| მოხსენებითი ბარათი - კვარტალური ანგარიში. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული N5 დანართის (იურიდიული დეპარტამენტის დებულება) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დამუშავებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" 2014 წლის 2 აპრილის N01–77/ო ბრძანების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ, იურიდიული დეპარტამენტის მიერ 2018 წლის IV კვარტალში გაწეული საქმიანობის და 2018 წლის წლიურ ანგარიშს და 2019 წლის I და II კვარტლების ანგარიშს თანდართული დანართების შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში 2019 წლის II კვარტალში (01.04.2019 – 30.06.2019) სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით კონსოლიდირებულ ინფორმაციას. |