ინფორმაცია აშშ–ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან (OPIC) დაკავშირებით:
• ოპიკი არის ამერიკის მთავრობის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო კორპორაცია, რომელიც კერძო სექტორის ხელშესაწყობად აფინანსებს ეკონომიკურ პროექტებს სხვადასხვა სფეროში.
• ოპიკს საქართველოში 600 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული 60-ზე მეტ პროექტში, ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორებში.
• პირველი პროექტი, რომელიც ოპიკის დახმარებით განხორციელდა ისტორიული სასტუმროს, „მარიოტ თბილისის“ აღდგენა იყო. ასევე, ოპიკი პირველი უცხოური ფინანსური ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების დიდი მნიშვნელობა დაინახა.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
• პეის ტერმინალი განთავსდება ფოთის ნავსადგურის ეგრეთ წოდებულ ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელში 25 ჰექტარ მიწის ფართზე ნავმისადგომების კედლის საერთო სიგრძით 650 მეტრი. ახალი პორტის საერთო ტვირთგამტარიანობა 5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი და გენერალური ტვირთია აქედან 100 ათასი TEU კონტეინერი. (20 ფუტიანი კონტეინერები). აკვატორია მნიშვნელოვნად დაღრმავდება, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემები. აღნიშნული ტვირთბრუნვას 5 მილიონ ტონამდე გაზრდის.
• პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ორ ფაზას, რომლის პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს. აქედან 50 მილიონი აშშ დოლარი დაფინანსდა აშშ–ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაცია(OPIC) მიერ. ეს არის ოპიკის მიერ საქართველოში პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.
• საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პეის ტერმინალსი უკვე ფუნქციონირებს. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა BP-ს მილების გადაზიდვა რეგიონის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის როგორიცაა შაჰდენიზ-2. ტერმინალზე უკვე წარმოებს სხვადასახვა სახის ტვირთებისა და საზღვაო კონტეინერების მიღება დამუშავება. „პეის ტერმინალსი“ ძირითადად მოემსახურება შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული მინერალური ქიმიური სასუქების გადატვირთვას. ტერმინალი უკვე ახორციელებს თურქმენული მინერალური სასუქის – კარბამიდის მიღება დამუშავებას.
• ტერმინალი ასევე მოემსახურება სხვადასხვა სახის მშრალ ნაყარ ტვირთს და საზღვაო კონტეინერებს. ამ მიზნით ნავმისადგომები აღიჭურვება თანამედროვე მაღალი ტვირთამწეობის მქონე ამწეებითა და გემის დამტვირთველი მანქანით. ასეთი სახის ინფრასტრუქტურის შექმნით ჩვენ საშუალება მოგვეცემა გავზარდოთ საქართველოს საპორტო სიმძლავრეები და მოვიზიდოთ გაცილებით მეტი სატრანზიტო ტვირთი.
• ტენდერი ტერმინალის ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობაზე უკვე დასრულდა და მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი გამარჯვებულ კომპანიასთან. პარალელურად მიმდინარეობს ტერმინალის ტერიტორიაზე დამატებითი დახურული და ღია სასაწყობო მეურნეობების მშენებლობა. არსებული გეგმით „პეის ტერმინალსი“ სრულყოფილ ფუნქციონირებას დაიწყებს 2021 წლის მარტიდან.