From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : ტრაილერების მძღოლები
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Levan Baidoshvili <L.Baidoshvili@ncdc.ge>
Received On : 21.05.2020 09:07
Attachments :

ქალბატონო ეკა,

 

გუშინდელი სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, დღეს ბატონ ალიკო ხოჯევანიშვილთან ჩვენი ცენტრის ტოპ-მენეჯმენტმა (პაატა, ხათუნა, მე)  და ასევე ამ საკითხზე გამოყოფილმა სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა, გავიარეთ ტრაილერების მძღოლების კოვიდზე გამოკვლევის საკითხები.

ლოჯისტიკური სქემები მათი გადაადგილების საკმაოდ რთულია და ამიტომ შევჯერდით ასეთზე თუ შესაბამისად სამინისტროს თანხმობა იქნება:

 

1.       ყველა სახმელეთო შემოსასვლელ პუნქტთან შესაბამისმა უწყებამ (საზღვარი, ტრანსპორტის ადმინისტრაცია ან სხვა)  უნდა განათავსოს მცირე შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით აღჭურვილი შენობა (ვაგონი).

2.       ამ შენობაში მოხდება სწრაფი ანტიგენისა და ანტისხეულების ტესტებით მძღოლის გამოკვლევა და პასუხი იქნება 30-45 წუთის განმავლობაში, მაქსიმუმ ერთ საათში. ერთ-ერთზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მძღოლი შესაბამის საპოლიციო ესკორტით სხვასთან შეხების გარეშე მივა საბოლოო პუნქტში, ჩააბარებს ტვირთს და გადავა შემდეგ უახლოეს ცხელების კლინიკაში შესაბამისი პროტოკოლით (პჯრ დ ა.შ.) კვლევების ჩასატარებლად.

სწრაფი ტესტების უარყოფითობის შემთხვევაში ის აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში გადაადგილებას, ეძლევა სამახსოვრო ბარათი კოვიდის შესახებ თუ სიმპტომების შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს.

სწრაფი ტესტების გასაკეთებლად გადაუდებლად შეიძლება ადგილობრივი პერსონალის გადამზადება. აქ საკითხი დგება თუ სამინისტროს უწყვეტ რეჟიმში ექნება მათი შესაბამისი რაოდენობები. როგორც ვიცი ამჟამად 50-50 000 ეს ტესტები არის.

3.       თითოეულ შემოსულ მძღოლზე პჯრ გაკეთება ვერ ხერხდება გადაადგილების  რთული ლოჯისტიკური სქემის გამო. ჩვენ თავისუფლად აუვალთ 250-300 პჯრ ტესტის გაკეთებას დღეში, თვითონ ლოჯისტიკური სქემა რომ იყოს შედარებით მატივად დასალაგებული.

 

გთხოვთ განიხილოთ და თანხმობის შემთხვევაში მისცეთ შესაბამის მსვლელობა შტაბში ბატონ ალიკო ხოჯევანიშვილთან.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

Amiran Gamkrelidze, MD, PhD, Professor

National Center for Disease Control and Public Health

Director General

 

Tbilisi 0198, Kakheti Hwy. #99

Phone: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

Description: NCDC logo3