From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
Subject : ყოველკვირეული ინფორმაცია სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით
Received On : 04.05.2020 08:15

მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 27.04.20 – 01.05.20 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით

 

ჯამური სურათი: სულ - 3;  მათ შორის:

1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 0

2. სოციალური მომსახურების სააგენტო - 0

3. სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 0

4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 2; მათ შორის:

- მაღალი რისკი - 0;

- ნებართვა/ლიცენზია -0;

- საექიმო საქმიანობა - 1;

- წამალი - 1

5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-1

6. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი0

7. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 0

8. სსიპ –  დასაქმების  ხელშეწყობის  სახელმწიფო სააგენტო - 0

 

 

4.  სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო:

 

4.1. ედუარდ არუთინოვი 

დავის საგანი: საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 29.04.20წ

 

4.2. მოსარჩელე: სს ,,ევექსის ჰოსპიტლები“

მოპასუხე: სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

დავის საგანი: სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 25 ოქტომბრის N39/10 რევიზიის აქტის (რითაც მოსარჩელეს დაეკისრა 975 ლარის გადახდა) და 2019 წლის 25 ოქტომბრის N02/55916 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 25 ოქტომბრის N39/10 რევიზიის აქტი (რითაც მოსარჩელეს დაეკისრა 975 ლარის გადახდა) და 2019 წლის 25 ოქტომბრის N02/55916 გადაწყვეტილება. ამასთან, მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 29.04.20წ

 

 

5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო:

 

5.1.აპელანტი: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის მშობლები: რ.ა. და მ.დ.

მოპასუხე: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი: თ.ა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

დავის საგანი: 2020 წლის 06 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების (დამცავი ორდერი) გაუქმება

მდგომარეობა/შედეგი: აპელანტების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა

განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 2020 წლის 29 აპრილი, 15:30 საათი



პატივისცემით,
ნათია ხმალაძე


Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge