• გუშინ, საქართველოს ეკლესიის სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (საკუთარი დანაყოფებით) ანტიეროვნული, ანტიეკლესიური ძალაა, რომლის ერთადერთი მიზანი საერო და სასულიერო ინსტიტუტებზე მიტანილი იერიშებით - სახელმწიფოს საფუძვლების შერყევაა.
• 20-21 ივნისს „ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა დანაყოფებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს, გუშინ კი მთელმა ქვეყანამ იხილა, თუ როგორ ჩაიშალა მათი მცდელობა - გაეხლიჩათ ეკლესია და პატრიარქის დისკრედიტაციის გზით, ამჯერად - "საეკლესიო გადატრიალება" მოეწყოთ.
• ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალა, რომელსაც ხელოვნური კრიზისებისა და გადატრიალებების გარეშე არსებობა არ შეუძლია! „ნაციონალური მოძრაობა“ ბრალს ეკლესიას და ხელისუფლებას სდებს პრო-რუსულობაში, რეალურად კი საკუთარი ხელით აკეთებს მტრის საქმეს, ცდილობს შეარყიოს ქართულ სახელმწიფოებრიობა და ეკლესია, ჩამოშალოს საერო და სასულიერო ხელისუფლება.
• ამაში ყველა მარტივად დარწმუნდება, თუკი გავიხსენებთ, საიდან და როგორ დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ვინ არიან ამ ბრძოლაში მთავარი აქტორები:
• მიხეილ სააკაშვილი - რომელიც, დაგეგმილი საეკლესიო გადატრიალების წინ, თავის დაზღვევის მიზნით, სავარაუდოდ წინასწარ გარიგებით მეორე ჯგუფთან, ვითომ ქადაგად იქცა და მტკიცება დაგვიწყო, თითქოს დიდი მორწმუნეა, რეალურად კი, ყველას გვახსოვს, თუ როგორ დასცინოდა წმინდანებს, ვარდებოდა ეკლესიებში და ა.შ.
• გიგა ბოკერია და მისი ფრთა - ყოფილი „თავისუფლების ინსტიტუტი“, ჯგუფი, რომელიც წლებია იბრძვის ეკლესიის წინააღმდეგ; გიგი უგულავა, პატრიარქის კრიტიკოსი ბექა მინდიაშვილი და ღვთისმშობლის მგმობი - გიორგი გაბუნია. (თავის დროზე სამივენი კლასელები იყვნენ)
• მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მოჩვენებითი გაყოფა, ერთი მხრივ ვითომდა კონსერვატორ მორწმუნედ, მეორე მხრივ კი ლიბერალად, საეკლესიო გადატრიალების გეგმის ნაწილი იყო.
• შემსრულებელი პეტრე ცაავა - ახალაიების კარის მოძღვარი და „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტი იყო წმინდა სინოდში.
• ხელწერა ერთია, ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლებას პრორუსულობის გამოგონილი ბრალდებით ებრძვის! ისინი ამბობენ, რომ ებრძვიან „პრორუს პატრიარქს და პრორუს „ქართულ ოცნებას“.
• მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღება ვერ შეძლო, მათი მორიგი დარტყმის ობიექტად საქართველოს ეკლესია იქცა, თუმცა, ამ შემთხვევაში, პრორუსულობას, კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული, კიდევ ერთი, გაუგონარი ბრალდება დაემატა.
• ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კარგად დაგეგმილი სპეც-ოპერაცია საქართველოსა და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც სინოდის მოულოდნელი სხდომის გამო დაგეგმილზე ადრე დაიწყო და შესაბამისად, კრახიც განიცადა - ნასვამი იაკობის ექსცესმა სინოდის სხდომის გამართვა დააჩქარა, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არ იყო... საბოლოო ჯამში, დედა-ეკლესიიდან პატრიარქის განდევნის ნაცვლად, მათი აგენტი განდევნეს წმინდა სინოდიდან.
• ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთამ თავი ვეღარ დამალა - მათ შეთითხნილი სიბინძურეებით და კონტროლირებადი მედიით, ფონის მომზადება ვერ მოასწრეს. პეტრე ცაავას, წინასწარ წარმოებული ბინძური პიარის გარეშე მოუწია იმ გამოგონილი და წარმოუდგენელი სიბინძურეების თქმა, რაც თქვა, საქართველოს წინაშე უდიდესი ღვაწლის მქონე პატრიარქზე. ამ ვითარებაში “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი ვეღარ დამალა, ისინი გამოდგნენ ეთერებში საკუთარი აგენტის დასაცავად და მოახდინეს თვითლუსტრაცია, დაიწყეს მათივე მიერ შეთითხნილი ამ უბინძურესი ბრალდებების მხარდაჭერა და გამართლება, ზოგმა შეფარვით, ზოგმა კი სრულიად ღიად.
• საბოლოო ჯამში, ეს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური ძალების შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რა თქმა უნდა, კრახით დასრულდა.
ეს მტრული ძალა მარცხდება როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლებასთან ბრძოლაში, რადგან ვინც უპირისპირდება სიმართლეს, უპირისპირდება ქართველ ხალხს, საქართველოს ისტორიას და მომავალს, ის განწირულია მარცხისთვის.