| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ყოველკვირეული ანგარიში სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით |
| Received On : | 16.06.2020 08:45 |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
წარმოგიდგენთ ინფორმაციას 08.06.20 – 12.06.20 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით:
ჯამური სურათი: სულ - 25; მათ შორის:
1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 1;
2. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო - 5;
-სოციალური კატეგორია - 5;
-შვილად აყვანასთან, მშობლის უფლების განხორციელებასთან, შვილთან ურთიერთობის წესთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული საქმეები - 0;
- ქმედუუნაროდ აღიარებასთან/მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საქმეები - 0;
3. სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 7;
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 7; მათ შორის:
- მაღალი რისკი -1;
-ნებართვა/ლიცენზია -0;
-საექიმო საქმიანობა - 1;
-წამალი - 5;
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-5;
6. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი – 0;
7. სსიპ - NCDC (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი) - 0;
8. სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - 0.
1.1. მოსარჩელე / განმცხადებელი: დოდო გუდავა
მოპასუხე: სამინისტრო; სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
დავის საგანი: სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 სხდომის ოქმის 69-ე პუნქტისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ნოემბრის N04-2033/ო ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე
მდგომარეობა/შედეგი: დასრულებული
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 11.06.2020 წ.
2. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო
2.1.მოსარჩელე / განმცხადებელი: სოციალური მომსახურების სააგენტო
მოპასუხე: ხათუნა ჯიქია
დავის საგანი: შრომითი დავა (სააგენტოს 2018წ. 21 დეკემბრის N04-76/დ ბრძანება შენიშვნის გამოცხადების და შრომის ანაზღაურებიდან 10%-ის დაკავების ბათილად ცნობა)
მდგომარეობა/შედეგი: სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა
განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 2020 წლის 8 ივნისი
2.2.მოსარჩელე / განმცხადებელი: შპს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი: აქტის ბათილად ცნობა და სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურება.
თანხა: 763.00 ლარი
მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო გადაწყვეტილების გამოცხადება
განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 2020 წლის 10 ივნისი
2.3.მოსარჩელე / განმცხადებელი: შპს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი: აქტის ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების
ანაზღაურება 2 727.5 ლარის ოდენობით
მდგომარეობა/შედეგი: გრძელდება არსებითი განხილვა
განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 2020 წლის 10 ივნისი
2.4.მოსარჩელე / განმცხადებელი: სს ევექსის ჰოსპიტლები
მოპასუხე: სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი: საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის 2019წ. 13 მარტის N04/12878 და 20 მარტის
N04/14601, N04/14900 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სააგენტოს 2019წ. 8 ივლისის N04/36889
გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურება. თანხა - 6
495.06 ლარი
მდგომარეობა/შედეგი: გადაიდო გადაწყვეტილების გამოცხადება
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 2020 წლის 12 ივნისი
2.5.მოსარჩელე / განმცხადებელი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; გურიის სოციალური
მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოპასუხე: შპს „მედალფა“
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი
გადაწყვეტილების მიღება (სამედიცინო დავა)
მდგომარეობა/შედეგი: გამოცხადება გადაიდო 17.06.2020
განმხილველი სასამართლო: ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 2020 წლის 10 ივნისი
3. სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
3.1.მოსარჩელე/განმცხადებელი: იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მხარდაჭერის ფონდი-
სოციალური პარტნიორობა
მოპასუხე: სააგენტო
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარეობს განხილვა
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 03.06.2020წ.
3.2.მოსარჩელე/განმცხადებელი: დიმიტრი მჭედლიძე
მოპასუხე: სააგენტო
დავის საგანი: სტატუსის მინიჭება
მდგომარეობა/შედეგი: შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის ხანდაზმულობის გამო
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 09.06.2020წ.
3.3.მოსარჩელე/განმცხადებელი: ნანა კვაშილავა
მოპასუხე: სააგენტო
დავის საგანი: საცხოვრებლით უზრუნველყოფა
მდგომარეობა/შედეგი: დაკმაყოფილდა
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 11.06.2020წ.
3.4.მოსარჩელე/განმცხადებელი: მურმან ხალიანი
მოპასუხე: სააგენტო
დავის საგანი: საცხოვრებლით უზრუნველყოფა
მდგომარეობა/შედეგი: დაკმაყოფილდა
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 11.06.2020წ.
