From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
Subject : ყოველკვირეული ინფორმაცია სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით
Received On : 10.06.2020 05:24

მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო, 

წარმოგიდგენთ ინფორმაციას 01.06.20 – 05.06.20 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით

 

ჯამური სურათი: სულ - 25;  მათ შორის:

1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 0

2. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო - 2

-სოციალური კატეგორია - 2;

-შვილად აყვანასთან, მშობლის უფლების განხორციელებასთან, შვილთან ურთიერთობის წესთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული საქმეები - 0;

- ქმედუუნაროდ აღიარებასთან/მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საქმეები - 0

3. სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 0

4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 16; მათ შორის:

- მაღალი რისკი -1;

-ნებართვა/ლიცენზია -2;

-საექიმო საქმიანობა - 1;

-წამალი - 12;

5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-4

6. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი2

7. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 1

8. სსიპ –  დასაქმების  ხელშეწყობის  სახელმწიფო სააგენტო - 0

 

 

2. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო

1.მოსარჩელე / განმცხადებელი:  სს "კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და

კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი"

მოპასუხე:   სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სამედიცინო

მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო

პროცესის გამართვის თარიღი: 2020 წლის 03 ივნისი

 

2.2. მოსარჩელე / განმცხადებელი: სს „ევექსის ჰოსპიტლები“

მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და

სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

მდგომარეობა/შედეგი: პროცესი გადაიდო სხვა დროისთვის

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო

პროცესის გამართვის თარიღი: 2020 წლის 01 ივნისი

 

 

4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

4.1. შპს ,,ფარმა +“

დავის საგანი: ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა – ჩადენილი განმეორებით, –გამოიწვევს დაჯარიმებას 12000 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 12 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 01.06.20წ

 

4.2. ინდ. მეწარმე ,,ნათია ყაზარაშვილი“ 

დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 02.06.20წ

 

4.3. შპს ,,მიკო“

დავის საგანი:  ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოცხადა სიტყვიერი შენიშვნა

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 02.06.20წ

 

4.4. შპს ,,ადიდა“

დავის საგანი: ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 02.06.20წ

 

4.5. შპს ,,ედელვაისი“

დავის საგანი: ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარით

განმხილველი სასამართლო: ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 02.06.20წ

 

4.6. სს ,,ევექსის კლინიკები“

დავის საგანი: ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ  დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარით

განმხილველი სასამართლო: ქედის მაგისტრატი სასამართლო

პროცესის გამართვის თარიღი: 02.06.20წ

 

4.7. ინდ. მეწარმე ,,კობა ჩუთლაშვილი”

დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან/და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 03.06.20წ

 

4.8. შპს ,,მედი ქლაბ ჯორჯია“

დავის საგანი: ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან/და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. (ამასთან 37(5)-1 მუხლში შეწყდა წარმოება)

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 06.03.20წ

 

4.9. შპს ,,აფექსი“

დავის საგანი: ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 03.06.20წ

 

4.10. შპს ,,გიორგი V“

დავის საგანი: ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 03.06.20წ

 

4.11. მანანა მოწონელიძე

დავის საგანი: მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 03.06.20წ

 

4.12. შპს ,,ბაიები“

დავის საგანი: სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 300 ლარით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 03.06.20წ

 

4.13. შპს ,,ალექსანდრე ალადაშვილის სახ. კლინიკა“

დავის საგანი: ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ  დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 04.06.20წ

 

4.14. შპს ,,ფარნეტი“

დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 04.06.20წ

 

4.15. შპს ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ 

დავის საგანი: ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 05.06.20წ

 

4.16. შპს ,,Arsmedicali

დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესების დარღვევა (როგორც რეკლამის დამკვეთის, ისე რეკლამის განმახორციელებელი პირის მიმართ) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით

მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარით

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი: 05.06.20წ

 

5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

5.1. მოსარჩელე: გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) ბენეფიციარი - თ.მ

მოპასუხე: ბენეფიციარის პარტნიორი - გ.ბ.

დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა

მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი დაკმაყოფილდა

განმხილველი სასამართლო: გორის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)

პროცესის გამართვის თარიღი:  01.06.2020

 

5.2. მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი - მ.ღ.

მოპასუხე: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება

მდგომარეობა/შედეგი: მოსარჩელემ გამოიხმო სარჩელი, 08.05.2020 წლის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი

განმხილველი სასამართლო: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

შენიშვნა: განჩინების შესახებ სააგენტოს იურისტისთვის ცნობილი გახდა 01.06.2020 წელს

 

5.3.მოსარჩელე: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი/დაზარალებული - ა.ყ.

მოპასუხე: ამჟამად პატიმრობაში მყოფი პირები: ვ.ო., მ. მ., გ. მ. და ტ. ჰ.

