| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ყოველკვირეული ანგარიში სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით |
| Received On : | 25.05.2020 09:11 |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
წარმოგიდგენთ ინფორმაციას 18.05.20 – 22.05.20 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით
ჯამური სურათი: სულ - 10; მათ შორის:
1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 1
2. სოციალური მომსახურების სააგენტო - 0
3. სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 0
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 3; მათ შორის:
- მაღალი რისკი -0;
-ნებართვა/ლიცენზია -0;
-საექიმო საქმიანობა - 1;
-წამალი - 2
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-6
6. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი – 0
7. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 0
8. სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - 0
1.1 მოსარჩელე/განმცხადებელი: მიხეილ სამნიძე
მოპასუხე: საქართველოს მთავრობა (საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობას, ასევე, ახორციელებდა სამინისტრო)
დავის საგანი: სადავოდ არის გამხდარი „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“-ის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი: საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით
მდგომარეობა/შედეგი: მიმდინარე
განმხილველი სასამართლო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 20.05.2020 წ.
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
4.1. შპს ,,Novator Pharma”
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე რეალიზაციის შეჩერებით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარით, სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე რეალიზაციის შეჩერებით
განმხილველი სასამართლო: გარდაბნის მაგისტრატი სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 18.05.20წ
4.2. ნესტორ თაბუნიძე
დავის საგანი: საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 18.05.20წ
4.3. შპს ,,ბიკო“
დავის საგანი: საქმიანობა ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 8000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
განმხილველი სასამართლო: რუსთავის საქალაქო სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 20.05.20წ
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
5.1. მოსარჩელე: გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) ბენეფიციარი - ნ.ბ.
მოპასუხე: ბენეფიციარის დედა – ლ.ბ.
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
მდგომარეობა/შედეგი: გამოიცა დამცავი ორდერი
განმხილველი სასამართლო: გორის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 21.05.2020
5.2. მოსარჩელე: ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარი - თ.მ.
მოპასუხე: ბენეფიციარის მეუღლე – ვ.შ.
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
მდგომარეობა/შედეგი: გამოიცა დამცავი ორდერი
განმხილველი სასამართლო: ოზურგეთის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: 18.05.2020
5.3.მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი - ლ.დ.
მოპასუხე: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება
მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოში შესაგებელი გაიგზავნა 19.05.2020 წელს
განმხილველი სასამართლო: რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა
5.4.მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი - თ.ნ.
მოპასუხე: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება
მდგომარეობა/შედეგი: სასამართლოში შესაგებელი გაიგზავნა 19.05.2020 წელს
განმხილველი სასამართლო: რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა
5.5.მოსარჩელე: ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) ბენეფიციარი- ე.ი
მოპასუხე: ბენეფიციარის მეუღლე–ბ.ს.
დავის საგანი: განქორწინება
მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი სასამართლოს წარედგინა 21.05.2020 წელს
განმხილველი სასამართლო: ბათუმის საქალაქო სასამართლო (სამოქალაქო)
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა
5.6. მოსარჩელე: გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) ბენეფიციარი - თ.მ
მოპასუხე: ბენეფიციარის პარტნიორი - გ.ბ.
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
მდგომარეობა/შედეგი: სარჩელი სასამართლოს წარედგინა 22.05.2020 წელს
განმხილველი სასამართლო: გორის რაიონული სასამართლო (ადმინისტრაციული)
პროცესის გამართვის თარიღი: პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე