From : Zaza Ujmajuridze <zu@regionsjaelland.dk>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : წერილი დანიიდან
Received On : 09.11.2019 08:27

მოგესალმებით, ქ-ნო ეკა, 


მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ საკუთარი თავი: 


მე გახლავართ ზაზა უჯმაჯურიძე, ონკოლოგი დანიიდან. ბოლო 30 წელია უკვე ევროპაში ვარ და ოცი წელია დანიაში ვმოღვაწეობ. ვარ ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი კლინიკურ ონკოლოგიასა და სხივურ თერაპიაში კოპენჰაგენის მთავარი საუნივერსიტეტო კლინიკაში დიდი სტაჟით. ასევე ვარ ასოცირებული დანიის პროტონული თერაპიის ცენტრთან. ვარ ასოცირებული პროფესორი და რეზიდენტურის პროგრამის უფროსი დანიაში.


პრაღაში ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, თორემ იქ შეგხვდებოდით. 


ამავდროულად, ვარ ევექსში ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. ვმუშაობ ძირითადად დისტანციურად და გამოვზარდე ბევრი კარგი ონკოლოგი და სხივური თერაპევტი ქუთაისში, ასევე ვარ ონკოლოგიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი ევექსში.


დიდი ხანია ვაკვირდები და უკვე საკმარისად ვიცნობ ქართული ონკოლოგიის ავ-კარგს. როგორც ვატყობ, ჩვენი აზრები ქართული მედიცინის განვითარების შესახებ, ბევრად ემთხვევა ერთმანეთს. 


მგონია, რომ საქართველოსთვის ბევრი კარგის გაკეთება შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ დანიაში ჩემ აზრს ფართოდ ითვალისწინებენ, საქართველოში ჯერ ევექსის გარდა არავის მოსვლია აზრად, გამოეყენებინა ჩემი ამდენწლიანი ევროპული ცოდნა და გამოცდილება. ეს გააკეთა მხოლოდ ევექსმა, რომელმაც თანამშრომლობის ყველა პირობა შემიქმნა, მაგრამ ძირითადად ეს თანამშრომლობა დისტანციურია ჩემი ძლიერი დაკავებულობის გამო.


​მე მაქვს ბევრი იდეა იმის თაობაზე, თუ რა აკლია ონკოლოგიას და რისი გაკეთება შეიძლება. მგონია, რომ ონკოლოგიას, უპირველეს ყოვლისა, აკლია ქვეყნის მასშტაბით გაერთიანება და აკლია ნამდვილი სპეციალისტები. ადგილობრივი სპეციალიასტები ევროპული დონის სპეციალისტებს ძალიან ჩამოუვარდებიან. 


თუ გექნებათ სურვილი, სიამოვნებით შეგხვდებით მომდევნო ვიზიტის დროს (სავარაუდოდ დეკემბერში) და გავისაუბროთ. 


პატივისცემით,

ზაზა უჯმაჯურიძე


Venlig hilsen

 

Zaza Ujmajuridze

Uddannelsesansvarlig Overlæge

 

Sjællands Universitetshospital

Næstved 

Onkologisk afdeling 

Rådmandsengen 5

4700 Næstved

 

Tlf.     +45 56 51 48 16 

Mobil  +45 27 51 53 58 

 

Personlig e-mail  zu@regionsjaelland.dk

[www.regionsjaelland.dk]www.regionsjaelland.dk