| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ყოველკვირეული ინფორმაცია სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით |
| Received On : | 13.04.2020 09:41 |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
წარმოგიდგენთ ინფორმაციას 06.04.20 – 10.04.20 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით:
ჯამური სურათი: სულ - 15; მათ შორის:
1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 0
2. სოციალური მომსახურების სააგენტო - 0
3. სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 0
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 9; მათ შორის:
- მაღალი რისკი - 0;
-ნებართვა/ლიცენზია -3;
-საექიმო საქმიანობა - 1;
-წამალი - 5
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-6
6. სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ – 0
7. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 0
8. სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - 0
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო:
4.1. სს ,,გეფა“
დავის საგანი: დავის საგანი - ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე რეალიზაციის შეჩერებით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით
განმხილველი სასამართლო: მცხეთის რაიონული სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 06.04.20წ
4.2. შპს ,,ლაივმედი“
დავის საგანი: სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 07.04.20წ
4.3. სს ,,ევექსის ჰოსპიტლები“
დავის საგანი: სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 08.04.20წ
4.4. სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“
დავის საგანი: სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.20წ
4.5. შპს ,,ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი“
დავის საგანი: საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.20წ
4.6. შპს ,,Smartfarma”
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.20წ
4.7. შპს ,,მიმი ფარმა“
დავის საგანი: საქმიანობა ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით; ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.20წ
4.8. შპს ,,პრაიმფარმ+“
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე რეალიზაციის შეჩერებით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.20წ
4.9. შპს ,,პულსი“
დავის საგანი: საქმიანობა ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით; ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან/და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 10.04.20წ
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო:
5.1. მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი - თ.გ.
მოპასუხე: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება
მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოში შესაგებელი გაიგზავნა 10.04.2020 წელს.
განმხილველი სასამართლო: სამტრედიის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესის ჯერ არ ჩანიშნულა
5.2. მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი - მ.ქ.
მოპასუხე: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება
მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოში შესაგებელი გაიგზავნა 10.04.2020 წელს
განმხილველი სასამართლო: ქუთაისის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა
5.3. მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი - ი.ბ.
მოპასუხე: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება
მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოში შესაგებელი გაიგზავნა 10.04.2020 წელს.
განმხილველი სასამართლო: რუსთავის საქალაქო სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა
5.4. აპელანტი: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის ყოფილი მეუღლე - ნ.ლ.
მოპასუხე: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი - ტ.გ.
დავის საგანი: 2020 წლის 20 მარტის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება (აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა 2020 წლის 13 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N 026545)
მდგომარეობა/შედეგი: მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 2020 წლის 7 აპრილი, 10:30 საათი
5.5. აპელანტი თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის - ა.ა. -ს მამა - გ.ა.
მოპასუხე: ბენეფიციარი – ა.ა.
დავის საგანი: 2020 წლის 19 მარტს, გამოცემული შემაკავებელი ორდერის N027952 ბათილად ცნობა, სადაც ბენეფიციარი აღიარებულია მსხვერპლად, მამის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე
მდგომარეობა/შედეგი: მხარეთა შერიგების გამო, გაუქმდა 2020 წლის 19 მარტს, გამოცემული შემაკავებელი ორდერი N 027952
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 08.04.2020 12:00 სთ.
5.6. მოსარჩელე: ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) ბენეფიციარი - ლ.ბ.
მოპასუხე: ბენეფიციარი - ლ.ბ. - ს მეუღლე - მ.ვ.
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოს მოთხოვნა წარედგინა 6 აპრილს
განმხილველი სასამართლო: ბათუმის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: სხდომა ჩაინიშნა 16 აპრილს 14:00 საათზე
პატივისცემით,
ნათია