დავის საგანი: დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით

მდგომარეობა/შედეგი: წინასასამართლო სხდომაზე, განიხილებოდა მტკიცებულებათა დასაშვებობისა და აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის, გირაოთი შეცვლის საკითხი. მოსამართლის მიერ, მტკიცებულებების ნაწილში, დაკმაყოფილებული იქნა ბრალდების მხარის ყველა წარდგენილი მტკიცებულება და ნაწილობრივ დაკმაყოფილებული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები. ამასთანავე, ბრალდებულების მიმართ, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, დარჩა უცვლელი. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე, განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მათი შერჩევის სხდომა, დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასმართლოში, 2020 წლის 12 ივნისს

განმხილველი სასამართლო: ბოლნისის რაიონული სასამართლო (სისხლი)

პროცესის გამართვის თარიღი:  01.06.2020 (დისტანციური)

 

5.4.მოსარჩელე: თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების  (თავშესაფარი) ბენეფიციარი - მ.მ

მოპასუხე: ბენეფიციარის ყოფილი მეუღლე - ნ.ფ

დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა

მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოს სარჩელი წარედგინა 04.06.2020 წელს

განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

 

6. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

6.1. სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი‘‘ შალვა და რუსუდან ბაჩიაშვილების წინააღმდეგ

კასატორი: სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“

მოწინააღმდეგე მხარე: შალვა და რუსუდან ბაჩიაშვილები

დავის საგანი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

მდგომარეობა/შედეგი: 2017 წლის 21 მარტს, თელავის რაიონულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. კერძოდ, რუსუდან და ომარ ბაჩიაშვილების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რითაც ცენტრს დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა. 2017 წლის 08 აგვისტოს, ცენტრმა სააპელაციო საჩივარი ჩააბარა საქართველოს ფოსტას. თავის მხრივ, ომარ და რუსუდან ბაჩიაშვილებმაც თავიანთ ნაწილში გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება და ითხოვდნენ, როგორც მატერიალური ზიანის 15 000 ლარის, ისე მორალური ზიანის 5000 ლარის ცენტრისთვის დაკისრებას. 2019 წლის 10 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა სხდომა (საქმე N 2ბ/5766-17), სადაც აპელანტს და მოპასუხეს წარმოადგენენ ერთი მხრივ, სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ და მეორე მხრივ, რუსუდან ბაჩიაშვილი. აღნიშნულ სხდომაზე რუსუდან ბაჩიაშვილის წარმომადგენელს ეთხოვა წარმოედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი 7 დღის ვადაში (ომარ ბაჩიაშვილის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი შვილი შალვა ბაჩიაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განჩინება). 2019 წლის 27 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა სხდომა, რომელიც გადაიდო და შემდეგი სხდომა ჩაინიშნა 2019 წლის 28 ოქტომბერს. 2019 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა სხდომა და ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რუსუდან ბაჩიაშვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ცენტრს დაევალა მატერიალური ზიანის 10 000 ლარის, ხოლო მორალური ზიანის 5000 ლარის ანაზღაურება. 2019 წლის 16 დეკემბერს ცენტრმა თბილისის სააპელაციო  სასამართლოში წარადგინა საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ცენტრის საკასაციო საჩივარი

საქმის განმხილველი სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო

სტატუსი: კანონიერ ძალაში შესული.

 

6.2. სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ ლია მარქარაშვილის წინააღმდეგ

კასატორი: სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“

მოწინააღმდეგე მხარე: ლია მარქარაშვილი

დავის საგანი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

მდგომარეობა/შედეგი: 2016 წლის 25 ნოემბერს, ცენტრში შემოვიდა ლია მარქარაშვილის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლია მარქარაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2019 წლის 3 იანვარს სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში“ შემოვიდა ლია მარქარაშვილის სააპელაციო საჩივარი, რაზედაც ცენტრმა კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგინა სააპელაციო შესაგებელი. 2019 წლის 20 მარტს ჩატარდა სასამართლო სხდომა და შემდეგი სხდომა ჩაინიშნა 2019 წლის 15 მაისს. 2019 წლის 15 მაისს ჩატარდა სასამართლო სხდომა და შემდეგი სხდომა ჩაინიშნა 2019 წლის 24 ივნისს. 2019 წლის 24 ივნისს ჩატარდა სასამართლო სხდომა, რომელიც გადაიდო და შემდეგი სხდომა ჩაინიშნა 2019 წლს 16 ოქტომბერს. 2019 წლს 16 ოქტომბერს ჩატარდა სასამართლო სხდომა, რომელიც გადაიდო და შემდეგი სხდომა ჩაინიშნა 2019 წლს 06 ნოემბერს. 2019 წლის 06 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა სხდომა და ლია მარქარაშვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ცენტრს დაეკისრა 6 თვის კომპენსაციის (3222 ლარის) ანაზღაურება. 2019 წლის 31 დეკემბერს ცენტრმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ცენტრის საკასაციო საჩივარი და სხდომა ჩანიშნა 2020 წლის 10 ივნისს, რომელიც გაიმართება მხარეთა დასწრების გარეშე

საქმის განმხილველი სასამართლო:  საქართველოს უზენაესი სასამართლო

სტატუსი: მიმდინარე

 

7. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

 

7.1. მოსარჩელე: სსიპ - ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრი

მოპასუხე: შპს „ორიენტი“

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

მდგომარეობა/ შედეგი:  შედგა მორიგება - მოპასუხეს დაეკისრა 2000 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა

საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

პროცესის გამართვის თარიღი:  2020 წლის 03 ივნისი

 

 

 

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე