From : Koka Labartkava <newvector444@yahoo.com>
To :
Subject : შეხსენება: ა/ო "ახალი ვეტქორი" - TP REP-ის რეგიონალური კვლევითი პროექტი/მოსაწვევი
Received On : 18.10.2019 17:26
Attachments :

მოგესალმებით კოლეგებო,

გხთოვთ, დაადასტუროთ, რომ დაესწრებით მულტისტეიკჰოლდერების შეხვედრას , რომელიც გაიმართება 24 ოქტომბერს.

გვსურს გაცნობოთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი ვექტორი’’, TP REP-ის რეგიონალური კვლევითი პროექტის ფარგლებში გეგმავს პირველი მულტისტეიკჰოლდერების შეხვედრა.

როგორც სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი აქტორი, გვსურს მოგიწვიოთ Multi-stakeholder შეხვედრაზე, 2019 წლის 24 ოქრომბერს. ღონისძიებაზე „ახალი ვექტორი“ PAS ცენტრთან ერთად (Centre for Health Policy and Studies) წარადგენს პროექტს, მომზადებულ სამაგიდო კვლევას და მოწვეულ მხარეებს გააცნობს მათი ჩართულობის სპეციფიკას კვლევით პროცესში.

აღნიშნული ტიპის შეხვედრას გააჩნია ორი ძირითადი როლი, მაკოორდინირებელი და ვალიდაციური. მოწვეულ მხარეთა ჩართულობა კვლევას მისცემს კონკრეტულ მიმართულებას - ტუბერკულოზის სარისკო ჯგუფებს შორის საკვლევ კატეგორიათა პრიორიტიზების პროცესის სახით. პრიორიტიზების პროცესი დაეყრდნობა შეხვედრაზე წარდგენილ სამაგიდო კვლევისა და მოწვეულ ექსპერტთა გამოცდილებას.

ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესდებით აღწერილი კვლევის პროცესით და მიიღებთ მონაწილეობას შეხვედრაში და შეიტანთ საკუთარ წვლილს, ტუბერკულოზის საკითხებზე  ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროცესის სრულყოფილი წარმართის მიზნით.

პროექტის შესახებ:

დონორი:  Global Fund

პროგრამა : TB REP 2.0

კოორდინატორი ორგანიზაცია : PAS Center - Centre for Health Policy and Studies

პროექტი: “Advancing People Centered Quality TB Care – From the New Model of Care Towards Improving DR-TB Early Detection and Treatment Outcomes”

პროექტის შემსრულებელი: ახალი ვექტორი

პროექტის ვადები: აგვისტო, 2019 - მარტი, 2020

სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ შერჩეულ იქნა Global Fund ის მიერ დაფინანსებული  TB REP 2.0 პროგრამის ფარგლებში კვლევის კომპონენტის შესასრულებლად.  კვლევა ემსახურება საქართველოში ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამის მიერ პაციენტთა პოვნისა და მათი მკურნალობაში ჩართვის ბარიერების გამოვლენას. კონკრეტულად, (CRG – Community, Rights, Gender) კვლევა ფოკუსირდება პრობლემის სამართლებრივ, გენდერულ და გარემო პირობების ასპექტებზე.

დანდართულ დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ დღის წესრიგი და მოსაწვევი.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შეხვედრაზე.

დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 22 40 69

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის,

პატივისცემით,


Konstantine (Koka) Labartkava 

CBO "New Vector" 
Drug Users for Humane Drug Policy (GeNPUD) 


1, Margiani Str , 0186, Georgia
Tel.: +99532 2 18 12 21 / Mob.: +995 555 101 994
E-mail: newvector444@yahoo.com / Skype: koka_lab
http://www.genpud.ge/