From : Giorgi Chichinadze <giorgi.chichinadze@pensions.ge>
To : nturnava@moesd.gov.ge; I.matchavariani@mof.ge; etikaradze@moh.gov.ge
Subject : საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს
Cc : nmetreveli@moesd.gov.ge; s.bakradze@mof.ge; levansurg@gmail.com; Ekaterine Mikabadze <emikabadze@moesd.gov.ge>; n.gagua@mof.ge; Nina Pkhakadze <nina.pkhakadze@pensions.ge>; Levan Surguladze <levan.surguladze@pensions.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 19.08.2019 13:58
Attachments :

ქალბატონებო და ბატონებო,

მოგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტო არ არის უფლებამოსილი უფროსი საინვესტიციო ოფიცრის დანიშვნამდე განახორციელოს საინვესტიციო საქმიანობა. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საინვესტიციო საბჭო შეარჩევს და სამეთვალყურეო საბჭოს დასანიშნად წარუდგენს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურას, რომლის შერჩევის პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. საინვესტიციო საბჭოს მიაჩნია, რომ ცალკეული შეზღუდული საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების და შესაბამისად, საპენსიო აქტივებზე უფრო მაღალი სარგებლის დარიცხვის უზრუნველყოფის მიზნით, მიღებულ უნდა იქნეს დროებითი ზომები და საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური დროებით, ერთი თვის ვადით, დანიშნულ იქნეს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებლად. ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოთქვა თანხმობა საპენსიო აქტივებზე უფრო მაღალი სარგებლის დარიცხვის უზრუნველყოფის მიზნით, აქტივების ვადიან ანაბარზე განთავსების თაობაზე, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების შემდეგ.

წარმოგიდგენთ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის წერილს და №2 სხდომის ოქმს და სამეთვალყურეო საბჭოს №5 ოქმის პროექტს შემდგომი განხილვის მიზნით.

გთხოვთ, საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით, დროებით, ერთი თვის ვადით განიხილოთ უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე დავით წიკლაურის კანდიდატურა.

 

პატივისცემით,

გიორგი ჭიჭინაძე

დირექტორის მოადგილე