შინაარსი:
გვაცნობებენ, რომ ქ.თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ზემო პლატო, თრიალეთის
ქ.N54-ში მდებარე შ.პ.ს. "სამთომაშველი"-ს კუთვნილი შენობის
ადმინისტრაციული ნაწილიდან იზოლირებულ მხარეს 1989 წლიდან ცხოვრობენ შ.პ.ს.
"სამთომაშველი"-ს ყოფილი თანამშრომლები (6 ოჯახი). რამოდენიმე თვის წინ
აღნიშნულ შენობაში შემოიჭრნენ დევნილები და სოციალურად დაუცველი
მოქალაქეები და დაიკავეს შ.პ.ს. "სამთომაშველი"-ს ადმინისტრაციის ოთახები.
შემოჭრილმა მოქალაქეებმა დააზიანეს ადმინისტრაციის კუთვნილი ინვენტარი,
გაანადგურეს ოთახებში არსებული დოკუმენტაცია, დაიტაცეს და გაყიდეს ავეჯი.
შემოჭრილი მოქალაქეები ახდენენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტერორს შენობაში
მცხოვრებ ოჯახებზე. მოგვმართავენ თხოვნით, დროული რეაგირება მოვახდინოთ
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო ცნობადს
გახდიან აღნიშნულ შემთხვევას.