3.5.მოსარჩელე/განმცხადებელი: დოდო გუდავა
მოპასუხე: სააგენტო
დავის საგანი: საცხოვრებლით უზრუნველყოფა
მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარეობს განხილვა
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 11.06 .2020წ.
3.6.მოსარჩელე/განმცხადებელი: ინგა ფოფხაძე
მოპასუხე: სააგენტო
დავის საგანი: საცხოვრებლით უზრუნველყოფა
მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარეობს განხილვა
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
პროცესის გამართვის თარიღი: 11.06 .2020წ.
3.7.მოსარჩელე/განმცხადებელი: გრიგორი ფაცია
მოპასუხე: საქართველოს პრეზიდენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირი: სააგენტო
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებისა და განკარგულების ბათლობა
მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარეობს განხილვა
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 12.06 .2020წ.
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
4.1. შპს ,,უნიმედი“
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან/და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 09.06.20წ
4.2. ა(ა)იპ ,,ჯოენის სახ. სამედიცინო ცენტრი“
დავის საგანი: ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 09.06.20წ
4.3. შპს ,,იმპექსფარმი“
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე რეალიზაციის შეჩერებით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი, სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე რეალიზაციის შეჩერებით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 09.06.20წ
4.4. შპს ,,ჰერა-2011“
დავის საგანი: მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 200 ლარით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 09.06.20წ
4.5. ეთერ გოგალაძე
დავის საგანი: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა
განმხილველი სასამართლო: ხაშურის რაიონული სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 09.06.20წ
4.6. შპს ,,აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“
დავის საგანი: ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ამასთან, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით - შეწყდა საქმის წარმოება
განმხილველი სასამართლო: ხაშურის რაიონული სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 09.06.20წ
4. 7. აპელანტი: ნანა გულუა
მოწინააღმდეგე მხარეები: შპს ,,სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
დავის საგანი: სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31.12. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. (სასარჩელო განცხადების მოთხოვნა - შპს ,,სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ დირექტორის 26.07.19წ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ N197 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 21.10.19წ N02/54877 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ექსპერტიზის ჩატარების დავალება)
მდგომარეობა/შედეგი: აპელაცია დაკმაყოფილდა. ახალი გადაწყვეტილებით ნანა გულუას სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შპს ,,სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს“ დაევალა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარება
განმხილველი სასამართლო: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
პროცესის გამართვის თარიღი: 09.06.20წ
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
5.1. მოსარჩელე: ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარის შ.კ.ო.-ის მეუღლის დედა-ნ.ჩ და მამა - დ.კ. (დედამთილ-მამამთილი)
მოპასუხე: ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი - შ.კ.ო.
დავის საგანი: არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
მდგომარეობა/შედეგი: შესაგებელი სასამართლოს წარედგინა 2020 წლის 10 ივნისს
განმხილველი სასამართლო: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი არ არის დანიშნული
5.2. მოსარჩელე: თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) ბენეფიციარი - ნ.ბ.
მოპასუხე: ბენეფიციარის მშობლები - კ.ა და ო.ბ.
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოს სარჩელი წარედგინა 8 ივნისს
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: სხდომა ჩანიშნულია 2020 წლის 15 ივნისს, 13:00 საათზე
5.3. მოსარჩელე: თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) ბენეფიციარი - მ.მ
მოპასუხე: ბენეფიციარის ყოფილი მეუღლე - ნ.ფ
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
მდგომარეობა/შედეგი: მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 11.06.2020 წელი, 14:30 სთ.
5.4.მოსარჩელე: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი/დაზარალებული ბენეფიციარი - რ.მ
მოპასუხე: ბენეფიციარის შვილი - თ.ფ
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი სასამართლოს წარედგინა 8 ივნისს
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა
5.5.მოსარჩელე: თბილისის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი/დაზარალებული ბენეფიციარი - გ.ჯ.
მოპასუხე: ბენეფიციარის ყოფილი მეუღლე - ნ.ბ.
დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის დაკისრება; არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა - დედის საცხოვრებელი ადგილით და შვილთან ნახვის დღეების გრაფიკის დადგენა
მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი სასამართლოს წარედგინა 10 ივნისს
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე