| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ყოველკვირეული ანგარიში სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით |
| Received On : | 18.05.2020 10:33 |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 11.05.20 – 15.05.20 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით:
ჯამური სურათი: სულ - 6; მათ შორის:
1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 1
2. სოციალური მომსახურების სააგენტო - 0
3. სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 0
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 2;
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-2
6. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი – 1
7. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 0
8. სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - 0
1.1 მოსარჩელე/განმცხადებელი: გიორგი ჭაუჭიძე
მოპასუხე: საქართველოს მთავრობა (საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობას, ასევე, ახორციელებდა სამინისტრო)
დავის საგანი: სადავოდ არის გამხდარი “ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ვადით კრძალავს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლას
მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარე
განმხილველი სასამართლო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 15.05.2020 წ.
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
4.1. შპს ,,ტასკა-2019“
დავის საგანი: საქმიანობა ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 16000 ლარის ოდენობით; ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 16 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 15.05.20წ
4.2. სს ,,რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო“
დავის საგანი: სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა
მდგომარეობა/შედეგი: შეწყდა საქმის წარმოება
განმხილველი სასამართლო: რუსთავის საქალაქო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 15.05.20წ
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
5.1. მოსარჩელე: გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) ბენეფიციარი - ნ.ბ.
მოპასუხე: ბენეფიციარის დედა– ლ.ბ.
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოს სარჩელი წარედგინა 13.05.2020 წელს
განმხილველი სასამართლო: გორის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 20.05.2020 13 :00 სთ.
5.2. მოსარჩელე: ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების
კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი - თ.მ.
მოპასუხე: ბენეფიციარის მეუღლე – ვ.შ.
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
მდგომარეობა/შედეგი: საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო
განმხილველი სასამართლო: ოზურგეთის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 15.05.2020
6. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
6.1. მოსარჩელე: სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
მოპასუხე: რამაზ ომაროვი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურების - 11568 ლარის მოთხოვნა
მდგომარეობა/შედეგი: მოპასუხემ 2019 წლის 06 ოქტომბერს დააზიანა სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ზიანის ოდენობამ შეადგინა 11568,75 ლარი. ვინაიდან ნებაყოფლობით არ მოხდა ანაზღაურება, ცენტრმა სარჩელით მიმართა სასამართლოს 2020 წლის 17 მარტს. 2020 წლის 15 აპრილს ცენტრს ჩაბარდა შესაგებელი
საქმის განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
სტატუსი: მიმდინარე