაბორატორიის ყველა კუთხე-კუნჭული და შესაძლოა ცენტრში ბიოლოგიური იარაღის ნაკვალევიც "აღმოაჩინოს..." თავად რუსმა მეცნიერებმაც კარგად იციან, რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში, მაგრამ "საიდუმლოსთვის ფარდის ახდას" ვერავინ ბედავს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრში არაერთ მათგანს უმუშავია.
01.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 01.06.2020 - ალია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ „იმედის დღის“ ეთერში ამბობს: „კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, თუმცა პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად.
01.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 01.06.2020 - ალია
ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “ამათ თუ ერთი სიტყვა დავუჯერო – კონდიციონერსაც ჩავრთავ და ყველგანაც ვივლი. იმნაძეს წამლების ფულს რომ არ ვახდევინებ ახლა, მადლობა თქვას.” შეგახსენებთ, დღეს პაატა იმნაძემ თქვა, რომ საყოფაცხოვრებო კონდიციონერი სახიფათოა.
01.06.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 01.06.2020 - მესინჯერი
საქართველოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს. მაჩვენებელმა 783-ს მიაღწია. ამირან გამყრელიძის თქმით, 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ეს პანიკის საფუძველს არ გვაძლევს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველოს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ 2021 წელი იყოს ეკონომიკური ზრდის წელი.
01.06.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 01.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
სომხეთის პრემიერ - მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდვითარებასთან გასამკლავებლად საქართველოს სამედიცინო დახმარებას არ სთხოვს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 28 მაისს განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში და შესაბამისი წერილობითი თხოვნის მიღებისას, საქართველო მზადაა, რომ სომხეთს დაეხმაროს მედიკამენტებითა და სომხეთიდან ინფიცირებული პაციენტების მიღებითაც.
რადიო
01.06.2020
მედია საშუალებები: რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
Link: 01.06.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 794 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 624. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 11 ახალი ინფიცირებულიდან 8 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, 3 კი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. დღეიდან საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მაღაზია. დღეიდან ღია სივრცის მქონე რესტორნებიც გაისნა. რესტორნებში 1 მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტის განთავსება არ შეიძლება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით ობიექტებს გარკვეული პირობების დაცვა მოუწევთ. დღეიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისებმა მუშაობა ეტაპობრივად განაახლეს. მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.