From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
Subject : ყოველკვირეული ინფორმაცია სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით
Received On : 31.03.2020 08:23

მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 23.03.20 – 27.03.20 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით

 

ჯამური სურათი: სულ - 9;  მათ შორის:

1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 0;

2. სოციალური მომსახურების სააგენტო - 0;  მათ შორის: 

-სოციალური კატეგორია -  0;

-შვილად აყვანასთან, მშობლის უფლების განხორციელებასთან, შვილთან ურთიერთობის წესთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული საქმეები - 0;

- ქმედუუნაროდ აღიარებასთან/მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საქმეები - 0;

3. სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 0;

4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 4; მათ შორის:

- მაღალი რისკი -0;

-ნებართვა/ლიცენზია -0;

-საექიმო საქმიანობა - 2;

-წამალი - 2;

5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-5;

6. სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი0;

7. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 0;

8. სსიპ –  დასაქმების  ხელშეწყობის  სახელმწიფო სააგენტო - 0;

 

 

1.  სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო:

1.1. მოსარჩელე: მაია მამისაიშვილი,  გიორგი კავთელაძე

მოპასუხე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო; რეგულირების სააგენტო

დავის საგანი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 04 მაისის პროფესიული განვითარების საბჭოს N4 გადაწყვეტილების - ექიმ გიორგი კავთელაძის (სპეციალობა ,,ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“)  სერთიფიკატის გაუქმების ბათილად ცნობა; ექიმ მაია მამისეიშვილი (სპეციალობა ,,ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“)  სერთიფიკატის გაუქმების ბათილად ცნობა;

მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი არ დაკმაყოფილდა

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 23.03.20წ

 

1.2.მოსარჩელე: ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე 

მოპასუხე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო; რეგულირების სააგენტო

დავის საგანი -  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 04 მაისის პროფესიული განვითარების საბჭოს N4 გადაწყვეტილების ნაწილობრივ - შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმის, ხათუნა გელაშვილის (სერტ.: „საოჯახო მედიცინა“)  2 თვის ვადით შეჩერების ბათილად ცნობა.

მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 04 მაისის პროფესიული განვითარების საბჭოს N4 გადაწყვეტილება ექიმ ხათუნა გელაშვილის ნაწილში და საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 23.03.20წ

 

1.3. შპს ,,გივი ბრეგვაძე და კომპანია“

დავის საგანი:  ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

განმხილველი სასამართლო: გურჯაანის რაიონული სასამართლო

პროცესის გამართვის თარიღი: 25.03.20წ

 

1.4. შპს ,,პულსი“

დავის საგანი:  ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

განმხილველი სასამართლო: გურჯაანის რაიონული სასამართლო

პროცესის გამართვის თარიღი: 25.03.20წ

 

2. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

2.1. მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ნ.გ.

მოპასუხე: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება

მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოში შესაგებელი გაიგზავნა 26.03.2020 წელს.

განმხილველი სასამართლო: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

 

2.2. მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი შ.ჭ.

მოპასუხე: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება

მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოში შესაგებელი გაიგზავნა 26.03.2020 წელს.

განმხილველი სასამართლო: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

 

2.3. მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მ.ღ.

მოპასუხე: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება

მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოში შესაგებელი გაიგზავნა 16.03.2020 წელს.

განმხილველი სასამართლო: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი გადაიდო და ჯერჯერობით უცნობია მისი ჩატარების თარიღი

 

2.4. მოსარჩელე: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებისკრიზისული ცენტრის ბენეფიციარის მამა: გ.ა.

მოპასუხე: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი : ა.ა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

დავის საგანი: 2020 წლის 19 მარტს, გამოცემული შემაკავებელი ორდერის N  027952 ბათილად ცნობა, სადაც ბენეფიციარი აღიარებულია მსხვერპლად, მამის (გ.ა.) მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. შემაკავებელი ორდერი გაასაჩივრა მოძალადემ.

მდგომარეობა/შედეგი: მოსარჩელის მიერ დამატებითი მტკიცებულებებისა და წარმომადგენლის აყვანის მიზნით გადაიდო 2020 წლის 2 აპრილს, 15:00 საათზე.

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 2020 წლის 27 მარტი, 15:00 საათი

 

2.5. მოსარჩელე: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი– თ.ჩ.

მოპასუხე: ბენეფიციარის მეუღლე– გ.ჭ.

დავის საგანი: მხარეთა არასრულწლოვანი შვილის-დ. ჭ.ს სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის დაკისრება. 2. არასრულწოვანი შვილის  საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა - დედის საცხოვრებელი ადგილით.

მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2020 წლის 26 მარტს.

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი  ჯერ არ ჩანიშნულა




პატივისცემით, 
ნათია ხმალაძე