| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ყოველკვირეული ინფორმაცია სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით |
| Received On : | 22.04.2020 13:09 |
მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 13.04.20 – 17.04.20 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით
ჯამური სურათი: სულ - 5; მათ შორის:
1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 0
2. სოციალური მომსახურების სააგენტო - 0
3. სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 0
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 3; მათ შორის:
- მაღალი რისკი - 0;
-ნებართვა/ლიცენზია -2;
-საექიმო საქმიანობა - 1;
-წამალი - 0
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-2
6. სსიპ - ,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი – 0
7. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 0
8. სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - 0
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო:
4.1. შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“
დავის საგანი: სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა
განმხილველი სასამართლო: ამბროლაურის რაიონული სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 14.04.20წ
4.2. შპს ,,კინვალ ჯორჯია“
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე რეალიზაციის შეჩერებით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 5.04.20წ
4.3. აპელანტი (მოპასუხე): სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,ევექსის ჰოსპიტლები“
დავის საგანი: რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის N02/24768 გადაწყვეტილების და 2019 წლის 14 მარტის Nკ/რ-176-58 რევიზიის აქტის ბათილად ცნობა (ყოფილი იაშვილი). საჯარიმო თანხა - 2328 ლარი
მდგომარეობა/შედეგი: აპელაცია დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს ,,ევექსის ჰოსპიტლების“ სარჩელი
განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
პროცესის გამართვის თარიღი: 15.04.20წ
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო:
5.1. მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი - ც.უ.
მოპასუხე: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა,
განაცდური ხელფასის ანაზღაურება
მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოში შესაგებელი გაიგზავნა 13.04.2020 წელს
განმხილველი სასამართლო: ოზურგეთის რაიონული სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესის ჯერ არ ჩანიშნულა
5.2. მოსარჩელე: ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) ბენეფიციარი - ლ.ბ.
მოპასუხე: ბენეფიციარის მეუღლე - მ.ვ.
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
მდგომარეობა/შედეგი: მოთხოვნა დაკმაყოფილდა
განმხილველი სასამართლო: ბათუმის საქალაქო სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 16.04.2020 14:00 სთ.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე