| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ყოველკვირეული ანაგრიში სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით |
| Received On : | 27.04.2020 07:56 |
მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 20.04.20 – 24.04.20 განმავლობაში სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესებთან და ახალ სარჩელებთან დაკავშირებით
ჯამური სურათი: სულ - 4; მათ შორის:
1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 0
2. სოციალური მომსახურების სააგენტო - 0
3. სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 0
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 4; მათ შორის:
- მაღალი რისკი - 0;
-ნებართვა/ლიცენზია -1;
-საექიმო საქმიანობა - 0;
-წამალი - 3
5. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო - 0
6. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი – 0
7. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 0
8. სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - 0
4. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო:
4.1. შპს ,,სამკურნალო სადიაგნოსტიკო ცენტრი სამგორი მედი“
დავის საგანი: ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 22.04.20წ
4.2. შპს ,,ფარმაცია 2018“
დავის საგანი: აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა
განმხილველი სასამართლო: ზუგდიდის რაიონული სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 22.04.20წ
4.3. შპს ,,იმპექსფარმი“
დავის საგანი: ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით
განმხილველი სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
პროცესის გამართვის თარიღი: 23.04.20წ
4.4. შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“
დავის საგანი: სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა
მდგომარეობა/შედეგი: ცნობილი იქნა ადმ. სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა
განმხილველი სასამართლო: ონის მაგისტრატი სასამართლო
პროცესის გამართვის თარიღი: 24.04.20წ
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე