ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და სანქციებთან დაკავშირებით
Received On :
10.07.2019 10:15
- გუშინ მთელმა ქვეყანამ შვებით ამოისუნთქა, როდესაც ცნობილი
გახდა რომ სანქციები არ დაგვიწესდებოდა. ერთადერთ სახედაკარგული და
გაწბილებულები ისევ ნაციონალური მოძრაობა და მათი მთავარი შემოქმედები,
სააკაშვილ-ბოკერია-გვარამია იყვნენ.
- ესაა მავნე და მტრული ძალა, რომელიც რეალურად თვითონ
ჩამოყალიბდა საოკუპაციო ძალად. მათთვის მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა
ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნა, ხალხის გაღატაკება, ლარის
გაუფასურება და ხალხის უკმაყოფილების გაზრდაა.
- მათ უნდათ ქვეყანაში რუსი ტურისტების ნაცვლად, რუსი
ჯარისკაცები შემოდიოდნენ, ინვესტიციების ნაცვლად ჭურვები ცვიოდეს,
მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა, ქაოსმა და სიღარიბემ ჩაანაცვლოს.
მათ უნდათ ნახონ შემცირებული შემოსავლები, უნდათ რომ მთელ კახეთს
გაუჭირდეს ყურძნის რეალიზაცია, შეწყდეს ვაჭრობა, ათასობით ქართველმა ვერ
ამუშაოს ბოლო დროს ახალგახსნილი სასტუმროები, გააჩერონ რესტორნები და
კაფეები, დაკარგონ სამსახური და ა.შ.
- მათი მიზანია ნებისმიერ ფასად მოახდინონ სიტუაციის ესკალაცია
ქვეყანას შეუქმნან შიდა და გარე საფრთხეები, ამიტომ სულ 50 კაციც რომ ვერ
შეაგროვონ და სრულ მარგინალებად წარმოჩინდნენ, მაინც იდგებიან ქუჩაში და
მაინც ეცდებიან დაძაბულობის კერის შენარჩუნებას.
- გვარამიას გამოხდომები რუსულ ბაზარზე ექსპორტირებულ ღვინოსთან
დაკავშირებით (https://1tv.ge/news/nika-gvaramia-putini-kargiao-imitom-unda-vtqvat-rom-vighacam-borjomi-ghvino-da-nabeghlavi-sheitanos-rusetshi-chavufsi-samiveshi/?fbclid=IwAR3wYsSnaw7ijBe4dWiUfD_87L1Lhuoz_QfLD1C83zWgGfcp496-YFRVRNU),
რომელიც უამრავი ადამიანის საარსებო წყაროს წარმოადგენს, წარმოადგენს
ზუსტად იმავე პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას, რისი ყველაზე
ამორალური გამოხატულებაც გიორგი გაბუნიას ამორალური ეთერი იყო. ამ
ყველაფერმა ნათლად გამოაჩინა, რომ მათი რეალური მიზანი სწორედ სანქციების
დაწესება და ქვეყნისთვის უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების შექმნა იყო.
- ამიტომ, ყველამ უნდა დავიოკოთ ემოციები, არ ავყვეთ ქვეყნის
მტრების რიტორიკას, კარგად გავიაზროთ რა პროცესების პროვოცირებას ცდილობს
ოპოზიციის მავნებლების ფლანგი და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.
უკანასკნელ 20 დღეში:
- შემცირდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, შემცირდა ლარის
ღირებულება, საკურორტო ზონებში სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა.
რუსეთის მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში საქართველო, ჩვენი
მოსახლეობა, დაახლოებით 4 მლრდ ლარის შემოსავალს დაკარგავდა.
რუსეთის მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში მოსალოდნელი ფინანსური
დანაკარგები შემდეგნაირი იქნებოდა:
- რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შეჩერების შემთხვევაში, ქვეყანა
და მოსახლეობა 2 მლრდ ლარზე მეტს დაკარგავს (750 მლნ აშშ დოლარი).
- რუსეთის მიერ, ქართულ აგროსასურსათო პროდუქციაზე ემბარგოს
დაწესების შემთხვევაში, 2019 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში, ექსპორტის
მოსალოდნელმა დანაკარგები 400 მლნ-ლარზე მეტი (150 მლნ აშშ დოლარი)
იქნება.
- ფულადი გზავნილების შესაძლო აკრძალვა კიდევ დაახლოებით ერთი
მილიარდ 300 მილიონი ლარით (457.2 მლნ. აშშ. დოლარი) გვაზარალებს.
- ეს გათვლები ეხება მხოლოდ უშუალოდ რუსეთიდან მისაღებ
შემოსავლებს და არ ითვალისწინებს თანმდევ ეფექტებს, რაც ასევე მოიცავს
სხვა ქვეყნებიდან და სხვა დარგებიდან მისაღები შემოსავლების შემცირების
რისკს, რაც ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას და დაძაბულ პოლიტიკურ
ვითარებას ავტომატურად მოყვება.
- დასასრულს, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 დღის
განმავლობაში, საზოგადოების თვალწინ ხდება ამ მოღალატე ძალის სრული
ლუსტრაცია, რის შედეგადაც საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“ - საოკუპაციო მოძრაობაა, რომელსაც საქართველოსა და ქართველი
ხალხის ზიზღი აერთიანებთ.