· სახელმწიფომ გამოავლინა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტები.
· სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, მათ შორის, დღეის მდგომარეობით პატიმრობაში იმყოფება 38 პირი!
· ამ ეტაპისთვის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უწყებამ აღკვეთა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და მოხდა ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების პრევენცია!
· დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს კონტროლის ქმედითი მექანიზმი აქვს. სწორედ ამ მექანიზმისათვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟებისთვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვისთვის.
· საქმეზე გრძელდება გამოძიება, მათ შორის იმის დასადგენად, ჩართული იყვნენ თუ არა დანაშაულებრივ სქემაში საჯარო მოხელეები!
· ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვისაც ამ დანაშაულებრივ სქემასთან რაიმე ტიპის კავშირი გააჩნია, იქნება ეს ბიზნესმენი, მოხელე თუ ნებისმიერი სხვა პირი!
· ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე, ვინც საკუთარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებას შეეცდება!
· ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების (პენსიონერების, მასწავლებლების, ექიმების) ჯიბიდან ამოცლილი თანხა, ამიტომ ეს არავის შერჩება!
ყველა თეთრი უკლებლივ უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში და ყველა დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით მოიხადოს სასჯელი!
კითხვის დასმის შემთხვევაში, ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირების შესაძლო კავშირზე ამ სქემასთან:
· ასეთი მასშტაბის დანაშაულებრივი სქემის გახსნის, 53 პირის პასუხისგებაში მიცემის, მათ შორის 38 პირის პატიმრობის ფონზე, ხელისუფლების ამ დანაშაულებრივ სქემასთან კავშირზე საუბარი სრულიად აბსურდულია!
· როდესაც პასუხისგებაში აძლევ 53 ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ სქემა აუცილებლად და ბოლომდე გაიხსნება და ვერავის სახელი ვერ დაიმალება, ვისაც ამ სქემასთან რაიმე კავშირში გააჩნია.
· ხელისუფლებას ამ დანაშაულებრივი სქემის დამალვა, რომ დომებოდა, რაც თავისთავად სრული აბსურდია, ამ მასშტაბის სს საქმეს არ გახსნიდა.