From : gia grdzelidze <giagrdzelidze71@gmail.com>
To : etikaradze@moh.gov.ge; etikaradze@yahoo.ge; etikaradze@yahoo.com; etikaradze@yahoo.de
Subject : შეკითხვა დიდი ბოდიშის მოხდით
Received On : 19.02.2020 16:58

                   ქალბატონო ეკატერინე,

          პირველ რიგში მოგესალმებით და წინასწარ  ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ მხარს  ვუჭერთ ყველა იმ რეფორმას ჯანდაცვის სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტიდან საამისოდ   გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვასთან,  რაც პაციენტებს მიაწოდებს მაღალი სტანდარტის ხარიახიან მომსახურეობას.

       აქვე მოგახსენებთ, რომ შ.პ.ს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ (ს/ნ 412719651), რომელიც  მდებარეობს ქალაქ ქუთაისში  და  სამედიცინო  სეგმენტზე  საქმიანობის  განხორციელება  დაიწყო სულ რამოდენიმე თვეა, ორიენტირებულია მოიცვას ყველა სამედიცინო სერვისი, მაქსიმალურად  მაღალი  ხარისხით,  შესაბამისი  საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

      ამჯერად საქმე  ეხება, მწვავედ განვითარებული იშემიური ინსულტის თანამედროვე მკურნალობის მეთოდს, რაც დროული დიაგნოსტიკის გარდა, მკურნალობის  მხრივ  მოიცავს  ორ  მნიშვნელოვან  კომპონენტს:  თრომბოლიზისს და თრომბექტომია  -  თრომბექსტრაქციას. ეს ორი ნაწილი, ერთიმეორის გარეშე, სრული  მკურნალობისათვის  არ  განიხილება.  ინტერვენციული  სერვისის  ნაწილის დასავლეთის მოსახლეობისათვის, მაღალკვალიფიციური მიწოდების უზრუნველსაყოფად,  სპეციალურად  ბელორუსიიდან  მოვიწვიეთ  კონკრეტულად ამ დარგის  გამოცდილი  სპეციალისტი, რომელსაც   აქვს  საქართველოს კანონმდებლობიღ გათვალისწინებული დროებითი  სერთიფიკატი შესაბამის სპეციალობაში. რაც შეეხება თრომბოლიზისს, მედიკამენტით კლინიკის უზრუნველყოფა  დროებით  დავაყოვნეთ,  ვინაიდან  ეს  ჩარევის  კოდი პორტალზე დაფიქსირებული  არ გვქონია  და შესაბამისად  სეგმენტზე  მიმდინარე  ცვლილებების  გამო,  ვერ  ვახერხებს  ატვირთვას.  ამ და სხვა მრავალი სიახლის  კლინიკაში დანერგვის  კუთხით,  მათ შორის  სხვადასხვა ქვეყვებში სპეციალისტების მივლინებით, წინასწარ  მოვახდინეთ  კადრების გადამზადება, რათა სტაციონარში მოვიცვათ ეტაპობრივად ყველა ის სერვისები, რაც თანამედროვე მედიცინაში დანერგილია და გამოიყენება აქტიურად. გვაქვს სრული მზადყოფნა.

      ზემოაღნიშნული  გარემოებიდან  გამომდინარე,  უმორჩილესად  გთხოვთ თქვენს დაქვემდებარებაში  არსებულ  შესაბამის  სამსახურს   დაავალოთ, რომ მივიღოთ დირექტივები  ქვემოთ  ჩამოთვილი ჩვენი ინტერესის ფეროში შემავალ საკითხებზე, რომელიც  თავადაც  დამეთანხმებით, რომ პირდაპიპროპორციულად დაკავშირებულია  პაციენტების  ოპერატიულად  და ხარისხიანად მომსახურეობასთან თანამედროვე  სტანდარტებით:

         იმ  პირობებში,  თუ  მწვავედ  გავითრებული  იშემიური  ინსულტი  საჭიროებს  შესაბამის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ფიბრინოლიზისის  პროცესის  ჩატარებას  და ამ პროცედურის ჩატარებისათვის კლინიკას  გააჩნია  24  საათიანი სერვისის  უზრუნველყოფის  საშუალება, პროცედურის  ჩატარების  შემთხვევაში,  როგორ მოხდება დაფინანსების უზრუნველყოფა   სახელმწიფოს   მხრიდან,   რამე თუ  კლინიკას  ჩარევის კოდი პორტალზე  არ  აქვს  აკრებილი  მისი  სამედიცინო  სეგმენტზე  ახლად დაფიქსირების  გამო და კოდების  დამატება – ატვირთვა დროებით შეჩერებულია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აღმოვჩნდით არაკონკურენტულ პირობებში  იმ  კლინიკებთან,  რომლებსაც   შესაბამისი   მანიპულაცის  კოდები   ადრე  ჰქონდათ  პორტალზე  აკრებილი,  ხოლო  ახალი  კლინიკა  ამ   ეტაპზე  მოკლებულია  ამ  შესაძლებლობას,  მიუხედავად  იმისა,  რომ  კლინიკა  პროცედურის  განსახორციელებლად სრულ  მზადყოფნაშია. თავადაც  დამეთანხმებით, რომ  თუ კლინიკას აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს მაღალი ხარისხით  მაღალტექნოლოგიური  სერვისი - ტრომბექტომია  და  ტრომბექსტრაქცია  იშემიური  ინსულტის  დროს,  მინიმ უხერხულია  ვერ ასრულებდეს  ფიბრინოლიზისს, ზემოხსენებული  მიზეზების გამო.  ფიბრინოლიზისის  მედიკამენტისიძვირის  შესახებ  ინფორმაცია  ყველასათვის ცნობილია და ამ მხრივაც კლინიკა მზადყოფნაშია.

      დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს თხოვნას არ დატოვებთ უყურადღებოთ და შესაბამისი  სამსახურიდან  მოგვეცემა  დირექტივა  სერვისის  ამოქმედების თაობაზე კონკრეტული ალგორითმებით, რაზეც  წინასწარ  გიხდით მადლობას.

 

P.S. ძალიან გთხოვთ, რომ ელ. ფოსტაზე ამ წერილის გამოგზავნა არ ჩამითვალოთ თავხედობად ან რაიმე უპირატესობად. მერწმუნეთ, რომ საკითხის გარკვევა თქვენი შეწუხების გარეშე, რომ მოგვარებულიყო, თუნდაც სიტყვიერი პასუხის საფუძველზე, არ შეგაწუხებდით. თქვენს გარეშე გადაწყვეტილებას ვერავინ იღებს. ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ რამდენ კლინიკას შეკითხვა ექნება ყველამ თქვენ, რომ მოგწეროთ მინიმუმ ეს დაუშვებელია, მაგრამ მერწმუნეთ სხვა გამოსავალი არ იყო. დარწმუნებული ვარ თქვენი პრინციპული ხასიათებიდან გამომდინარე, თქვენც ცდიდით ყველა გზას ინტერესის სფეროში შემავალ საკითხზე პასუხის მისაღებად. ასჯერ ბოდიში.

 

              ბოდიშის მოხდითა და

                   პატივისცემით,

 

                დირექტორი

             გია გრძელიძე