| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | წინადადებები იზოლაციასთან დაკავშირებით |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge> |
| Received On : | 25.02.2020 15:23 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიგნით გავიარეთ დამატებით რიგი საკითხები კორონავირუსული ინფექციის
შეკავებისა და პანდემიური მზადყოფნის მიზნით. გამოიკვეთა რამოდენიმე საკითხი, რომლებიც საჭიროებენ დამატებით განხილვასა და გადაწყვეტილებებს სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად.
წარმოგიდგენთ ჩვენს პოზიციას ჩინეთიდან, ირანიდან და იტალიიდან შემომსვლელთა კარანტინისა და იზოლაციის საკითხზე.
ჩინეთიდან შემომსვლელი მოქალაქეები:
¾
ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელ კომპანიას ხელშეკრულებით განესაზღვროს მათ მიერ დაქირავებული პერსონალის იზოლაცია საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში;
იზოლაციის წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს ამავე კომპანიას; პერიოდული მონიტორინგი გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების მიერ.
¾
ჩინეთიდან შემომსვლელი ყველა სხავ ოქალაქე, მიუხედავად საქმიანობის ტიპისა (მცირე მეწარმე, ტურისტი ან სხვა) მოთავსდეს წინასწარ განსაზღვრულ საკარანტინო ზონაში 14 დღის განმავლობაში.
განთავსების ხარჯები გაღებულ იქნას თავად კარანტინში განთავსებული მოქალაქის მხრიდან; ამ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საკარანტინო ზონა.
¾
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან წინასწარ გავრცელდეს აღნიშნული ინფორმაცია შესაბამისი წყაროების საშუალებით;
¾
დაწესდეს დროებითი სავიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეთათვის;
ირანიდან შემომსვლელ მოქალაქეებზე გავრცელდეს ზემოაღნიშნული იგივე ქმედებები.
გადამზიდი სატვირთოების მძღოლებისათვის გამონაკლისის სახით დაწესდეს შემდეგი კონტროლის ზომები:
¾
შემოსასვლელ პუნქტებზე მათი სრული ინფორმირება; გადაადგილების მარშრუტის დადგენა;
¾
იმ პუნქტების იდენტიფიკაცია სადაც მოხდება მათი გაჩერება ღამისთევის მიზნით; ამ პუნქტებზე უნდა დამყარდეს ზედამხედველობა შსს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების მიერ.
¾
შესაბამისი უწყებების მიერ მეზობელ ქვეყნებთან შეთანხმებით, რისკის შემცირების მიზნით რეგიონული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
რაც შეეხება იტალიას, იტალიიდან შემოსული ყველა მოქალაქე 14 დღის განმავლობაში განთავსდეს თვით დაფინანსებად კარანტინში.
იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელია იტალიიდან ჩამომსვლელთა ქალაქების იდენტიფიცირება, კარანტინში განთავსდებიან მხოლოდ ის მოქალაქეები რომლებიც მოემგზავრებიან
SARS-CoV-2-ის გავრცელების არეალიდან.
აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ საჭიროდ მივიჩნევთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმების გადამზადებას, რათა მოხდეს შემთხვევების სწორი და დროული მართვა (შემთხვევის
სწორი განსაზღვრა, ანამნეზის სწორი შეკრება, დროული გადამისამართება და პაციენტის ტრანსპორტირება);
ჩვენი მხრიდან მზად ვართ ეპიდემიოლოგიური კუთხით მოვახდინოთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმთა გადამზადება კლინიცისტებთან ერთად.
შენიშვნა: კარანტინისა და თვითიზოლაციის თვითდაფინანსება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ინფექციის შეკავების ფაზაში (ამჟამინდელი). ეპიდემიის ფართო გავრცელებისა
და პანდემიის დროს ეს პასუხისმგებლობები უნდა გადავიდეს სახელმწიფოზე.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge